"შიშით ძარღვებში სისხლი გამეყინა" -
font-large font-small
"შიშით ძარღვებში სისხლი გამეყინა" -
სიკვდილის მოციქულად ქცეული იარაღი და თავაშვებული თავისუფლების მინუსები

ქალბატონი ლეილა წუხს იმის გამო, რაც აღმაშენებლის გამზირზე ცოტა ხნის წინ ხდებოდა. ეშინია, ამ აურზაურმა არ გამოიწვიოს ძმათა შორის სისხლის ღვრა და სთხოვს თითოეულ ადამიანს, რომ მეტი გონიერება გამოიჩინონ, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის...



ქალბატონი ლეილას წერილის სტი­ლი დაცულია:

"ამ წერილს თავზარდაცემული გწერთ. როდემდე შეიძლება, ამ პატარა ქვეყანაში ასე ორად გაყოფილი საზოგადოება ცხოვრობდეს? რატომ ვერ ერევიან თავიანთ ამბიციებს? გგონიათ, ეს ადამიანები ოდესმე მეგობრულად შეძლებენ ცხოვრებას? მივტირით დაკარგულ აფხაზეთსა და ოსეთს, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად იმაზე უნდა ვტიროდეთ, რაც დღეს თბილისში ხდება. მთელმა ქვეყანამ დაინახა, თუ როგორ საშიშად ჰქონდა ოთარ კახიძეს ქამარში გარჭობილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სიკვდილის მოციქულია. ვინ შეამოწმა და იმდენ ხალხში შეიძლება, კიდევ ბევრს ჰქონდა პისტოლეტი? დაივიწყეთ ადამიანებო იარაღი, მისი ტარება სიკვდილის წინამორბედია. თუკი ვერ ეგუებით ერთმანეთს, მაშინ კაცურად, ქართულად, მხოლოდ მუშტით გაუსწორდით მეტოქეს. დაივიწყეთ სისხლით ჩახშობილი მიტინგები. დამშვიდდით და პირველ რიგში, საკუთარი შვილები შეიცოდეთ, ყალბ პატრიოტიზმს შეეშვით და შეიყვარეთ ერთმანეთი!
ამ საშინელ, გაუსაძლისად ცხელ დღეებს უარესად გაუსაძლისი და სიძულვილით აღსავსე მარშები ერთვის თან. ადრე მიტინგები რუსთაველის გამზირზე იმა რთებოდა, სადაც ქუხდა ქართული მუსიკა და ისმოდა ქართველი ხალხის სიმღერა, სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე საბავშვო ანსამბლები "ცეცხლს ანთებდნენ". დღეს ერთმანეთის ჯიბრითა და მიმბაძველობით, მარშს მარშზე აწყობენ სხვადასხვა პარტიის წევრები თუ უპარტიოები და თავისი აზრების, გულისწყრომის გამოსახატავად, ყოველ მათგანს მაინცდამაინც აღმაშენებლის გამზირი მიუჩნევია საჭიროდ. რატომ მხოლოდ აღმაშენებლის და არა _ ჭავჭავაძის, ფშაველას ან სხვა გამზირები? იქნებ იმიტომ, რომ სწორედ ეს პროსპექტი გახდა უცხოელთა თავშესაფარი?..

განა, მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები ანგრევენ და ღუპავენ ამ ერთი ციდა საქართველოს? ჩვენს ერს ოდითგანვე ახსოვს მტერთა თარეში, სისხლის ღვრა და ტყვედ წაყვანილი ქართველი ქალ-ვაჟების გოდება. დრო გარბის, ვითარდება კაცობრიობა. ქვეყნები და ადამიანები უფრთხილდებიან თავიან მიწა-წყალს, წარსულს. აქ კი ხედავთ, რა ხდება? ამ მარშების მაცქერალს, შიშით ძარღვებში სისხლი გამეყინა. ნუთუ, სიძულვილით, შუღლითა და მტრობით ანთებული სახეების დანახვამ არ შეგძრათ ქართველებო? რომელ გაგებაზე, გაერთიანებაზე, სითბოსა და სიყვარულზე შეიძლება ლაპარაკი ამ ყველაფრის შემდეგ? საინტერესოა, რომ არა პოლიცია, რა მოხდებოდა აღმაშენებლის გამზირზე? ალბათ, დაერეოდით ერთმანეთს და განმეორდებოდა ძმათა შორის სისხლის ღვრა... თანაც, ეს მოხდებოდა "აღმაშენებელზე" და ესეც ბედის ირონიაა. ეს ქართველთა მტრების მიერ შერჩეული პროსპექტია. ამ დიდებული მეფის წყალობით გადაურჩა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველობა გადაშენებას...

თქვენ კი, თანამედროვე ქართველებო, იჯექით ტელევიზორების წინ და უყურეთ "დიდებულ საუკუნეს". იმ სერიალებს, რომლებშიც აღწერილია სხვათა მეფეების ცხოვრება-მოღვაწეობა და აღფრთოვანდით მათი "კეთილი", "კაცთმოყვარე" ბუნებით. თქვენ კი, უნიჭო ავტორებო, ხან ქართველთა მეფეთმეფეების საწოლში შეძვერით და ხანაც, თქვენს ნაწარმოებს წინაპრების დამამცირებელი სახელწოდებები შეურჩიეთ. იმ მუსლიმანურმა სამყარომ კი მსოფლიოს უჩვენოს მრავალსერიიანი ფილმები თავისი ისტორიული წარსულიდან, თავიანთი ერის "სიკეთისა" და ძლიერების ამსახველი... ხშირად ნიშნის მოგებით ამბობენ, რომ დიდებულმა მეფე აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოასახლა. საინტერესოა, ის ყივჩაღები რომ დარეოდნენ ქართველ გოგო-ბიჭებს, ჩვენი მეფე ფეხქვეშ გაეგებოდა მათ და ამას აპატიებდა? არა, ბატონებო, ეს არ დაიჯეროთ! მერწმუნეთ, სწორედაც რომ იმ ერთეულთა უზომო სიყვარულმა გადაგვირჩინა ქართული მიწა და გენი, რომლებსაც ახლა ისტორიის მოშველიებით, ასე წამდაუწუმ ახსენებთ.
თქვენ, გაევროპელებულო ქართველებო, რეჟისორებო, გადაიღეთ ისეთი სერიალები, სადაც ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ უწმაწური ტერმინების კორიანტელია დაყენებული. იმოგზაურეთ სხვადასხვა ქვეყანაში, გადაიღეთ სხვების ღირსშესანიშნაობები და აქ კი, თქვენს მიწა-წყალზე დაე, მოხდეს საშინელებები, გააუპატიურონ ჩვენი ბიჭები და გაერთონ მცირეწლოვანი გოგონებით, რომლებიც თავიანთი სურვილით ან მცირეოდენი ძალდატანებით კალთაში უხტებიან თურმე უცხოელებს.

გამოდით ქართველო "საამაყო" ქალებო უხამსი ტრაფარეტებით და დაიცავით თქვენი თავაშვებული თავისუფლება. გააშუქეთ ტელევიზიებო უზნეო ადამიანების გარდერობები, რომელიც სავსეა ვინ იცის, საიდან ან რა გზით ნაშოვნი ტანისამოს-ფეხსაცმელებით და ამით რეკლამა გაუკეთეთ სიმდიდრეს, ეს ყველაფერი რომ აიტაცონ ღარიბმა და უნებისყოფო გოგონებმაც. გამოდით გარეთ და პარადი გამართეთ, ქართული გენის გამგრძელებელო ბიჭებო... როდის გამრავლდით შვილებო ასე? როდის აქეთ გაგიჩნდათ თქვენი არატრადიციულობის საქვეყნოდ გამოჩენის სურვილი? გგონიათ, ამით პატივისცემას იმსახურებთ? არა, შვილებო, ჯერ კიდევ ცოცხლობს ქართული გენი, რომელიც ვერ შეეგუება თავაშვებულობას...

პირადად მე, ქართველთა მარშის ერთი ნაწილის პროტესტი ისე გავიგე, რომ ხმა არ უნდა ამოვიღოთ იმ კრიმინალი იმიგრანტების მისამართით, რომლებიც რყვნიან, შეურაცხყოფენ ერს. განა, იშვიათად გაგვიგონია ჩვენი, ქართველი ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ ჩადენილი "გმირობების" შესახებ? განა, ცოტა ქართველია საზღვარგარეთ დაჭერილი და საკანში გამომწყვდეული? ჰოდა, მითხარით, მათ დასაცავად, რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა მოუწყვეს მარში? რომელი ჩვენი თანამემამულის გამო შეუწუხებიათ თავი და რომელ ჩვენს დაკარგულ ახლობელს ამოსდგომიან მხარში სხვა ქვეყნის მოწინავე საზოგადოების წევრები?..
რატომ გგონიათ, რომ ყველაზე ჭკვიანები ხართ და სხვები თქვენ უნდა გიჯერებდნენ? რატომ გგონიათ, რომ სანამ ცოცხლები ხართ, სულ სამთავრობო სავარძლებში უნდა ისხდეთ თბილად და მართავდეთ ქვეყანას? 25 წელი მიილია უკვე და ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანას სიმშვიდე ვერ ეღირ­სა, თქვენნაირების უთავბოლო შუღლის გამო. ადრე თუ რუსულ ენას სწავლობდნენ, ახლა ინგლისურენოვანი ქართველები მომრავლდნენ. რა სჯობს, თუ განათლებული ერი ვიქნებით, მაგრამ სხვა ენამ შენი საკუთარი არ უნდა დაგავიწყოს. ისიც მიკვირს, უცხოელმა პოლიტიკოსებმა გამუდმებით ჭკუა რატომ უნდა გვასწავლონ?..
ამ ორი მარშის ერთდროულობამ დამანახვა, რომ ორივე მხარე უკმაყოფილოა "ოცნების" მთავრობის. ნუთუ, მართლა ასეთი უსუსური და ძალადაკარგულია ჩვენი მთავრობა? ნუთუ, დრო არ დადგა, რომ მოისპოს ქართველი კაცის სახიდან იმ სიხარულის სხივი, რომელიც ერთმანეთის დამცირებით გაბრწყინდება ხოლმე? ასეთი მასობრივი, უსაზღვრო სიძულვილი არ ყოფილა ჩემს თაობაში.

ჩვენი ნაშრომით გამდიდრებულნო, ხალხის დანაზოგი ანაბრების მიმთვისებელნო, დაზგა-დანადგარები ჯართად რომ არ გაგეყიდათ და არ დაგექციათ ფაბრიკა-ქარხნები, დღეს ქვეყანაში ამდენი ჭირ-ვარამი არ იქნებოდა. ვისაც წილი მიგიძღვით ხალხისთვის ქონების წაგლეჯაში, ყოველმა თქვენგანმა დაიდო დიდი ცოდვა! ნუთუ, საკუთარ თავთან არასდროს რჩებით მარტო და არაფერი გაწუხებთ, არაფერს დარდობთ?
თუმცა, მიკვირს, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ერთეულებს _ მთავრობის წევრებს რომ ვადანაშაულებთ ყველაფერში. ჩვენ კი მართლები ვართ? ასეთი მასობრივი აყრა სოფლებიდან და სახლ-კარის მიტოვება დავიჯერო, მხოლოდ გაუსაძლისმა მატერიალურმა გასაჭირმა გამოიწვია? რატომ გაუჩნდა ყველას თავკომბალად ქცეულ დედაქალაქში ცხოვრების სურვილი? კარგი, თუ ვალების გამო გამოიქეცით, ვალების გასტუმრების შემდეგ რატომ არ დაუბრუნდით სახლ-კარს? რატომ არ შეეშველეთ იმ მოხუცებს, რომლებსაც საპატრონოდ დაუტოვეთ არა მარტო სახლი და მამული, არამედ შვილებიც? გვიკვირს, რომ 11 ათასმა მოზარდმა ვერ დაამთავრა სკოლა. არადა, სხვანაირად როგორ იქნებოდა? ბავშვი, რომელიც დედ-მამის გარეშე გაიზრდება, როგორი მოსიყვარულე ბებია-ბაბუის გარემოცვაშიც უნდა იყოს, სრულყოფილებას ვერ მიაღწევს...

დაბოლოს, მარშის თავკაცებო, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გისურვებთ! აი, თქვენ კი, ძველი მთავრობის სახეშეცვლილო წარმომადგენლებო, მიკვირს, ვინ ან რამ ჩაგიბუდათ სულში ასეთი უტეხი, უთავმოყვარეო გრძნობები. ვინ მოგცათ უფლება, რომ ჭკუის სწავლებას უპირებთ ბრბოდ მონათლულ თქვენს თანამოძმეებს. იქნებ გგონიათ, ამ ბრბოს ამნეზია აქვს და დაავიწყდა თქვენი მმართველობის წლები? მაგრამ იღბლიანები კი გამოდექით, მხოლოდ ის ერთი კაცი გამოდგა დამნაშავე, რომელიც დღესაც საკანში იმყოფება. თქვენ კი ახლად გაცოცხლებულნი, ჭკუას გვარიგებთ და "დიდებული" წარსულის დაცვას ცდილობთ.

რაც გაკეთდა, იქნებ დიდი არაფერია თქვენთვის, მაგრამ უმადური უნდა იყო, რომ ვერ დაინახო: ახლანდელი ჩვენი საპატიმროების ბინადართა გაუმჯობესებული ყოფა საკნებში, ჩ ჰეპატიტისგან განკურნებული ადამიანების სიხარული, თითქმის უფასო ოპერაციები და სადაზღვევო პროგრამის სიკეთე. თქვენზე არანაკლებად ახერხებენ გზების დაგებას და კეთილმოწყობას. მართალია, ჩემი ასაკის ხალხი დაგვივიწყეს და სამარცხვინო პენსიის ამარა დაგვტოვეს, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ, ამასაც შეიძლება მოვუძებნოთ გამართლება და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბუნებამაც გაგვწირა. ამდენმა ქარბორბალამ, სეტყვამ, წყალდიდობამ, მეწყერმა თუ გვალვებმა ამ ერთი ციდა საქართველოს მოსახლებას და ქვეყნის ბიუჯეტს წაუჭირა ყელში. ამ ბუნებრივ მოვლენებსაც ხალხი ივანიშვილს და მის მოყვანილ მთავრობას აბრალებს. ჰოდა, გაკაპასებულები ითხოვენ დახმარებას, შედეგად კი იცლება ბიუჯეტი...
გვიშველე ღმერთო და გადაარჩინე ეს ერთი ციდა საქართველო, ამ გაბოროტებული ხალხისგან.

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
18.12.2017
გეთანხმებით ქ-ნო ლიკა, გონება წაგვართვა ღმერთმა და განსაცდელში ვართ. დორბლიანმა, ავად ნაშობმა ნაბიჭვარმა სააკიანმა ზნეობა წაართვა ქართველებს და დააჩმორა.
გიორგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი