შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­დის სატ­კი­ვა­რი
font-large font-small
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­დის სატ­კი­ვა­რი
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"


"თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ც­ლებ­ზე შარ­შან გა­მოვ­თ­ქ­ვი ჩე­მი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ გა­მო­მეხ­მა­უ­რა. თქვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ვ­ნიშ­ნე, რომ ექი­მის და­უ­დევ­რო­ბის გა­მო, ჩე­მი ვა­ჟი გარ­და­იც­ვა­ლა და სა­მარ­თა­ლი ვერ­სად ვი­პო­ვე. მე­გო­ნა, ვინ­მეს სინ­დი­სი შე­ა­წუ­ხებ­და და დახ­მა­რე­ბას აღ­მო­მი­ჩენ­და ამ საქ­მე­ში, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, სხვი­სი ჭი­რი, ნამ­დ­ვი­ლად ღო­ბეს ჩხი­რია..." - ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა როს­ტი­აშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯო­დან დაგ­ვი­კავ­შირ­და. ის ასე­ვე ძა­ლი­ან წუხს იმ პრობ­ლე­მის გა­მო, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას თქმით, მთე­ლი რა­ი­ო­ნის სატ­კი­ვა­რია და რის გა­მოც, სა­გა­რე­ჯო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით - ამ რა­ი­ო­ნის ოთხ სო­ფელ­ში უც­ნა­უ­რად იმა­ტა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ...

- ვარ მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი: ფილ­ტ­ვებ­ზე მაქვს პრობ­ლე­მა და ასე­ვე, დი­ა­ბე­ტი მა­წუ­ხებს. ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ვშრო­მობ. და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი წლის წინ ტრა­გე­დია შე­მემ­თხ­ვა, შვი­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა, რა­შიც ექი­მებს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი, მაგ­რამ სა­მარ­თალს ვერ­სად მი­ვაღ­წიე.
მქონ­და იმე­დი, რომ თქვენს ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩემს ინ­ტერ­ვი­უს მა­ინც გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბო­და ვინ­მე და ისე, რო­გორც სხვე­ბის საქ­მე­ე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ჩე­მი ამ­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ვინ­მე ღვთის­ნი­ე­რი და სა­მარ­თა­ლის პოვ­ნა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ეტყო­ბა, მხო­ლოდ იმათ ეხ­მა­რე­ბი­ან, ვი­საც პატ­რო­ნი ჰყავს მთავ­რო­ბა­ში, თო­რემ ჩემ­ნა­ი­რე­ბის ბე­დი ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის ადარ­დებს. გულ­თან არა­ვინ მი­ი­ტა­ნა ჩე­მი სატ­კი­ვა­რი. აბა, დე­დის­თ­ვის შვი­ლის სიკ­ვ­დილ­ზე სა­ზა­რე­ლი რა­ღა უნ­და იყოს? ჰო­და, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ვინ­მეს ერ­თი ზა­რი მა­ინც შე­მო­ეშ­ვა ჩემს გა­სამ­ხ­ნე­ვებ­ლად. არა­და, ხში­რად მეს­მის: ძაღ­ლი მოკ­ლა ვი­ღაც კაც­მაო და ატყ­დე­ბა ერ­თი ამ­ბა­ვი, ითხო­ვენ ცხო­ვე­ლის მკვლე­ლის დას­ჯას. გუ­ლი მწყდე­ბა: მე შვი­ლი მო­მიკ­ლეს და ამით არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. ჰო­და, რა გა­მო­დის, ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლეს ჩა­ლის ფა­სი აქვს? ცხო­ვე­ლი უფ­რო მე­ტად და­ფა­სე­ბუ­ლია? გა­სა­გე­ბია, არც ცხო­ვე­ლი იმ­სა­ხუ­რებს ცუდ მოპყ­რო­ბას, მაგ­რამ რო­ცა ადა­მი­ანს, ხალ­ხ­ნო, ადა­მი­ანს ექ­ცე­ვი­ან გულ­გ­რი­ლად, ამა­ზე გა­ჩუ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა?!.

სხვა­თა შო­რის, ჩე­მი შვი­ლი 34 წლის გარ­და­იც­ვა­ლა. მას წინ ჰქონ­და ცხოვ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბო­და, ბევ­რი კე­თი­ლი საქ­მე ეკე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არ დას­ცალ­და. მა­საც უყ­ვარ­და სი­ცოცხ­ლე და ცხო­ვე­ლე­ბიც. სხვა­თა შო­რის, ჰყავ­და სა­ქო­ნე­ლი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ენას ას­წავ­ლი­და. ძაღ­ლიც ჰყავ­და, რო­მე­ლიც სა­ოც­რად მოვ­ლი­ლი და კარ­გად შე­ნა­ხუ­ლი იყო. რო­ცა ჩე­მი ვა­ჟი გარ­და­იც­ვა­ლა, ეს საწყა­ლი ძაღ­ლი ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და, და­საფ­ლა­ვე­ბის მე­რე კი ყველ­გან ეძებ­და. იმ­დე­ნად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი იყო ჩემ­თ­ვის ამის ყუ­რე­ბა, რომ ავ­დე­ქი და ერთ კე­თილ ადა­მი­ანს მი­ვე­ცი, დღე­საც ის უვ­ლის. აი, ასე­თი იყო ჩე­მი შვი­ლი - ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი.

- ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებთ, რომ არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს, არა?

- დი­ახ, არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გა­მო დავ­კარ­გე ჩე­მი ვა­ჟი... ზუს­ტად ვი­ცი, ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბას შე­ე­წი­რა. ქვე­ყა­ნა ლა­მის გა­და­ვატ­რი­ა­ლე ამ ამ­ბის გა­მო. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ვა­წუ­ხე თხოვ­ნით, ამ სა­კითხის გა­მო­ძი­ე­ბა რომ და­ეწყოთ, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, სა­მარ­თალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნი.

და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წლის წინ მო­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა გვიყ­ვე­ბო­და:
"34 წლის ბი­ჭი იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მ­რ­თე­ლი. მა­ღა­ლი სიცხეც კი არას­დ­როს ჰქო­ნია, ფრჩხი­ლი არ სტკე­ნია, ისე გავ­ზარ­დე. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იძახ­და, წე­ლი მტკი­ვაო. ახალ­გაზ­რ­და კა­ცი იყო და ეგო­ნა, ტკი­ვი­ლი მა­ლე გა­უვ­ლი­და, ექიმ­თან არ გა­მომ­ყ­ვა. მე­რე გა­უ­საძ­ლი­სად ას­ტ­კივ­და და "სას­წ­რა­ფომ" წა­იყ­ვა­ნა. სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ექი­მებ­მა გვითხ­რეს, - ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა აქ­ვ­სო. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ან­თე­ბა კი არა, ფილ­ტ­ვებ­ში სიმ­სივ­ნე ჰქო­ნია და ესეც ვერ და­ად­გი­ნეს. ნემ­სით სითხის ამო­ღე­ბა რომ და­იწყეს, ფილ­ტ­ვი გას­კ­და. აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მის­თ­ვის ხე­ლის ხლე­ბა? ჰო­და, ჩე­მი შვი­ლი სის­ხ­ლის­გან და­ი­ცა­ლა; სა­მი თუ ოთხი სა­მე­დი­ცი­ნო ჯა­მი გა­მო­ი­ტა­ნეს სის­ხ­ლით სავ­სე, მე­რე კი მო­მა­ხა­რეს, - ტკი­ვი­ლი აღარ აქ­ვ­სო. არა­და, რა მქონ­და სა­სი­ხა­რუ­ლო? რო­ცა სუნ­თ­ქ­ვა გა­ურ­თულ­და, ამის მე­რე იკად­რეს და გა­მო­ი­ძა­ხეს ქი­რურ­გი, რო­მელ­საც ვი­თომ ოპე­რა­ცია უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ფილ­ტ­ვე­ბის ექი­მი, პულ­მო­ლო­გი არ ჰყავ­დათ და არც გა­მო­ი­ძა­ხეს. თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტეს რა­ღა­ცე­ბი და ნა­ხე­ვარ დღე­ში შვი­ლი და­მი­ღუ­პეს. ჩა­წე­რეს, თით­ქოს ცი­რო­ზი ჰქონ­და. აბა, სად ფილ­ტ­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბა და სად ცი­რო­ზი? იცოდ­ნენ, რომ და­ლე­ვა უყ­ვარ­და და ამი­ტომ. არა­და, ახალ­გაზ­რ­დე­ბის 95 პრო­ცენ­ტი ეძა­ლე­ბა ალ­კო­ჰოლს და ზო­გი ნარ­კო­ტიკ­საც იღებს, ამის გა­მო უნ­და მოვ­კ­ლათ? ცი­რო­ზიო, გეს­მით? იქ­ვე კი უწე­რი­ათ, რომ ღვიძ­ლი ნორ­მა­შია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ღვიძ­ლი ნორ­მა­ში იყოს და ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა გქონ­დეს? ეს ამ­ბა­ვი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­შიც გა­ვა­სა­ჩივ­რე, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მაც მო­ამ­ზა­დეს სი­უ­ჟე­ტი, მაგ­რამ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­უს­ჯე­ლი დარ­ჩ­ნენ. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ექი­მის­თ­ვის გაფ­რ­თხი­ლე­ბა რომ მი­ე­ცათ, ესეც კი არ გა­ა­კე­თეს. რას ეძე­ბო? - მე­კითხე­ბოდ­ნენ. - შვი­ლი აღარ გა­მი­ცოცხ­ლ­დე­ბა, მაგ­რამ დღეს ჩე­მი ვა­ჟი გა­ა­უ­ბე­დუ­რეს და ხვალ სხვას რომ არ და­მარ­თონ იგი­ვე, ამის­თ­ვის ვიბ­რ­ძ­ვი-მეთ­ქი. ტე­ლე­ჟურ­ნა­ლის­ტებ­თა­ნაც, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ხმა­მაღ­ლა ვი­ლა­პა­რა­კე და სწო­რედ ამის მე­რე გა­მოჩ­ნ­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც თურ­მე, მსგავ­სი პრობ­ლე­მა შეჰ­ქ­მ­ნია... ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­თან მინ­დო­და შეხ­ვედ­რა და არ შე­მიშ­ვეს. ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ზე კი ასე­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და: ნა­წი­ლობ­რივ სწო­რად არის დი­აგ­ნო­ზი დას­მუ­ლიო. არ ვი­ცი, ნა­წი­ლობ­რივ სწო­რად დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი რას ნიშ­ნავს და თქვენ თუ იცით, გა­მარ­კ­ვი­ეთ, ბა­ტო­ნო. ლა­პა­რა­კია 34 წლის ახალ­გაზ­რ­და­ზე, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა წინ ჰქონ­და და ნა­წი­ლობ­რივ სწო­რად რომ ჰქონ­და დი­აგ­ნო­ზი დას­მუ­ლი, ამით უნ­და და­ვიმ­შ­ვი­დო თა­ვი?.. მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ად­ვო­კა­ტიც ავიყ­ვა­ნე, მაგ­რამ მე­რე ყვე­ლა­ფე­რი გა­არ­თუ­ლეს. მითხ­რეს, გვა­მის ექ­ს­ჰუ­მა­ციაა სა­ჭი­როო, ამას კი ნამ­დ­ვი­ლად ვერ გა­ვა­კე­თებ­დი. ისე­დაც ცხა­დი იყო ყვე­ლა­ფე­რი. გარ­დაც­ვ­ლი­ლის ის­ტო­რია შეც­ვა­ლეს, მაგ­რამ დი­აგ­ნოზ­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს შო­რის დი­დი რომ იყო ცდო­მი­ლე­ბა, ამის გა­მოც შე­იძ­ლე­ბო­და ექი­მის­თ­ვის გაფ­რ­თხი­ლე­ბა მი­ე­ცათ... ეს არ აწყობ­დათ. საწყალ და ღა­რიბ ხალ­ხ­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს, ფუ­ლი­ა­ნე­ბი კი­დევ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თ­ველ ექი­მებ­თან ვი­ზიტ­საც არ კად­რუ­ლო­ბენ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი სამ­კურ­ნა­ლოდ საზღ­ვარ­გა­რეთ მიჰ­ყავთ. სიკ­ვ­დილ­მა გარ­ჩე­ვა არ იცის, მდი­დარ­სა და ღა­რიბს არ არ­ჩევ­სო, - ამ­ბობ­დ­ნენ ძვე­ლად, მაგ­რამ ახ­ლა სხვა რე­ა­ლო­ბაა! ზუს­ტა­დაც, რომ სიმ­დიდ­რე­შია დიდ­ხანს ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტია. თუ ფუ­ლი არ გაქვს, ყვე­ლა გზა მოჭ­რი­ლია, აუცი­ლებ­ლად და­ი­ღუ­პე­ბი..."

- ახ­ლა ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, მაგ­რამ მა­ინც, ძვე­ლე­ბუ­რად ვწვა­ლობ და მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ხე­ლებ­ში ჩა­მაკ­ვ­და ბავ­შ­ვი და მას მე­რე ვერ ვი­ტან­დი ხალხს, დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა, ფსი­ქი­ატ­რის მი­ერ და­ნიშ­ნულ წამ­ლებ­საც კი ვი­ღებ­დი. სა­მუ­შა­ოდ გა­მო­მიყ­ვა­ნა ოჯახ­მა იმის­თ­ვის, რომ გა­და­ვერ­ჩი­ნე... ვშრო­მობ იმის­თ­ვის, რომ ხალ­ხ­ში გა­მო­ვი­დე და გა­მუდ­მე­ბით ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე არ ვი­ფიქ­რო. თან, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გვი­ჭირს და ოჯახს ვეხ­მა­რე­ბი.

ამო­ნა­რი­დი ძვე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, სხვა შვი­ლე­ბი გყავთ?

- კი, ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი და ერ­თიც - შვი­ლიშ­ვი­ლი. ისი­ნი ჩემ­თან ცხოვ­რო­ბენ. ვწვა­ლობთ ყვე­ლა ერ­თად, ვმუ­შა­ობთ. ღვთის მად­ლით, შრო­მა არ გვე­ზა­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც არ გვაქვს ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი. ყვე­ლა­ფე­რი წამ­ლებ­ში მიგ­ვ­დის. ჰა­ე­რი­დან არა­ფე­რი მი­ვი­ღია, ყვე­ლა­ფე­რი ალა­ლი შრო­მით შე­ვი­ძი­ნეთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე და ჩემს მე­უღ­ლეს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლიც არა­ფე­რი შეგ­ვ­ხ­ვედ­რია. ყვე­ლა­ნა­ირ შრო­მას ვე­ჯაჯ­გუ­რე­ბო­დით, რომ შვი­ლე­ბის­თ­ვის არა­ფე­რი მოგ­ვეკ­ლო. სხვის­თ­ვის არა­ფე­რი წაგ­ვირ­თ­მე­ვია და მა­ინც ასე დამ­ჩაგ­რა ბედ­მა. იშ­რო­მე­თო, რომ გვი­ყი­ჟი­ნე­ბენ, ვშრო­მობთ, აბა, რას ვა­კე­თებთ? ვინ­მე რა­მეს გვაძ­ლევს უსაქ­მუ­რო­ბა­ში? ვმუ­შა­ობთ დღე­და­ღამ, მაგ­რამ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა მა­ინც არ გვაქვს. სიმ­დიდ­რის­კენ არ მი­ვის­წ­რაფ­ვი, მინ­და წა­მა­ლი მქონ­დეს და შიმ­ში­ლით არ მოვ­კ­ვ­დე..."

- სა­გა­რე­ჯო­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩაკ­ვ­და. არ ვი­ცი, ეს მთავ­რო­ბას და­ვაბ­რა­ლო თუ თა­ვად ხალხს, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია, ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან უჭირთ, ფუ­ლი არ აქვთ და ვაჭ­რო­ბა­საც მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი მო­აქვს. არა­ფე­რი კეთ­დე­ბა ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

- ამ­ბო­ბენ, მას მე­რე, რაც "ოც­ნე­ბა" მო­ვი­და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, სო­ფე­ლი გაძ­ლი­ერ­დაო. თქვენ კი ამ­ბობთ, რომ სა­გა­რე­ჯო­ში წინ­ს­ვ­ლას ვერ ხე­დავთ...

- რა ვქნა, ტყუ­ილს ვერ ვიტყ­ვი. ჩემ გარ­შე­მო არა­ვინ გამ­დიდ­რე­ბუ­ლა. ჩა­მო­დით და თა­ვად ნა­ხეთ, ხალ­ხი რო­გორ ცხოვ­რობს. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, შე­გე­ცო­დე­ბათ. არ ვი­ცი, ვინ სად და რით და­ეხ­მა­რა გლე­ხებს, მაგ­რამ ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლას სა­შინ­ლად უჭირს თა­ვის გა­ტა­ნა, ოჯა­ხის რჩე­ნა.
ზო­გი­ერ­თე­ბი ამ­ბო­ბენ, გლე­ხებს მუ­შა­ო­ბა ეზა­რე­ბა­თო. მო­დით, ნა­ხეთ, ხალ­ხი მი­წას რო­გორ ამუ­შა­ვებს, რამ­დენ ოფლს ღვრის და შე­ე­ჯიბ­რეთ მათ შრო­მა­ში. მა­თი შემ­ხედ­ვა­რე გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ და­ფა­რავთ, - სა­ი­დან აქვთ ამ­დე­ნი ენერ­გიაო? გლე­ხე­ბი მი­წა­საც ამუ­შა­ვე­ბენ და თან, ცდი­ლო­ბენ, სხვა საქ­მე­საც მო­ე­კი­დონ. უშ­რო­მე­ლად არა­ფე­რი მოს­დით და ფუ­ლი მა­ინც არ აქვთ. ვი­ცი, ამ­ქ­ვეყ­ნად ზარ­მა­ცი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თ­ვის იყო და ერ­თის გა­მო ყვე­ლა არ უნ­და გას­ვა­რო. თუმ­ცა, ისიც უნ­და ვთქვა, რომ ზოგ­ჯერ ბე­ჯი­თიც გა­ზარ­მაც­დე­ბა და გულს აიც­რუ­ებს, თუ მის მო­წა­დი­ნე­ბას შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა...
GzaPress
- თქვენ მომ­წე­რეთ, რომ სა­გა­რე­ჯო­ში და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რიცხ­ვ­მა საგ­რ­ძ­ნობ­ლად იმა­ტა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის გა­მო...

- აი, ამა­ზე მინ­და ვი­სა­უბ­რო! სულ მეს­მის, ქა­ლა­ქი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლიაო, რა­ი­ო­ნებ­ში რა ხდე­ბა, ეს არა­ვის ადარ­დებს. და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წლის წინ აქ ამო­იფ­რ­ქ­ვა ნავ­თო­ბი და 3-4 სოფ­ლის ტე­რი­ტო­რია და­ბინ­ძურ­და. იმ წუთ­ში ვი­თომ დაგ­ვეხ­მა­რა სა­ხელ­მ­წი­ფო და გა­ა­სუფ­თა­ვეს ტე­რი­ტო­რია, მაგ­რამ მე­რე გა­ყი­დეს ის ად­გი­ლი და ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნეს, მო­სახ­ლე­ო­ბის ბე­დი ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დეს. ჰა­ე­რი და­ბინ­ძურ­და, ნავ­თო­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი მი­წა­ში ჩა­იღ­ვა­რა, რაც დიდ ზი­ანს აყე­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბას. კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად იმა­ტა სიმ­სივ­ნი­თა და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რიცხ­ვ­მა. კა­ნის ათას­ნა­ირ­მა, უც­ნა­ურ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მაც იჩი­ნა თა­ვი.
იმ­დე­ნი უც­ნა­უ­რი ავად­მ­ყო­ფო­ბა გაჩ­ნ­და, გა­გიჟ­დე­ბით. პა­ტა­რა ბავ­შ­ვებ­საც კი დი­ა­ბე­ტი აქვთ. მახ­სოვს, სო­ფელ პა­ტარ­ძე­უ­ლი­დან ისე­თი ლა­მა­ზი ხალ­ხი გად­მო­დი­ო­და, გე­სი­ა­მოვ­ნებ­ოდათ მა­თი და­ნახ­ვა, ახ­ლა კი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ხალ­ხი. პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბიც კი მოჰ­ყავთ სოფ­ლე­ბი­დან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ეს ბავ­შ­ვე­ბი გა­წა­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. მე ჯან­და­ბას, მაგ­რამ ბავ­შ­ვე­ბი, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა? ისე გა­მო­დის, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში და­ვი­ხო­ცე­ბით. ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს, არა­ვინ გვიდ­გას მხარ­ში, არა­ვინ მო­სუ­ლა სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სა­კონ­ტ­რო­ლებ­ლად.

- რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა რას აკე­თებს მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად?

- რო­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ქალ­ბა­ტო­ნი თი­ნა ხი­და­შე­ლი იყო ჩვე­ნი დე­პუ­ტა­ტი და დაგ­ვ­პირ­და, რომ ამ საქ­მე­ში მხარ­ში დაგ­ვიდ­გე­ბო­და, მაგ­რამ ახ­ლო­საც არ გაგ­ვე­კა­რა. სა­სამ­არ­თ­ლო­ში გვა­ტა­რეს წლე­ბის მან­ძილ­ზე, მე­რე გვითხ­რეს, ტყუ­ი­ლად წვა­ლობთ, საქ­მე და­ი­ხუ­რაო. ვე­რა­ფერს გავ­ხ­დით, რად­გან ძა­ლა­უფ­ლე­ბა სხვე­ბის ხელ­შია. ერთ-ერ­თ­მა კომ­პა­ნი­ამ შე­ის­ყი­და უფ­ლე­ბა იმ ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბის, სა­დაც ნავ­თო­ბი ამო­იფ­რ­ქ­ვა, სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­ებ­მა ამა­ში ფუ­ლი აიღეს და მო­სახ­ლე­ო­ბას ვინ რას და­ე­კითხე­ბო­და? კომ­პენ­სა­ცია მა­ინც მო­ე­ცათ, მაგ­რამ თქვენც არ მო­მიკ­ვ­დეთ! ჩვენ პა­ტა­რა ხალ­ხი ვართ და ხმის ამო­ღე­ბაც არ შეგ­ვიძ­ლია. მარ­ტო მე იმ­დენ წა­მალს ვყი­დუ­ლობ თვე­ში, რომ ოჯა­ხი ვა­ლებ­ში ჩა­ვაგ­დე... ყვე­ლა­ზე ცუ­დი დღე­შია სოფ­ლე­ბი: პა­ტარ­ძე­უ­ლი, წყა­როს­თა­ვი, ნი­ნოწ­მინ­და, გაღ­მა­უ­ბა­ნი.

გა­სა­გე­ბია, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში თბი­ლი­სის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბაა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, მაგ­რამ რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ­მა ადა­მი­ა­ნებ­მაც რა და­ვა­შა­ვეთ, ჩვე­ნი დრო რო­დის დად­გე­ბა? რა­ღა­ცით მა­ინც დაგ­ვეხ­მა­რონ, რომ ჩვენც ვიგ­რ­ძ­ნოთ, მზრუნ­ვე­ლი მთავ­რო­ბის ხე­ლი. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი შვი­ლის ავად­მ­ყო­ფო­ბა­საც, რო­მე­ლიც ფილ­ტ­ვის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა, ამ ნავ­თო­ბის ამო­ხეთ­ქას ვაბ­რა­ლებ. თუ ჩემს სიტყ­ვებ­ში ეჭ­ვი გე­პა­რე­ბათ, ჩა­მობ­რ­ძან­დეთ და ამ რა­ი­ონ­ში ბევრ და­ა­ვა­დე­ბულს იპო­ვით.

მინ­და, ვინ­მემ ეს ამ­ბა­ვი მა­ინც მი­ი­ტა­ნოს გულ­თან და მოგ­ვ­ხე­დოს, ან წა­მა­ლი მა­ინც მოგ­ვ­ცენ შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად, ან ექი­მი იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. ყვე­ლა­ფე­რი სა­შინ­ლად გაძ­ვი­რე­ბუ­ლია...
რა და­ე­მარ­თა მთავ­რო­ბას? იმი­ტომ ავირ­ჩი­ეთ ესე­ნი, რომ სი­ტუ­ა­ცია კარ­გის­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ არა­ფე­რი ხდე­ბა სა­სი­კე­თო, პი­რი­ქით - უარე­სო­ბის­კენ მივ­დი­ვართ. მთავ­რო­ბა­სა და ხალხს შო­რის თით­ქოს, დი­დი უფ­ს­კ­რუ­ლი გაჩ­ნ­და. ვერ გვხე­და­ვენ და არც აინ­ტე­რე­სებთ, რა გვი­ჭირს, რა გვჭირ­დე­ბა. ხომ გვყავს პარ­ლა­მენ­ტ­ში რა­ი­ო­ნის რჩე­უ­ლი, ჰო­და, რა მოხ­დე­ბა, იმ და­ლოც­ვილ­მა თვე­ში ერ­თხელ მა­ინც და­ი­ა­როს სოფ­ლე­ბი, დაგ­ვე­ლა­პა­რა­კოს, გა­ი­გოს ჩვე­ნი ლხი­ნი და ჭი­რი, მაგ­რამ სად სცა­ლი­ათ? - თვალს ვა­დევ­ნებ სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სი­ებს და მუ­დამ ბავ­შ­ვე­ბი­ვით ჩხუ­ბო­ბენ, კინ­კ­ლა­ო­ბენ. აი, ამას ვუ­ყუ­რებ ყო­ველ­დღე. რა აჩხუ­ბებთ, რას ვერ იყო­ფენ? ხალ­ხი რომ აღარ ახ­სოვთ იმას? მე რომ მკითხო, ამ­ხე­ლა პარ­ლა­მენ­ტი სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო. ეს პო­ზი­ცია-ოპო­ზი­ცია მუ­დამ კონ­ფ­ლიქ­ტ­ში არი­ან და მა­თი ყუ­რე­ბით დაგ­ვაწყ­და ხალხს ნერ­ვე­ბი. ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ტყუ­ი­ლად გვქვია, არა­ვინ არა­ფერს გვე­კითხე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე არ­ჩევ­ნე­ბი არ მო­უ­კა­კუ­ნებთ კარ­ზე.

- არ­ჩევ­ნე­ბის დროს გახ­სე­ნე­ბა­ში რას გუ­ლის­ხ­მობთ?

- ყველ­გან ასეა: არ­ჩევ­ნე­ბის დროს ახ­სენ­დე­ბათ, რომ რა­ი­ო­ნებ­შიც ცხოვ­რობს ხალ­ხი, მო­დი­ან, გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, გის­მე­ნენ. კე­თი­ლი ინე­ბონ, კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თონ და მა­თი მოს­ვ­ლა სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო, ისე­დაც და­ვუ­ჭერ მხარს, მაგ­რამ აწი უნ­და და­მა­ნახ­ვონ საქ­მე, მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბი არ უნ­და მო­მა­ყა­რონ. სხვე­ბის მსგავ­სად, მეც მე­გო­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­სი­კე­თოდ შე­მო­ატ­რი­ა­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ იმე­დი დავ­კარ­გე. ბო­ლოს და ბო­ლოს, შვი­ლი ექი­მე­ბის ხელ­ში და­მე­ღუ­პა, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე ვერც მის გა­და­სარ­ჩე­ნად და ვერც იმ­დე­ნი მო­ვა­ხერ­ხე, რომ დამ­ნა­შა­ვეს პა­სუ­ხი ეგო, რო­გორ­მე დას­ჯი­ლი­ყო, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სხვა ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო მის ხელ­ში. დი­ახ, ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი ვერ ვი­პო­ვე და ხე­ლი ჩა­ვიქ­ნიე. ახ­ლა ის მა­ინც მინ­და ვიგ­რ­ძ­ნო, რომ ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა არ დაგ­ვი­კარ­გავს ქარ­თ­ვე­ლებს. იმე­დია, მო­მა­ვალ თა­ო­ბას მა­ინც გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა პატ­რო­ნი, გო­ნი­ე­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი ჩი­ნოვ­ნი­კის სა­ხით.

P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვა