კა­ხა კა­ლა­ძის "დამ­ც­ვე­ლი" და ზედ­მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი
font-large font-small
კა­ხა კა­ლა­ძის "დამ­ც­ვე­ლი" და ზედ­მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი
"თავ­მომ­წო­ნე ქალს არ უხ­დე­ბა ზედ­მე­ტი სი­შიშ­ვ­ლე"


ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის წე­რილ­საც მცი­რე­ო­დე­ნი შეს­წო­რე­ბით ვბეჭ­დავთ, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლია კა­ხა კა­ლა­ძის მე­რო­ბით და მის გამ­კ­რი­ტი­კებ­ლებს მო­უ­წო­დებს, ჯერ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბი გა­აკ­რი­ტი­კონ, მე­რე ილა­პა­რა­კონ სხვებ­ზე. ბრა­ზობს იმ ქალ­ბა­ტო­ნებ­ზეც, რომ­ლე­ბიც ხში­რად გა­მო­დი­ან ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ველ­თა როლ­ში და რომ­ლებ­მაც ბო­ლოს ისიც მო­ითხო­ვეს, მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან ქა­ლებ­ზე "მიშ­ტე­რე­ბა" კა­ნო­ნით დას­ჯა­დი იყო­სო...



"თუ არა კო­კა გა­ბაშ­ვილს, ვის მო­უ­ვი­დო­და თავ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ არ­ჩე­უ­ლი მე­რის გაკ­რი­ტი­კე­ბა? რა კარ­გია, ბა­ტო­ნო გა­ბაშ­ვი­ლო, სხვის თვალ­ში ბეწვს რომ ხე­დავ და სა­კუ­თარ "ჩა­საფ­რე­ბულ" თვა­ლებ­ში დი­რე­საც ვერ ამ­ჩ­ნევ. თქვენ თუ არ გახ­სოვთ, ჩვენ, ბრბოდ მო­ნათ­ლულ ხალხს გვახ­სოვს თქვე­ნი დრო­ის პარ­ლა­მენ­ტი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მე­ბი. ვის აღე­ბი­ნებ­დით ხმას ბა­ტო­ნო? თქვენ­ვე ჭრი­დით და თქვენ­ვე კე­რავ­დით. სად იყო მა­შინ მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო პარ­ლა­მენ­ტი­სა თუ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი? ჯან­საღ კრი­ტი­კას არა­ფე­რი სჯობს, მაგ­რამ სად არის სა­მარ­თა­ლი? ამ­დე­ნი წე­ლია, ინ­გ­რე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო ცხოვ­რე­ბა. დიდ­მა, ძა­ლი­ან დიდ­მა სატ­კი­ვარ­მა და ბო­რო­ტე­ბამ ეს ქვე­ყა­ნა ლა­მის და­სას­რუ­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნოს. მთავ­რო­ბის სა­თა­ვე­ში მოხ­ვედ­რი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, რომ­ლებ­მაც არ იცით, რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის აღ­მოჩ­ნ­დით ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, იქ­ნებ ერ­თხელ მა­ინც მი­ი­ხე­დოთ უკან და გა­მო­უტყ­დეთ სა­კუ­თარ თავს, ააშე­ნეთ თუ და­აქ­ცი­ეთ ეს ქვე­ყა­ნა? გა­ი­ძარ­ც­ვა ბან­კე­ბი, შე­ი­ჭა­მა ხალ­ხის შე­ნა­ხუ­ლი ანაბ­რე­ბი, ერ­თე­უ­ლებ­მა ჩა­იგ­დეთ ხელ­ში ქვეყ­ნის ქო­ნე­ბა, მაგ­რამ დამ­ნა­შა­ვე არა­ვინ ხართ. ამა­ყად თა­ვა­წე­უ­ლი და­დი­ხართ. ამა­ყობთ სა­კუ­თა­რი მა­რი­ფა­თით, ყვე­ლა­ზე მეტს ლა­პა­რა­კობთ და ლან­ძღავთ სხვებს, თე­ლავთ ეროვ­ნულ ადათ-ჩვე­ვებს, აქებთ დე­მოკ­რა­ტი­ას და XXI სა­უ­კუ­ნეს, ჰბა­ძავთ ევ­რო­პა­სა თუ ამე­რი­კას, გად­მო­გაქვთ იქა­უ­რი ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და რაც მთა­ვა­რია, კარ­გავთ ქარ­თულ ჩვე­ვებს. გაჩ­ნ­და ასე­თი ფრა­ზა: "ქა­ლებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლო!" სად წა­ვიდ­ნენ მა­მა­კა­ცე­ბი, რა­ტომ და­ჩა­ჩა­ნაკ­დ­ნენ გორ­გას­ლის, ცხრა ძმა­თა, სა­მა­სი არაგ­ვე­ლე­ბის სის­ხ­ლის შთა­მო­მავ­ლე­ბი? ჩვენს მო­მა­ვალ­ში რამ მო­ამ­რავ­ლა ამ­დე­ნი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის მომ­ხ­რე? სად და­ი­კარ­გა მა­მა-პა­პა­თა ვაჟ­კა­ცო­ბა და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა? ბი­ჭე­ბო, ნუ­თუ ესეც სხვა­თა მი­ბაძ­ვაა?..
გუ­ლი მტკი­ვა 75 წლის ქალს იმის გა­მო, რომ ქა­ლებს ასე­თი მონ­დო­მე­ბით გსურთ პირ­ვე­ლო­ბა. გა­ნა ჩვენს წი­ნაპ­რებს არ ჰყავ­დათ გა­მორ­ჩე­უ­ლი ქა­ლე­ბი? გა­ნა ად­რე ქა­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ მეც­ნი­ე­რე­ბი, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ე­ბი, რა­ი­კო­მის მდივ­ნე­ბი? გა­ნა სა­მა­მუ­ლო ომ­ში ქა­ლებს ნაკ­ლე­ბი წვლი­ლი აქვთ შე­ტა­ნი­ლი? მაგ­რამ მათ შრო­მა­სა და ცხოვ­რე­ბა­ში ამ დი­დე­ბას ნამ­დ­ვი­ლი ქა­ლუ­რი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბით იღებ­დ­ნენ, დღე­ვან­დე­ლი ქა­ლე­ბი კი თურ­მე, და­ჩაგ­რუ­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­წარ­თ­მე­უ­ლე­ბი ყო­ფი­ლან. ამა­ზე მე­ტი რა უნ­და გა­ა­კე­თოთ, შვი­ლე­ბო? ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში ვის ახ­სოვს ისე­თი დრო, რომ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი ქუ­ჩა­ში ასე­თი უზ­ნეო ტრა­ფა­რე­ტე­ბით გა­მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ და საქ­ვეყ­ნოდ გა­მო­ემ­ჟ­ღავ­ნე­ბი­ნოთ თა­ვი­ან­თი ლეს­ბო­სე­ლო­ბა?
ზო­გი­ერ­თე­ბი ითხო­ვენ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას: ნუ მო­მა­ჩერ­დე­ბა კა­ცი, ნუ გა­მი­ჩე­რებს მან­ქა­ნა­სო. და­ლოც­ვი­ლე­ბო, თვა­ლე­ბი არა გაქვთ? ასე­თი სი­შიშ­ვ­ლე, დღეს რომ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში შეგ­ხ­ვ­დე­ბათ, გა­ნა კარ­გია? ქალს, რო­მელ­საც 20 სან­ტი­მეტ­რი სიგ­რ­ძის ქვე­და­ბო­ლო აც­ვია, მკერ­დი მო­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლი და ჭი­პი გა­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლი აქვს, ქუ­ჩა­ში სი­გა­რე­ტით ხელ­ში მო­სე­ირ­ნობს, მე, უკ­ვე საკ­მა­ოდ მო­ხუ­ციც კი გა­ვა­ყო­ლებ თვალს. ძვე­ლი ვარ, არა და ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის! თავ­მომ­წო­ნე ქალს არ უხ­დე­ბა ზედ­მე­ტი სი­შიშ­ვ­ლე, მი­სი სი­ლა­მა­ზე სა­მოს­შიც კარ­გად აღ­საქ­მე­ლია, ეს უნ­და იცო­დეთ! ჰო­და, თუ მა­ინც თქვენ­სას გა­ი­ტანთ, მა­შინ ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ კა­ცი მო­გაშ­ტერ­დე­ბათ და ეს ისევ თქვე­ნი ბრა­ლია. ჩა­იც­ვი ისე, რო­გორც ქალს შეჰ­ფე­რის და ცუ­დად არა­ვინ შე­მოგ­ხე­დავს, ხო­ლო თუ მა­ინ­ც­და­მა­ინც გა­შიშ­ვ­ლე­ბა გინ­და, გა­შიშ­ვ­ლ­დი ზღვა­ზე ყოფ­ნი­სას, სა­ცუ­რაო აუზ­ში... მაგ­რამ იქ­ნებ იქაც უჩივ­ლოთ კა­ცებს?
ერ­თი ჰყვე­ბო­და: გა­ჩე­რე­ბა­ზე ვი­დე­ქი და მან­ქა­ნა გა­მი­ჩე­რა კაც­მა. წა­ვე­დი, გა­მომ­ყ­ვა. ამით ჩე­მი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­ი­ლა­ხაო. ყო­ვე­ლი ხის ძირ­თან გა­მომ­წ­ვე­ვად ჩაც­მუ­ლი ქა­ლი ხომ მხო­ლოდ იმი­ტომ იყი­ნე­ბა, რომ მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რონ?..
უამ­რა­ვი ქა­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს და შინ შე­მო­აქვს მხო­ლოდ თა­ვი­სი ნა­ოფ­ლა­რი, თან­და­თან ამაყ­დე­ბა, უჩ­ნ­დე­ბა შეგ­რ­ძ­ნე­ბა იმის, რომ ყოვ­ლის­შემ­ძ­ლეა, ჯერ აბუზღუნ­დე­ბა, მე­რე საყ­ვე­დუ­რე­ბით აავ­სებს ოჯა­ხის წევ­რებს და ვაი, ასე­თი ქა­ლის ქმარს, რო­მელ­საც უამ­რა­ვი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სიტყ­ვის ატა­ნა მო­უ­წევს.
ბო­დი­ში, ჩე­მო XXI სა­უ­კუ­ნის ქა­ლე­ბო, ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­შიც უნ­და ეძე­ბოთ. თქვენ კი, ახალ­გაზ­რ­და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბო, ეცა­დეთ მდივ­ნე­ბად, უკაც­რა­ვად, ოფი­სის მე­ნე­ჯე­რე­ბად 50-60 წლის ქა­ლე­ბი აირ­ჩი­ოთ. ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, ქალ­მა თუ გა­ი­წია, ცხრა უღე­ლი ხარ-კა­მე­ჩი ვერ და­ა­კა­ვებ­სო. ჰო­და, სამ­სა­ხუ­რი არ და­გა­კარ­გ­ვი­ნოთ მიშ­ტე­რე­ბამ...
ამ წე­რილს გწერ­დით, რო­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­გე კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლის თავ­ზარ­დამ­ცე­მი ავად­მ­ყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი. გა­ნა ამ პი­როვ­ნე­ბას­თან მა­ინც არ ხართ დამ­ნა­შა­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბო"? ვინ დარ­დობთ ან თავს ვინ იდა­ნა­შა­უ­ლებთ ამ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე? რამ ჩაკ­ლა თქვენს გუ­ლებ­ში პა­ტი­ვის­ცე­მის, სიყ­ვა­რუ­ლის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის გრძნო­ბე­ბი?! მარ­ტო ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ქმე­დე­ბა უდი­დე­სი შა­ვი ლა­ქაა თქვენს არ­სე­ბო­ბა­ში.
დამ­თავ­რ­და არ­ჩევ­ნე­ბის ცი­ებ-ცხე­ლე­ბა. მწამს, რომ თბი­ლის­მა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. ჩე­მი ერ­თი ხმაც შენ გე­კუთ­ვ­ნის, შვი­ლო, კა­ხა. მარ­თა­ლია, არც აქამ­დე გაკ­ლ­და სინ­დის­მოს­ვ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­დას­ხ­მა, მაგ­რამ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დო, რომ ვერც ერ­თხელ ვერ მო­ა­ხერ­ხეს და წო­ნას­წო­რო­ბა ვერ და­გა­კარ­გ­ვი­ნეს, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნე შე­ნი თავ­მ­დაბ­ლო­ბა. არა­ვის და­უ­ნა­ხავს შენს სა­ხე­ზე ქედ­მაღ­ლო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბი­სა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხან ივა­ნიშ­ვი­ლის (რა გეშ­ვე­ლე­ბო­დათ ზო­გი­ერ­თებს, ივა­ნიშ­ვი­ლი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ვის გა­ლან­ძღავ­დით?) ქვე­შევ­რ­დომს გი­წო­დე­ბენ და საქ­მის უცო­დი­ნარს, მა­ინც არ კარ­გავ იმედს, რომ ოდეს­მე მიხ­ვ­დე­ბი­ან, რა სი­კე­თე­საც აკე­თებ.
იცით, რა­ტომ ავირ­ჩი­ეთ ეს ადა­მი­ა­ნი მე­რად? იმი­ტომ, რომ მოგ­ვ­ბეზ­რ­და თქვე­ნი გა­ან­ჩხ­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის ყუ­რე­ბა, სხვი­სი ლან­ძღ­ვის მოს­მე­ნა და სა­კუ­თა­რი უმ­ს­გავ­სო­ბე­ბის არ­და­ნახ­ვა, არა­ღი­ა­რე­ბა. თქვენ რომ გა­აზ­რე­ბუ­ლად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­გენ­გ­რი­ათ ის ძვე­ლი წყო­ბა და ახ­ლის აშე­ნე­ბა ისე და­გეწყოთ, იქ­ნებ ეს სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა, შიმ­ში­ლი და სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას არ გა­ნე­ცა­და. ის სა­ში­ნე­ლი 30-იანი წლე­ბი, რო­მე­ლიც ხალ­ხის მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არ იშ­ლე­ბა და ის­ტო­რია სა­მუ­და­მოდ შე­ი­ნა­ხავს, გა­ნა ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წყო­ბის­თ­ვის უცხოა? არა, ბა­ტო­ნე­ბო, თქვენც იმ სა­ში­ნე­ლი სიკ­ვ­დი­ლით, გა­ჭირ­ვე­ბით, წარ­თ­მე­ვა-წაგ­ლე­ჯი­თა და ომე­ბით მო­იყ­ვა­ნეთ დე­მოკ­რა­ტია. უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რ­და ჩაწ­ვა მი­წა­ში, უამ­რავ ოჯახს არ ღირ­სე­ბია შვი­ლის საფ­ლა­ვი, შიმ­შილ­მა და უიმე­დო­ბამ უამ­რავ ადა­მი­ანს მო­უს­წ­რა­ფა სი­ცოცხ­ლე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "დაქ­რის" სა­ში­ნე­ლი ავად­მ­ყო­ფო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს მო­მა­ვალს, სულ თო­თო შთა­მო­მა­ვალს უს­წ­რა­ფებს სი­ცოცხ­ლეს. მითხა­რით ერ­თი, რის ფა­სად? ეს არის სა­ნუ­კვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა? ან სა­ერ­თოდ, რა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა? ნუ­თუ ის არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თვით ქვეყ­ნის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­აც კი სხვა­თა დახ­მა­რე­ბი­სა და ყუ­რის აწე­ვის გა­რე­შე რომ ვერ მიგ­ვი­ღია? ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დას­ჯი­ლი დამ­ნა­შა­ვე სტრას­ბურ­გის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­უ­მარ­თ­ლე­ბი­ათ და პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რე­ბად უღი­ა­რე­ბი­ათ. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ღირ­სე­ბია ქვე­ყა­ნას, რომ­ლის საზღ­ვ­რებს უამ­რა­ვი ქარ­თ­ვე­ლი გა­ურ­ბის და სხვა ქვეყ­ნებს აფა­რე­ბენ თავს. აქ იბა­დე­ბი­ან და იზ­რ­დე­ბი­ან თა­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძვე­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სულ სხვა წე­სე­ბით იზ­რ­დე­ბი­ან, ყა­ლიბ­დე­ბი­ან. გა­ნა შე­ძ­ლე­ბე­ნ სხვა მი­წა-წყალ­ზე გაზ­რ­დი­ლი თა­ო­ბე­ბი ამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რ­დი­ლი, გა­ჭირ­ვე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის წუ­ხი­ლის გა­გე­ბას? რო­მე­ლი ერ­თი პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი კითხ­ვა უნ­და და­ის­ვას, ადა­მი­ა­ნე­ბო? სად მიგ­ვიყ­ვანს ამ ქრის­ტი­ან ერს ამ­დე­ნი მუს­ლი­მა­ნუ­რი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­თა მი­ერ ქარ­თუ­ლი მი­წა-წყლის და­პატ­რო­ნე­ბა? სად ხე­დავთ ქარ­თ­ვე­ლე­ბო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ დღეს?
მდიდ­რე­ბი და ღა­რი­ბე­ბი ყო­ველ­თ­ვის იყ­ვ­ნენ და იქ­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი. იცხოვ­რეთ ისე, რო­გორც თქვენ გსურთ, მაგ­რამ ისე, რომ სხვა არ შე­უ­რაცხ­ყოთ, არ და­ჩაგ­როთ და არ დას­ცი­ნოთ.
თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის სულ­სა და გულ­ში უნ­და იყოს.
წლე­ბი გარ­ბის, ჩე­მი თა­ო­ბის დღე­ე­ბი და წუ­თე­ბი ით­ვ­ლე­ბა და რა მიგ­ვ­ყ­ვე­ბა სა­უ­კუ­ნო სა­სუ­ფე­ველ­ში? მხო­ლოდ შე­ლა­ხუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, და­მად­ლე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლე, ფიქ­რი იმა­ზე, რომ არა­რა­ო­ბე­ბი ვყო­ფილ­ვართ, არც გვიშ­რო­მია, არც არა­ფე­რი შეგ­ვიქ­მ­ნია და ამი­ტო­მაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბალ, და­უ­ფა­სე­ბელ ფე­ნად ვი­ქე­ცით, უბ­რა­ლოდ, პენ­სი­ო­ნე­რე­ბი კი გვქვია. რა­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია გარ­და იმი­სა, რომ სხვა თა­ო­ბის ანუ მო­მა­ვალ პენ­სი­ო­ნე­რებს მა­ინც, და­ფა­სე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლე ვუ­სურ­ვოთ, მათ მა­ინც გა­უ­თენ­დეთ უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი და ეს კე­თი­ლი დღე თქვენ უნ­და გა­ა­თე­ნოთ კა­ხი, მა­მუ­კა, არ­ჩილ, ზა­ალ, თა­მარ, მა­რი­ამ... ღმერ­თ­მა გამ­რავ­ლოთ შვი­ლე­ბო და შე­გა­ნახ­ვი­ნოთ ქარ­თუ­ლი ადათ-წე­სე­ბი. უკ­ვ­და­ვი მი­წა-წყა­ლი, რომ­ლის და­სა­კუთ­რე­ბას ასე ცდი­ლო­ბენ უცხო­ე­ლე­ბი. უშ­ვე­ლეთ ამ და­ლოც­ვილ ქვე­ყა­ნას.

ძვირ­ფა­სო რე­დაქ­ცია, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უამ­რავ ადა­მი­ანს ჩემ­ზე მე­ტად შე­უძ­ლია დღე­ვან­დე­ლო­ბის უკუღ­მარ­თო­ბის და­ნახ­ვა და აზ­რის გა­მოთ­ქ­მა, მაგ­რამ მეც მათ­ქ­მე­ვი­ნეთ! ჩემს გუ­ლის­ტ­კი­ვილს ასე სა­ხალ­ხოდ მხო­ლოდ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით თუ გა­მოვ­თ­ქ­ვამ. აი, ქა­ლე­ბის პრო­ტესტს კი მეც ვუ­ერ­თ­დე­ბი და მივ­მარ­თავ მან­დი­ლოს­ნებს: თა­ნას­წო­რო­ბა, იცოცხ­ლეთ, კარ­გია, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მა, შე­ნი მან­კი­ე­რე­ბის სხვის თავ­ზე არ­მოხ­ვე­ვა და ლა­პა­რა­კის მოს­მე­ნის, პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სა და ჩაც­მის კულ­ტუ­რა შეგ­ვე­სის­ხ­ლ­ხორ­ცე­ბი­ნოს ყვე­ლას.
დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცოცხ­ლის დღე­ებ­ში თქვენ­თ­ვის მლოც­ვე­ლი ლე­ი­ლა კა­კა­ბა­ძე".
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

"და კი­დევ, ჩე­მი რწმე­ნით, ერ­თი მან­კი­ე­რი კა­ნო­ნი და­ი­დებს ბი­ნას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ეს არის ნარ­კო­ტი­კის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია. ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, რო­მელ­საც არ შე­ხე­ბია ეს პრობ­ლე­მა. რამ­დე­ნად არის ეს ავად­მ­ყო­ფო­ბა, ამა­ზე ვერ ვიმ­ს­ჯე­ლებ, მაგ­რამ არის თან­და­ყო­ლი­ლი და შე­ძე­ნი­ლი ავად­მ­ყო­ფო­ბე­ბი. ნარ­კო­მა­ნი­ას _ ამ მავ­ნე ჩვე­ვას მო­ზარ­დო­ბი­სას ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი. არის დრო­ის სულ მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც მშობ­ლებს არ უნ­და გა­მორ­ჩეთ. დღეს ახალ­გაზ­რ­დებს ძა­ლი­ან ბევ­რი დრო აქვთ უსაქ­მუ­რო­ბის­თ­ვის. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი დი­ლით სკო­ლა­ში კი მი­დი­ან, მაგ­რამ რჩე­ბი­ან თუ არა ბო­ლომ­დე გაკ­ვე­თი­ლებ­ზე? _ ამას რო­გორც სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბიც უნ­და აკონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ. თუ არა დე­და, სხვა ვინ შე­ამ­ჩ­ნევს შვი­ლის ცხოვ­რე­ბის სტი­ლის ცვა­ლე­ბა­დო­ბას? მო­ზარ­დი ხომ უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­ღა­ცას ჰბა­ძავს. ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბა­ში ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბას. იჩენს სა­მე­გობ­რო წრეს და ღმერ­თ­მა ნუ ქნას, მის სა­მე­გობ­რო წრე­ში თუნ­დაც ერთს ჰქონ­დეს გა­სინ­ჯუ­ლი ამ ავად სახ­სე­ნე­ბე­ლი ნარ­კო­ტი­კის გე­მო, ის ერ­თი სხვებ­საც ჩა­ით­რევს. სხვა­გან ნუ ვე­ძებთ გა­ჩე­ნი­ლი სატ­კივ­რის მი­ზეზს, მი­ზე­ზი თი­თო­ე­ულ ოჯახ­შია, თი­თო­ე­ულ დე­და­ში. დე­დე­ბო, უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა, უფ­რო მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი და შვი­ლის დღის რე­ჟი­მის კონ­ტ­რო­ლია სა­ჭი­რო! კონ­ტ­რო­ლი ისე, რომ ბავ­შ­ვის­თ­ვის შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი არ იყოს. აი თქვენ კი, ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, თქვე­ნი­ვე სურ­ვი­ლით თავს ნუ მო­ახ­ვევთ სხვას ამ მავ­ნე ჩვე­ვას. ეს სა­ში­ნე­ლე­ბა ჩვენს თა­ო­ბებს მო­წამ­ლავს და ხე­ლი­დან გა­მოგ­ვაც­ლის მათ ჯან­საღ სი­ცოცხ­ლეს. არა, არა და არა! ეს ავად­მ­ყო­ფო­ბა კი არა, მავ­ნე, თა­ნაც, შე­ძე­ნი­ლი ჩვე­ვა­ა".

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
06.01.2018
კალაძემ ერთი კვირის მერმა გაგიძვირა გაზი, შუქი, რას იტყი პატარა ბარბარე რაფალიანცზე ან "აყვავებულ"კრიმინალზე, ყოველდღიურ მკვლელობებზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე (თუ ერკვევი რას ნიშნავს)-ეს მცირე ჩამონათვალია რაც კალაძის ხროვამ მოიტანა ქვეყანაში. კალაძის 2 ავტოგოლი და 3 მილიონი ლარი საახალწლო განათებაში-რატომ იტალიიდან, ქალბატონო გეტყობათ არჩევნებზე თქვენც 15 ლარი გადმოგიგდეს და შემოხაზეთ 41. ლაძის 2 ავტოგოლი
ნანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კა­ცი, რო­მე­ლიც თავს ახა­ლი თა­ო­ბის მონ­ტე კრის­ტოს უწოდებს

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი