"ქველმოქმედება კეთილი ნებაა და არა - ვალდებულება"
font-large font-small
"ქველმოქმედება კეთილი ნებაა და არა - ვალდებულება"
რას პასუხობს პენსიონერი ემიგრანტს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი გამოუგზავნა


ქალბატონი ქეთევანი, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ემიგრანტის წერილმა, რომელიც ჟურნალ "გზაში" ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა. ემიგრანტი ქალბატონი გულის ტკივილს ვერ ფარავდა იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხალხის იმედი ვერ გაამართლა. ქალბატონი ქეთევანის აზრით, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი ქველმოქმედია და კარგი იქნებოდა, სხვა მილიონერებიც თუ მას მიჰბაძავდნენ...
წერილის სტილი დაცულია:
"მოგვიანებით, მაგრამ ვეხმაურები ღია წერილის ავტორს, ქართველ ემიგრანტს. სამწუხაროდ, ეს ჟურნალი გვიან ჩამივარდა ხელში. ემიგრანტი ქალბატონი ნაწყენი მიმართავს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რამაც ძალიან გამაღიზიანა.
ჩემო კარგო ემიგრანტო, თქვენ საყვედურობთ და მოთხოვნებს უყენებთ ქვეყნისთვის უამრავი სასიკეთო საქმეების მკეთებელ, კეთილშობილ ადამიანს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ისეთივე ქართველია, როგორიც მე და თქვენ ვართ. მოგეხსენებათ, ბავშვობიდან დალხინებით არც მას უცხოვრია, მაგრამ ჩემზე და თქვენზე ნიჭიერი, ჭკვიანი და მშრომელია. ვიცით, რამდენი ტანჯვა-წვალება გადაიტანა, იმისთვის რომ მიეღწია, რაც აქვს? მრავალი წელი უხმაუროდ გასცემდა სიკეთეს ქვეყნისთვის, თავისი მშობლიური კუთხე ააყვავა და როცა ჩვენს ქვეყანას დიდი საფრთხე ელოდა, გამოჩნდა. გადაგვარჩინა და ჩვენ, უმადურებმა მის კმაყოფაზე მოვინდომეთ ყოფნა. სირცხვილია! მე და თქვენ თუ წინ გახედვა გვიჭირს, მომჭირნეობა არ გვეხერხება, ვზარმაცობთ, გაუთვალისწინებლად ვრისკავთ და ბანკიდან ვიღებთ ვალებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვეღარ ვიხდით, ბატონი ბიძინას ბრალია?
მე გახლავართ ხანში შესული, მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილი ყოფილი პედაგოგი, 9 აპრილს დაზარალებული, მეორე ჯგუფის ინვალიდი, უქმარ-შვილო. მყავს ახლობლები, მეგობრები და ისიც ვიცი, რომ სამშობლოზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მეტ-ნაკლებად შეგვტკივა გული. დიახაც, გვიყვარს ჩვენი საქართველო!
ისიც ვიცით, დალხინებული ბედი ამ ქვეყანას არასდროს ჰქონია, მუდამ ვიღაც გვმტრობდა. არ მახსოვს მთავრობა, რომლის კმაყოფილებიც ვიყავით. არც ახლა ვართ დალხენილი, ქვეყანაში არის ბევრი უმუშევარი, მათხოვარი, ავადმყოფი, მაგრამ არიან წელგამართულნიც, მდიდრებიც და მილიონერებიც. აბა, გარეთ გავიხედოთ: აჭარბებს თუ არა მანქანების რაოდენობა ქუჩაში ფეხით მოსეირნეთა რიცხვს? გაჭირვებულ ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ მოუნდეს კაფე-რესტორანში შესვლა, ადგილს ვერ იპოვის. ჰოდა, ფული არ აქვს ხალხს?..
ბევრი ჭამისგან მოყირჭებული ოჯახის დიასახლისი, უხვად დარჩენილ ნასუფრალს იოლად გადაყრის ნაგვის ურნაში ისე, რომ მეზობლად მყოფი ავადმყოფი მოხუციც კი არ გაახსენდება. იცით, კიდევ რა მიკვირს? სხვა მილიონერებს რატომ არ მიმართავთ თხოვნით, იქნებ მათაც შეძლონ თითო სოფლის ან ქალაქის აშენება, მაშინ მერწმუნეთ, ქვეყანა მართლა გაბრწყინდება. ისე კი, ქველმოქმედება კეთილი ნებაა და არა - ვალდებულება. მეორეც, ბატონი ბიძინასნაირს, ჯერჯერობით, ვერავის ვხედავ. მან დიდი ხანია ვალი მოიხადა და კვლავ უამრავ სიკეთეს აკეთებს, რაც არც მე და არც თქვენ, ჯერ კიდევ არ ვიცით, ვერ ვხედავთ. მაქვს წაკითხული ლამაზი წიგნი, სადაც ჩამოთვლილია ის სიკეთეები, რაც ივანიშვილს უკეთებია.

მე ღმერთი მწამს, იმედია, თქვენც... მაშინ შევხედოთ ულამაზეს სამების ტაძარს და მარტო ესეც კმარა, ჩემო კარგო ემიგრანტო! ბევრი ჩემი ნაცნობი და ახლობელი ემიგრაციაშია. ოჯახებს რომ ეხმარებით, ეს ძალიან გვიხარია, მაგრამ დამიჯერეთ, ბევრს არ სურს, რომ დაბრუნდეთ, რადგან ევრო და დოლარი მოაკლდებათ. ისინი მიჩვეულები არიან უმტკივნეულოდ, თითის გაუნძრევლად ფულის მიღებას და თქვენ მათთვის ფულის ტომარა გახდით და არა - დედა ან მეუღლე. ჯან-ღონით სავსე მამა კი, მეუღლეს უცხოეთში სხვის მოსავლელად რომ გაგზავნის და მის გამოგზავნილ ფულს ლოთობასა და წამალში დახარჯავს, როგორ ფიქრობთ, კაცია? დიდმა ქვეყნებმა დიდი შრომით მიაღწიეს წარმატებას, ჩვენი ქვეყანა კი პატარაა. ჰოდა, მარტო ივანიშვილები არ ააშენებენ სახელმწიფოებს. მხოლოდ მონდომება, შრომა და სიყვარული გვიშველის ქვეყნის აყვავებაში და არა - შური, ბოღმა.

დაბოლოს, ბოდიშს მე გიხდით, ბატონო ბიძინა, ზოგიერთებისგან თქვენდამი უსამართლო გამონათქვამებისა და მოთხოვნების გამო.
გლოცავთ სულით და გულით. იხარეთ და იჯანმრთელეთ თქვენი ლამაზი ოჯახით. ღმერთია თქვენი და ქვეყნის მფარველი.

პატივისცემით, ჩემს ქვეყანაზე, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ქალი..."
P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
28.08.2017
ქალბატონო ქეთევან: -ემიგრანტი ქალბატონი გულის ტკივილს ვერ ფარავდა იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხალხის იმედი ვერ გაამართლა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი