გაფ­რ­თხილ­დით!!! - ანუ "გა­მარ­ჯო­ბა, გო­გო­ნა, აქ ცხოვ­რობ?"
font-large font-small
გაფ­რ­თხილ­დით!!!  - ანუ "გა­მარ­ჯო­ბა, გო­გო­ნა, აქ ცხოვ­რობ?"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია

ამ­ჯე­რად, სო­ფო კობ­ლიშ­ვილ­მა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც მოთხ­რო­ბი­ლია მა­მა­კაც­ზე, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის ფუ­ლის და­ცინ­ც­ვ­ლას ერ­თი და იმა­ვე მე­თო­დით, წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.



"ხალ­ხი რომ ჭრე­ლია, ეს ბევ­რ­ჯერ მსმე­ნია, მაგ­რამ ცო­ტა ხნის წინ რაც შე­ვიტყ­ვე, მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მე­გო და ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა. უკ­ვე მე­რამ­დენე­ჯერ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ცხოვ­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ არის იმ­დე­ნად სა­მარ­თ­ლი­ა­ნი, რომ ბო­ლომ­დე დავ­რ­ჩეთ კე­თილ და გულ­მოწყა­ლე ადა­მი­ა­ნე­ბად და რამ შე­მიწყო ამა­ში ამ­ჯე­რად ხე­ლი, ამას აუცი­ლებ­ლად გი­ამ­ბობთ.
სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი რომ გან­ტ­ვირ­თ­ვი­სა და დას­ვე­ნე­ბის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, ამას ვა­ღი­ა­რებთ, მაგ­რამ არც ის უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბით და­კა­ვე­ბულ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო­დაც გვევ­ლი­ნე­ბა. რა უნ­და ისურ­ვო, რომ იქ ვერ შეხ­ვ­დე, ეს იქ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბი, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამინ­დის პროგ­ნო­ზე­ბი, სა­კა­ცობ­რიო სა­კითხე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბმუ­ლე­ბი და კი­დევ მრა­ვა­ლი რამ და ჩემ­თ­ვის სი­ახ­ლე სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა ის, რომ ერთ-ერ­თ­მა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან ჩვენ­თ­ვის რა­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი ეპი­ზო­დის გა­ზი­ა­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა, მაგ­რამ იმას კი ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი, რი­სი წა­კითხ­ვის პა­ტი­ვიც ჩემს თვა­ლებს ერ­გოთ.

ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღით და­იწყო. ამ ამ­ბის მთა­ვარ გმირს სამ­სა­ხურ­ში მი­ეჩ­ქა­რე­ბო­და, გზა­ზე აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი, სა­ხე­შეშ­ლი­ლი კა­ცი რომ შე­მოხ­ვ­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ხელ­ში.

- გა­მარ­ჯო­ბა, გო­გო­ნა, აქ ცხოვ­რობთ? - ამ მო­უ­ლოდ­ნელ კითხ­ვა­ზე გო­გომ მე­ო­რე ქუ­ჩის­კენ ანიშ­ნა და თან გა­ნუ­მარ­ტა, სა­დაც ცხოვ­რობ­და. კაც­მა პირ­ველ რიგ­ში, ის სთხო­ვა, მათხო­ვა­რი არ გე­გო­ნო­თო. შემ­დეგ დაბ­ნე­ულ შემ­ხ­ვედრს აუხ­ს­ნა, რომ დე­და შე­უძ­ლოდ გახ­დო­მო­და, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, მას კი ფუ­ლი თან არ ჰქონ­და, რომ ტრან­ს­პორ­ტით ესარ­გებ­ლა და მშო­ბელს მიშ­ვე­ლე­ბო­და. შე­წუ­ხე­ბულ­მა გო­გომ მა­შინ­ვე გახ­ს­ნა სა­ფუ­ლე და რაც იმ­წუ­თას ჰქონ­და, და­უ­ფიქ­რებ­ლად მის­ცა კაცს. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა, რა­ღა თქმა უნ­და, ის მად­ლო­ბით აავ­სო და სადღაც გა­უ­ჩი­ნარ­და.

ამ შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ ერ­თი კვი­რა რომ გა­ვი­და, ჯერ კი­დევ უც­ნობ კაც­სა და მის ავად გამ­ხ­დარ დე­და­ზე ფიქ­რით და­კა­ვე­ბულ გო­გოს ახ­ლა უკ­ვე სულ სხვა ად­გი­ლას შე­ე­ჩე­ხა თა­ვი­სი­ვე ფიქ­რე­ბის ობი­ექ­ტი. ის-ის იყო, უნ­და ეკითხა, - დე­დათ­ქ­ვე­ნი რო­გორ არის ან რა მოხ­დაო? რომ ისე­თი რამ მოხ­და, რა­მაც წუ­თი­ე­რად სა­უბ­რის უნა­რიც კი და­ა­კარ­გ­ვი­ნა:
- გა­მარ­ჯო­ბა, გო­გო­ნა, აქ ცხოვ­რობთ? - ჰკითხა კაც­მა და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დე­ნად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩე­მი მე­გობ­რის­თ­ვის ის, რომ ამ ადა­მი­ან­მა პირ­ვე­ლად სა­ოც­რად და­მა­ჯე­რებ­ლად იც­რუა, ფუ­ლი დას­ცინ­ც­ლა და მე­ო­რე­დაც იმა­ვეს უპი­რებ­და.

ამ ამ­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ სა­გო­ნე­ბელ­ში ჩავ­ვარ­დი. შე­ვე­ცა­დე, ფან­ტა­ზი­ის­თ­ვის გა­სა­ქა­ნი მი­მე­ცა და მივ­ხ­ვ­დი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მოტყუ­ე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და თუნ­დაც, ერთ დღე­ში, თაღ­ლი­თუ­რი იდე­ე­ბით, ხო­ლო სი­მარ­თ­ლის გა­გე­ბა თი­თო­ე­ულ გა­ბი­თუ­რე­ბულ­ში რა გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და, ად­ვი­ლად წარ­მო­სად­გე­ნია. ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ში­ნე­ლე­ბა ის არის, რომ ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის შემ­დეგ, ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; იმის ში­ში უჩ­ნ­დე­ბა, რომ მე­ო­რე­დაც არ მოტყუვ­დეს. ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია და არა­ვი­თა­რი გა­სა­ჭი­რი არ აქვს. გა­ნა, რა­ტომ უნ­და გვა­წუ­ხებ­დეს ასე­თი ეჭ­ვე­ბი? რა­ტომ უნ­და გავ­ხ­დეთ ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის სა­ეჭ­ვო­ე­ბი? რა გვი­ბიძ­გებს ამის­კენ? ნუ­თუ, ვერ ვხვდე­ბით, სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ერ­თ­მა­ნე­თის ნდო­ბით სარ­გებ­ლო­ბა და სხვის გრძნო­ბებ­ზე თა­მა­ში? ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ეს ყო­ვე­ლი­ვე თავს გა­დახ­და, გა­ო­ცე­ბას დღემ­დე ვერ ფა­რავს და იმა­ზე ფიქ­რობს, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ამ შემ­თხ­ვე­ვას მას­ში რა­ღაც შე­ეც­ვა­ლა. ჩემ­თ­ვი­საც არაა მარ­ტი­ვი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი ის, რომ ფულს ამ­დე­ნად დავ­ხარ­ბ­დით და რომ ჩვენს სუ­ლი­ე­რე­ბა­საც კი აღარ ვა­ფა­სებთ მას­ზე მე­ტად. ჩე­მი მე­გობ­რის თქმით, მა­მა­კაცს საკ­მა­ოდ კარ­გად ეც­ვა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო და არც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. ასე რომ, ვერც იმას ვიტყ­ვით, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და და მოწყა­ლე­ბის პირ­და­პი­რი ფორ­მით თხოვ­ნას ამ­გ­ვა­რი თაღ­ლი­თო­ბა არ­ჩიაო.

ამ ამ­ბის თქვენ­თ­ვის მოთხ­რო­ბა და თე­მის გან­ხილ­ვა იმი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ მო­მა­ვალ­ში თქვენც შეძ­ლოთ აწ უკ­ვე მრა­ვალ­ჯერ ნახ­სე­ნე­ბი თაღ­ლი­თი­სა და მი­სი მსგავ­სე­ბის ამ კითხ­ვით აღ­მო­ჩე­ნა (რომ­ლის მი­ზე­ზიც ის ში­შია, რომ "მსხვერ­პ­ლ­მა" "მო­ნა­დი­რის" ამოც­ნო­ბა ვერ შეძ­ლოს), რა­თა მათ მა­ხე­ში მე­ტად აღა­რა­ვინ გა­ე­ბას. მარ­თა­ლია, ამ მე­თო­დის შეც­ვ­ლას წინ არა­ფე­რი უდ­გას, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სიფ­რ­თხი­ლეს თა­ვი არ სტკი­ვა. ამას­თა­ნა­ვე, მინ­დო­და მეთ­ქ­ვა, რომ რამ­დე­ნი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვის შე­სა­ხე­ბაც უნ­და გა­ი­გოთ, არ და­კარ­გოთ ნდო­ბა და იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რი არ არის; ერთ დღეს ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს შე­იძ­ლე­ბა შე­ატყო­ბი­ნონ მო­ბი­ლუ­რით რა­ი­მე სას­წა­ფო სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ, ჩვე­ნი სა­ფუ­ლე კი ცა­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს და თუ გარ­შე­მო ნდო­ბა­და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ჩვენს დახ­მა­რე­ბას ვე­ღა­რა­ვინ შეძ­ლებს..."

ამ წე­რილ­ში მოთხ­რო­ბი­ლი ამ­ბა­ვი რომ რე­ა­ლუ­­რია, ამა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რად­გა­ნაც ზუს­ტად ვი­ცი, ვის­ზეც არის სა­უ­ბა­რი, პირ­ველ ჯერ­ზე, მეც სწო­რედ მსხვერ­პ­ლი აღ­მოვ­ჩ­ნ­დი თაღ­ლი­თის, რო­მელ­მაც მითხ­რა, რომ ახ­ლო­ბე­ლის ბავ­შ­ვი გახ­და სას­წ­რა­ფო სა­ო­პე­რა­ციო, ხო­ლო რო­დე­საც შემ­დეგ ჯერ­ზე ისევ და­ა­პი­რა ჩე­მი გა­ცუ­რე­ბა, ავუხ­სე­ნი, რა­ტო­მაც აღარ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი და ხმის ამო­უ­ღებ­ლად გამ­ცილ­და.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე:  li­ka.qa­jaia@gma­il.com

ლი­კა ქა­ჯაია

ბეჭდვა