ამ­ბე­ბი მეტ­რო­დან...
font-large font-small
ამ­ბე­ბი მეტ­რო­დან...

მო­ხუ­ცე­ბუ­ლის გვერ­დით არა­ვინ ჯდე­ბო­და. ამის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ის იყო, რომ გა­ხუ­ნე­ბუ­ლი, ძვე­ლე­ბუ­რი პალ­ტო ეცვა...



ქალ­ბა­ტონ­მა სო­ფო კობ­ლიშ­ვილ­მა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც აღ­წე­რი­ლი აქვს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ნა­ხი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. მის წე­რილს უც­ვ­ლე­ლად გთა­ვა­ზობთ:


"სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­ცა საქ­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორტს ეხე­ბა, უპი­რა­ტე­სო­ბას მეტ­როს ანი­ჭებს. ამის მი­ზე­ზი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს მეტ­რო­თი მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი, სა­ცო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბა ან თუნ­დაც, კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ვარ­ძ­ლე­ბი. თუმ­ცა, რაც მარ­თა­ლია, მარ­თა­ლია, სა­მუ­შაო დღეა ეს, შა­ბა­თი თუ კვი­რა, მეტ­რო გა­დავ­სე­ბუ­ლი ვა­გო­ნე­ბით ჩერ­დე­ბა სად­გურ­ზე და ზოგ­ჯერ ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ცალ ფეხ­ზე მდგომ­საც კი გვი­წევს მგზავ­რო­ბა. მე ადა­მი­ა­ნე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა რომ არ ას­ვე­ნებთ და რო­გორც ქუ­ჩა­ში, ისე ტრან­ს­პორ­ტ­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში თვა­ლებს აცე­ცე­ბენ, გარ­შე­მო მყო­ფებს აკ­ვირ­დე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად გავ­მ­ხ­დარ­ვარ ისე­თი ამ­ბე­ბის შემ­ს­წ­რე, რო­მელ­საც შე­ვუძ­რი­ვარ და და­ვუ­ფიქ­რე­ბი­ვარ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ შო­რის, დი­ახ, თქვენ შო­რი­საც, ვინც ახ­ლა ამას კითხუ­ლობთ, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ვი­ღაც, ვი­საც ის, რის აღ­წე­რა­საც ახ­ლა შე­ვეც­დე­ბი, სა­კუ­თა­რი თვა­ლით უნა­ხავს. ჰო­და, ზოგს წარ­სულ­ში დაბ­რუნ­ე­ბა სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნას მოჰ­გ­ვ­რის, რად­გან არა­ფე­რი მო­უ­მოქ­მე­დე­ბია მა­შინ, რო­ცა შე­იძ­ლე­ბო­და, მის ერთ სიტყ­ვას ყვე­ლა­ფე­რი შე­ეც­ვა­ლა.
***
კუთხე­ში მო­ხუ­ცი კა­ცი იჯ­და. რომ ნდო­მო­დათ, ყვე­ლა შე­ამ­ჩ­ნევ­და მის და­დარ­დი­ა­ნე­ბულ სა­ხეს და აწყ­ლი­ა­ნე­ბულ თვა­ლებს, მაგ­რამ მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ჩა­მომ­ს­ხ­დარ ახალ­გაზ­რ­დებს ამის სურ­ვი­ლიც არ ჰქონ­დათ.
მო­ხუ­ცე­ბუ­ლის გვერ­დით არა­ვინ ჯდე­ბო­და. ამის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ის იყო, რომ გა­ხუ­ნე­ბუ­ლი, ძვე­ლე­ბუ­რი პალ­ტო და და­ლა­ქა­ვე­ბუ­ლი კრე­მის­ფე­რი შარ­ვა­ლი ეც­ვა. არა­ნა­ი­რი უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი არ ას­დი­ო­და! არც ალ­კო­ჰო­ლის, არც სი­გა­რე­ტის და არც - არაფ­რის... ჰო, ერ­თი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბო­და დათ­რ­გუნ­ვი­ლი­ყა­ვით და ოდ­ნა­ვი ზიზღიც გაგ­ჩე­ნო­დათ და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, მაგ­რამ ის თხუთ­მე­ტი­ო­დე წუ­თი, რაც წი­ნა აბ­ზაც­ში ხსე­ნე­ბულ­მა თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა დაჰ­ყ­ვეს ვა­გონ­ში, საკ­მა­რი­სი იყო იმის­თ­ვის, რომ გუ­ლი მოლ­ბო­ბო­დათ და დამ­ცი­ნა­ვი მზე­რა არ ეტყორ­ც­ნათ მის­თ­ვის.
სა­სა­ცი­ლო(?!) იყო ის ფაქ­ტი, რომ ერთ-ერ­თ­მა ბიჭ­მა ჯი­ბი­დან ბო­ლო მო­დე­ლის ტე­ლე­ფო­ნი ამო­ი­ღო და მო­ხუ­ცის ლან­ჩაძ­რო­ბილ ფეხ­საც­მელს ფო­ტო გა­და­უ­ღო. მეტ­რო­ში მსხდომ­ნი, რომ­ლე­ბიც ამ შემ­თხ­ვე­ვის მოწ­მე­ნი გახ­დ­ნენ, შე­იშ­მუშ­ნენ, თუმ­ცა, ხმა არ ამო­უ­ღი­ათ.
მო­ხუცს კი ჰა­მა­კი­ვით არ­ხევ­და ტრან­ს­პორ­ტი... ის ამა­საც ისე­ვე ვერ გრძნობ­და, რო­გორც სა­კუ­თარ ცრემ­ლებს და­ღა­რულ ლო­ყებ­ზე...
***
ღა­მის ცხრა სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, მეტ­რო­ში თოთხ­მე­ტი­ო­დე წლის გო­გო­ნა რომ შე­მო­ვი­და. ეტყო­ბო­და, ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი იყო. ზურ­გ­ზე ჩან­თა ეკი­და და ძლივ­ძ­ლი­ვო­ბით ეჭი­დე­ბო­და რკი­ნის მო­სა­კიდს.
ად­გი­ლი რომ გა­თა­ვი­სუფ­ლ­და, უფ­რო მე­ტად გა­ფერ­მ­კ­რ­თა­ლე­ბუ­ლი, სკამ­ზე ჩა­მოჯ­და და თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა. სწო­რედ ამ დროს შე­მო­იყ­ვა­ნა ახალ­გაზ­რ­და ბიჭ­მა მო­ხუ­ცი ქა­ლი ვა­გონ­ში, თვი­თონ კი გა­ვი­და. ქა­ლი გან­გებ, წინ ჩა­მო­უდ­გა გო­გო­ნას და აშ­კა­რად, იმას ელო­დე­ბო­და, რო­დის და­უთ­მობ­და ად­გილს, რად­გან ყვე­ლა სკა­მი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო.
გო­გომ მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­ხი­ლა თვა­ლე­ბი, რომ ვი­ღა­ცის მზე­რამ ლო­ყე­ბი აუწით­ლა. სწო­რედ მა­შინ, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა რომ და­ა­პი­რა, ქალ­მა ბო­ლო ხმა­ზე შეჰ­კივ­ლა და გულ­ზე ხე­ლი მი­ი­დო. რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი მას მის­ც­ვივ­და. მო­ზარ­დიც უკ­ვე ფეხ­ზე იდ­გა და უნე­ბუ­რად, ხე­ლი ჩა­ევ­ლო ქა­ლის მკლა­ვის­თ­ვის.
"დამ­ს­ვით! დამ­ს­ვით!" - ყვი­რო­და მო­ხუ­ცი.
მა­შინ­ვე დას­ვეს და გვერ­დი­და­ნაც შე­მო­ე­ცალ­ნენ მგზავ­რე­ბი, რად­გან ვიწ­როდ არ მჯდა­რი­ყო.
"ვერ ხე­დავ, შვი­ლო, სა­ხე­ზე ფე­რი რომ არ მა­დევს ან კი­დევ, სახ­ლ­ში არ გას­წავ­ლეს მო­ხუ­ცის პა­ტი­ვის­ცე­მა? არა, რა თა­ო­ბა მო­დის! ზოგს ის რა­ღაც "შნუ­რე­ბი" აქვს ყურ­ში გაჩ­რი­ლი, ზო­გი კი წა­მო­წო­ლი­ლა ზურ­გ­ზე და სძი­ნავს", - უცებ და­უბ­რუნ­და ძა­ლა ქალს და თავ­დახ­რილ გო­გო­ნას ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა და­უწყო.
"მე... ვა­პი­რებ­დი..." - ალუღ­ლუღ­და მო­ზარ­დი.
"ა­პი­რებ­და! თურ­მე, აპი­რებ­და! რომ მოვ­კ­ვ­დე­ბი, მე­რე ისე­დაც ჩა­მაწ­ვე­ნენ კუ­ბო­ში!" - თქვა ქალ­მა და ყვე­ლას გა­სა­ოც­რად, ქალს ის მა­მა­კა­ცი აჰ­ყ­ვა გო­გო­ნას ლან­ძღ­ვა­ში, რო­მელ­საც არც მა­შინ და­უ­ტო­ვე­ბია სკა­მი, რო­ცა მო­ხუ­ცი შე­უძ­ლოდ გახ­და და არც მა­შინ, ფეხ­ზე რომ იდ­გა.
გო­გო­ნა შემ­დეგ გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩა­ვი­და, თუმ­ცა ყვე­ლა მიხ­ვ­და, რომ ის სუ­ლაც არ მი­დი­ო­და ამ სად­გურ­ზე.
***
სკა­მებ­ზე კან­ტი­კუნ­ტად ის­ხ­დ­ნენ მგზავ­რე­ბი. ვა­გონ­ში შეს­ვ­ლი­სას პირ­ვე­ლი, ვინც ყუ­რადღე­ბას იქ­ცევ­და, ახალ­გაზ­რ­და ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც გა­ხე­ულ ჯინ­სებ­სა და მოკ­ლე­სა­ხე­ლო­ი­ან მა­ი­სურ­ში იყო გა­მოწყო­ბი­ლი. ორი­ვე მა­ჯას ტა­ტუ­ე­ბი უმ­შ­ვე­ნებ­და, ცხვი­რი კი გახ­ვ­რე­ტი­ლი ჰქონ­და.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სი­ჩუ­მე ვა­გო­ნის ჩაბ­ნე­ლე­ბულ ნა­წილ­ში მსხდომ­თა ჩურ­ჩულ­მა და­არ­ღ­ვია. ორი ასა­კო­ვა­ნი ქა­ლი ერ­თ­მა­ნეთს ებუტ­ბუ­ტე­ბო­და.
"შე­ხე­დავ და მა­შინ­ვე მიხ­ვ­დე­ბი, რო­გო­რი­ცაა და რას წარ­მო­ად­გენს ცხოვ­რე­ბა­ში! რო­გორ არ რცხვე­ნია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტით ასე რომ მგზავ­რობს?" - ერთ-ერ­თი ქა­ლი უხე­ში ტო­ნით ჰკიცხავ­და ქა­ლიშ­ვილს და თან, თვალს არ აშო­რებ­და.
"ჩემ­მა შვილ­მა რომ ქუ­ჩა­ში ასე გა­ი­ა­როს, ყვე­ლას თვალ­წინ გავ­წიწ­კ­ნი", - და­ი­ქა­და მე­ო­რემ.
"ნე­ტავ, დე­და­მისს რო­გორ სძი­ნავს, მაგ­რამ ალ­ბათ, ისიც ასე­თია და შვი­ლიც თა­ვის­ნა­ი­რი გა­ზარ­და", - იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა პირ­ველ­მა.
მათ ამ გო­გო­ნას სა­ხე­ლიც კი არ იცოდ­ნენ, მშობ­ლის ვი­ნა­ო­ბა­ზე ხომ ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტი გახ­ლ­დათ. აზ­რ­ზეც არ იყ­ვ­ნენ, პა­ტი­ო­სა­ნი იყო თუ უღირ­სი, კე­თი­ლი თუ შუ­რი­ა­ნი... იმა­საც კი ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, რომ გრძელ, მუ­ქი ფე­რის ქვე­და­ბო­ლო­ში ისი­ნი უფ­რო მდა­ბა­ლი სუ­ლის იყ­ვ­ნენ, ვიდ­რე ეს "დე­და­მი­სის მსგავ­სი" ქა­ლიშ­ვი­ლი.
***
ვა­გონ­ში ბო­შა ბი­ჭუ­ნა შე­მო­ვი­და და ერ­თა­დერ­თი სუფ­თა, რაც შე­მორ­ჩე­ნო­და, მგზავ­რებს მო­ავ­ლო... თვა­ლე­ბი. მსწრაფლ გად­მო­ყა­რა ცრემ­ლე­ბი და ტი­რილ­ში სიტყ­ვე­ბი შე­უ­რია... ამ­ბობ­და, რომ მი­სი დე­და ძა­ლი­ან ავად იყო და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.
ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც თა­ვა­დაც არ ულ­ხინ­დათ, შე­ებ­რა­ლათ ის. მგზავ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ თუ არა, ნა­ხე­ვარ­მა მა­ინც, სა­ფუ­ლე გახ­ს­ნა და გა­მოწ­ვ­დილ ხელ­ში ხურ­და ჩა­უგ­დეს ექ­ვ­სი­ო­დე წლის ბავშვს.
მე­ო­რე წრე­ზე რომ მო­დი­ო­და, ერთ ქალს მი­უტ­რი­ალ­და, რო­მელ­საც მის­თ­ვის ფუ­ლი არ მი­უ­ცია და კბი­ლებ­ში გა­მოც­რა: "დე­და ცუ­დად მყავს-მეთ­ქი!"
"ფუ­ლი არ მაქვს", - მშვი­დად მი­უ­გო მგზავ­რ­მა.
"მო­მე­ცი!" - ანაზ­დად, ქა­ლის ხე­ლის­კენ წა­ი­ღო ხე­ლი და ფრჩხი­ლი ჩა­ა­ჭი­რა.
"ხე­ლი გას­წიე!" - შე­უ­რაცხ­ყო­ფილ­მა ხე­ლი გა­და­უბ­რუ­ნა ბიჭს და მსუ­ბუ­ქი ბიძ­გით უკან და­ა­ხე­ვი­ნა.
ბიჭ­მა გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი მზე­რით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა მას­ზე ძლი­ე­რი "მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე" და უკ­ვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვა­გო­ნი­დან გა­ვი­და.
"მარ­თ­ლა არ მქონ­და..." - ტუ­ჩე­ბის კვნე­ტით თქვა ქალ­მა და მძი­მედ გა­დაყ­ლა­პა ნერ­წყ­ვი.
***
ეს რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ზღვის წვე­თია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ხდე­ბა. არა­ვინ ფიქ­რობს, რომ მო­ზარდს შე­იძ­ლე­ბა, იმა­ზე მე­ტი პრობ­ლე­მა ჰქონ­დეს და იმა­ზე მე­ტად უჭირ­დეს ფეხ­ზე დგო­მა, ვიდ­რე მო­ხუცს; არც იმის შეგ­ნე­ბა სურთ, რომ და­ხე­უ­ლი ჯინ­სი უპა­ტი­ოს­ნო­ბა­ზე არ მეტყ­ვე­ლებს, ბო­შებ­ზე ხომ უამ­რა­ვი შემ­თხ­ვე­ვის გახ­სე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ისევ თა­ვი­სუფ­ლად შევ­დი­ვართ მეტ­რო­ში, მშვი­დი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით ვჯდე­ბით სკამ­ზე და მეტ­როს გუ­გუ­ნის ფონ­ზე აუღელ­ვებ­ლად ვა­დევ­ნებთ თვალს და­უნ­დო­ბელ ბრბოდ გა­დაქ­ცე­ულ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა­საც დღეს ზრდი­ლო­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეწო­დე­ბა..."

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი