ექ­ვ­სი ჯა­რის­კა­ცის ამ­ბა­ვი და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბა­ში
font-large font-small
ექ­ვ­სი ჯა­რის­კა­ცის ამ­ბა­ვი და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბა­ში
"იძუ­ლე­ბუ­ლია, ახალ­წ­ვე­უ­ლებ­თან იყოს უხე­ში, რა­თა მათ სი­ცოცხ­ლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს"


მი­სი­სი­პის შტა­ტის ქა­ლაქ ბი­ლოქ­ს­ში, ახალ­წ­ვე­უ­ლე­ბი ათ­კ­ვი­რი­ა­ნი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბის გა­სავ­ლე­ლად მა­ტა­რებ­ლით მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან. აქ საწ­ვ­რ­თ­ნელ ბა­ზა­ზე 6 გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის, წარ­სუ­ლის, ხა­სი­ა­თის, გე­მოვ­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ღი­რებ­ულე­ბე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დას, რე­ა­ლურ სამ­ყა­როს­თან შე­ჯა­ხე­ბა პირ­ვე­ლად უხ­დე­ბა. ყა­ზარ­მა­ში მოხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი დღი­დან უწევთ მკაც­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ბრძა­ნე­ბე­ბის მოს­მე­ნა თუ შეს­რუ­ლე­ბა, უგე­მურ საკ­ვებ­თან შე­გუ­ე­ბა, ჭა­ობ­ში სი­ა­რუ­ლი­სა და უამ­რა­ვი აზიდ­ვის, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვის ატა­ნა. არა­ვინ იცის, რა ელით მო­მა­ვალ­ში. შე­იძ­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თის სი­ცოცხ­ლე არცთუ ისე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი აღ­მოჩ­ნ­დეს, ზო­გი­ერ­თ­მა შე­საძ­ლოა, ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მა მი­ი­ღოს ან გა­უ­მარ­თ­ლოს და უვ­ნებ­ლად დაბ­რუნ­დეს ბრძო­ლის ვე­ლი­დან. ახალ­გაზ­რ­დე­ბის ამ­ბის მთხრო­ბ­ლად იუჯინ ჯე­რო­მი გვევ­ლი­ნე­ბა, რო­მელ­საც სურს, მწე­რა­ლი გახ­დეს. ის სხვა ბი­ჭებ­თან ერ­თად, მშობ­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­გან შორს მყო­ფი, მკაცრ სამ­ყა­როს­თან პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა...


"ბი­ლოქ­სი ბლუ­ზი" ამე­რი­კე­ლი დრა­მა­ტურ­გის, ნილ სა­ი­მო­ნის ნა­ხევ­რად ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია და მწერ­ლის ტრი­ლო­გი­ის "ბრა­ი­ტონ­ბი­ჩის მე­მუ­ა­რე­ბის" მე­ო­რე ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. ავ­ტორ­მა პი­ე­სა 1983 წელს და­წე­რა და ერ­თი წლის შემ­დეგ, მას უკ­ვე ლოს-ან­ჯე­ლე­სი­სა და ნიუ-იორ­კის თე­ატ­რებ­ში წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ. პი­ე­სა დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. ამ­ჯე­რად, მას თბი­ლი­სის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის დიდ სცე­ნა­ზე, რე­ჟი­სო­რი დი­მა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი (თა­ნა­შემ­წე თა­მაზ ქა­რა­უ­ლი) და ქარ­თ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

დი­მა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი (რე­ჟი­სო­რი):

- 4 წლის წინ, ამ თე­ატ­რ­ში რომ მოვ­დი­ო­დი, მა­შინ­ვე მინ­დო­და "ბი­ლოქ­სი ბლუ­ზის" დად­გ­მა, ანუ რო­ცა და­ვიწყე ფიქ­რი რე­პერ­ტუ­არ­ზე, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბა­ზე იქ­ნე­ბო­და გათ­ვ­ლი­ლი, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ეს პი­ე­სა გა­მახ­სენ­და, მაგ­რამ და­სი შე­სა­ბა­მი­სად უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. ის ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც "ბი­ლოქ­სი­ში" თა­მა­შო­ბენ, სა­მი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემ­თან და სხვა რე­ჟი­სო­რებ­თან არა­ერთ სპექ­ტაკ­ლ­ში იყ­ვ­ნენ და ნელ-ნე­ლა იზ­რ­დებო­დ­ნენ ისე­თი რთუ­ლი სპექ­ტაკ­ლის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­გო­რი­ცაა - შექ­ს­პი­რის "ა­ურ­ზა­უ­რი არაფ­რის გა­მო" და დღეს უკ­ვე ნილ სა­ი­მო­ნის "ბი­ლოქ­სი ბლუ­ზი". მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი­დი, მო­წო­დე­ბით უფ­რო მე­ტად, პე­და­გო­გი ვარ და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ახალ თა­ო­ბა­ში ვხე­დავ. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ძვე­ლი და შუა თა­ო­ბა იყოს მი­ვიწყე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, ეს ორი სპექ­ტაკ­ლი: "ა­ურ­ზა­უ­რი არაფ­რის გა­მო" და "ბი­ლოქ­სი ბლუ­ზით" გა­ვა­კე­თე პრინ­ცი­პუ­ლი გა­ნაცხა­დი­ვით, რომ ამ თე­ატ­რ­ში ახა­ლი თა­ო­ბა მო­ვი­და. ახ­ლა ვა­პი­რებ დავ­დ­გა "სე­ი­ლე­მის პრო­ცე­სი", რო­მელ­შიც იქ­ნე­ბი­ან მხო­ლოდ შუა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბი და­სი არ ჰყავს ჩვენს თე­ატრს, მაგ­რამ წლო­ბით, მათ­ზე არა­ვის უფიქ­რია. ნამ­დ­ვი­ლად ვე­რა­ვის გა­მო­ვუ­ტან გა­ნა­ჩენს, მაგ­რამ ფაქ­ტია, აქა­ურ სცე­ნა­ზე დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი დრა­მა­ტურ­გია იყო. ზღა­პა­რიც კი, რო­მე­ლიც რე­პერ­ტუ­არ­ში გვაქვს, უნ­და იყოს სე­რი­ო­ზუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი და მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც დღეს თა­მა­შობს კურ­დღელს, ძაღლს, ბა­ყაყს და ა.შ. მე­ტი მონ­დო­მე­ბით, ინი­ცი­ა­ტი­ვითა და სა­კუ­თა­რი თა­ვის წა­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლით ითა­მა­შებს, რო­ცა ეცო­დი­ნე­ბა, რომ ხვალ ან სა­ღა­მოს სპექ­ტაკ­ლ­ში უნ­და ითა­მა­შოს "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში", "ბი­ლოქ­სი ბლუზ­ში" და ა.შ. ასე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ და­სის ფორ­მას და ვიზ­რუ­ნებთ მის მა­ღალ ხა­რის­ხ­ზე, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის ძა­ლი­ან ერთ­ფე­რო­ვა­ნი და მო­საწყე­ნი იქ­ნე­ბა.

ვა­ნო დუგ­ლა­ძე (სერ­ჟან­ტი ტუ­მი):

- პი­რა­დად მე, სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში არ ვყო­ფილ­ვარ და რო­გორც ვი­ცი, ჩვენ­გან მხო­ლოდ ორი მსა­ხი­ო­ბია ნამ­ყო­ფი. ნილ სა­ი­მო­ნი ძა­ლი­ან კარ­გი დრა­მა­ტურ­გია. პი­ე­სა ისე კარ­გად არის აწყო­ბი­ლი და თი­თო­ე­ულ პერ­სო­ნაჟს ისე­თი კარ­გი გან­ვი­თა­რე­ბა აქვს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მუ­შა­ო­ბა. თე­მას დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დეთ, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რ­ში უმ­თავ­რე­სად, სა­ბავ­შ­ვო სპექ­ტაკ­ლე­ბი იდ­გ­მე­ბა და ასე­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დრა­მა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია არა მხო­ლოდ ჩვენ­თან, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ჟან­რი. ჩა­ვუღ­რ­მავ­დით და ბი­ჭე­ბი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დე­გაც ამ პი­ე­სას და ჩვენს პერ­სო­ნა­ჟებს გან­ვი­ხი­ლავ­დით. ჩვენ ისე­დაც ვმე­გობ­რობთ, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ამ სპექ­ტაკ­ლ­მა კი­დევ უფ­რო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა და ერ­თ­მა­ნე­თი შეგ­ვაყ­ვა­რა.

- პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის, ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი და გა­მოც­დი­ლი მე­თა­უ­რის რო­ლი გაქვს...

- დი­ახ, სერ­ჟან­ტი 12-წლი­ა­ნი სტა­ჟით, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი ახალ­წ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან, გა­მო­უც­დე­ლე­ბი და დაბ­ნე­უ­ლე­ბი. ჩე­მი გმი­რი - სერ­ჟან­ტი ტუ­მი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ეს პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი ხვალ ბრძო­ლის ველ­ზე უნ­და გა­ვიდ­ნენ და თუ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, მა­შინ­ვე და­ი­ღუ­პე­ბი­ან. იძუ­ლე­ბუ­ლია, ახალ­წ­ვე­უ­ლებ­თან იყოს უხე­ში, რა­თა მათ სი­ცოცხ­ლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს. სპექ­ტაკ­ლ­ში რამ­დე­ნი­მე ხა­ზია, ერთ-ერ­თი კი ჩემს გმირს უკავ­შირ­დე­ბა. ჩე­მი პერ­სო­ნა­ჟის თე­მის იდე­ო­ლო­გია აწყო­ბი­ლია დის­ციპ­ლი­ნა­ზე. პი­ე­სა­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია ერ­თი ებ­რა­ე­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბი­ჭი, რო­მე­ლიც მას ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად ებ­რ­ძ­ვის: ნუ დაგ­ვამ­ცი­რებთ, გაგ­ვამ­ხ­ნე­ვეთ და ასე მეტ შე­დეგს მი­ი­ღებ­თო. ამ ორ პერ­სო­ნაჟს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი ხა­ზია, თუმ­ცა, სპექ­ტაკ­ლ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა და ყო­ველ სცე­ნა­ში ახალ-ახა­ლი მათ­გა­ნი იჩენს თავს.

ნი­კა ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი (ი­უ­ჯინ ჯე­რო­მი):

- ჯარ­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ და მივ­ხ­ვ­დი, ცდად ღირს; ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ჯარ­ში ბევრ რა­მეს სწავ­ლობ: ადა­მი­ა­ნო­ბას, ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებს, კარ­გი­სა და ცუ­დის გარ­ჩე­ვას
- ეს ჩანს კი­დეც სპექ­ტაკ­ლ­ში.
- ალ­ბათ, ურ­თი­ერ­თო­ბებს და ემო­ცი­ე­ბის კონ­ტ­როლ­საც სწავ­ლობ, რად­გან ეს ის ასა­კია, რო­ცა პირ­ველ და­მო­უ­კი­დე­ბელ ნა­ბი­ჯებს დგამ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით...
- რა თქმა უნ­და. ჩემს პერ­სო­ნაჟ­თან სა­ერ­თო თით­ქ­მის არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბის­თ­ვის სწო­რედ ისე­თი რო­ლე­ბია სა­ინ­ტე­რე­სო, რო­ცა რე­ა­ლო­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ხის შექ­მ­ნა გი­წევს, ამ დროს მე­ტი გა­მოწ­ვე­ვა, ინ­ტე­რე­სი და მო­ტი­ვა­ციაა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ვი­ღაც მო­დის და გე­უბ­ნე­ბა, დღეს მე შენ სულ სხვა მხრი­დან და­გი­ნა­ხეო.
- შე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი: მე­უღ­ლე, ბა­ტო­ნი გი­ვი ბე­რი­კაშ­ვი­ლი მე­უღ­ლით, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ყოველ­თ­ვის მო­დი­ან პრე­მი­ე­რებ­ზე. მა­თი შე­ფა­სე­ბა რო­გო­რია? შე­ნიშ­ვ­ნებს თუ გაძლევენ?
- სა­ერ­თოდ, მი­ლოც­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის არის ხოლ­მე: "რა კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დი სცე­ნა­ზე", "რა კარ­გად მოძ­რა­ობ" და ა.შ. მაგ­რამ ყვე­ლას ვთხოვ, რომ მითხ­რან ის, რაც მათ­თ­ვის არ არის მი­სა­ღე­ბი. გი­ვი პა­პა ასეც იქ­ცე­ვა და რო­ცა მის­გან კარგ შე­ფა­სე­ბას ვის­მენ, ამა­ყი ვარ. რო­ცა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა გყავს სახ­ლ­ში და შე­გიძ­ლია, მას აზ­რი ჰკითხო, მის­გან რჩე­ვე­ბი მო­ის­მი­ნო, ეს დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.
- მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის ბევრ სპექ­ტაკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ. ოჯახს ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც, რო­მე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მოს­წონს?
- შე­იძ­ლე­ბა, ოჯა­ხუ­რი სპექ­ტაკ­ლია (ი­ღი­მის), მაგ­რამ ეს არის "ჩვენ გვე­ლის დი­დე­ბა", რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ დად­გა და რომ­ლის რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც მე და ანომ ერ­თ­მა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა სპექ­ტაკლ­ში ერ­თ­ნა­ი­რად კარ­გი ვერ იქ­ნე­ბი, ამას თა­ვა­დაც გრძნობ. ბევ­რი სპექ­ტაკ­ლი მიყ­ვარს, რად­გან ბავ­შ­ვი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან დიდ სიყ­ვა­რულს ვი­ღებ. სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ "პაკ­ლონ­ზე", ბავ­შ­ვი გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით ტაშს რომ გიკ­რავს, ხელს გიქ­ნევს და შენც სა­პა­სუ­ხოდ, ხელს აუწევ, სი­ხა­რუ­ლის­გან გიჟ­დე­ბა და ვფიქ­რობ, ამა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩვენ­თ­ვის, მსა­ხი­ო­ბის­თ­ვის არ არ­სე­ბობს. და ამ ყვე­ლაფ­რით, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვართ.

სპექ­ტაკ­ლის საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა, 25, 26 და 28 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თა.
პი­ე­სის თარ­გ­მა­ნი ანა მი­რი­ა­ნაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის. ორ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ამ­ბის მხატ­ვა­რი ლომ­გულ მუ­რუ­სი­ძეა, კომ­პო­ზი­ტო­რი მი­ხე­ილ მდი­ნა­რა­ძე, ქო­რე­ოგ­რა­ფი ანა­ნო სამ­სო­ნა­ძე, ხო­ლო სას­ცე­ნო მოძ­რა­ო­ბე­ბის ავ­ტო­რი, ამა­ვე თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი პა­ა­ტა მხე­ი­ძე გახ­ლავთ. სპექ­ტაკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ნი­კა ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე, გი­ორ­გი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, შალ­ვა ან­თე­ლა­ვა, გი­ორ­გი ჯი­ქუ­რი­ძე, ნი­კო­ლოზ ფა­იქ­რი­ძე, ვა­ნო დუგ­ლა­ძე, ირაკ­ლი გო­გო­ლა­ძე, გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი, თორ­ნი­კე ქინ­ქ­ლა­ძე, ნი­ნო ან­დ­რი­ა­ძე და მა­რი­ამ ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი.


ანა კა­ლან­და­ძე
ბეჭდვა