"და­ეხ­მა­რეთ სო­ფელს!"
font-large font-small
"და­ეხ­მა­რეთ სო­ფელს!"
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
"ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლის - "გზის" რე­დაქ­ცი­ავ! დი­დი იმე­დი მაქვს თქვე­ნი კაც­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის. გთხოვთ, მო­მ­ცეთ ამ წე­რი­ლის და­ბეჭ­დ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­თა კი­დევ ერ­თხელ მი­ვე­ფე­რო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი სოფ­ლე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ნან. მინ­და, მათ გუ­ლე­ბის სით­ბო შე­ვუ­ქო და გამ­ძ­ლე­ო­ბა ვუ­სურ­ვო, მთავ­რო­ბას კი მო­ვუ­წო­დო, რა­ი­მე სას­წ­რა­ფოდ მო­ი­მოქ­მე­დონ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის სტი­მუ­ლის მი­სა­ცე­მად, რომ მა­თაც არ და­ტო­ვონ რა­ი­ო­ნი", - მოგ­ვ­წე­რა ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ი­ლა კა­კა­ბა­ძემ, რო­მელ­საც ბევ­რის მსგავ­სად, გუ­ლი შეს­ტ­კი­ვა სო­ფელ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის გა­მო... მი­სი წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია.

სო­ფელ­ში და­ნა­ხუ­ლი სი­ცოცხ­ლის სხი­ვი და შემ­ზა­რა­ვი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი

"ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი. სახ­ლი­დან წას­ვ­ლის დროს ჩემს სა­ლო­ცავ კუთხეს­თან დავ­დე­ქი და ხა­ტებს გუ­ლით შევ­თხო­ვე, მშვი­დო­ბით და­მაბ­რუ­ნეთ ჩე­მი სახ­ლის ჭერ­ქ­ვეშ და აქ მომ­თხო­ვეთ პა­სუ­ხი ჩე­მი ცოდ­ვა-მად­ლი­ა­ნი სი­ცოცხ­ლის გა­მო-მეთ­ქი. მე­რე კი შვი­ლებ­თან ერ­თად, იმე­რე­თის­კენ, სამ­ტ­რე­დი­ის რა­ი­ო­ნის ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი სოფ­ლის - ნა­ბა­კე­ვი­სა­კენ ავი­ღეთ გე­ზი. ეს სო­ფე­ლი ჩე­მი შვი­ლე­ბის მა­მუ­ლე­თია. აქ, ამ ლა­მა­ზი იმე­რუ­ლი ცის ქვეშ გა­ა­ტა­რეს მათ ბავ­შ­ვო­ბა, თა­ვი­ან­თი უსაყ­ვარ­ლე­სი ბე­ბია-ბა­ბუ­ის გა­რე­მოც­ვა­ში. ამ სოფ­ლის თი­თო­ე­უ­ლი ხე, ქვა და ბა­ლა­ხიც იმ სულ­კურ­თხე­ულ საყ­ვა­რელ ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას აგო­ნებთ, რო­მელ­თა სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო და სათ­ნო­ე­ბა დღე­საც თან სდევთ. მე კი, უკ­ვე თვი­თონ ბე­ბი­ას, სხვა რა დამ­რ­ჩე­ნია, გარ­და იმი­სა, რომ მათ სა­ხელ­ზე დან­თე­ბულ სან­თელ­თან მდგარ­მა, შენ­დო­ბა და მად­ლო­ბა არ შე­ვუთ­ვა­ლო ამ ორ კე­თილ­შო­ბილ წი­ნა­პარ­თა სულს, რომ­ლებ­მაც უზღ­ვა­ვი ამა­გის ხარ­ჯ­ზე, ასე შე­აყ­ვა­რეს ჩემს შვი­ლებს ეს სო­ფე­ლი და და იმე­რე­თის ლა­მა­ზი ცა.

ერთ დროს სი­ცოცხ­ლე დუღ­და ამ კოპ­წია სო­ფელ­ში. მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ჩვენს უბან­ში ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბა, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი მე­ფობ­და. სა­ღა­მოს, რო­ცა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მო­თავ­დე­ბო­და: და­პურ­დე­ბო­და ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლი, მო­იწ­ვე­ლე­ბო­და ჭიშ­კარს მომ­დ­გა­რი აბღავ­ლე­ბუ­ლი ძრო­ხე­ბი, ამო­იყ­ვან­დ­ნენ ყველს და ნაშ­რომ-ნა­ჯა­ფი ხალ­ხი ვახ­შამ­საც მი­ირ­თ­მევ­და, მე­რე იწყე­ბო­და იმე­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის სი­ა­მით სავ­სე დრო­ე­ბა. რო­მე­ლი­მე ეზოს ჭიშ­კარ­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლი, და­ვარ­ცხ­ნი­ლი მე­ზობ­ლე­ბი და იყო ერ­თი სი­ცილ-ხორ­ხო­ცი. ბო­ლოს, ახალ­გაზ­რ­დე­ბი შე­მორ­ჩე­ბოდ­ნენ ხოლ­მე და გვი­ან ღა­მემ­დე ის­მო­და მა­თი სი­ცი­ლი­სა და სიმ­ღე­რის ხმა.

სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს ეს სო­ფე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ არის. ირ­გ­ვ­ლივ სა­ში­ნე­ლი სი­ცა­რი­ე­ლე და აკივ­ლე­ბუ­ლი, სუ­ლის შემ­ძ­ვ­რე­ლი სიჩUმეა. ჩვე­ნი უბა­ნი გა­ჩუ­მე­ბუ­ლი, გა­ყუ­ჩე­ბუ­ლი შე­მოგ­ვე­გე­ბა. ღმერ­თ­მა და­ლო­ცოს იქ დარ­ჩე­ნი­ლი ათი­ო­დე მო­სახ­ლე! აი, სიბ­ნე­ლე­ში მკრთა­ლად გა­მოჩ­ნ­და ხა­ჟა­ლი­ე­ბის სახ­ლი­დან სი­ნათ­ლის სხი­ვი. წელ­ში ოთხად მოხ­რი­ლი ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნე­ლი თა­ვი­სი სახ­ლის კი­ბე­ზე ძლივს მი­ად­გამს ფეხს. მის ოჯახს ალა­მა­ზებს სი­ცოცხ­ლით სავ­სე რძლის, ქე­თი­ნოს საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ­ლის მე­უღ­ლე გა­უ­საძ­ლი­სი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებს ეზო­დან გა­უყ­ვა­ნია და სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად, სხვა ქა­ლაქ­ში წა­სუ­ლა. მა­თი სახ­ლის მო­პირ­და­პი­რე­დაც ან­თია სი­ცოცხ­ლის მა­უწყე­ბე­ლი სი­ნათ­ლის სხი­ვი. აქ, თა­ვის წლო­ვა­ნე­ბას­თან შე­და­რე­ბით შე­უ­და­რებ­ლად ლა­მა­ზი და სი­ცოცხ­ლით სავ­სე ქალ­ბა­ტო­ნი ზო­ი­ას საცხოვ­რი­სია. სი­ნათ­ლის სხი­ვი ჩამ­ქ­რა­ლა და უსი­ცოცხ­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა შენ­გე­ლი­ე­ბის სახ­ლი; მათ გვერ­დით მდე­ბა­რე ეზოც აბა­ლა­ხე­ბუ­ლა, იქაც არა­ვინ ცხოვ­რობს.

წყალ­დამ­შ­რალ თხრილ­გა­მოღ­მა ლა­მაზ ნამ­დ­ვილ იმე­რულ ოდა­ში 80 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი, ხა­ლი­სი­ა­ნი, მშრო­მე­ლი ზა­ი­რა აცოცხ­ლებს კარ-მი­და­მოს. აი, შემ­დეგ კი ისევ სა­ში­ნე­ლი სიბ­ნე­ლე და სი­ცა­რი­ე­ლეა, მი­ტო­ვე­ბუ­ლია ქალ­ბა­ტო­ნი ნა­დი­ას სა­მო­სახ­ლო. ბა­ლახს და­უ­ფა­რავს ჩვე­ნი მო­კე­თე­ე­ბის, ისევ შენ­გე­ლი­ე­ბის ეზო; გა­ჭირ­ვე­ბას და­უნ­გ­რე­ვია ის ულა­მა­ზე­სი სახ­ლი, რომ­ლის ჭერ­ქ­ვე­შაც ერთ დროს დუღ­და სი­ცოცხ­ლე. ამ ეზო­ში მა­გი­დას 15 სულ­ზე ნაკ­ლე­ბი არ ეჯ­და. ჩვე­ნი დი­დი ბა­ბუა და ბე­ბია სი­ხა­რუ­ლის­გან ტი­როდ­ნენ, თა­ვი­ან­თი შთა­მო­მავ­ლე­ბის შემ­ყუ­რე. მათ ას წელ­ზე ცო­ტა მე­ტი იცხოვ­რეს და თა­ვი­ან­თი სი­კე­თე, სიყ­ვა­რუ­ლი და კაც­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა დაგ­ვი­ტო­ვეს სა­უ­კუ­ნე საჩUქრად. დღეს კი მა­თი ეზო და კარ-მი­და­მოც გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლია. ჩამ­კ­ვ­და­რა სი­ცოცხ­ლე მა­რუ­სია ბე­ბი­ას ულა­მა­ზეს ეზო­ში...

დან­გ­რე­უ­ლა და ბა­ლახს და­უ­ფა­რავს ვა­ნო სტუ­რუ­ას სახლ-მუ­ზე­უ­მის ეზოც. ეს სახლ-მუ­ზე­უ­მი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ა­მა­ყო, მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი რო­ბერტ სტუ­რუ­ას წი­ნა­პარ­თა ფუ­ძეა. ამ ფუ­ძე­ზე, ულა­მა­ზეს ეზო­ში ბევ­რი სა­ღა­მო გა­უ­ტა­რე­ბი­ათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ა­მა­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს. დღეს წი­ნა­პარ­თა და­ფა­სე­ბა, მა­თი ღვაწ­ლის გახ­სე­ნე­ბა აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბა, თო­რემ რომ არა და­ვიწყე­ბის ბუ­რუ­სი, ვი­თომ რა და­შავ­დე­ბო­და, რომ ეს სახლ-მუ­ზე­უ­მი მა­თი სა­ხე­ლო­ვა­ნი შთა­მო­მავ­ლე­ბის და­ფა­სე­ბის გა­მო მა­ინც შე­მო­ე­ნა­ხათ და ასე არ გა­ე­ცამ­ტ­ვე­რე­ბი­ნათ ის კოპ­წია იმე­რუ­ლი ოდა და ულა­მა­ზე­სი ეზო?!
ამ სა­ში­ნელ სიბ­ნე­ლე­სა და გა­პარ­ტა­ხე­ბულ კარ-მი­და­მო­ებს შო­რის, ზღაპ­რუ­ლი შრო­მის სა­ფა­სუ­რად, ალა­ლი, მშრო­მე­ლი მარ­ჯ­ვე­ნის წყა­ლო­ბით, კოპ­წია და გა­ნა­თე­ბუ­ლი ბა­ტო­ნი ელ­გუ­ჯას სახ­ლი ოც­ნე­ბის სამ­ყა­რო­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მე­ო­რე ქუ­ჩა­ზე კი ახალ­გაზ­რ­და 4 ოჯახს მხა­რი-მხარს შე­უდ­გამს და თა­ვი­ან­თი ეზო­ე­ბის­თ­ვის გამ­რ­ჯე ხე­ლი და­უტყ­ვი­ათ. ეს ოთხი ოჯა­ხი: ორი შენ­გე­ლი­ე­ბის და ორიც - სტუ­რუ­ე­ბის საძMმო სახ­ლე­ბია. ამ ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ნამ­დ­ვი­ლი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი­ვით, ჭირ­სა თუ ლხინ­ში ერ­თურთს მხარ­ში უდ­გა­ნან...

სა­ღა­მოს, გვი­ან ჩა­სუ­ლებს, ჩვე­ნი ხე­ხი­ლით დაჩ­რ­დი­ლუ­ლი ეზო სი­ჩუ­მით შე­მოგ­ვე­გე­ბა. დი­დი ნაძ­ვის ხის ქვეშ გვი­ა­ნო­ბამ­დე ვის­ხე­დით და წარ­სუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი გვეხ­ვია თავს.
გა­თენ­და. დი­ლით სა­ო­ცა­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი და­იფ­რ­ქ­ვა ჩვენს ეზო­შიც, რად­გან იქა­უ­რო­ბა სო­ფელ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მე­ზობ­ლე­ბით გა­ივ­სო. სო­ფელ­მა თა­ვი­სი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით თავ­ბ­რუ დაგ­ვახ­ვია. ტყუ­ი­ლად არ არის ნათ­ქ­ვა­მი, სო­ფე­ლი თბი­ლიაო. ამ სით­ბომ ის გა­უ­საძ­ლი­სი სიცხეც დაგ­ვა­ვიწყა, რო­მე­ლიც სულს გვი­ხუ­თავ­და და ერ­თ­მა­ნეთს ლა­მა­ზი წუ­თე­ბი ვა­ჩუ­ქეთ. ყო­ვე­ლი დღე მე­ზობ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბით ლა­მაზ­დე­ბო­და. მა­თი სით­ბო იფ­რ­ქ­ვე­ო­და ჩვენს ეზო­ში. მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფა ჩვენ ცო­ტა­თი შევ­ც­ვა­ლეთ და მათ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის თოთხ­მე­ტი დღე სით­ბო­თი და ხა­ლი­სით აავ­სეს.

თი­თო­ე­ულ ოჯახს აუტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი აწუ­ხებს. მა­თი ნაშ­რომ-ნა­ჯა­ფი, გარ­და გვალ­ვი­სა, იმ სა­ში­ნე­ლი მწე­რე­ბის შე­მო­სე­ვა­მაც მოს­პო, რო­მელ­ზეც დი­დი ხა­ნია, მხო­ლოდ ვლა­პა­რა­კობთ. მი­წა­ზე ყრია დი­დი ოდე­ნო­ბით თხი­ლი, რო­მე­ლიც ისეა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ ერ­თი კი­ლო­დან 3-4 ცალს თუ ამო­არ­ჩევ. ერ­თი კი­ლოგ­რა­მი თხი­ლის ფა­სი კი თურ­მე, ორ­მოც­და­ათ თეთ­რამ­დეა. ამ სა­ში­ნე­ლი მწე­რე­ბის შე­მო­სე­ვამ ხალხს ნაშ­რო­მი გა­უ­ფუ­ჭა, ახ­ლა სი­მინ­დის ყა­ნებს შე­სე­ულ­ნი, ტა­როს ანად­გუ­რე­ბენ. ხე­ზე ხილს ვერ მოწყ­ვეტ, ბაღ­ჩა­ში - კიტ­რ­სა და პო­მი­დორს. ეს სა­ში­ნე­ლი მწე­რე­ბი ჯგუფ-ჯგუ­ფად ახ­ვე­ვია ყვე­ლა­ფერს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის თვა­ლებ­ში გა­ნუ­ზო­მე­ლი სევ­დაა. სა­ში­ნე­ლი შრო­მის ფა­სად მო­წე­ულ მო­სა­ვალს ეს სა­ში­ნე­ლი ფა­როს­ნე­ბი ანად­გუ­რე­ბენ. ამ სი­კე­თეს­თან ერ­თად, და­ზამ­თ­რე­ბის დროს, ეს სა­ში­ნე­ლი მწე­რი და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუ­მა­რი­ვით ახ­ლა ადა­მი­ან­თა სახ­ლებ­ში იბუ­დებს.

ნუ­თუ, არა­ვის გა­დარ­დებთ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი და და­ა­ვა­დე­ბა? ნუ­თუ, არ არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შე­ი­წამ­ლოს სოფ­ლე­ბი და რო­გორ­მე გა­და­შენ­დეს ეს სა­ში­ნე­ლე­ბა? მაგ­რამ აბა, ვის გცა­ლი­ათ, კარ­ზე არ­ჩევ­ნე­ბი მოგ­ვ­დ­გო­მია და... ახ­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თ­ვე­ლო­ბის, ხვალ - საპ­რე­ზი­დენ­ტო, ზეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გვე­ლის და ხომ უნ­და გას­ცეთ უამ­რა­ვი ცრუ­და­პი­რე­ბა! დი­ახ, მოკ­ლათ­დით თბილ სა­ვარ­ძ­ლებ­ში და მო­იწყ­ვეთ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბი. ყალ­ბი სიტყ­ვე­ბით და­ახ­ვი­ეთ თავ­ბ­რუ ადა­მი­ა­ნებს; ივიშ­ვი­შეთ, რომ სოფ­ლე­ბი იც­ლე­ბა ხალ­ხის­გან, ნად­გურ­დე­ბა ის ულა­მა­ზე­სი რა­ი­ო­ნე­ბი, რომ­ლებ­საც კაც­მა არ იცის, სა­ი­დან შე­ე­სია ეს ჭი­ა­ღუ­ე­ბი და მატ­ლე­ბი. არც არ­სა­ი­დან რომ არ ჩანს მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი და გუ­ლი? ჩი­რა­დაც არ გი­ღირთ იმ ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბა და შრო­მა, რომ­ლებ­საც მარ­თ­ლა უყ­ვართ თა­ვი­ან­თი მი­წა-წყა­ლი. ოფლს ღვრი­ან, რომ ოჯა­ხე­ბი გა­მოკ­ვე­ბონ და ამ დროს, მათ ნაშ­რომს უმოწყა­ლოდ ანად­გუ­რებს ვინ იცის, რა გზით შე­მო­სე­უ­ლი ე.წ. ფა­რო­სა­ნე­ბი.
რას აკე­თებთ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო ან რა­ი­ო­ნუ­ლი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი? გძი­ნავთ? არ გე­ცო­დე­ბათ სოფ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თე­ულ­ნი, რომ­ლებ­საც ზამ­თ­რის გა­ტა­რე­ბა თა­ვი­ანთ ჭერ­ქ­ვეშ შე­ხიზ­ნულ, ამ სა­ში­ნელ არ­სე­ბებ­თან ერ­თად მო­უ­წევთ?..

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეს­ვე­ურ­ნო, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბო, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბო და დი­დე­ბულ­ნო ამა სოფ­ლი­სავ, მი­ხე­დეთ სოფ­ლებს, მო­ეშ­ვით ერ­თ­მა­ნე­თის სამ­კ­ვ­დ­რო-სა­სი­ცოცხ­ლო შუღლს, მტრო­ბას; და­ი­ვიწყეთ სა­კუ­თა­რი გან­დი­დე­ბის ამ­ბი­ცი­ე­ბი და და­ი­ცა­ვით ის სოფ­ლე­ბი და სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა გა­რე­შეც "კა­პი­კი­ა" ჩვე­ნი ფა­სი.
სო­ფე­ლი სიძ­ლი­ე­რეა ჩვე­ნი ქვეყ­ნის. ეს სა­ში­ნე­ლი მწე­რი, რო­მე­ლიც ასე ანად­გუ­რებს თხი­ლის მო­სა­ვალს, გა­ნა, ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს? თუმ­ცა, ეს ვის გე­დარ­დე­ბათ? სა­კუ­თარ სა­სახ­ლე­ებ­ში, კა­ბი­ნე­ტებ­ში, და­ბუ­რულ­მი­ნე­ბი­ან მან­ქა­ნებ­ში ჩა­კე­ტი­ლებს, თვა­ლით გი­ნა­ხავთ ეს მწე­რე­ბი? სა­მარ­თა­ლი რომ იყოს, ამ მწე­რებ­მა თქვენს სახ­ლებ­სა და კა­ბი­ნე­ტებ­ში უნ­და გა­მო­ი­ზამ­თ­რონ და იქ­ნებ მა­შინ მა­ინც გა­ა­ტო­კოთ თა­ვე­ბი და ხე­ლი მათ მო­სას­პო­ბად.

და­ბო­ლოს, ამ­დე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ციაა, ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­თი სამუUშაო დღის რე­ჟი­მი მხო­ლოდ ქა­ლა­ქის პი­რო­ბებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა? არ გცა­ლი­ათ, რა თქმა უნ­და, სოფ­ლის­თ­ვის, მე­რე კი ატე­ხავთ კი­ვილ­სა და აჟი­ო­ტაჟს, რო­ცა სოფ­ლის მი­წე­ბი "კა­პი­კე­ბად" ხელ­ში უვარ­დე­ბათ ჩი­ნე­ლებს, თურ­ქებს, არა­ბებ­სა თუ სხვა ერის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი, ყი­დი­ან და გარ­ბი­ან! იც­ლე­ბა სოფ­ლე­ბი, იც­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო და არ­სად ჩანს მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე გუ­ლი, რომ მცი­რე­დი ყუ­რ­ადღე­ბის ფა­სად ამო­ა­სუნ­თ­ქოს სო­ფე­ლი­ცა და ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხიც.

არის სად­მე ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია და მთავ­რო­ბი­დან ვინ­მე, ვინც შე­ებ­რ­ძო­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მას? გა­იღ­ვი­ძეთ, გა­და­არ­ჩი­ნეთ იმე­რე­თის და სხვა რე­გი­ო­ნე­ბის ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა. მი­ხე­დეთ სოფ­ლებს და არ მო­გიწ­ევთ ხმე­ბის თხოვ­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის.

დღეს სო­ფელს აქა-იქ აღ­ვი­ძებს მამ­ლის ყი­ვი­ლი, ძაღ­ლის ყე­ფა, ადა­მი­ან­თა მხი­ა­რუ­ლი გა­და­ძა­ხი­ლი, მაგ­რამ მა­ინც ისე­თი სიმ­შ­ვი­დე, ისე­თი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი აქვთ იქ დარ­ჩე­ნი­ლებს, რომ მინ­და, ღმერთს ხმა­მაღ­ლა შევ­ღა­ღა­დო: დიდ­ხანს, დიდ­ხანს იცოცხ­ლეთ ჩე­მო მე­ზობ­ლე­ბო, ამა სოფ­ლი­სა და თქვე­ნი კარ-მი­და­მოს სა­დი­დებ­ლად და სა­არ­სე­ბოდ.
იცით, სო­ფელ­ში რა მძი­მე პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ? და მა­ინც, გუ­ლე­ბი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით აქვთ სავ­სე!"

P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
კა­ცი, რო­მე­ლიც თავს ახა­ლი თა­ო­ბის მონ­ტე კრის­ტოს უწოდებს

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
0 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
0 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
0 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
0 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
15 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
3 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი