საქ­მე, რო­მელ­მაც სტუ­მა­რი და მას­პინ­ძე­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა
font-large font-small
საქ­მე, რო­მელ­მაც სტუ­მა­რი და მას­პინ­ძე­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."


ქალ­ბა­ტონ­მა ეკა მეტ­რე­ველ­მა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც გვი­ამ­ბო რა­ჭა­ში, კერ­ძოდ კი სო­ფელ ჯინ­ჭ­ვის­ში აგე­ბუ­ლი ტაძ­რის შე­სა­ხებ. ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ის სო­ფე­ლია, რო­მელ­საც მი­სა­ტო­ვებ­ლად არა მარ­ტო მო­ხუ­ცე­ბი, არა­მედ ახალ­გაზ­რ­დე­ბიც ვერ იმე­ტე­ბე­ნო. წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია.

"უ­ფა­ლი ბრძა­ნებს: "თვი­ნი­ერ ჩემ­სა არა­რაი ძალ­გიძთ ყო­ფად, არ­ცა ერ­თი"...
ღმერ­თ­მა "სა­ხედ თა­ვი­სად შეგ­ვ­ქ­მ­ნა", გვი­ბო­ძა გო­ნი­ე­რე­ბა ქვეყ­ნი­ე­რე­ბის შე­საც­ნო­ბად, მცი­რე­დი ნა­წი­ლიც გვარ­გუ­ნა სამ­ყა­რო­დან - უჩ­ვე­უ­ლოდ ლა­მა­ზი და მდი­და­რი დე­და­მი­წა. ჩვენ, ქარ­თ­ველთ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო წი­ლი გვხვდა მი­წი­სა, რო­მელ­ზე­დაც გო­ჯი არ არის დარ­ჩე­ნი­ლი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სის­ხ­ლით რომ არ იყოს მორ­წყუ­ლი, სამ­შობ­ლო კი იქი­დან იწყე­ბა, სა­დაც თი­თე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მშობ­ლი­უ­რი კუთხეა და ძი­რი - ად­გი­ლი, სა­დაც მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლი და კე­რაა. სწო­რედ ამ კე­რის სიყ­ვა­რულ­მა მო­იყ­ვა­ნა სსიპ "და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი - ამი­რან გამ­ყ­რე­ლი­ძე სო­ფელ ჯინ­ჭ­ვის­ში. ბა­ტონ ამი­რა­ნის ღვთივ­კურ­თხე­ულ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ, მის­გან გა­წე­ულ­მა ფი­ნან­სურ­მა დახ­მა­რე­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და მის მშობ­ლი­ურ სო­ფელს პა­ტა­რა ტა­ძა­რი ჰქო­ნო­და.

ორ ულა­მა­ზეს მდი­ნა­რეს (გომ­ბ­რუ­ლას და რი­ონს) შო­რის მოქ­ცე­ულ ამ პა­ტა­რა სო­ფელს, სხვა მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­თან შე­და­რე­ბით ჰყავს მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა, მას ღვთის წყა­ლო­ბით არც გა­უ­ტე­ხე­ლი მო­ხუ­ცე­ბი ტო­ვე­ბენ, უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან ნა­ა­მა­გარ სახლ-კარს და რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნ­და იყოს, არც ახალ­გაზ­რ­დე­ბი მი­დი­ან მა­სობ­რი­ვად, ბე­დის სა­ძი­ებ­ლად. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ სო­ფელს სი­ცოცხ­ლე და არ­სე­ბო­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნონ. სწო­რედ სოფ­ლის მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის უშუ­ა­ლო ძა­ლის­ხ­მე­ვა და ფი­ზი­კუ­რი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი ტაძ­რის შე­ნე­ბა­ში (ყვე­ლას ჩა­მოთ­ვ­ლა გაძ­ნელ­დე­ბა და არც მინ­და ვინ­მე გა­მომ­რ­ჩეს). ყვე­ლა - სოფ­ლის მცხოვ­რე­ბი, ზოგ­ჯერ სტუ­მა­რიც, ყო­ველ­გ­ვა­რი ანაზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე, სი­ხა­რუ­ლით უერ­თ­დე­ბო­და ამ ღვთივ­კურ­თხე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

წმინ­და კე­თილ­მ­სა­ხურ მე­ფე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 2010 წლის 14 მა­ისს, წმინ­და თა­მარ მე­ფის ხსე­ნე­ბის დღეს, მიტ­რო­პო­ლიტ მე­უ­ფე ელი­სეს კურ­თხე­ვით და­იწყო. ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის მის ხუ­როთ­მოძღ­ვარს ზუ­რა გე­წა­ძეს, რო­მელ­მაც უსას­ყიდ­ლოდ შე­ად­გი­ნა ტაძ­რის მა­კე­ტი და ყო­ველ წუთს თვალ­ყურს ადევ­ნებ­და მი­სი მშე­ნებ­ლო­ბის მსვლე­ლო­ბას... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ უპირ­ვე­ლე­სად იდეა, ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბი­სა, ამა­ვე სო­ფელ­ში მცხოვ­რებ მა­მუ­კა ჩიხ­რა­ძეს ეკუთ­ვ­ნის, მან თა­ვად და­იწყო ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და "პირ­ვე­ლი აგუ­რიც" მის­გან და­ი­დო, შემ­დეგ კი ეს დი­დე­ბუ­ლი საქ­მე ბა­ტონ­მა ამი­რან­მა გა­აგ­რ­ძე­ლა.
"არ დარ­ჩე­ნი­ლა ბავ­შ­ვიც კი, მო­დი­ოდ­ნენ და გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, სახ­ლ­ში აღარ უნ­დო­დათ წას­ვ­ლა. ვი­საც რო­გორ შე­ეძ­ლო, ისე ცდი­ლობ­და ამ საქ­მე­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნას", - აღ­ნიშ­ნა თე­ო­ნა მეტ­რე­ველ­მა, რო­მე­ლიც ამ სო­ფელ­შია გაზ­რ­დი­ლი და ენერ­გია არ და­ი­შუ­რა ტაძ­რი­სა და მი­სი შე­მო­გა­რე­ნის და­სა­სუფ­თა­ვებ­ლად. მან­ვე გვითხ­რა, რომ ამ ხნის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­დათ მა­მა ნოე კე­რე­სე­ლი­ძე - ონის გაბ­რი­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღ­ვა­რი - "ი­გი გვა­რი­გებ­და და თვალ­ყურს ადევ­ნებ­და თი­თო­ე­ულ ჩვენს მოქ­მე­დე­ბას ტა­ძარ­ში, რომ და­ლა­გე­ბის დროს არ დარ­ღ­ვე­უ­ლი­ყო ის კა­ნო­ნი­კა, რა­საც ჩვე­ნი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ტა­ძა­რი სოფ­ლის სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აიგო და იმ სა­ო­ცარ ად­გილს გაჰ­ყუ­რებს, რა­საც ყვე­ლა­ნი "სა­ქო­რი­ას" ვე­ძა­ხით. სო­ფე­ლი ჯინ­ჭ­ვი­სი ყვე­ლა­ზე კარ­გად სწო­რედ ამ უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ად­გი­ლი­დან ჩანს, სწო­რედ აქე­დან დაქ­რო­ლავს ხოლ­მე მშობ­ლი­უ­რი ჰა­ე­რიც, რაც ყვე­ლა ამ სოფ­ლე­ლის­თ­ვის დიდ და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს და ბავ­შ­ვო­ბის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ, გა­უ­ხუ­ნარ მო­გო­ნე­ბებს აცოცხ­ლებს. ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზე კი ღვთის წყა­ლო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მის ერთ-ერთ უსაყ­ვარ­ლეს კუთხეს - რა­ჭას არ აკ­ლია.
2017 წლის 12 აგ­ვის­ტოს, წმინ­და კე­თილ­მ­სა­ხურ მე­ფე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ტა­ძა­რი ნი­კორ­წ­მინ­დის ეპის­კო­პოს­მა, არ­ქი­მან­დ­რიტ­მა მე­უ­ფე ვახ­ტან­გ­მა აკურ­თხა და ტა­ძარ­ში პირ­ვე­ლი წირ­ვა-ლოც­ვაც აღავ­ლი­ნა. ზი­ა­რე­ბის მად­ლით გა­ხა­რე­ბულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ეს დღე სა­ზე­ი­მო ლხი­ნი­თაც აღ­ნიშ­ნა. კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა გვინ­და ვუთხ­რათ ბა­ტონ ამი­რან გამ­ყ­რე­ლი­ძეს და ყვე­ლას, ვი­საც მცი­რე­დი წვლი­ლი მა­ინც მი­უძღ­ვის ამ დი­დე­ბულ საქ­მე­ში.
ღმერ­თ­მა ხე­ლი მო­უ­მარ­თოთ უფ­ლის, მშობ­ლი­უ­რი კუთხის, ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის მზრუნ­ვე­ლებს..."

P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: ლი­კა.ქა­ჯაია@გმა­ილ.ცომ
ბეჭდვა