"ჩვენ მშობ­ლებ­მა დაგ­ვა­შო­რეს..." - ში­ნა­ბე­რად დარ­ჩე­ნი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის სატ­კი­ვა­რი
font-large font-small
"ჩვენ მშობ­ლებ­მა დაგ­ვა­შო­რეს..." - ში­ნა­ბე­რად დარ­ჩე­ნი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის სატ­კი­ვა­რი
ჩვენს ბუ­დე­ში მივ­დი­ო­დით და მშობ­ლებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. გვე­გო­ნა, ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და, თუ არა სიკ­ვ­დი­ლი

ქალ­ბა­ტო­ნი თეა ძა­ლი­ან დარ­დობს წლე­ბის წინ ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი შან­სის გა­მო. ამ­ბობს, რომ სიყ­ვა­რულს შეს­წი­რა გა­ნათ­ლე­ბა, მო­მა­ვა­ლი, სა­ვა­რა­უ­დო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და სა­ნაც­ვ­ლოდ მი­ი­ღო ში­ნა­ბე­რო­ბა. მი­სი წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:



"კა­ცი ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­დაო, რომ ამ­ბო­ბენ, მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა. მე და ჩე­მი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დიდ­ხანს ვოც­ნე­ბობ­დით ერ­თად ყოფ­ნა­ზე, ლა­მა­ზი ოჯა­ხის შექ­მ­ნა­ზე და ხში­რად დაგ­ვიწყ­ვია გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს თა­ნაცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და. გვინ­დო­და, მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით სად­მე ზღვის­პი­რეთ­ში. შინ უნ­და დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა წე­რი­ლე­ბი და რო­ცა წარ­მო­ვიდ­გენ­დით, ჩვენს მშობ­ლე­ბს ამ წე­რი­ლე­ბის კითხ­ვი­სას რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ, ამა­ზეც ბევრს ვხა­ლი­სობ­დით. წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი ხშირ-ხში­რად იც­ვ­ლე­ბო­და, რად­გან ხან გვე­ცო­დე­ბო­და მშობ­ლე­ბი, ხან კი და­უნ­დობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მი­ვახ­ლი­დით, რომ ამ ნა­ბი­ჯის­კენ თა­ვად გვი­ბიძ­გეს, რად­გან ჩემს მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ გიო და გი­ოს მშობ­ლე­ბიც მი­წუ­ნებ­დ­ნენ, _ ოჯახ­ში ასე­თი რძა­ლი არ გა­მოგ­ვად­გე­ბაო.

მოკ­ლედ, და­წუ­ნე­ბუ­ლე­ბი ჩვენს ბუ­დე­ში მივ­დი­ო­დით და მშობ­ლებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. გვე­გო­ნა, ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და, თუ არა სიკ­ვ­დი­ლი. ბუ­დე კი მე­გობ­რის სახ­ლ­ში გვქონ­და. ჩე­მი მე­გობ­რის დე­და საზღ­ვარ­გა­რეთ იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი, მა­მა არ ჰყავ­და, შინ მხო­ლოდ თე­კო და მი­სი ბე­ბო იყ­ვ­ნენ, ისი­ნი კი ხელს არა­ფერ­ში გვიშ­ლიდ­ნენ, პი­რი­ქით _ ქე­თე­ვან ბე­ბო (გა­ა­ნათ­ლოს ღმერ­თ­მა მი­სი სუ­ლი) ხში­რად გვი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­და თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­ჭა­პუ­რით და იცი­ნო­და: მო­დით, ბავ­შ­ვე­ბო, და­ნაყ­რ­დით და არ და­მი­ვიწყოთ, იცო­დეთ, პირ­ვე­ლი შვი­ლი მე მო­მა­ნათ­ვ­ლი­ნეთ, რო­ცა და­ო­ჯახ­დე­ბით და პა­წია გე­ყო­ლე­ბა­თო. ის ხში­რად გვი­ამ­ბობ­და სა­კუ­თარ თავ­გა­და­სა­ვალ­საც, რომ სა­დე­დამ­თი­ლო იწუ­ნებ­და, ყველ­გან ლან­ძღავ­და თურ­მე, მაგ­რამ მე­რე, რო­ცა მის ოჯა­ხ­ში მა­ინც შე­ვი­და, ისე შე­აყ­ვა­რა თა­ვი, რომ სიკ­ვ­დი­ლამ­დე ქე­თე­ვან ბე­ბოს მზეს ფი­ცუ­ლობ­და და მის გამ­ზ­რ­დე­ლებს აქებ­და, _ ასე­თი კარ­გი რომ გაგ­ზარ­დეს, მა­გი­ტო­მაც უნ­და იცოცხ­ლონ 100 წე­ლი­წა­დი. მე გი­წუ­ნებ­დი და თურ­მე, და­საბ­რ­მა­ვე­ბე­ლი თვა­ლე­ბი ოქ­როს ვერ ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ, უბ­რა­ლო ლი­თო­ნი მე­გო­ნეო. ჰო­და, გვა­ი­მე­დებ­და ქე­თე­ვან ბე­ბო, ოღონდ _ გვაფ­რ­თხი­ლებ­და კი­დეც: ცუ­დი არა­ფე­რი იკად­როთ და არა­ფე­რი აკად­როთ პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს. იცო­დეთ, ვინც მო­ით­მენს, ის მო­ი­გებს. ცუდ­კა­ცო­ბით შორს ვერც ერ­თი ვერ გა­ცუ­რავთ. ისეთ რა­მეს ნუ გა­ა­კე­თებთ, რომ ის ტო­ტი მო­იჭ­რათ, რა­ზეც ზი­ხარ­თო... ვხვდე­ბო­დით მის გა­დაკ­რუ­ლებს და ბე­ბოს რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით კი­დეც. ცუ­დი მარ­თ­ლა არა­ფე­რი გაგ­ვივ­ლია გულ­ში. გი­ოც ნამ­დ­ვი­ლი ჯენ­ტ­ლ­მე­ნი­ვით იქ­ცე­ო­და, ზედ­მე­ტი არას­დ­როს არა­ფე­რი უკად­რე­ბია და მად­ლო­ბა ღმერთს, ასე რომ მოხ­და...

სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ (კლა­სელე­ბი ვი­ყა­ვით) და ბან­კე­ტის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დით გა­პარ­ვას. ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი და გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი გვქონ­და, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ბან­კეტ­ზე ლა­მის მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო მახ­ლ­და, მე­ო­რე დღეს კი თბი­ლის­ში გა­მიშ­ვეს იძუ­ლე­ბით. თურ­მე, ჩემს მშობ­ლებს ვი­ღაც კე­თი­ლის მსურ­ველ­მა უთხ­რა, შე­ნი შვი­ლი გა­პარ­ვას აპი­რებ­სო. თბი­ლის­ში დე­დაც წა­მომ­ყ­ვა. გა­მოც­დებ­ზე გას­ვ­ლის სურ­ვი­ლიც არ მქონ­და, ძა­ლით გა­მიყ­ვა­ნეს, მე კი რაც ვი­ცო­დი, ისიც არ გა­ვა­კე­თე, არ მინ­დო­და, უნი­ვერ­სი­ტეტს ხე­ლი შე­ე­შა­ლა ჩე­მი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის. მე­გო­ნა, თუ სო­ფელ­ში და­მაბ­რუ­ნებ­დ­ნენ, გი­ოს­თან ერ­თად გა­პარ­ვას მო­ვა­ხერ­ხებ­დი... ჩა­ვი­ჭე­რი. დე­და ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა ამ ამ­ბავ­მა, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. სო­ფელ­ში ჩა­სულს, მას­წავ­ლებ­ლებ­მაც მწა­რედ მი­საყ­ვე­დუ­რეს, _ რა­ტომ მოგ­ვ­ჭე­რი თა­ვი, მთე­ლი წე­ლი იმის­თ­ვის გამ­ზა­დებ­დით და გა­ქებ­დით, რომ წყალ­ში ჩა­გე­ყა­რა ჩვე­ნი მონ­დო­მე­ბაო?..

მოკ­ლედ, გარ­შე­მო ყვე­ლა მსაყ­ვე­დუ­რობ­და, მე კი სო­სო­ი­ა­სი არ იყოს, რა­ღაც მი­ხა­რო­და. მსჯიდ­ნენ, მსაყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ და მე კი მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან სო­ფელ­ში გახ­ლ­დით და გი­ოს ნახ­ვის სურ­ვი­ლი მკლავ­და. მშობ­ლე­ბი ეზო­დან ფე­ხის გად­გ­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დ­ნენ. ჰო­და, მე­გო­ნა, ის ჩე­მი სახ­ლის ირ­გ­ვ­ლივ და­ბო­რი­ა­ლებ­და, რომ ვე­ნა­ხე. სულ ჭიშ­კ­რის­კენ ვიც­ქი­რე­ბო­დი, მაგ­რამ ვე­რა და ვერ მოვ­კა­რი თვა­ლი...

ერთ დღეს, რო­გორც იქ­ნა, თბი­ლი­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჩე­მი მე­გობ­რე­ბი მეს­ტუმ­რ­ნენ. მათ­თან ვცა­დე გი­ოს ამ­ბე­ბის გარ­კ­ვე­ვა. მითხ­რეს, რომ გი­ო­მაც ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი, იური­დი­ულ­ზე მო­ეწყოო. გუ­ლი დამ­წყ­და, მის გა­მო ხომ გა­მოც­დებ­ზე თი­თიც არ გა­ვან­ძ­რიე, ბი­ჭი კი თურ­მე, სტუ­დენ­ტი გამ­ხ­და­რა. ვი­ნა­ნე, რომ არ მო­ვინ­დო­მე გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ უკ­ვე გვი­ა­ნი იყო...

მიკ­ვირ­და, ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემს ნახ­ვას რომ არ ცდი­ლობ­და. გუ­ლი მე­წუ­რე­ბო­და ცუ­დის მო­ლო­დინ­ში. ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ თბი­ლის­ში სხვა გო­გო მო­ე­წო­ნა-მეთ­ქი. ვდარ­დობ­დი, ვდარ­დობ­დი უსაშ­ვე­ლოდ...

გა­მიკ­ვირ­და, ერთ დღეს მშობ­ლებ­მა სახ­ლი­დან გას­ვ­ლის ნე­ბა რომ დამ­რ­თეს, მე­გობ­რებ­თან წას­ვ­ლის უფ­ლე­ბა მომ­ცეს. გა­ხა­რე­ბულს, შინ რა გა­მა­ჩე­რებ­და და მო­ვირ­ბი­ნე მთე­ლი სო­ფე­ლი. თვა­ლი გი­ოს სახ­ლის­კე­ნაც მქონ­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ და­ვი­ნა­ხე, მხო­ლოდ ბა­ბუ­ა­მი­სი დას­დევ­და ეზო­ში ხბოს...

ჩვენს ბუ­დე­ში შე­ვი­ა­რე. ბე­ბო სი­ხა­რუ­ლით შე­მე­გე­ბა, _ რო­გორ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი შენ გა­მო. გა­მა­გე­ბი­ნე, გა­მოც­დე­ბი რო­გორ ვერ ჩა­ა­ბა­რე? ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლი მო­ეწყო და შენ, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან რომ ბრწყინ­ვა­ლედ სწავ­ლობ­დი, რამ ჩაგ­ჭ­რაო? გა­მო­ვუტყ­დი, რომ ჩა­ბა­რე­ბა არც მიც­დია. თავ­ში ხე­ლი შე­მო­იკ­რა, _ ჰო­და, დე­დი­შე­ნის გი­ჭა­მია. ეს რო­გორ გა­ა­კე­თე? ახ­ლა მო­გი­წევს მთე­ლი წე­ლი სო­ფელ­ში უქ­მად ჯდო­მა, შე­ნი კლა­სე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი, გი­ოს ჩათ­ვ­ლით, სტუ­დენ­ტო­ბას ზე­ი­მო­ბე­ნო. ჩემს მე­გო­ბარს ვთხო­ვე, _ იქ­ნებ გიო მო­იყ­ვა­ნო-მეთ­ქი. _ თბი­ლის­შია ისე­ვო, _ მითხ­რა. მე­რე გა­მო­მიტყ­და: თურ­მე, გი­ოს მშობ­ლებ­საც გა­უ­გი­ათ, გა­პარ­ვას რომ ვა­პი­რებ­დით. დე­და­მისს გა­უ­ხარ­და, შე­ნებ­მა აქა­უ­რო­ბას რომ მო­გა­ცი­ლეს და გი­ო­საც მთე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი გაჰ­ყ­ვა თბი­ლის­ში, რომ შენ­თან მოს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქო­ნო­და. ახ­ლაც იქ არი­ან დე­და­მი­სი და მი­სი და. რო­გორც ვი­ცი, ჩა­მოს­ვ­ლას არც აპი­რე­ბე­ნო...

დი­დი წვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, სა­დაც იყო, მე­რე სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც მომ­ცეს. მივ­დი­ო­დი ყო­ველ­დღე ფოს­ტა­ში და ვრე­კავ­დი ნო­მერ­ზე, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის სხვა იღებ­და ყურ­მილს, მე კი ვერ ვბე­დავ­დი მეთ­ქ­ვა, გი­ოს და­უ­ძა­ხეთ-მეთ­ქი. ერ­თხელ მე­გო­ბა­რი ბი­ჭი გა­ვი­ყო­ლე. მან უთხ­რა გი­ოს ნა­თე­სავს, ვის­თა­ნაც გვინ­დო­და სა­უ­ბა­რი. გიო მო­ვი­და ტე­ლე­ფონ­თან და მე­გო­ბარ­მა მო­მა­წო­და ყურ­მი­ლი. გიომ წა­მო­იყ­ვი­რა, _ თე, რო­გორ ხა­რო და "და­ვიწ­ვით". დე­და­მის­მა ყურ­მი­ლი გა­მოჰ­გ­ლი­ჯა ხე­ლი­დან და მიყ­ვი­რა, _ არ გრცხვე­ნია, ბიჭს რომ დას­დევ კუდ­ში და გვა­წუ­ხე­ბო? მე­რე არ ვი­ცი, რა მოხ­და, მაგ­რამ გიო სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და, ჩემს სახ­ლ­ში მო­ვი­და და მა­მა­ჩემს უთხ­რა, _ ერ­თ­მა­ნე­თი გვიყ­ვარს და ნუ დაგ­ვა­შო­რებ­თო. მა­მამ უყ­ვი­რა, _ ვის უბე­დავ, შე ცინ­გ­ლი­ა­ნო ამის თქმას? აქე­დან და­მე­კარ­გეო! გი­ომ ფე­ხიც არ მო­იც­ვა­ლა, _ თუ ნე­ბით არა, ძა­ლით წა­ვიყ­ვა­ნო და მა­მა­ჩემ­მა ისე მი­ბეგ­ვა, თუ გა­დარ­ჩე­ბო­და, არ მე­გო­ნა. მე­რე მა­მა მეც გა­მი­ჯავ­რ­და და ნა­თე­სავ­თან გამ­გ­ზავ­ნეს მარ­ტ­ვი­ლის რა­ი­ონ­ში. იქ ვსწავ­ლობ­დი ტექ­ნი­კუმ­ში და ყო­ველ­დღე გი­ოს­თან ერ­თად გა­პარ­ვის გეგ­მას ვად­გენ­დი, მაგ­რამ თან მე­ში­ნო­და, რად­გან მა­მა და­მე­მუქ­რა: თუ კი­დევ მას­ზე იფიქ­რებ, მოვ­კ­ლა­ვო. მი­უ­ხე­და­ვად ამ ში­ში­სა, ერ­თხელ, რო­ცა უკ­ვე კურ­სი უნ­და დაგ­ვე­ხუ­რა, გავ­რის­კე და თბი­ლის­ში გა­ვი­პა­რე იმ იმე­დით, რომ გი­ოს "გე­პე­ი­ში" ვი­პო­ვი­დი. ვერ მი­ვა­გე­ნი...

ერ­თ­მა­ნეთს სო­ფელ­ში შევ­ხ­ვ­დით, მაგ­რამ იმის ში­შით, მა­მას არ და­ვე­ნა­ხე მის გვერ­დით, თა­ვად­ვე გა­ვურ­ბო­დი. მარ­ტო ვერ­სად შევ­ხ­ვ­დი, რად­გან ჩე­მე­ბი ყველ­გან თან დამ­ყ­ვე­ბოდ­ნენ, თვალს არ მა­შო­რებ­დ­ნენ. მე­რე სექ­ტემ­ბე­რიც დად­გა და გიო თბი­ლის­ში წა­ვი­და, მე მარ­ტ­ვილ­ში გამ­ხიზ­ნეს. რა­ღა ბევ­რი გა­ვაგ­რ­ძე­ლო, გი­ომ თბი­ლის­ში გა­იც­ნო გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თურ­მე, გულ­ში ჩა­უ­ვარ­და (ან იქ­ნებ, ჩემს ჯი­ნა­ზე მო­იქ­ცა ასე, რად­გან მე ვერ შევ­ძე­ლი მშობ­ლე­ბის­თ­ვის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა. მან ხომ არ იცო­და, მის გა­მო თბი­ლის­შიც რომ გა­ვი­პა­რე). მის­მა მშობ­ლებ­მაც თან­ხ­მო­ბა გა­ნუცხა­დეს და შე­ირ­თო.

ქორ­წილ­ში რომ დამ­პა­ტი­ჟეს, თმა პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მი­თეთ­რ­და. ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე და ვი­ტი­რე, მაგ­რამ ამით ვერ და­ვიბ­რუ­ნე ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი.

მე გა­უთხო­ვა­რი ვარ, მას ცო­ლი და სა­მი შვი­ლი ჰყავს. რა გა­მო­ვი­და? მე ვუ­ერ­თ­გუ­ლე, მან მი­ღა­ლა­ტა და ყვე­ლა­ზე ცუ­დი იცით, რა არის? მის გა­მო სწავ­ლა­ზეც კი უარი ვთქვი უნე­ბუ­რად და ისე მოხ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის სხვა შან­სი არც მქო­ნია. ტექ­ნი­კუ­მი რომ და­ვამ­თავ­რე, მას მე­რე ვმუ­შა­ობ. მშობ­ლებ­ზე გაბ­რა­ზე­ბულ­მა, ერ­თი ოთა­ხი ვი­ქი­რა­ვე მარ­ტ­ვილ­ში და იქ­ვე დავ­რ­ჩი. ზაფხულ­შიც არ ჩავ­დი­ო­დი სო­ფელ­ში მათ სა­ნა­ხა­ვად. წლე­ბის მან­ძილ­ზე არ მი­ნა­ხავს ნა­თე­სა­ვე­ბიც კი, მე­რე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და... დღე­საც აქ ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ახ­ლა, რო­ცა სო­ფელ­ში მი­წევს ჩას­ვ­ლა და მას ვხე­დავ, გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბა...

ცნო­ბი­სათ­ვის, ჩე­მი მშობ­ლე­ბი ცოცხ­ლე­ბი აღარ არი­ან. ისი­ნი ჩემ­მა დარ­დ­მა ნა­ად­რე­ვად და­ა­ბე­რა. ძა­ლი­ა­ნაც უნ­დო­დათ, გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი და ჩე­მი შვი­ლე­ბი ენა­ხათ, მაგ­რამ მიხ­ვ­დ­ნენ, რომ სიყ­ვა­რულ­ზე სა­მუ­და­მოდ ვთქვი უარი და მე­რე კი იშენ­დ­ნენ თავ­ში ხელს, _ ნე­ტავ, გაჰ­ყო­ლო­და იმ ბიჭს, რა და­შავ­დე­ბო­და? სხვა თუ არა­ფე­რი, შვი­ლე­ბი მა­ინც ეყო­ლე­ბო­დაო. მა­მა დე­დას აბ­რა­ლებ­და, შე­ნი ბრა­ლია, ის ბი­ჭი რომ მა­ცე­მი­ნე. შენ მი­ჩი­ჩი­ნებ­დი, რომ ჩვე­ნი წრის არ იყო და ჩვენს შვილს არ შე­ე­ფე­რე­ბო­და. ჰო­და, გყავ­დეს ახ­ლა ში­ნა­ბე­რაო. მე კი ერ­თა­დერ­თი რამ ვერ მი­პა­ტი­ე­ბია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის: რა­ტომ არ ვცა­დე გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა? იქ­ნებ დღეს უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა მქო­ნო­და და ისევ გი­ო­ზე აღარ მე­ფიქ­რა. ან იქ­ნებ, თბი­ლის­ში იმ­დე­ნი მოგ­ვე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით... თუმ­ცა, ახ­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რი სი­სუ­ლე­ლეა, მა­ინც მა­წუ­ხებს ხოლ­მე უპა­სუ­ხოდ დარ­ჩე­ნი­ლი კითხ­ვე­ბი. ამი­ტომ ვფიქ­რობ და ყვე­ლა ახალ­გა­ზრ­დას ვურ­ჩევ: გა­რის­კეთ, თუ ეს რის­კი სი­ცოცხ­ლეს არ შე­უქ­მ­ნის საფ­რ­თხეს. თუ არ იმოქ­მე­დებთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­გიხ­დე­ბათ, ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად არა­ფე­რი რომ არ მო­ი­მოქ­მე­დეთ..."
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, ­თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი