"შეგრცხვეთ, ხალხი წამალზეც კი ეკონომიას აკეთებს..."
font-large font-small
"შეგრცხვეთ, ხალხი წამალზეც კი ეკონომიას აკეთებს..."
"დღესდღეობით ქართველებს მხოლოდ ფსევდოგმირები გვყავს"

ანიკო შ. იმერელი ქალბატონია. იუმორის გრძნობით დაჯილდოებულმა მითხრა, რომ იმერეთში მოწეული ტყემალივით მჟავეა მისი წერილი, მაგრამ დატკბება, თუ რჩევას ყურად იღებენ მთავრობის წევრები...
წერილის სტილი დაცულია:

"სიმართლე გითხრათ, წლების მანძილზე შალვა ნათელაშვილის პრეზიდენტობის მომხრე ვიყავი და მეზობლები ხუმრობით, "იეღოველ შალვასეულს" მეძახდნენ. მწყინდა ძალიან! ვერ ვეგუებოდი, მასზე აუგს თუ იტყოდა ვინმე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ მწარედ ვცდებოდი და იცით, რატომ? ახლა მგონია, რომ ყველა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ქონების დასაგროვებლად იბრძვის და ხალხი შალვასაც "ფეხებზე ჰკიდია", გივისაც და ერეკლესაც. დღეს მხოლოდ სავარძლის მოყვარულები გვყავს პოლიტიკაში, მიუხედავად მათი პოზიცია-ოპოზიციონერობისა და არავის უნდა დაბალზე ჯდომა, ყველა ზევით-ზევით ცდილობს აფრენას; ის კი არ იციან, რომ მათნაირები ოდესმე, აუცილებლად დაენარცხებიან მიწას...

კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალსო, _ ბრძენს უთქვამს და მართალიც არის. მაგრამ მართალ ადამიანს რომ არასდროს არაფერი ეშველება, ესეც ფაქტია, რადგან სკამის ერთ მოყვარულს ყოველთვის მეორე ენაცვლება, ხოლო პატიოსანი და განათლებული ადამიანები მუდამ ჩრდილში რჩებიან, რადგან არ ძალუძთ ბრძოლა იმისთვის, რაც შესაძლოა ეკუთვნით, მაგრამ რასაც სვავები ახვევია. დიახ, ბატონებო, ძალიან მწყინს, საქართველოში ბევრი უმეცარი ადამიანი რომ გვყავს, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა, ეს ჩვენი ბედია და ალბათ, ამიტომაც არის, რომ ამ ყველაფერს მოთმინებით ვიტანთ.
ძალიან მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვინც "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს ყველანაირ უბედურებაში. თითქოს ამ მთავრობამ დაგვაყენა უფსკრულის პირას: არ არის ეს სიმართლე. ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ იმაში, რაც გვჭირს. როდემდე შეიძლება, არჩევნების დროს სამადლოდ ჩამოტარებულ ფქვილში, შაქარში ან 100 ლარში გავცვალოთ ჩვენი ხმები? როდემდე შეიძლება დავხარბდეთ დაობებულ პურს, ცუდი მომავლის სანაცვლოდ? ზოგიერთები შეიძლება _ არა, მაგრამ ჩვენ გარშემო რომ ბევრი გაიყიდა არჩევნებზე, ეს ხომ ფაქტია?! ვიდრე შიმშილს არ ავირჩევთ მომავალი ვითომ კეთილდღეობის სანაცვლოდ, არაფერი გვეშველება.

ძალიან მინდოდა, ბატონი გიორგი კვირიკაშვილისთვის მიმემართა და ახლა, თუ ჩემს წერილს უცვლელად დაბეჭდავთ, მადლობელი დაგრჩებით: ბატონო გიორგი, პრემიერად რომ აგირჩიეს, მოსახლეობას თქვენი დიდი იმედი ჰქონდა. ამბობდნენ, რომ კარგი პოლიტიკოსი ხართ და შეძლებდით ქვეყანა იმ ჭაობიდან ამოგეყვანათ, რომელშიც თქვენი წინამორბედების დროს ჩავცვივდით, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი რამის გაკეთება თქვენც არ შეგძლებიათ ან იქნებ შეგიძლიათ, მაგრამ არ გეძლევათ საშუალება, თავისუფლად იმოქმედოთ? თუ ასეა, მაშ, რა თავში იხლით იმ თანამდებობას, რომელიც არ გაძლევთ თავისუფლად მოქმედების, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას? თუ სხვისი მითითებები უნდა შეასრულოთ, პირველი ვერასდროს გახდებით. ხალხის გულის მოგება გერჩივნოთ, ერთეულებისთვის ფიანდაზების დაგებას, თორემ იმ ვიღაცებს როცა არ დასჭირდებით, ისე მოგისვრიან, თვალსაც არ დაახამხამებენ და ასეთ დროს ხალხზე უკეთ, ვერავინ გაგიგებთ. მოქალაქეები დიდი ძალა რომ ვართ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით და ეგებ, თქვენი კეთილი საქმეების გამო ისე შეგეყვარებინათ ჩვენთვის თავი, რომ თქვენთვის მსხვერპლიც კი გაგვეღო ნებისმიერ დროს. ხომ ხედავთ, ქართველები გამუდმებით გმირებს ვეძებთ, მაგრამ ჩვენს რეალობაში ნამდვილი გმირების პოვნა გაჭირდა. მხოლოდ ფსევდოგმირები გვყავს, მათ ვირჩევთ და მერე მოვითხოვთ დატოვონ თანამდებობა, რადგან არ ძალუძთ ჩვენი იმედის გამართლება.

ძალიან გთხოვთ, აგვარიდეთ კიდევ ერთი მოსალოდნელი ომი რუსეთთან. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დიპლომატიური გზებით მოაგვაროთ პრობლემები და ჩვენი ბიჭები სასიკვდილოდ აღარ გაიმეტოთ. ცხადია, ცუდია, ოკუპანტები ნელ-ნელა მოიწევენ ჩვენკენ, მაგრამ ამის აღმოსაფხვრელად, ომის გარდა, სხვა გზაც ხომ უნდა არსებობდეს? რა თავში ვიხლით ამერიკისა თუ ევროპის ქვეყნების მეგობრობას, თუ ამ საქმეში ვერ ვიგრძნობთ მხარდაჭერას და თუ არაფერს იღონებენ საიმისოდ, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება თუ არა, დარჩენილი მიწების შენარჩუნება მაინც შეძლოს?

დარწმუნებული ვარ, რომელიმე სხვა ქვეყანას რომ გაუჭირდეს და გთხოვონ, თქვენი არმია მოგვაშველეთო, დაუფიქრებლად გაუშვებთ ჩვენს ბიჭებს სასაკლაოზე, მაგრამ როცა ჩვენ დაგვჭირდა, დაგვეხმარა ვინმე? ამ რამდენიმე დღის წინ, ამერიკელი ჯარისკაცების კოლონამ რომ ჩაიარა, ხალხი უნდა გენახათ, როგორ ხვდებდა მათ. უხაროდათ, რადგან ეგონათ, ისინი ჩვენს დასახმარებლად იყვნენ ჩამოსულები. ყველამ იფიქრა, ალბათ ცხინვალის დაბრუნებაში თუ არა, რუსების თავხედობის ალაგმვაში დაგვეხმარებიან და შენარჩუნებულ საზღვრებს დაიცავენო... თურმე, ჩვენი ჯარისკაცები უნდა გაწვრთნან...

ძალიან გთხოვთ, ბატონო გიორგი, ხალხზე იფიქრეთ. თქვენი პირველი საზრუნავი მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იყოს. იქნებ დაპირებული ბევრი ქარხნის საფასურად, ერთი ფაბრიკა მაინც აგეშენებინათ რომელიმე რაიონში, რომ ხალხმა ცოტათი ამოისუნთქოს? დაგვღალა უპერსპექტივობამ და იმის შეგრძნებამ, რომ არავის არაფერში ვჭირდებით. დაგვღალა ტყუილმა შრომამ, როცა დღედაღამ მიწას ამუშავებ და მაინც, ნერწყვს ყლაპავ ქუჩაში გემრიელი კერძების სურნელი როცა ტრიალებს. კიდევ კარგი, ქალაქში არ ვცხოვრობ, თორემ ჩემნაირ მარტოხელას, ამ პენსიის იმედად, გამძვრებოდა სული. მიკვირს, როგორ ახერხებენ დედაქალაქში მარტოხელები თავის გატანას? მე მწვანილი მაინც მაქვს და ქათამი მყავს, რომ ხანდახან დავადგა ხორცს კბილი და ისინი რას ჭამენ, რით უდგათ პირში სული? მეზობლები ამუშავებენ ჩემს მიწას, რადგან მე ეს აღარ შე­მიძლია და მოსავლის მეოთხედს მაძლევენ. გამოდის, მჭადიც მაქვს და შემიძლია, ფული დავზოგო, პური აღარ ვიყიდო. ჰოდა, ჩემი პენსიით წამლის ყიდვას ვახერხებ ხოლმე. შემიძლია, დამლაგებლად ვიმუშაო სადმე, მაგრამ მე კი არა, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ქალებს არა აქვთ სამსახური და რომც შემომთავაზონ, სირცხვილით როგორ დავთანხმდები? აი, ფაბრიკა რომ გაგეხსნათ და სხვებიც დაგესაქმებინათ, მეც და ჩემნაირებიც შევძლებდით სასარგებლო საქმის კეთებას და ცოტას ამოვისუნთქავდით კიდეც, პენსიის გაზრდასაც აღარ მოგთხოვდით და ჩვენგან თქვენი გუნდის ლანძღვასაც იშვიათად მოისმენდით.
ალბათ, ჩემი წერილი ვერ მიაღწევს ადრესატამდე, ანდა მიაღწევს, მაგრამ გაეცინებათ, _ ასეთები ხომ მრავლად არიანო იტყვიან ან ერთი დღე შეიძლება, იფიქრონ ჩემზე, მაგრამ მერე მივავიწყდები ყველას, როგორც ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი.

მე ჯანდაბას, წარმავალი ვარ, მაგრამ გული მეწურება, დაბეჩავებულ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ. ქვეყნად თითქოს, ბოროტებაა მხოლოდ და ღიმილიც კი უჭირთ ადამიანებს. როცა ვიღაცას მოცინარს ვნახულობ, ისე მიხარია, თითქოს ჯეკპოტი მოვიგე. აფთიაქში შევდივარ, _ იბღვირებიან, თითქოს მათი ვალი ჰქონდეთ კლიენტებს, რომლებიც ძლივს დგანან ფეხზე. გვამადლიან მომსახურებას. ბევრჯერ მომსვლია მათთან ამის გამო კამათი, მაგრამ მერე ყოველ ჯერზე მქენჯნის სინდისი: იმათაც ხომ არ ულხინთ? მთელი დღე ფეხზე დგანან, რომ შინ "კაპიკები" მიიტანონ. რამდენი ჩემნაირის გაძლება უწევთ დღის განმავლობაში? ყოველთვის უამრავი კითხვა მაქვს. წამალს რომ ვყიდულობ, ანოტაციასაც ვითხოვ. ზოგჯერ ინგლისურად ან ჩინურად რომ წერია, ვეუბნები: გადამითარგმნეთ, ქართულისა და რუსულის გარდა, სხვა ენა არ ვიცი-მეთქი და ბრაზობენ, ამდენი დრო სად გვაქვსო? აფთიაქში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი შედის. მოწამლულია გარემო და არ მეგულება ადამიანი, რომელიც ერთ თავ წამალს მაინც არ სვამს. მოხუცებზე მეტად, ახალგაზრდების წუწუნი მესმის. თითქოს, გაახალგაზრდავდა ყოველგვარი დაავადება. მიკვირს, წნევა რომ აწუხებთ. სად ვიცოდი მათ ასაკში ან წნევა და ან თავის ტკივილი? არა, ამ ყველაფერს მთავრობას არ ვაბრალებ, ჯერ არ გამოვშტერებულვარ, მაგრამ იცით, რა არ მესმის ჩინოვნიკების? საკუთარ ხალხს "მაზოლზე" ფეხს რომ აჭერენ და ყელზე გაკეთებულ მარყუჟს უჭერენ: წამლები ისეთი ძვირი ღირს, ზოგჯერ, ამაზეც ეკონომიის გაკეთება გვიწევს. ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებში წამლები ბევრად იაფიაო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჰიტლერიც კი არ ექცეოდა ხალხს ისე, ესენი რომ ექცევიან: ის მტრებს უცებ კლავდა, თქვენ კი ნელ-ნელა გვისპობთ სიცოცხლეს.
ყოველ წელს გზების ახალ-ახალი საფრის დაგების ნაცვლად, ინვესტორს თითო ქარხანა რომ ააშენებინოთ, ღმერთი გაგიწყრებათ? რაიმეს წარმოებითაც ხომ შეიძლება ფულის შოვნა და დავიჯერო, ჩვენ, ქართველებს არაფრის წარმოება არ შეგვიძლია მომწავლელი გაზიანი სასმელებისა და შოკოლადების გარდა?..

მთელი ცხოვრება ვდარდობდი, რომ ვერ გავთხოვდი, შვილები არ მყავს. ახლა კი მიხარია: მა­თაც დავტანჯავდი ამქვეყნად მოვ­ლი­ნებით და თავიც მოსაკლავი გამიხდებოდა. აბა, როგორი ასატანია, შენს შვილს კარგ მომავალს რომ ვერ შეუქმნი, მით უმეტეს, თუ კანფეტი უნდა და ვერ ყიდულობ? მხოლოდ ერთეულებისთვის ყოფილა ეს ქვეყანა მოწყობილი: თქვენი შვი­ლები სწავლობენ საზღვარგარეთ, საუკეთესო უნივერსიტეტებში, სოფ­ლებში კი ბავშვებს ხარისხიანი პური ენატრებათ და 15 სექტემბერს ახალ ჩანთაზე ოცნებობენ...
ჰოდა, აღარ ვიცი, ამის მეტი რა მოგწეროთ საიმისოდ, რომ თქვენი გულის სიმები შევარხიო... თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე კი გაფრთხილებთ, ვინც სიძუნწესა და სიხარბეს შეუპყრია, მას ყოველთვის მოელის დიდი განსაცდელი და ადრე თუ გვიან, ეს გარდაუვალი იქნება. და მაინც, უფალს ვთხოვ, ყველა ქართველი დაიფაროს განსაცდელისგან..."

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com


ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
19.09.2017
-დიახ...მართალია, ვერ გაძღნენ და ვერ გაიყვეს ქვეყანა ზუსტად და თანაბრად ამითომ ჭამენ ერთმანეთ იმის ნაცვლად ხალხზე იდარონ,-კიდევ ჭამენ ,,სუში'' ის , მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და დღეში ათასების დახარჯვა არაფრად მიაჩნიათ, ჩვენს ხარჯზე. ჩვენ ,ვინც გაფაციცებით ველოდებით თვის ბოლოს დადგომას რომ ხლფასი ავიღოთ მაქსიმუმ 400 ლარი და მორე დღესვე აღარ გვაქვს,რადგან ავლებს გასტუმრება უნდა , მერე ოსევ გვეჩქარება მომდევნო თვის ჩამთავრება ,შვილებს ხელფასზე ვპირდებით ყველაფერს მრომლის ნახვარის შესრულებაც არ შეგვიძლია რადგან არ გვყოფნის...რადგან ძაღლურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რადგან ვერ გაძღნენ ზედა ეშელონებ ..სუშის ჭამით....
თათული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი