ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი ფი­ზი­კო­სი სიმ­სივ­ნი­სა­გან გან­კურ­ნე­ბის მე­გაპ­რო­ექ­ტ­ში
font-large font-small
ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი ფი­ზი­კო­სი სიმ­სივ­ნი­სა­გან გან­კურ­ნე­ბის მე­გაპ­რო­ექ­ტ­ში
ამ­ჟა­მად ლა­დო ლე­გოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სკო­ლა­ში პე­და­გო­გად მუ­შა­ობს და ბავ­შ­ვებს "მო­მავ­ლის გა­ნათ­ლე­ბას" გა­დას­ცემს...

ლა­დო ლა­ბა­ძემ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნი­გო­ზეთ­ში და­ამ­თავ­რა. ექი­მო­ბა­სა და ფი­ზი­კო­სო­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი უკა­ნას­კ­ნელ­ზე შე­ა­ჩე­რა და ახ­ლა უკ­ვე ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტის მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სტუ­დენ­ტია. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით შერ­ჩე­უ­ლი ხუ­თი სტუ­დენ­ტი­დან ერთ-ერ­თი იყო, ვინც შოტ­ლან­დი­ა­ში, ფი­ზი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში (ICPS) მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ერთ-ერ­თი აღ­მოჩ­ნ­და ოთხ სტუ­დენტს შო­რის, ვინც ფი­ზი­კოს გია დვა­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ნა­ხე­ვარ­მი­ლი­არ­დი­ან პრო­ექ­ტ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა... ამ­ჟა­მად ლა­დო ლე­გოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სკო­ლა­ში პე­და­გო­გად მუ­შა­ობს და ბავ­შ­ვებს "მო­მავ­ლის გა­ნათ­ლე­ბას" გა­დას­ცემს... მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის აგე­ბას, ფი­ზი­კის კა­ნო­ნებს, პროგ­რა­მი­რე­ბას, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის შექ­მ­ნას, მე­ქა­ნი­კუ­რი ენერ­გი­ის ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ად გარ­დაქ­მ­ნას ას­წავ­ლის... ახ­ლა­ხან მათ­თან ერ­თად რო­ბო­ტი შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა მოძ­რა­ო­ბა­სა და ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებს...


- სა­ერ­თოდ, ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ით შექ­მ­ნილ რო­ბო­ტებ­ში ორი ტვი­ნია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ერ­თი ამუ­შა­ვებს კომ­პი­უ­ტე­რი­დან გაგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მე­ო­რე კი ბრძა­ნე­ბებს ას­რუ­ლებს. ჩვენ ექ­ვ­სი ძრა­ვა და სენ­სო­რე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. რო­ბო­ტი მუ­შა­ო­ბას პა­რო­ლის შეყ­ვა­ნით იწყებს. შე­ხე­ბის სენ­სო­რე­ბი აფიქ­სი­რებს და გა­დას­ცემს ინ­ფორ­მა­ცი­ას. ორი ულ­ტ­რაბ­გე­რი­თი სენ­სო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვ­დის პირ­ველ და მე­ო­რე ტვინს, ზო­მავს მან­ძილს, უშ­ვებს ულ­ტ­რაბ­გე­რებს. თუ დაბ­რ­კო­ლე­ბა შეხ­ვ­დე­ბა, აირეკ­ლავს, საზღ­ვ­რავს სიჩ­ქა­რე­სა და დროს. აქვს ხმის სენ­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ტა­შის დაკ­ვ­რა­ზე რე­ა­გი­რე­ბენ. ამ რო­ბო­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რ­ცე­ლე­ბამ, დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. გვთხო­ვენ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას, მაგ­რამ ის არ არ­სე­ბობს. ლე­გო თა­ვის ბა­ზა­ზე რო­ბო­ტის შექ­მ­ნი­სას ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­საც ქმნის. ამის­თ­ვის რო­ბო­ტის ხე­ლა­ხა­ლი დაშ­ლა და თა­ვი­დან აწყო­ბაა სა­ჭი­რო. სხვა­თა შო­რის, ამით დი­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­გე­ბის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამას არ ვა­პი­რებთ.
- პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სი ლე­გოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სკო­ლა­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნ­დი?
- აქ მუ­შა­ო­ბა სა­მი წლის წინ შე­მომ­თა­ვა­ზეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ კურ­სის შე­სა­ხებ არა­ვინ იცო­და და თავ­და­პირ­ვე­ლად, ბავ­შ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად, უცხო­ე­ლებს, სა­ელ­ჩო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მოჰ­ყავ­დათ. მხო­ლოდ სა­მი ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვი სწავ­ლობ­და. ბავ­შ­ვი რა­ცი­ო­ნა­ლურ აზ­როვ­ნე­ბას 6-7 წლის ასაკ­ში იწყებს და გან­ზო­მი­ლე­ბის გარ­ჩე­ვის უნა­რი უვი­თარ­დე­ბა. სიბ­რ­ტყე­ზე მო­ცე­მუ­ლი ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ინ­ს­ტ­რუქ­ცია სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნად უნ­და წარ­მო­იდ­გი­ნოს. ოთხ წლამ­დე მას უჭირს ამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ხედ­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას კარ­გად ვერ კითხუ­ლობს. რო­ბო­ტექ­ნი­კის შეს­წავ­ლა განსაკუთრებულად კარ­გია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ვი­საც მო­ტო­რი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ამით მო­ზარდს უვი­თარ­დე­ბა გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბი­სა და გამ­ჭ­რი­ა­ხო­ბის, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბი­სა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის უნა­რი.
- ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სა და ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ნა­ხე­ვარ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი მე­გაპ­რო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში იმ ოთხ სტუ­დენტს შო­რის აღ­მოჩ­ნ­დი, ვინც მას­ში უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს... ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ვინ მი­ი­ღო?
- გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ვი­ღე. პრო­ექ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი კი, ფი­ზი­კო­სე­ბი - გია დვა­ლი და თე­მურ ლომ­თა­ძე არი­ან. სიმ­სივ­ნის ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პია მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის ერთ-ერთ უახ­ლეს მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თე­რა­პი­ის მე­თო­დია, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნად ანად­გუ­რებს კი­ბოს უჯ­რე­დებს, ჯან­სა­ღი უჯ­რე­დე­ბის და­უ­ზი­ა­ნებ­ლად. სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბის შე­სა­სუს­ტებ­ლად დღეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხი­ვე­ბი, სა­ნამ სიმ­სივ­ნის უჯ­რე­დე­ბამ­დე მი­აღ­წევს, "გზა­ში" სხვა უჯ­რე­დებს აზი­ა­ნებს. ად­რო­ნუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი კი ძი­რი­თად ენერ­გი­ას ტრა­ექ­ტო­რი­ის ბო­ლო წერ­ტილ­ზე გა­მო­ყო­ფენ. შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ სიმ­სივ­ნის უჯ­რე­დებს კლა­ვენ. პრო­ექ­ტი შვიდ­წ­ლი­ა­ნია და ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს. ორი წე­ლია გათ­ვ­ლი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აგე­ბა­ზე, რო­მე­ლიც კვლე­ვა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და სტუ­დენ­ტე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას მი­ი­ღებს. ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი კი, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით მეტ დრო­სა და რე­სურსს მო­ითხოვს, ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ანუ სიმ­სივ­ნი­სა­გან გან­კურ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვებს. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შედ­გე­ბა ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (CERN), იტა­ლი­ის ონ­კო­ლო­გი­უ­რი ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან (CNAO) და იტა­ლი­ის ბირ­თ­ვუ­ლი ფი­ზი­კის ეროვ­ნულ ინ­ს­ტი­ტუტ­თან (INFN). ეს ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი ქარ­თულ მხა­რეს ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვი­თი ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის საქ­მე­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ცერ­ნ­თან უკ­ვე გა­ფორ­მ­და. თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი საწყის ეტაპ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოვ­ლენ და უშუ­ა­ლოდ ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან ამაჩ­ქა­რებ­ლის აგე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექ­ტ­ში ჩემს ჩარ­თ­ვას, რე­კო­მენ­და­ცია გია დვალ­მა გა­მი­წია. მა­ლე რომ­ში, ფრას­კა­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში წა­ვალთ, სექ­ტემ­ბ­რი­დან კი სწავ­ლას სა­პი­ენ­სა­ში, ამაჩ­ქა­რებ­ლის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვაგ­რ­ძობთ. კომ­პ­ლექ­სუ­რად შე­ვის­წავ­ლით ინ­ჟი­ნე­რი­ას, პროგ­რა­მი­რე­ბას, მა­თე­მა­ტი­კას, ფი­ზი­კას. შემ­დეგ კი დავ­ბ­რუნ­დე­ბით და პრო­ექ­ტ­ში ჩა­ვერ­თ­ვე­ბით - სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
20 წლის იყო, ევროპაში რომ გაემგზავრა და მას შემდეგ მოგზაურობით მოიხიბლა.
"პალიტრანიუსის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციური გადაცემა - "ტყვიის საფასური", ერთი წელია უკვე, ტელეეთერში ყოველ შაბათს გადის.
ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების აჟიოტაჟის ფონზე, პრეზიდენტის როლის შემსრულებელს (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"), მსახიობსა და რეჟისორ კახა გოგიძეს ვესაუბრეთ და გავარკვიეთ: რის გამო ბრაზობს "პრეზიდენტი" და რას მიიჩნევს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად?..
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.