ქა­ლის მო­ტა­ცე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა
font-large font-small
ქა­ლის მო­ტა­ცე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა
კა­ცი, რო­მე­ლიც თავს ახა­ლი თა­ო­ბის მონ­ტე კრის­ტოს უწო­დებს

"ჩე­მი ცხოვ­რე­ბა იმ უნა­პი­რო ზღვას ჰგავს, რომ­ლის ტალ­ღე­ბი გაშ­მა­გე­ბით იბ­რ­ძ­ვი­ან ხოლ­მე გე­მე­ბის და­სა­ღუ­პა­ვად და ხა­ნაც, ნა­ზად ელო­ლი­ა­ვე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შექ­მ­ნილ სა­ოც­რე­ბას. მე ისე­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მელ­საც ბევ­რი ცუ­დის კე­თე­ბაც უწევს და ბევ­რი _ კარ­გიც უნა­ხავს, მაგ­რამ ახ­ლა არ დავ­კონ­კ­რეტ­დე­ბი, უბ­რა­ლოდ მინ­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე გი­ამ­ბოთ სულ სხვა კუთხით და თუ შე­მო­მეხ­მი­ა­ნე­ბით, მად­ლი­ე­რი დაგ­რ­ჩე­ბით. პა­ტი­ვის­ცე­მით, ახა­ლი თა­ო­ბის მონ­ტე კრის­ტო", _ ამ წე­რი­ლის ავ­ტო­რის რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი არც მე ვი­ცი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას შევ­ხ­ვ­დი და ვი­სა­უბ­რეთ კი­დეც. სა­შუ­ა­ლო ასა­კის მა­მა­კაც­მა სცა­და, თა­ვი­სი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ისე მო­ეთხ­რო ჩემ­თ­ვის, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი და რე­ა­ლუ­რი პრო­ფე­სია არ "გა­ე­ყი­და". თუმ­ცა, ამ ყვე­ლაფ­რის ასე სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ნიღ­ბ­ვა რის­თ­ვის იყო სა­ჭი­რო, ვე­რაფ­რით მივ­ხ­ვ­დი და ბო­ლოს და­ვას­კ­ვე­ნი, ეტყო­ბა უნ­და, რომ მი­სი წე­რი­ლი ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა წა­ი­კითხოს და ფიქ­რობს, რაც უფ­რო იდუ­მა­ლია ავ­ტო­რი, მით მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა იგი...


ბავ­შ­ვუ­რი ოც­ნე­ბა და აკ­რ­ძალ­ვე­ბი, სი­ღა­რი­ბის და­სა­ფა­რად
"ა­და­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ხომ გა­მუდ­მე­ბუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი­თა და ფიქ­რე­ბის ლა­ბი­რინ­თე­ბი­თაა სავ­სე და ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერც მე ვიქ­ნე­ბო­დი. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და, ძლი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ბევრს მა­ვარ­ჯი­შებ­და მა­მა და შთა­მა­გო­ნებ­და, რომ პირ­ვე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერ­ში მე უნ­და მრგე­ბო­და. წა­გე­ბას მხო­ლოდ ლაჩ­რე­ბი ეგუ­ე­ბი­ა­ნო, _ ამ­ბობ­და. ჰო­და, დი­ლა იწყე­ბო­და ვარ­ჯი­შით და დღეც ამით მთავ­რ­დე­ბო­და. ერ­თ­ფე­რო­ვან და ფი­ზი­კუ­რად დატ­ვირ­თულ ცხოვ­რე­ბას ბავ­შ­ვო­ბა­ში მხო­ლოდ ოც­ნე­ბე­ბი მი­ლა­მა­ზებ­დ­ნენ. ამ ოც­ნე­ბებ­ში მე ძა­ლი­ან სუს­ტი ვი­ყა­ვი. ისე­თი სუს­ტი, რომ ყვე­ლას ვე­ცო­დე­ბო­დი და ჩემ გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლე­ბი, გა­მუდ­მე­ბით მე­ფე­რე­ბოდ­ნენ, ზრუ­ნავ­დ­ნენ და თავს დამ­ტ­რი­ა­ლებ­დ­ნენ, ათა­სი ნუგ­ბა­რით მა­ნე­ბივ­რებ­დ­ნენ. რე­ა­ლუ­რად კი მო­ფე­რე­ბა­საც და­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და კან­ფე­ტებ­საც.
კან­ფე­ტი პირ­ვე­ლად რომ გავ­სინ­ჯე 9 წლის გახ­ლ­დით, მა­ნამ­დე ჩემ­თ­ვის ტკბი­ლე­ულს არა­ვინ ყი­დუ­ლობ­და და თუ ვინ­მე მო­მაწ­ვ­დი­და, უარი უნ­და მეთ­ქ­ვა ყვე­ლა­ფერ­ზე, რად­გან არა­ვის არ უნ­და ეფიქ­რა, ამას სახ­ლ­ში არა­ფე­რი აქ­ვ­სო. ჩემს მშობ­ლებს თვი­დან თვემ­დე ძლივს გაჰ­ქონ­დათ თა­ვი, მაგ­რამ მე­ზობ­ლებ­საც კი თავს ისე აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ, თით­ქოს დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და. მშვე­ნი­ე­რი სახ­ლი იდ­გა ეზო­ში. სტუმ­რის გა­სა­მას­პინ­ძ­ლებ­ლად, ყვე­ლა­ფერს გა­ი­ღებ­დ­ნენ, მაგ­რამ მე­რე, კარს რომ მი­ვუ­ხუ­რავ­დით ზურგს უკან, მტან­ჯ­ვე­ლი, შიმ­ში­ლი­ა­ნი დღე­ე­ბიც გა­დაგ­ვი­ტა­ნია. მთა­ვა­რი იყო: ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ არა­ვის გა­ე­გო, თო­რემ ნა­თა­ვად­რებს თა­ვი მო­ეჭ­რე­ბო­დათ. თურ­მე, ჩვე­ნი გვა­რის ხალხს არ შე­ე­ფე­რე­ბო­და წუ­წუ­ნი და შიმ­შილ­ზე ლა­პა­რა­კი. მარ­თა­ლია, მე რომ ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი, იმ პე­რი­ოდ­ში თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბა კარ­გა ხნის კუ­და­მო­ძუ­ე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ "სის­ხ­ლის ყი­ვი­ლის" შე­სა­ხებ ხომ გსმე­ნი­ათ და ყო­ფი­ლი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლებს კუ­დაბ­ზი­კო­ბაც ეტყო­ბა, შთა­მო­მავ­ლო­ბით ერ­გოთ...
მოკ­ლედ, წე­სე­ბი უნ­და და­მეც­ვა: პირ­ვე­ლი, არა­ვის­თ­ვის მეთხო­ვა დახ­მა­რე­ბა; მე­ო­რე _ არას­დ­როს გა­მო­მე­ჩი­ნა სულ­ს­წ­რა­ფო­ბა და ხე­ლი (არც თვა­ლი) არ გამ­პა­რო­და სხვე­ბის ნივ­თე­ბის­კენ; არა­ვის­თ­ვის გა­მო­მერ­თ­მია მო­წო­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი, თუნ­დაც შიმ­ში­ლის­გან მუ­ცელ­ში ომი მქო­ნო­და გა­მარ­თუ­ლი; მე­ოთხე: სტუმ­რის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო მი­მერ­თ­მია და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ მეგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბი­ნა, თა­ვად მაძღა­რი თუ არ ვი­ყა­ვი და მე­ხუ­თე, "ოქ­როს წე­სი": რო­გო­რი პრობ­ლე­მაც უნ­და მქო­ნო­და, სახ­ლი­დან ბედ­ნი­ე­რი ღი­მი­ლით გავ­სუ­ლი­ყა­ვი...
თით­ქოს, სუ­ლაც არ არის რთუ­ლი ამ წე­სე­ბის დაც­ვა, მაგ­რამ ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ყვე­ლა­ფერს და­ნატ­რე­ბულ ბავშვს რო­გორ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და თუნ­დაც, სა­სუს­ნა­ვებ­ზე უარის თქმა ან კი­დევ, ბედ­ნი­ე­რი სა­ხით სი­ა­რუ­ლი მა­შინ, რო­ცა შიმ­ში­ლის­გან ძლივს დავ­ლას­ლა­სებ­დი?
აი, ასე­თი იყო ბავ­შ­ვო­ბის წლე­ბი..."

სიყ­ვა­რუ­ლი და... "შე­უ­ფე­რე­ბე­ლი" სიყ­ვა­რუ­ლი
"შე­მიყ­ვარ­და უსაზღ­ვ­როდ. მა­შინ ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ბი­ჭი ვი­ყა­ვი. მე და ხა­ტია ერთ სო­ფელ­ში, ერთ უბან­ში ვიზ­რ­დე­ბო­დით და წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მის მი­მართ წრფე­ლი გრძნო­ბა თან­და­თან მიმ­ძაფ­რ­დე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა ჩე­მი გუ­ლის დარ­დე­ბი გა­ვუ­ზი­ა­რე. და­ი­მორ­ცხ­ვა, თა­ვი და­ხა­რა, მაგ­რამ უარი არ უთ­ქ­ვამს. მე კი თან­ხ­მო­ბად მი­ვი­ღე მი­სი სი­ჩუ­მე, თა­ვი ავუ­წიე და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, ტუ­ჩებ­ში ვა­კო­ცე. მსგავ­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბა მა­ნამ­დე არას­დ­როს მიგ­რ­ძ­ნია. არ მინ­დო­და, ის წუ­თე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ხა­ტი­ამ თა­ვი და­იძ­ვ­რი­ნა ჩემ­გან და სახ­ლის­კენ მო­კურ­ცხ­ლა. ვერ და­ვე­დევ­ნე, მე ხომ მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი არ შე­მე­ფე­რე­ბო­და. მა­მა იმა­საც მას­წავ­ლი­და, რომ ქა­ლე­ბი უნ­და ამე­ფო­რი­ა­ქე­ბი­ნა და მე­რე თა­ვად უნ­და მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ ჩემ­თან, კუდ­ში არა­ვის უნ­და გავ­კი­დე­ბო­დი, მე­რე სა­ნა­ნებ­ლად რომ არ გამ­ხ­დო­მო­და საქ­მე (გვი­ან მივ­ხ­ვ­დი, მი­სი ეს სიტყ­ვე­ბი რას ნიშ­ნავ­და: თუ რო­მე­ლი­მე გო­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მექ­ნე­ბო­და და მე­რე მას­ზე და­ო­ჯა­ხე­ბას და­მა­ძა­ლებ­დ­ნენ, თა­ვის მარ­თ­ლე­ბა ასე შე­მეძ­ლო: გო­გო აქ­ტი­უ­რობ­და და ჩე­მი რა ბრა­ლია?!)...

მე­რე ხა­ტია კარ­გა ხა­ნი თავს მა­რი­დებ­და, არ ვი­ცი, ეში­ნო­და თუ ერი­დე­ბო­და ჩე­მი და­ნახ­ვის. თვალს რომ მომ­კ­რავ­და, გვერდს ამივ­ლი­და და ვატყობ­დი, სა­ხე აუჭ­რელ­დე­ბო­და ხოლ­მე. მომ­წონ­და მი­სი მო­რი­დე­ბა. ერ­თხე­ლაც, ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი მის შო­რით ცქე­რას და რო­ცა და­ვი­მარ­ტო­ხე­ლე, ყო­ველ­გ­ვა­რი სიტყ­ვე­ბის გა­რე­შე, ჩა­ვე­ხუ­ტე და და­ვე­წა­ფე მის ტუ­ჩებს. ამ­ჯე­რად მო­მენ­დო და მკლა­ვებ­ში ჩა­მად­ნა. მას მე­რე ჩვენ ყვე­ლას­თ­ვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გავ­ხ­დით. ხში­რად ვსე­ირ­ნობ­დით სოფ­ლის შა­რა­ზე ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი ან სკო­ლა­ში მის ჩან­თას მე და­ვა­ტა­რებ­დი. ჩემს მშობ­ლებს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ეცი­ნე­ბო­დათ. ამ­ბობ­დ­ნენ, გა­ტა­ცე­ბაა, ბი­ჭი მამ­ლა­ყინ­წობ­სო და უხა­რო­დათ თით­ქოს რა­ღაც. მე კი სიყ­ვა­რულ­ში ყე­ლამ­დე ჩაფ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი და ამ გრძნო­ბამ ჩემ­ში ას­წ­ლო­ვა­ნი ხე­სა­ვით გა­იდ­გა ფეს­ვე­ბი. ხა­ტი­ას გა­რე­შე სუნ­თ­ქ­ვაც არაფ­რად მი­ღირ­და. ჰო­და, ცო­ტა ხან­ში მშობ­ლებს გა­მო­ვუცხა­დე, _ უნ­და შე­ვირ­თო-მეთ­ქი. აი, მა­შინ კი ატყ­და ჩემს სახ­ლ­ში ჭე­ქა-ქუ­ხი­ლი, რო­გორც ზაფხულ­ში იცის ხოლ­მე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად. _ იმ ქე­ცი­ა­ნი ნი­კო­ი­ას შვილს რო­გორ შე­მო­ვიყ­ვან ოჯახ­ში? მი­სი შთა­მო­მავ­ლე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე გვემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ და ახ­ლა რძლად და­ვის­ვა ეს გო­გო? არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­შიო! _ იყ­ვი­რა მა­მამ და დე­და­მაც და­უკ­რა კვე­რი: ჩვენ უკე­თე­სი გვა­რის შვი­ლი შეგ­ვე­ფე­რე­ბა. ნუ ჩქა­რობ, გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რე ქვეყ­ნად, კარგ გო­გო­ებს რა გა­მო­ლევს? თუ თა­ვად ვერ მო­ა­ხერ­ხებ, ვინ­მეს ჩვენ შე­გირ­ჩევთ, ხა­ტია კი მე­გობ­რად იგუ­ლეო. დე­დის ამ სიტყ­ვებ­მა გუ­ლი ისე და­მი­სე­რა, რომ იარა დღემ­დე მაქვს და სიკ­ვ­დი­ლის წი­ნაც არ მინ­დო­და მი­სი მო­ნა­ხუ­ლე­ბა...
მშობ­ლე­ბის მორ­ჩილს, მი­ჭირ­და მა­თი სიტყ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, ამ ბრძო­ლა­ში, რაც უნ­და მო­მე­მოქ­მე­და, მა­ინც წა­გე­ბუ­ლი დავ­რ­ჩე­ბო­დი. თუმ­ცა, იხ­ტი­ბარს არ ვი­ტეხ­და. მე­გო­ნა, ხა­ტია მა­ინც შე­ეც­დე­ბო­და ჩემს გა­გე­ბას და გა­მომ­ყ­ვე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს ოჯახს არ უნ­დო­და. მის­მა მშობ­ლებ­მა რომ გა­ი­გეს, რაც ხდე­ბო­და, ახ­ლა მა­მა­მი­სი გა­და­ი­რია, _ ამ მა­მა­ძაღ­ლარს კი­დევ ძვე­ლი წლე­ბი ჰგო­ნია? არ შე­ეშ­ვა კუ­დაბ­ზი­კო­ბას და არ იქ­ნა. თუ კა­ცი ვარ, ჩემს შვილს მის სახ­ლ­ში არ ვა­ფუს­ფუ­სებ, ჩე­მი ხა­ტია უკე­თე­სი მო­მავ­ლის ღირ­სია, ვიდ­რე ნა­თა­ვად­რე­ბის ოჯახ­ში შეს­ვ­ლააო, _ და ისი­ნიც ჯიბ­რ­ზე, ხა­ტი­ას ჩემ­თან შეხ­ვედ­რას უკ­რ­ძა­ლავ­დ­ნენ...

და მა­ინც, შე­იძ­ლე­ბო­და ალ­ბათ, ორი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გულს სა­თა­ვი­სოდ რა­ღაც კარ­გი მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა და სა­ბო­ლო­ოდ, მიზ­ნის­თ­ვის მი­ეღ­წია, მაგ­რამ ჩვენ, მშობ­ლე­ბის მორ­ჩი­ლებ­მა უკან და­ვი­ხი­ეთ. შეგ­ვე­შინ­და, ოჯა­ხებს შო­რის მტრო­ბა არ გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი­ყო და დავ­ყა­ბულ­დით უფ­რო­სე­ბის სიტყ­ვას. ვფიქ­რობ­დი, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თი იყო, მა­ლე ორი­ვე მხა­რე გონს მო­ე­გე­ბო­და და მშობ­ლე­ბის გუ­ლის მო­სა­გე­ბად, ვი­თომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, უკ­ვე სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს დე­და­ქა­ლაქ­ში მე­ძია ბე­დი. ცო­ტა ხან­ში გა­ვი­გე, რომ ხა­ტია გა­ათხო­ვეს ვინ­მე ფუ­ლი­ან ვა­ჭარ­ზე...

გუ­ლი მო­მიკ­ვ­და! მას შემ­დეგ, ჩემს ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბას მშობ­ლებს უკ­ვე ხმა­მაღ­ლა ვაბ­რა­ლებ­დი! ამის შემ­დეგ აღარ მი­ჭირ­და მათ­თ­ვის პირ­ში მეთ­ქ­ვა სათ­ქ­მე­ლი და სო­ფელ­ში ჩას­ვ­ლაც ავუკ­რ­ძა­ლე სა­კუ­თარ თავს. არ მინ­დო­და მა­თი და­ნახ­ვა, ვინც და­მა­კარ­გ­ვი­ნა ჩე­მი ხა­ტია და არც ხა­ტი­ას მინ­დო­და დავ­ნახ­ვე­ბო­დი. მი­სი მრცხვე­ნო­და იმის გა­მო, რომ ვერ შევ­ძე­ლი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და­მეც­ვა. ახ­ლა კი ვნა­ნობ, რომ არ გა­ვი­ქე­ცი და თა­ვი­დან­ვე არ მოვ­ტა­ცე ჩე­მი გო­გო თა­ვის ქმარს...
მა­შინ კი გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ასეც მო­ვი­ქე­ცი, რუ­სეთ­ში გა­ვი­ქე­ცი..."

რუ­სე­თი

"ეს ქვე­ყა­ნა ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ჩამ­ქო­ლეთ, თუ გინ­დათ. იქ იყო ჩემ­თ­ვის ის ამე­რი­კაც და ევ­რო­პაც, რომ­ლის­კე­ნაც ახ­ლა ასე ძა­ლი­ან მი­ის­წ­რაფ­ვი­ან ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი. არა­ვინ თქვას, თით­ქოს ად­რე არ გვქონ­და სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ისე არ ვიქ­ცე­ო­დით, რო­გორც გვსურ­და. ყო­ველ­თ­ვის და დღე­საც გვი­წევს სხვე­ბის აზ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, მაგ­რამ ვა­კე­თებთ იმას, რაც გვინ­და და მა­ში­ნაც ასე იყო. უბ­რა­ლოდ, გა­სარ­თო­ბად იმ­დე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და ადა­მი­ანს, რამ­დე­ნიც ახ­ლა აქვს...
მოკ­ლედ, რუ­სეთ­ში ავიშ­ვი. ქარ­თ­ველს იქ ყვე­ლა კარ­გად მექ­ცე­ო­და. ბევ­რი მე­გო­ბა­რი გა­ვი­ჩი­ნე, მუ­შა­ო­ბაც და­ვიწყე, გო­გო­ნე­ბიც არ მაკ­ლ­და. მე­რე ერ­თი ქა­ლი ამო­ვი­ჩე­მე, რად­გან ხა­ტი­ას მი­ვამ­ს­გავ­სე და წლე­ბის მან­ძილ­ზე მას­თან ვცხოვ­რობ­დი. იცო­და ყვე­ლა­ფე­რი ჩემ შე­სა­ხებ. ისიც იცო­და, ხა­ტი­ას სიყ­ვა­რუ­ლით რომ დავ­რ­ჩი მას­თან საცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ამას არაფ­რად აგ­დებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და: არა უშავს, მთა­ვა­რია, ერ­თად ვართ და ცხოვ­რე­ბა გვი­ხა­რიაო.
მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, რომ თა­ვი შარ­ში გავ­ყა­ვი: და­ფეხ­მ­ძიმ­და ჩე­მი ოლინ­კა და 9 თვე­ში ქა­ლიშ­ვი­ლიც გა­მი­ჩი­ნა. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბამ შე­მა­ში­ნა და გა­მო­ვი­ქე­ცი მის­გან. მერ­წ­მუ­ნეთ, ახ­ლა ძა­ლი­ან ვნა­ნობ ამ საქ­ცი­ელს, მაგ­რამ ამას რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს? ოლინ­კა სხვა კა­ცის ცო­ლია და ბავ­შ­ვიც იმ მა­მა­კაცს ეძა­ხის მა­მას, რო­მელ­მაც ის ღირ­სე­ულ ქა­ლად აღ­ზარ­და. ძა­ლი­ა­ნაც მინ­და, შევ­ხ­ვ­დე ჩემს ღვიძლ შვილს და გულ­ში ჩა­ვიკ­რა, ვე­წუ­წუ­ნო ჩემს სი­სუს­ტე­ებ­ზე, უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ვერ ვბე­დავ. ასე რომ მო­ვი­ქე­ცი წლე­ბის წინ, ესეც ხომ ჩე­მი მშობ­ლე­ბის ბრა­ლია? ისი­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ნამ­დ­ვილ­მა დარ­ბა­ი­სელ­მა კაც­მა უღირ­სი ტვირ­თის­გან თუნ­დაც, არა­ღირ­სე­უ­ლად, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­თა­ვი­სუფ­ლოს თა­ვი. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დი, მშობ­ლე­ბის სიტყ­ვე­ბი გო­ნე­ბი­დან ამო­მეგ­დო და რა­დი­კა­ლუ­რად შევ­ც­ვ­ლი­ლი­ყა­ვი, მა­თი და­რი­გე­ბე­ბი შორს მო­მეს­რო­ლა და სა­პი­რის­პი­როდ მე­მოქ­მე­და, მაგ­რამ საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბო­და, ამას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი..."

დაბ­რუ­ნე­ბა სამ­შობ­ლო­ში
"რუ­სე­თი­დან კი ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ სო­ფელ­ში არ ჩავ­სულ­ვარ, სო­ხუმ­ში ვი­ქი­რა­ვე ბი­ნა და იქ და­ვიწყე ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა. რა­ღა­ცე­ბი გა­მო­მი­ვი­და. ფეხ­ზე დავ­დე­ქი, ბი­ნა ვი­ყი­დე და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩემ­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი ქა­ლი მო­მე­ძებ­ნა, რომ ოჯა­ხი შე­მექ­მ­ნა, თუნ­დაც უსიყ­ვა­რუ­ლოდ. მშობ­ლე­ბი წე­რილს წე­რილ­ზე მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, _ მა­ლე გა­მო­გეც­ლე­ბით ხე­ლი­დან, ისე ნუ ჩა­იქ­ნევ ჩვენ­ზე ხელს, თით­ქოს უპა­ტი­ე­ბე­ლი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით და და­ნა­შა­უ­ლი მიგ­ვიძღო­დეს შენ წი­ნა­შე. მა­ლე შე­იძ­ლე­ბა, ჩვენს დაკ­რ­ძალ­ვა­ზეც მო­გი­წი­ოს ჭი­რი­სუფ­ლად ყოფ­ნამ და მო­იყ­ვა­ნე ცო­ლი, რომ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გვე­ღირ­სოს. მა­ნამ­დე კი ჩა­მო­დი, დაგ­ვ­ხე­დე, თუ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი აღარ გვაქვს, ხათ­რით მა­ინც, შეგ­ვი­ცო­დე მო­ხუ­ცე­ბიო... ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი, ასეთ დროს გუ­ლი გა­მე­მაგ­რე­ბი­ნა და მა­თი წე­რი­ლე­ბი ამო­მე­შა­ლა ჩე­მი გო­ნე­ბი­დან. ბა­რა­თებს კითხ­ვის შემ­დეგ, ზოგ­ჯერ _ წა­უ­კითხა­ვა­დაც ცეცხლს ვაძ­ლევ­დი, მაგ­რამ ერთ დღეს, რა­ღაც ძა­ლამ მი­ბიძ­გა, რომ წე­რი­ლი უნ­და წა­მე­კითხა და იქ ამო­ვი­კითხე, _ დე­და იყო სიკ­ვ­დი­ლის პი­რას, ჩემს ნახ­ვას ითხოვ­და. რამ­დე­ნი­მე დღე ვებ­რ­ძო­დი სა­კუ­თარ თავს: წავ­სუ­ლი­ყა­ვი შინ თუ არა? ბო­ლოს მა­ინც დე­დაშ­ვი­ლო­ბამ აჯო­ბა გა­ცი­ვე­ბუ­ლი გუ­ლის კარ­ნახს, მო­ვი­კი­დე ჩან­თა და სახ­ლ­ში მი­ვე­დი...
არ და­მა­ვიწყ­დე­ბა დე­დის მად­ლი­ე­რი გა­მო­ხედ­ვა. გულ­ში ჩა­მიკ­რა და დიდ­ხანს არ მო­მი­შო­რა. აწყ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით ბო­დიშს მიხ­დი­და: თუ რა­მე და­მი­შა­ვე­ბია, მო­მი­ტე­ვე; თუ რა­ღაც ისე ვერ გას­წავ­ლე, რაც ამ ცხოვ­რე­ბა­ში წა­გად­გე­ბო­და, ეგეც მა­პა­ტიე. ბნელ დროს გაზ­რ­დილს, გო­ნე­ბაც ბნე­ლი მაქვს ალ­ბათ და ვერ ვწვდე­ბი იმას, რა­საც შე­ნი გო­ნე­ბა გკარ­ნა­ხობს. მა­პა­ტიე ყვე­ლა­ფე­რი და ერ­თი იცო­დე, დე­დას შვი­ლის­თ­ვის მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო რომ ემე­ტე­ბა, ამი­ტო­მაც მოხ­და ის, რაც მოხ­დაო. ვე­რა­ფე­რი ვუთხა­რი. გუ­ლი ამი­ჩუყ­და და მხო­ლოდ და­ვუ­კოც­ნე უკ­ვე ნა­ო­ჭე­ბით და­ფა­რუ­ლი სა­ხე. ამო­ხეთ­ქა დე­დის ცრემ­ლებ­მაც: ვკვდე­ბი და სა­ნამ ეს მოხ­დე­ბა, ჯავრს ნუ გა­მა­ყო­ლებ, ვინ­მე შე­ირ­თეო, მაგ­რამ მის სი­ცოცხ­ლე­ში ეს თხოვ­ნა ვერ შე­ვუს­რუ­ლე, აბა, სად მე­პო­ვა ასე სას­წ­რა­ფოდ ქა­ლი, რო­მე­ლიც კუ­დაბ­ზი­კა ყო­ფი­ლი ნა­თა­ვად­რე­ბის ოჯახ­ში შე­მოს­ვ­ლას და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­დაწყ­ვეტ­და?
დე­და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მის­მა სიკ­ვ­დილ­მა მა­მა კი­დევ უფ­რო მე­ტად პირ­ქუ­ში გა­ხა­და. მე მაბ­რა­ლებ­და: ცო­ლი მო­მი­კა­ლი, შენ­ზე დარ­დ­მა გა­და­ი­ყო­ლა. რა გახ­დი ამის­თა­ნა, მშობ­ლე­ბის სიტყ­ვა უკუღ­მა რომ გა­ი­გო­ნე და ვი­ღაც ქალს გა­დაგ­ვა­ყო­ლე, რო­მელ­საც სა­ხე­ლიც არ ახ­სოვს შე­ნიო..."

ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის კვალ­ში ჩამ­დ­გა­რი
"ხა­ტია _ ეს სა­ხე­ლი წლე­ბის შემ­დეგ, მა­მის­გან რომ გა­ვი­გო­ნე, გუ­ლი უც­ნა­უ­რად ამი­ფო­რი­აქ­და და იმის ნაც­ვ­ლად, რომ მშობ­ლის­თ­ვის უკ­მე­ხად მე­პა­სუ­ხა, უცებ, გა­უ­ზა­რებ­ლად ჩა­ვე­ხუ­ტე და მე­რე გა­რეთ გავ­ვარ­დი. გა­დავ­წყ­ვი­ტე, მის შე­სა­ხებ გა­მე­გო, რო­გორ ცხოვ­რობ­და, სად იყო და...
უც­ნა­უ­რა­დაა კა­ცის გო­ნე­ბა მოწყო­ბი­ლი. ისე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა გან­ვიზ­რა­ხე, რა­საც ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი ვერ გა­ბე­დავს. მო­მინ­და, ვა­ჭა­რი კა­ცის­თ­ვის ცო­ლი წა­მერ­თ­მია მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა. მინ­დო­და, წლე­ბის შემ­დეგ მა­ინც მე­მოქ­მე­და ვაჟ­კა­ცუ­რად და ხა­ტია ჩე­მად გა­მე­ხა­და. ამ მიზ­ნით და­ვიწყე მი­სი ძებ­ნა. მე­ზობ­ლე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლე, თი­თო­ე­ულს უამ­რა­ვი კითხ­ვა და­ვა­ყა­რე: ოჯახ­ზე, შვი­ლებ­ზე, მე­რე მე­ზობ­ლებ­ზეც და თი­თო­ე­ულს რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც დავ­ცინ­ც­ლე საყ­ვა­რელ ქალ­ზე. არ მინ­დო­და, ვინ­მეს­თ­ვის ერ­თ­ბა­შად და­მეს­ვა კითხ­ვე­ბი ხა­ტი­ა­ზე, რომ ვინ­მეს რა­ი­მე არ ეყ­ნო­სა. მოკ­ლედ, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი რომ შევ­კ­რი­ბე და დავ­ფიქ­რ­დი, შე­მე­შინ­და: გა­მომ­ყ­ვე­ბა კი? უკ­ვე ორი შვი­ლი ჰყო­ლია და იქ­ნებ, აღარც ვუყ­ვარ­ვარ-მეთ­ქი? მა­ინც გა­დავ­წყ­ვი­ტე, აუცი­ლებ­ლად მე­ნა­ხა და მე­ო­რე დღეს მი­სი ქმრის სახლს მი­ვა­დე­ქი..."
გაგრძელება შემდეგ ნომერში

P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი