უც­ნა­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი და ექი­მე­ბის მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა
font-large font-small
უც­ნა­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი და ექი­მე­ბის მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა
ბავ­შ­ვო­ბა­ში ექი­მად თა­ვი ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, ყვე­ლა­ზე მე­ტად წე­რა უყ­ვარ­და.
მო­ზარ­დო­ბი­სას კი ამ პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნ­და და ამი­ტომ ჩა­ა­ბა­რა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, აქვს პა­ტი­ვი, იყოს ექი­მი. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ უკ­ვე ოთხ­ჯერ გა­და­არ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე _ გა­ჩე­რე­ბუ­ლი გუ­ლი აამუ­შა­ვა. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ფიქ­რია ში­ომ­ღ­ვ­დ­ლიშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად სა­ხა­ლი­სო ამ­ბებს გა­იხ­სე­ნებს, რომ­ლე­ბიც მი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.


კუ­რი­ო­ზე­ბი სპე­ცი­ა­ლო­ბი­დან

პა­ცი­ენტს ვუ­წერ ტაბ­ლე­ტებს და ვე­უბ­ნე­ბი, უნ­და მი­ი­ღოთ ერ­თი მე­ო­რე­დი _ აბი. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ვერ მიხ­ვ­და, `ერ­თი მე­ო­რე­დი~ რას ნიშ­ნავს და მე­ტი და­კონ­კ­რე­ტე­ბაა სა­ჭი­რო. ფურ­ცელ­ზე დავ­ხა­ტე წრე, მე­რე შუ­ა­ზე გავ­ყა­ვი, ერ­თი ნა­ხე­ვა­რი გა­ვა­მუ­ქე და ვუთხა­რი: ეს არ და­ლი­ოთ, მე­ო­რე ნა­წი­ლი მი­ი­ღეთ. მი­რე­კავს და მე­კითხე­ბა: ვერ მივ­ხ­ვ­დი, მუ­ქი ფე­რის ნა­წი­ლი უნ­და დავ­ლიო თუ მე­ო­რეო?
მა­მა-შვი­ლი და­დი­ო­და ჩემ­თან. შვი­ლი იყო პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ანა­ლი­ზე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად გავ­გ­ზავ­ნე. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, გან­მე­ო­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი დას­ჭირ­და. რო­ცა ვნა­ხე მე­ო­რე ანა­ლი­ზი და პირ­ველს შე­ვა­და­რე, იმ­დე­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო ერ­თ­მა­ნე­თის­გან, რომ არა­ნა­ირ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბო­და. პა­ცი­ენტს ჩა­ვე­ძიე, რო­დის და რო­გორ აიღო გან­მე­ო­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი? აღ­მოჩ­ნ­და, რომ რო­დე­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად გვა­რი გა­მო­აცხა­დეს, შვი­ლის ნაც­ვ­ლად მა­მა შე­სუ­ლა და იცით, რა­ტომ? ჩე­მი შვი­ლი რა­ღაც საქ­მე­ზე გა­ვი­და და რი­გი რომ არ და­მე­კარ­გა, მე შე­ვე­დი და ანა­ლი­ზი ჩა­ვა­ბა­რეო, _ მი­პა­სუ­ხა მა­მამ.

რი­კოთს გა­მოს­ც­დ­ნენ
სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურ­ში მო­რი­გე­ო­ბის დროს, გა­მო­რიცხუ­ლია, დღე ისე გა­ვი­დეს, რომ კუ­რი­ო­ზუ­ლი თუ არა, ღი­მი­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი რამ არ მოხ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზამ­თარ­ში გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის რიცხ­ვი იზ­რ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტ­თან მის­ვ­ლა დაგ­ვი­ან­დეს. მე და ჩე­მი კო­ლე­გა მი­ვე­დით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე და ავად­მ­ყო­ფი მო­ვი­კითხეთ. _ თქვენ ჯერ ჩა­მოს­ხე­დით, დაბ­რ­ძან­დით, _ გვე­უბ­ნე­ბი­ან. პა­ცი­ენ­ტი და­სავ­ლე­თი­დან მოჰ­ყავთ და ახ­ლა, რი­კოთს გა­მოს­ც­დ­ნენ. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი სა­ა­თი კი­დევ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ლო­დინ­მა... საქ­მე წინ წა­იგ­დეს, _ ავად­მ­ყო­ფი რო­ცა მო­ვა, ექი­მი უკ­ვე ად­გილ­ზე დახ­ვ­დე­ბაო.

ვერ ვა­ძი­ნებთ
ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან ტი­რი­სო, _ ასე­თი სა­ხის გა­მო­ძა­ხე­ბა შე­მო­ვი­და. მი­ვა­დე­ქით, სახ­ლ­ში დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ ბავ­შ­ვის მა­მა და ბა­ბუა (სი­მამ­რი). ბავ­შ­ვის დე­და სამ­შო­ბი­ა­რო­შია და სი­დედ­რიც მას­თა­ნაა. პა­ტა­რა ტი­რო­და, მა­მამ და ბა­ბუ­ამ ვერ და­ა­ძი­ნეს და ამი­ტომ გა­მოგ­ვი­ძა­ხეს. ექი­მი ქა­ლი მი­ვი­დო­და თუ კა­ცი, ამას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, რად­გან რო­გორც აგ­ვიხ­ს­ნეს, ბავშვს უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის ეში­ნო­და და ჩვენს და­ნახ­ვა­ზე გა­ჩუმ­დე­ბო­და. ასეც მოხ­და, ბავ­შ­ვი დაგ­ვე­მორ­ჩი­ლა და დამ­შ­ვიდ­და.

არა­სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფი­ლის თხოვ­ნე­ბი
ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტის­გან ჩა­მო­ვე­დით და სა­ნამ ჩავ­ს­ხ­დე­ბით, სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას­თან მობ­რ­ძან­და ქალ­ბა­ტო­ნი. გვთხო­ვა, თუ შე­იძ­ლე­ბა, რომ ჩემ­თან ბი­ნა­ში ამოხ­ვი­დე­თო? ვი­ფიქ­რეთ, რომ სას­წ­რა­ფო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ჰყავ­და და ალ­ბათ, და­აგ­ვი­ა­ნა. ვკითხეთ, რა პრობ­ლე­მა ჰქონ­და? ქალ­მა აგ­ვიხ­ს­ნა: _ ჩა­მო­სა­კი­დი ტე­ლე­ფო­ნი ვი­ყი­დე, მე­ზო­ბელს ვერ ვენ­დო­ბი, თქვენ რომ ამობ­რ­ძან­დეთ და კე­დელ­ზე და­მი­კი­დოთ, შე­საძ­ლე­ბე­ლიაო?
`მე გზას ვუთ­მობ სას­წ­რა­ფოს~ _ ასე­თი აქ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ჩვენ­მა სამ­სა­ხურ­მა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბამ აიტა­ცა ეს ლო­ზუნ­გი და სა­ცო­ბე­ბის დროს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გვით­მობ­დ­ნენ გზას. მი­ვე­დით ერთ-ერთ ოჯახ­ში, პა­ცი­ენტს დახ­მა­რე­ბა რომ აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ და გვპა­სუ­ხო­ბენ: ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯ­ვა. ვი­ცით, ის რო­მელ კლი­ნი­კა­ში უნ­და გა­და­ვიყ­ვა­ნოთ და მან­ქა­ნაც გვყავს. თქვენ იმი­ტომ გა­მო­გი­ძა­ხეთ, რომ წინ წახ­ვალთ სი­რე­ნე­ბით (გზას დაგ­ვით­მო­ბენ) და ჩვე­ნი მან­ქა­ნით კი უკან გა­მოგ­ყ­ვე­ბი­თო. პი­კის სა­ა­თი იყო, სა­ცო­ბებს გვერდს ვერ აუვ­ლიდ­ნენ და ასე მარ­ტი­ვად მო­ძებ­ნეს გა­მო­სა­ვა­ლი.

კო­ლე­გე­ბის მო­ნა­ყო­ლი

2 იან­ვა­რია და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­დის ბრი­გა­და. სახ­ლ­ში პა­ცი­ენ­ტი არ ჩანს. დახ­ვ­დათ გაშ­ლი­ლი სუფ­რა და პი­ჯაკ­ში გა­მოწყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი. ეკითხე­ბი­ან: სად არის პა­ცი­ენ­ტი? _ აგერ ვარ, დაბ­რ­ძან­დით. მინ­და, რომ უფა­სო ექი­მი და­მე­ბე­დო­სო!
ზა­რია კერ­ძო და­სახ­ლე­ბი­დან, ადა­მი­ანს შე­ტე­ვა აქვს და ჩხუ­ბობ­სო. ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მა ეგო­ნათ და ოპე­რა­ტორ­მა ჩა­ი­ნიშ­ნა მი­სა­მარ­თი. იმან, ვინც და­რე­კა, სა­ნამ ყურ­მილს და­კი­დებ­და, ბო­ლო წამს თქვა _ რომ წა­მოხ­ვალთ, სი­გა­რე­ტი წა­მო­მი­ღე­თო.
სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მი­დის და ჰკითხეს, _ ავად­მ­ყოფს რა აწუ­ხებ­სო? _ უგო­ნოდ არი­სო. ოპე­რა­ტორ­მა სცა­და და­ზუს­ტე­ბა, _ ვინ არის და რამ­დე­ნი წლი­საა? პა­სუ­ხი: _ მე ვარ უგო­ნოდ. ეს გე­ნი­ა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვა იყო.

გან­წყო­ბა
არი­ან მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ვი­საც შვი­ლე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ ჰყავთ ან მათ გვერ­დით არ ცხოვ­რო­ბენ. ერ­თი 92 წლის ქალ­ბა­ტო­ნი ჩვე­ნი ქრო­ნი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტია. ხში­რად გვი­ძა­ხებს, მო­ტი­ვი მარ­ტო­ო­ბაა, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან უჭირს. ამას წი­ნათ მი­ვე­დით და ჩი­ვი­ლებს ვე­კითხე­ბით _ სტან­დარ­ტუ­ლად ანამ­ნე­ზის შევ­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ხუ­ცი გვე­უბ­ნე­ბა: სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ მა­წუ­ხებს, უბ­რა­ლოდ ამ ბო­ლო დროს არაფ­რის გან­წყო­ბა აღარ მაქვს და რა­ღაც ხა­სი­ათ­ზეც არ ვარო. ერ­თ­გ­ვა­რად სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა 92 წლის ქა­ლი გან­წყო­ბის გარ­და, არა­ფერს უჩი­ვის და ჩვე­ნი გა­მო­ძა­ხე­ბა იმი­ტომ უნ­და, რომ ექი­მის და­ნახ­ვა სი­ა­მოვ­ნებს.

რო­მე­ლი ზღვა?
ზღვა­ზე იყ­ვ­ნენ ცოლ-ქმა­რი და ქალ­მა მე­უღ­ლე და­კარ­გა, ვე­ღარ პო­უ­ლობს. ამ დროს `სას­წ­რა­ფო~ ბრი­გა­დის გარ­და, გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სა­პატ­რუ­ლო და სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟე­ბიც მი­დი­ან. მთე­ლი ეს ხალ­ხი წა­ვე­დით თბი­ლი­სის ზღვა­ზე. ვე­ძებთ, ვე­ძებთ და არა­ვინ არ ჩანს. ოპე­რა­ტო­რე­ბი თა­ვი­დან არ­კ­ვე­ვენ, რა ხდე­ბა? გა­ირ­კ­ვა, რომ ზა­რი შე­მო­სუ­ლია ბა­თუ­მი­დან და ის კა­ცი ბა­თუ­მის პლი­აჟ­ზე და­ი­კარ­გა. ოპე­რა­ტორ­მა კი სწო­რად ჩა­ი­ნიშ­ნა ად­გი­ლი, მაგ­რამ ქალ­ბა­ტონს შე­ე­შა­ლა და თბი­ლი­სის ზღვა თქვა, ბა­თუ­მის ნაც­ვ­ლად.

ემო­ცი­უ­რი
გუ­რუ­ლებ­თან მოვ­ხ­ვ­დით, პა­ცი­ენ­ტი 70 წლის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი კა­ცია, რო­მელ­საც არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია _ მა­ღა­ლი წნე­ვა აქვს. აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი გა­დის და გა­მო­დის, ვე­რაფ­რით დავ­ს­ვით. ჯერ იმას გვიხ­ს­ნის, გუ­რუ­ლი ვარ და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჩემ­თ­ვის დაჯ­დო­მა, და მით უმე­ტეს, მა­ღა­ლი წნე­ვის დროს რომ დავ­ჯ­დე, გა­მო­რიცხუ­ლიაო. რა არის თქვე­ნი ნორ­მა­ლუ­რი წნე­ვა? _ ვე­კითხე­ბით, ახ­ლან­დელს უნ­და შე­ვა­და­როთ. დი­დი ემო­ცი­ე­ბით გვე­უბ­ნე­ბა: ბა­ბუ, ჩე­მი ბუ­ნებ­რი­ვი წნე­ვა 180-მდე იქ­ნე­ბა. ახ­ლა თუა 300, თქვე­ნის­თა­ნა ახალ­გაზ­რ­და და ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბის შემ­ხედ­ვა­რეს 400-მდეც ამი­ვი­დო­და. არ გა­მიმ­ხი­ლოთ რამ­დე­ნია, ისე გა­მი­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი, რომ უფ­რო ზე­მოთ არ წა­ვი­დე­სო.

თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი

ერ­თი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი გვყავს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მოს­წონს ერ­თი ჩვე­ნი ექი­მი ბი­ჭი. გა­მო­ძა­ხე­ბის დროს, ხაზ­გას­მით და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ითხოვს, რომ ის ბრი­გა­და მი­ვი­დეს, სა­დაც ეს ახალ­გაზ­რ­და მუ­შა­ობს. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებს ასე­თი სიმ­პა­თი­უ­რი ექი­მის სტუმ­რო­ბა.
ერ­თი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მეც მყავს, ოღონდ მას უნ­და, რომ თა­ვი­სი მე­ზო­ბე­ლი ბი­ჭი გა­მაც­ნოს. ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა და­ემ­თხ­ვე­ვა და ამ ქა­ლის მი­სა­მარ­თ­ზე აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბი, მი­დის ტე­ლე­ფონ­თან, ურე­კავს იმ ბიჭს და ეუბ­ნე­ბა _ `ის მო­ვი­და, ჩა­მო­დი!~ იმ­დენ­ჯერ სთხო­ვა მო­დიო, რომ ეტყო­ბა, იმა­საც მო­ე­რი­და და ერ­თხელ ჩა­მო­ვი­და. ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს შევ­ხე­დეთ და გა­ვუ­ღი­მეთ.

რი­სი ეში­ნი­ათ მა­მა­კა­ცებს?

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ინი­ექ­ცი­ე­ბის მი­მართ რო­გო­რი ში­ში აქვთ. სრულ პა­ნი­კა­ში და კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მ­დეგ­ნი არი­ან. ბავ­შ­ვებ­თან უფ­რო მარ­ტი­ვია ამ თვალ­საზ­რი­სით მუ­შა­ო­ბა, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­თან. თხოვ­ნით, ღი­მი­ლით, დარ­წ­მუ­ნე­ბით _ რა­ღაც­ნა­ი­რად უნ­და და­ვი­თან­ხ­მოთ ხოლ­მე. ერთ მა­მა­კაცს სჭირ­დე­ბო­და ინი­ექ­ცია, მო­ვამ­ზა­დე პრე­პა­რა­ტი და კუნ­თ­ში გა­ვუ­კე­თე. მითხ­რა: რო­გო­რი სათ­ნო გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა გაქვს და მა­ინც რა და­უნ­დო­ბე­ლი ყო­ფილ­ხარო. ბავ­შ­ვუ­რად გა­ნაწყენ­და, რომ ინი­ექ­ცი­ის გა­კე­თე­ბას ვერ ას­ც­და.
პ.შ. ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ოჯა­ხებ­ში ძაღ­ლე­ბი პრობ­ლე­მებს გვიქ­მ­ნი­ან. პატ­რო­ნე­ბი ღი­მი­ლით გვარ­წ­მუ­ნე­ბენ ხოლ­მე, ჩვე­ნი ძაღ­ლი არ გიკ­ბენ­თო, მაგ­რამ მა­ინც ხდე­ბა ინ­ცი­დენ­ტე­ბი. რო­ცა ძაღ­ლი ხე­დავს უცხოს და თან ფორ­მი­ან ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მის პატ­რონს რა­ღაც მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას უტა­რებს, ის მტრად აღ­გ­ვიქ­ვამს და ცდი­ლობს ჩვენ­გან და­იც­ვას. ­გთხოვთ, ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ.

ნა­ნუ­ლი ზო­ტი­კიშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
26.04.2017
მართლა რა საყვვარელი გოგოა, მიხარია ასეთ მომავალ ექიმებზე რომ მესმის, მეც მყავს სანაცნობოში ასეთი კარგი ახალგაზრდა ექიმები. მართლა წერა ყვარებია, კარგი ჩანაწერებია. ექიმობა ურთულესი პროფესიაა, ცოტა იუმორის გრძნობა თუ არა გაქვს, გაგიჭირდება.
nino
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ტელესკოლის პედაგოგი, რომელსაც სამადლობელ წერილებს სწერენ
ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც ამერიკის ხელოვნების აკადემიაში სწავლის შანსი მიეცა
საბერძნეთში პოპულარული ჯორჯ გურენის გულახდილი ინტერვიუ
40 წლის მზევინარ ირემაძე ხულოში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელ ღორჯომში ცხოვრობს.
"შემოდგომის ყველაზე კარგი ფერები 20 ოქტომბრიდან იწყება"
75 წლის მამაკაცი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ეხმარება
"11-წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მარტივი ნამდვილად არ არის, რომ ვიღაცას ენდო, მაგრამ..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.