ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა დი­ა­ბე­ტი­ა­ნე­ბის­თ­ვის
font-large font-small
ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა დი­ა­ბე­ტი­ა­ნე­ბის­თ­ვის
კვლე­ვის მი­ზან­სა და შე­დე­გებ­ზე მა­რი­ა­სა და გი­ორ­გის ვე­სა­უბ­რეთ...


ახ­ლა­ხან ნორჩ მეც­ნი­ერ­თა და გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­მა, მა­რია ერა­ძემ და გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გის, სო­ფიო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ბი­ო­ლო­გი­ის სფე­რო­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს. მოს­წავ­ლე­ებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მცე­ნა­რე­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლის­გან ახა­ლი თა­ო­ბის მა­ღა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და და­ბა­ლი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სის მქო­ნე, ვი­ტა­მი­ნე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი დი­ა­ბე­ტუ­რი პრო­დუქ­ტი შე­ი­მუ­შა­ვეს.

კვლე­ვის მი­ზან­სა და შე­დე­გებ­ზე მა­რი­ა­სა და გი­ორ­გის ვე­სა­უბ­რეთ...
გი­ორ­გი:
- ცხოვ­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი რიტ­მი, მი­სი თა­ნამ­დე­ვი სტრე­სი და არას­წო­რი კვე­ბა სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბის, მათ შო­რის, დი­ა­ბე­ტის გა­მომ­წ­ვე­ვია. ჩვე­ნი კვლე­ვის სა­გა­ნიც სწო­რედ დი­ა­ბე­ტია, რად­გან ფარ­თო­დაა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ეკო­ლო­გი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა და არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­მო, მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ტებს. პრო­ექ­ტი რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტურ ანე­მი­ა­ზეც გვქონ­და, მაგ­რამ დი­ა­ბე­ტი მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია და ჩვენც, კვლე­ვის მიზ­ნად მი­სი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და­ვი­სა­ხეთ.
- სა­მე­დი­ცი­ნო თე­მით რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით, ამ სფე­როს­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხომ არ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?
- ოჯახ­ში ექი­მი არ გვყავს. ბე­ბიაა კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი. ეს თე­მა ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. თუმ­ცა, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ ვა­პი­რებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას უფ­რო ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვი­ღებ.
მა­რია:
- დე­დაც და მა­მაც ექი­მე­ბი არი­ან, თუმ­ცა, პი­რა­დად მე ქი­მია-ბი­ო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებს.
- და­ვიწყოთ კვლე­ვის საწყი­სი ეტა­პით. საკ­ვ­ლე­ვი კულ­ტუ­რე­ბი რის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩი­ეთ?
- კვლე­ვის საწყის ეტაპ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­ც­ვ­ლო­ვა­ნი და პარ­კო­სა­ნი ნედ­ლე­უ­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ. უპი­რა­ტე­სო­ბას ისეთ კულ­ტუ­რებს ვა­ნი­ჭებ­დით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოდით­გან­ვე ტრა­დი­ცი­ულ კულ­ტუ­რე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და და ჩვენ­თ­ვი­საც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო. შე­ვარ­ჩი­ეთ მარ­ც­ვ­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი - ხორ­ბა­ლი და ჯიჯ­ლა­ყა (ა­მა­რან­ტი) და პარ­კო­სა­ნი კულ­ტუ­რე­ბი - ოს­პი და სო­ი­ის მარ­ც­ვა­ლი. სო­ი­ის მარ­ც­ვა­ლი სხვა კულ­ტუ­რე­ბის­გან სა­ხა­მებ­ლის ანუ ნახ­შირ­წყ­ლე­ბის და­ბა­ლი შემ­ც­ვე­ლო­ბით (17.3%) გა­მო­ირ­ჩე­ვა და შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნონ დი­ა­ბე­ტი­ან­თა საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში.
გი­ორ­გი:
- რად­გან დი­ა­ბე­ტი­ან­თა კვე­ბა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­ბა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და მა­ღა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ად­ვი­ლად მო­სა­ნე­ლე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ესა თუ ის მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი შე­ი­ცავს, მარ­ც­ვ­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბი­სა და გა­ღი­ვე­ბის პრო­ცეს­ში იშ­ლე­ბა, რაც უკ­ვე ორ­გა­ნიზ­მ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ღი­ვე­ბუ­ლი და აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი მარ­ც­ვ­ლე­ბი კი ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის უფ­რო მარ­ტი­ვი შე­სათ­ვი­სე­ბე­ლია, რად­გან ამი­ნომ­ჟა­ვებს და ცხი­მის მო­ნო­მე­რებს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ეკარ­გე­ბათ და ორ­გა­ნიზ­მი მათ, რო­გორც მხო­ლოდ `სა­შენ მა­სა­ლას~, ისე იღებს. მარ­ც­ვ­ლის გა­ღი­ვე­ბას კლა­სი­კუ­რი მე­თო­დით ვახ­დენ­დით, რის­თ­ვი­საც მას გა­სა­ჯირ­ჯ­ვებ­ლად 6-8 სა­ა­თი ვალ­ბობ­დით, 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი აღ­მო­ცენ­დე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, საკ­ვე­ბად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მარ­ც­ვ­ლის ღი­ვის სიგ­რ­ძე არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს 2 მმ-ს, რად­გან ზუს­ტად ამ მო­მენ­ტ­შია ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანუ `სა­შე­ნი მა­სა­ლის~ რა­ო­დე­ნო­ბა - ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი. ეს ეტა­პი ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რია საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის კი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო. ამი­ტომ, სწო­რედ ამ დროს ვი­ღებ­დით ნი­მუ­შებს სა­ა­ნა­ლი­ზოდ და ვსაზღ­ვ­რავ­დით მათ­ში ძი­რი­თად საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებ­სა და მიკ­რო­ნუტ­რი­ენ­ტებს.
- გა­ღი­ვე­ბუ­ლი მარ­ც­ვ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მა­თი ენე­რგე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც იკ­ლებს?
- დი­ახ, გა­ღი­ვე­ბის პრო­ცეს­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, 50%-ით იკ­ლებ­და, ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 30-40%-ით იმა­ტებ­და. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მაკ­რო და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის კი - გა­ი­ზარ­და. გა­ღი­ვე­ბის შემ­დეგ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და მარ­ც­ვ­ლის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა: ხორ­ბ­ლის­თ­ვის - 35%-ით, ამა­რან­ტის­თ­ვის 50%-ით, სო­ი­ის­თ­ვის - 59%-ით, ოს­პის­თ­ვის - 56%-ით.
მა­რია:
- კვლე­ვის შემ­დ­გომ ეტაპ­ზე, მარ­ც­ვ­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბის პრო­ცეს­ში, სას­მე­ლი წყა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით, ბორ­ჯო­მით, ნა­ბეღ­ლა­ვი­თა და წყალ­ტუ­ბოს სუს­ტი რო­დო­ნის შემ­ც­ვე­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლით შევ­ც­ვა­ლეთ, რა­მაც გა­ჯირ­ჯ­ვე­ბის პრო­ცე­სი 1.5-3 სა­ა­თით, გა­ღი­ვე­ბის კი 1.5-2 დღით და­აჩ­ქა­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, მარ­ც­ვ­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბის პრო­ცეს­ში მარ­ც­ვალ­ში არ­სე­ბუ­ლი ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მაკ­რო და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს წყლი­დან შე­ივ­სე­ბენ და ადა­მი­ა­ნის­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა. მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას იზ­რ­დე­ბო­და ვი­ტა­მი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. მა­გა­ლი­თად, `ბორ­ჯო­მი­სა~ და ნა­ბეღ­ლა­ვის წყალ­ში ისი­ნი, საწყი­სი რა­ო­დე­ნო­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 50%-ით გა­ი­ზარ­და.
- რო­გო­რი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სი აღ­მო­აჩ­ნ­და საკ­ვ­ლევ პრო­დუქ­ტებს?
- სა­ბო­ლო­ოდ, მი­ვი­ღეთ დი­ა­ბე­ტუ­რი პუ­რი, სო­ი­ის რძე და მის­გან მი­ღე­ბუ­ლი ხა­ჭო. სა­ერ­თოდ, დი­ა­ბე­ტი­ა­ნე­ბის საკ­ვებ­ში გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სი უნ­და იყოს 40-ზე დაბ­ლა. ჩვენს პურს 28, სო­ი­ის რძის პრო­დუქ­ტებს 17, ზო­გი­ერთ პრო­დუქტს კი უფ­რო და­ბა­ლი ინ­დექ­სიც ჰქონ­და. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ჩ ვი­ტა­მი­ნი­სა და სხვა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და, ამ პრო­დუქ­ტებს არა მხო­ლოდ შე­ი­თავ­სებს დი­ე­ტუ­რი რა­ცი­ო­ნი, არა­მედ იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და სხვა­დას­ხ­ვა სიმ­პ­ტო­მის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს.
- ე.ი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ა­ბე­ტუ­რი პუ­რი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უფ­რო და­ბა­ლი ინ­დექ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი და ბევ­რად უფ­რო სა­სარ­გებ­ლო პუ­რი მი­ი­ღეთ...
- ჩვენ და­ვა­მუ­შა­ვეთ დი­ა­ბე­ტუ­რი პუ­რის ახა­ლი ასორ­ტი­მენ­ტი, სა­დაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია შერ­ჩე­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლი ფქვი­ლის სა­ხით და გა­ღი­ვე­ბუ­ლი მარ­ც­ვა­ლი. ეს ასორ­ტი­მენ­ტი არის ახა­ლი თა­ო­ბის, მა­ღა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტი. ჩვენ მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა ინ­გ­რე­დი­ენ­ტებ­მა უზ­რუნ­ველ­ყო მზა ნა­წარ­მის შე­ნახ­ვის ვა­დის გაზ­რ­და სა­შუ­ა­ლოდ 2 დღით. შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ის ინა­ხე­ბა 4-5 დღე.
- ხომ არ აპი­რებთ ეს პრო­დუქ­ტე­ბი წარ­მო­ე­ბა­ში ჩა­უშ­ვათ?
- ჯერ ვერ შევ­ძ­ლებთ, რად­გან სრულ­წ­ლოვ­ნე­ბი არ ვართ. სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვა­მა­ტებთ იმა­ვე პრინ­ცი­პით წარ­მო­ე­ბულ მარ­მე­ლად­სა და სო­ი­ის ხა­ჭოს. პა­ტენ­ტი უკ­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი გვაქვს. უკ­ვე და­ვა­რე­გის­ტ­რი­რეთ და ამ კვლე­ვას `და ვინ­ჩის~ ოლიმ­პი­ა­და­ზეც გა­ვი­ტანთ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
20 წლის იყო, ევროპაში რომ გაემგზავრა და მას შემდეგ მოგზაურობით მოიხიბლა.
"პალიტრანიუსის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციური გადაცემა - "ტყვიის საფასური", ერთი წელია უკვე, ტელეეთერში ყოველ შაბათს გადის.
ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების აჟიოტაჟის ფონზე, პრეზიდენტის როლის შემსრულებელს (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"), მსახიობსა და რეჟისორ კახა გოგიძეს ვესაუბრეთ და გავარკვიეთ: რის გამო ბრაზობს "პრეზიდენტი" და რას მიიჩნევს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად?..
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.