"ახ­ლან­დე­ლი თა­ო­ბა საც­დელ კურ­დღელს ჰგავს"
font-large font-small
"ახ­ლან­დე­ლი თა­ო­ბა საც­დელ კურ­დღელს ჰგავს"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"


პენ­სი­ო­ნე­რი ქალ­ბა­ტო­ნის წე­რი­ლი ამ­ქ­ვეყ­ნი­ურ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­ზე მარ­თ­ლაც და­გა­ფიქ­რებთ. მი­სი სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, ფუ­ლი ადა­მი­ანს აფუ­ჭებს და თუ ამ ლო­გი­კით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, გა­მო­დის, რომ იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, რომ­ლებ­საც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ, არც ქვე­ყა­ნა­ზე დარ­დი შე­ა­წუ­ხებთ და ვერც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დუხ­ჭირ ცხოვ­რე­ბა­ზე ფიქ­რი აუჩ­ქ­რო­ლებთ გულს (წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლი­ა)...
დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო, რა თქმა უნ­და, ის აღარ არის, რაც ჩე­მი ახალ­გაზ­რ­დო­ბის დროს იყო. ცხოვ­რე­ბა წინ მი­დის, ვი­თარ­დე­ბა, მო­დის ახა­ლი თა­ო­ბა თა­ვი­სი ფიქ­რე­ბი­თა და ოც­ნე­ბე­ბით. ცდი­ლო­ბენ თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას _ ასე იყო ყო­ველ­თ­ვის, ყვე­ლა თა­ო­ბა­სა და ყვე­ლა ეპო­ქა­ში, მაგ­რამ რაც დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, არც ერთ ზნე­ობ­რივ ჩარ­ჩო­ში არ ჯდე­ბა. დი­დი და პა­ტა­რა თა­ვის ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას საქ­ვეყ­ნოდ გვახ­ვევს თავს. თვალს მი­ა­დევ­ნებ ტე­ლე­ვი­ზი­ით უამ­რავ შო­უს, გვმოძღ­ვ­რა­ვენ ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან და თუ­კი გაქვს გუ­ლი, თუ­კი გიყ­ვარს ქვე­ყა­ნა, გა­გიზ­რ­დია შვი­ლე­ბი და ახ­ლა შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ბედ-იღ­ბ­ლით ხარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ში­ში გიპყ­რობს, რა ქნა, რა გზას უნ­და და­ად­გე? პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ძვე­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი­სა და სპექ­ტაკ­ლე­ბის ყუ­რე­ბა. ხო­რა­ვა, ზა­ქა­რი­ა­ძე, მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, ან­ჯა­ფა­რი­ძე, ჩა­ხა­ვა და რა ჩა­მოთ­ვ­ლის იმ კე­თილ­შო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის სა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქარ­თულ გე­ნი­ას, ზნე-ჩვე­უ­ლე­ბებს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ სცე­ნი­დან თუ ეკ­რა­ნი­დან.
ახ­ლან­დელ­მა თა­ო­ბამ ამ დი­დე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის სა­ხე­ლი კი არა, ერის მა­მე­ბად წო­დე­ბუ­ლი ილი­ას, ვა­ჟას, აკა­კის, ტა­ტოს, გა­ლაკ­ტი­ო­ნი­სა და სხვა მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლიც მი­ი­ვიწყა. არა­და, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ეს ერ­თი ცი­და ქვე­ყა­ნა ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნეს...

ჩვენც ვსწავ­ლობ­დით სკო­ლა­ში და გვქონ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, გვყავ­და პე­და­გო­გე­ბი და ვე­რა­ვინ და­მარ­წ­მუ­ნებ­ს იმა­ში, რომ მა­შინ­დე­ლი სკო­ლე­ბი ნაკ­ლებ გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლევ­დ­ნენ ახალ­გაზ­რ­დებს, ვიდ­რე დღეს ხდე­ბა. ახ­ლან­დე­ლი თა­ო­ბა საც­დელ კურ­დღელს ჰგავს. აბა, რამ­დენ­ჯერ შე­იც­ვა­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რამ­დენ­მა სკო­ლამ თვი­თონ აირ­ჩია წიგ­ნე­ბი. იმ­დე­ნი ახა­ლი კა­ნო­ნი­თა და გაფ­რ­თხი­ლე­ბით და­ხუნ­ძ­ლეს პე­და­გო­გე­ბი, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს იმის ში­შით, სამ­სა­ხუ­რი არ და­კარ­გოს, ბავ­შ­ვის­თ­ვის შე­ნიშ­ვ­ნაც ვერ მი­უ­ცია. ბავ­შ­ვის­თ­ვის დას­ჯა და ყუ­რის აწე­ვა ხომ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ვი­ღას ახ­სოვს დი­დე­ბუ­ლი "და­ვი­თი­ა­ნი­დან" ამო­ღე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბი: "ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი". ბავშვს თუ შე­ნიშ­ვ­ნა არ მი­ე­ცი და არ მი­უ­თი­თე, მაშ, რო­დის გა­არ­კ­ვი­ოს, რო­დის არის მარ­თა­ლი და რო­დის მტყუ­ა­ნი? ახ­ლა ამ­ბო­ბენ, რომ თურ­მე, რა სა­ჭი­როა, ბავ­შ­ვ­მა ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ე­ბი­დან ზე­პი­რად ის­წავ­ლოს ფრა­ზე­ბი ან სტრო­ფე­ბი? რა მოხ­დე­ბა, რომ ამა თუ იმ თე­მის წე­რი­სას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო წინ და­ი­დოს? სწო­რე­დაც ასე და­მოძღ­ვ­რის წყა­ლო­ბი­თაა, რომ თერ­თ­მე­ტი ათას­მა მო­ზარ­დ­მა სკო­ლა ვერ და­ამ­თავ­რა. რა მოხ­და? ვის რა­ში სჭირ­დე­ბა ნას­წავ­ლი და უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი? თუმ­ცა, ოფი­ცი­ან­ტე­ბად, დამ­ლა­გებ­ლე­ბად, დაც­ვის წევ­რად და კა­ზი­ნო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლა­დაც მუ­შა­ო­ბას აუცი­ლებ­ლად სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სჭირ­დე­ბა, თურ­მე. სა­მა­გი­ე­როდ, არ შე­იძ­ლე­ბა, პე­და­გოგს მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა ჰქონ­დეს, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პე­და­გოგს არ ეყ­ვა­რე­ბა ბავ­შ­ვიო. აი, თურ­მე რო­გორ რყვნის მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი ადა­მი­ანს. ჩავ­წ­ვ­დი ამ ჭკვი­ა­ნუ­რი გა­მოთ­ქ­მის აზრს და მივ­ხ­ვ­დი, ჩვენს რჩე­უ­ლებს რა­ტომ აქვთ თურ­მე გუ­ლი გა­ცი­ვე­ბუ­ლი და რა­ტომ არ ფიქ­რო­ბენ ხალ­ხ­ზე თუ ქვე­ყა­ნა­ზე. თურ­მე, მათ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბი და პრე­მი­ე­ბი, და­ნა­მა­ტე­ბი უცი­ვებთ გულს და ამი­ტო­მაც იკ­ლა­ვენ თა­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად. თუ პე­და­გო­გებს მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ბავ­შ­ვებს შე­ა­ძუ­ლებს, ჩი­ნოვ­ნი­კებს რა­ღა შე­აყ­ვა­რებს ქვე­ყა­ნა­სა და გა­ჭირ­ვე­ბულ ხალხს?

ასე უკუღ­მარ­თად არის მოწყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა და რას გა­ი­გებს მდი­და­რი კა­ცი ხალ­ხის გა­ჭირ­ვე­ბას.
დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პენ­სი­ო­ნე­რე­ბი იმით მა­ინც ვართ ბედ­ნი­ე­რე­ბი, რომ ამ ჩვე­ნი სა­მარ­ცხ­ვი­ნო პენ­სი­ის გა­დამ­კი­დე­ე­ბი, ყვე­ლა­ზე მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თავ­და­დე­ბუ­ლი ხალ­ხი გა­მოვ­დი­ვართ. ჩვენს შრო­მას უქ­მად არ ჩა­უვ­ლია და ამი­ტო­მაც და­ვუ­ფა­სე­ბი­ვართ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბებს. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, რაც თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გავ­ხ­დით, ვინ იცის, უკ­ვე რამ­დე­ნი მთავ­რო­ბის შეც­ვ­ლის მომ­ს­წ­რე­ე­ბი ვართ, რო­მელ მათ­განს მო­უ­ვი­და აზ­რად, რომ ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­ლა­ვართ, შრო­მა­სა და ჯა­ფა­ში დაღ­ლი­ლი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი, გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა, დას­ვე­ნე­ბა და გაც­ვე­თილ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან ბრძო­ლა. გვჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა და წამ­ლე­ბი! მად­ლო­ბა იმის­თ­ვის, რომ ექიმ­თან მის­ვ­ლა უფა­სოა, ზო­გი­ერ­თი ანა­ლი­ზიც ხელ­საყ­რე­ლია, მაგ­რამ ვის ეფიქ­რე­ბა, ექი­მის მი­ერ გა­მო­წე­რილ წამ­ლებს რო­გორ ვი­ყი­დით?
პი­რა­დად მე, ათ დღე­ში 50 ლა­რის წამ­ლე­ბი მჭირ­დე­ბა, თვე­ში _ 150 ლა­რი პრე­პა­რა­ტებ­ში მე­ხარ­ჯე­ბა, ჰო­და, მრჩე­ბა 30 ლა­რი. იქ­ნებ მას­წავ­ლოთ, რო­გორ ვიმ­ყო­ფი­ნო ეს თან­ხა?..
შენ, ვი­საც ხელ­ფა­სი 3.000 ლა­რი ან უფ­რო მე­ტიც გაქვს, რა სინ­დი­სით იღებ და­ნა­მატს, რო­ცა იცი, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ შენს მე­ზობ­ლად? ნუ­თუ, ამას ეძა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და თა­ნას­წო­რო­ბას? რა სინ­დი­სით მოძღ­ვ­რავთ ხალხს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან? თა­ნაც, ჩემს თა­ო­ბას აკ­რი­ტი­კებთ, არა­და, ჩემს თა­ო­ბას ასე­თი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა არას­დ­როს ჰქო­ნია. ჩვენ სხვა­ნა­ი­რად გვეს­მო­და ეს ცხოვ­რე­ბა. ლუკ­მა­პურს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ვუ­ყოფ­დით. სა­ხელ­მ­წი­ფო ხა­ზი­ნა­ში ხე­ლის მო­ფა­თუ­რე­ებს ქურდს ვე­ძახ­დით, იყი­დე-გა­ყი­დე­თი და­კა­ვე­ბუ­ლებს _ სპე­კუ­ლან­ტებს, ამო­რა­ლურ ქა­ლებს _ უზ­ნე­ო­ებს. ჩვე­ნი თა­ო­ბის წი­ნაპ­რე­ბი უფ­რო კე­თი­ლე­ბი, მშრო­მე­ლე­ბი და ქვეყ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ჰო­და, ამი­ტომ ხართ თქვენც ჯერ კი­დევ ქარ­თ­ვე­ლე­ბი! წი­ნაპ­რე­ბის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ და სამ­შობ­ლო მი­წის სიყ­ვა­რულ­მა შე­მო­გი­ნა­ხათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­წა-წყა­ლი; მი­წის თი­თო­ე­უ­ლი გო­ჯი გლეხ­კა­ცის ოფ­ლით არის მორ­წყუ­ლი და და­ა­ფა­სეთ ეს...

ახ­ლა რა ხდე­ბა? უპატ­რო­ნოდ მიგ­დე­ბუ­ლია სოფ­ლე­ბი და ამი­ტო­მაც, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან შე­მო­ტა­ნილ საკ­ვებს ვე­ძა­ლე­ბით და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა: ამ­დე­ნი უხა­რის­ხო და ჯან­მ­რ­თ­ელ­ო­ბის­თ­ვის სა­ზი­ა­ნო საკ­ვე­ბის მი­ღე­ბამ ხე­დავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა? ამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბა, ამ­დე­ნი გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლი, ამ­დე­ნი ავად­მ­ყო­ფი მო­ზარ­დის და­ნახ­ვა გულს მიკ­ლავს.
უკ­ვე 25 წე­ლი მი­ი­ლია, რაც თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ვინ გა­ი­ხა­რა ამ თა­ვი­სუ­ფალ, სა­მარ­თ­ლი­ან ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბით? ღმერ­თ­მა შე­გარ­გოთ, თუ­კი ალა­ლი შრო­მით გაქვთ ნა­შოვ­ნი ქო­ნე­ბა, მაგ­რამ თუ­კი ქო­ნე­ბა სხვი­სი ცრემ­ლის, ქურ­დო­ბის წყა­ლო­ბით შე­ი­ძი­ნეთ, გე­ში­ნო­დეთ! სხვის­თ­ვის რა­ი­მეს წაგ­ლე­ჯა არ შეგ­რ­ჩე­ბათ...
მა­ჯე­რებთ, ჩაკ­ვ­დაო კო­რუფ­ცია, არა­და, კარ­გად გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი, ჩაკ­ვ­და კი არა, ყვა­ვის, ოღონდ _ ერ­თე­უ­ლე­ბის­თ­ვის. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, ყვე­ლა ერ­თ­მა­ნე­თის ნა­თე­სა­ვია, მე­გო­ბა­რი ან მე­ზო­ბე­ლი. რამ­დე­ნიც უნ­და ეცა­დოთ ის და­მა­ჯე­როთ, რომ სა­მარ­თ­ლი­ან ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, ვერ და­მა­ჯე­რებთ ამა­ში და ვერც იმა­ში, რომ თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნე­ბი ვართ. პენ­სი­ო­ნერ­თა დიდ არ­მი­ას ლა­მის, შიმ­ში­ლით სუ­ლი გას­ძ­ვ­რეს და თქვე­ნი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა რო­გორ და­ვი­ჯე­რო?
იმა­ზეც მინ­და და­ფიქ­რ­დეთ, თუ რას მოგ­ვი­ტანს საზღ­ვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად თუ სა­ცხოვ­რებ­ლად გაქ­ცე­უ­ლი ხალ­ხი. იქ გაზ­რ­დი­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ქარ­თულ ზნეს ივიწყებს და ყვე­ლა­ფერ უცხო­ურს იყ­ვა­რებს. კი ბა­ტო­ნო, ჩვენს ეპო­ქა­შიც იყ­ვ­ნენ ზნე­და­ცე­მუ­ლე­ბი, ღირ­სე­ბა­და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, მაგ­რამ სა­აშ­კა­რა­ო­ზე კი არ გა­მოჰ­ქონ­დათ თა­ვი­ან­თი უსაქ­ცი­ე­ლო­ბა. პა­რადს არ აწყობ­დ­ნენ, არც პა­ტი­ვის­ცე­მას ითხოვ­დ­ნენ ხალ­ხის­გან და ა.შ.
დღეს თურ­მე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ის არის, ქალ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკ­რა­ნი­დან თა­ვი მო­ი­წო­ნოს საყ­ვარ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. ჩა­იც­ვას ისე­თი სა­მო­სი, რომ უხერ­ხუ­ლო­ბაც კი იგ­რ­ძ­ნოს მი­სი სიგ­რ­ძის გა­მო, მაგ­რამ ფე­ხი ფეხ­ზე მა­ინც გა­და­ი­დოს და გა­მო­ფი­ნოს თა­ვი­სი სიმ­დიდ­რე. მე ვინ მკითხავს მათ გან­ს­ჯას? მაგ­რამ ვერ ვე­გუ­ე­ბი ჩე­მი მენ­ტა­ლი­ტე­ტის პატ­რო­ნი ამ ყვე­ლა­ფერს. ნუ­თუ, ამ საქ­ცი­ელს ამარ­თ­ლებს სიტყ­ვა "თა­ვი­სუფ­ლე­ბა"? ნუ­თუ, გეი ბი­ჭე­ბით უნ­და ვი­ა­მა­ყოთ ქარ­თ­ვე­ლებ­მა? ნუ­თუ, მარ­თ­ლა იმ­დე­ნი არი­ან, რომ პრო­ტეს­ტის ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქ­მის სურ­ვი­ლი უჩ­ნ­დე­ბათ ზურ­გ­გა­მაგ­რე­ბუ­ლებს? სახ­ლებ­ში არა­ვინ გი­ვარ­დე­ბათ, იცხოვ­რეთ ისე, რო­გორც გსურთ, მაგ­რამ ნურც პა­ტი­ვის­ცე­მას მო­ითხოვთ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას ახ­სოვს თქვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ისი­ნი შრო­მობ­დ­ნენ თა­ვის­თ­ვის და სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებს საქ­ვეყ­ნოდ არ ჰფენ­დ­ნენ, შე­დე­გად კი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­საც იმ­სა­ხუ­რებ­დ­ნენ. დღეს რომ ზიზღი იგ­რ­ძ­ნო­ბა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ეს ისევ იმის ბრა­ლია, რომ ცდი­ლობთ, იყოთ და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი...
ახალ­გაზ­რ­დებ­თან ერ­თი სათხო­ვა­რი მაქვს: ნამ­დ­ვი­ლო ქარ­თ­ვე­ლე­ბო, ნუ მი­ა­ტო­ვებთ სოფ­ლებს, უპატ­რო­ნოდ!
სა­ით გინ­და გა­ი­ხე­დო, რა გინ­და იწა­მო? რა დარ­ჩა ქვე­ყა­ნა­ში სუფ­თა და შე­ურ­ყ­ვ­ნე­ლი? ქარ­თ­ველ­თა რწმე­ნა შე­ირ­ყა. თვით ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რე­ბიც შუღ­ლ­მა მო­იც­ვა. ვი­სი ბო­რო­ტი ხე­ლი და ენა შე­უ­რაცხ­ყოფს ერის სა­ლო­ცავ ტაძ­რებს? უფ­ლი­საც აღარ გე­ში­ნი­ათ? აღარც ღმერ­თი გწამთ და აღარც _ ხა­ტი. მე კი ბო­ლოს, ერ­თი კუპ­ლე­ტით და­ვას­რუ­ლებ სათ­ქ­მელს:
"რო­მელ ეკ­ლე­სი­ას ვთხო­ვო მფარ­ვე­ლო­ბა,
მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი სა­ცე­ცე­ბი იქაც მოქ­მე­დე­ბენ,
მა­ინც ღმერთს შევ­თხოვ, ხალ­ხო, მფარ­ვე­ლო­ბას,
ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო რომ დიდ­ხანს აარ­სე­ბოს".

P.s. შე­მოგ­ვი­ერ­თ­დით და გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი. ჩვენ­თ­ვის თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის სიტყ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. დაგ­ვი­კავ­შირ­დით ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვა