სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი გოგონას სიყვარულისა და წარმატების ამბავი
font-large font-small
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი გოგონას სიყვარულისა და წარმატების ამბავი
18 წე­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში შე­მის­რულ­და

17 წლის ოც­ნე­ბე­ბით სავ­სე გო­გო იყო, რო­დე­საც უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვის გა­მო სა­წოლს მი­ე­ჯაჭ­ვა და მას შემ­დეგ შშმ პი­რი ჰქვია. უკ­ვე 13 წე­ლია, რაც დი­ა­ნა ჯი­ში­აშ­ვი­ლი ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლეა. ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რა, არა­ერ­თი ფი­ზი­კუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, შეძ­ლო ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და თა­ნაც რო­გო­რი შე­მარ­თე­ბით?! დი­ა­ნა მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რი გახ­ლავთ ფა­რი­კა­ო­ბა­ში.



მას­თან მი­სულს კარ­ში სვე­ლი ხე­ლე­ბით შე­მო­მე­გე­ბა და მო­მი­ბო­დი­შა: -სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჭურ­ჭელს ვრეცხავ­დი და ზა­რის ხმა­ზე უცებ ვე­ღარ გა­მო­ვე­დიო. სა­უ­ბა­რიც სწო­რედ იმით და­ვიწყეთ, თუ რო­გო­რია დი­ა­ნას ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე.
დი­ა­ნა ჯი­ში­აშ­ვი­ლი:
-მეც ისე­ვე ვცხოვ­რობ, რო­გორც თქვენ, ყვე­ლა. სახ­ლ­შიც ვა­კე­თებ­დი საქ­მე­ებს, ვსწავ­ლობ­დი და ლექ­ცი­ებ­ზეც ჩვე­უ­ლებ­რივ დავ­დი­ო­დი. ერ­თხანს ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც, მაგ­რამ რო­დე­საც ფა­რი­კა­ო­ბა­ში და­ვიწყე ვარ­ჯი­ში, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და სპორ­ტი­სა და სამ­სა­ხუ­რის შე­თავ­სე­ბა და სპორ­ტი ვარ­ჩიე. ეს ჩე­მი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და წარ­მა­ტე­ბის­თ­ვი­საც. თუ გინ­და, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შე­დე­გი აჩ­ვე­ნო, ბევ­რი უნ­და იშ­რო­მო. ფა­რი­კა­ო­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შია, გან­სა­კუთ­რე­ბით რა­პი­რა -მხო­ლოდ ხე­ლი­სა და მოძ­რა­ო­ბის სის­წ­რა­ფით ვერ გა­ი­მარ­ჯ­ვებ, უნ­და გათ­ვა­ლო, მუდ­მი­ვად უნ­და იფიქ­რო ფა­რი­კა­ო­ბის დროს. რად­გან მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბი, ყო­ველ­დღე მი­წევს სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში მის­ვ­ლა. სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი მაქვს. სპორ­ტ­დარ­ბა­ზი­დან სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა იმ სა­ო­ჯა­ხო საქ­მეს ვა­კე­თებ, რი­სი გა­კე­თე­ბაც შე­მიძ­ლია, რა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ, იმა­ში მე­უღ­ლე მეხ­მა­რე­ბა. მოკ­ლედ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ...

-ვი­ცი, შენ­თ­ვის მძი­მეა იმ ამ­ბის გახ­სე­ნე­ბა, მაგ­რამ რა მოხ­და?

-ძა­ლი­ან ცელ­ქი და ენერ­გი­უ­ლი გო­გო ვი­ყა­ვი. მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, იმ ზაფხულს ბე­ბი­ა­ჩემ­თან აბა­შა­ში წა­ვე­დი სტუმ­რად. უზო­მოდ მიყ­ვარ­და ცურ­ვა. წყლის ში­ში სა­ერ­თოდ არ მქონ­და. რამ­დენ­ჯერ­მე გა­დავ­ხ­ტი მდი­ნა­რე­ში და ვი­ფიქ­რე, მო­დი, ბა­რემ ერ­თხე­ლაც გა­დავ­ხ­ტე­ბი, ნა­პირს გა­დავ­ცუ­რავ და სახ­ლ­ში წა­ვალ-მეთ­ქი. ფე­ხი და­მის­რი­ალ­და, არას­წო­რად და­ვეშ­ვი და თა­ვი და­ვარ­ტყი. მას შემ­დეგ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებ­სა და ეტლს თა­ვი ვე­ღარ და­ვაღ­წიე... სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ვიგ­რ­ძე­ნი, ვიხ­რ­ჩო­ბო­დი, მაგ­რამ მე­რე წყალ­მა გონ­ზე მო­მიყ­ვა­ნა, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა მო­ვა­ხერ­ხე და გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. მას შემ­დეგ პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ. 18 წე­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში შე­მის­რულ­და. უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი -კის­რის მა­ლე­ბი მქონ­და ჩამ­ტ­ვ­რე­უ­ლი. არა­ვის ეგო­ნა, თუ გა­დავ­რ­ჩე­ბო­დი, მშობ­ლე­ბი ჩე­მი სი­ცოცხ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ნატ­რობ­დ­ნენ, ექი­მებს კი იმე­დი არ ჰქონ­დათ -ხომ ხე­დავთ, კვდე­ბა და სახ­ლ­ში წა­იყ­ვა­ნე­თო, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ თურ­მე მა­მა­ჩემს. გა­დარ­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­რიცხავ­დ­ნენ, რომ ოდეს­მე უკე­თე­სად გავ­ხ­დე­ბო­დი. ერთ-ერთ ექიმს, გო­გი მა­ღა­ლაშ­ვილს შევ­ცო­დე­ბი­ვარ, რის­თ­ვი­საც დღემ­დე მი­სი მად­ლო­ბე­ლი ვარ და უთ­ქ­ვამს: მო­დი, გავ­რის­კოთ და ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა ვცა­დო­თო. შემ­დეგ, რო­დე­საც ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­და­ვი­ტა­ნე და გა­დავ­რ­ჩი, ჩე­მი ექი­მი სი­ხა­რუ­ლის­გან აღარ იყო, რომ მის­მა ცდამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და სი­ცოცხ­ლე შე­მი­ნარ­ჩუ­ნა!

-ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა, შენ ვინ ან რამ მოგ­ცა ამ­ხე­ლა ძა­ლა?

-რო­ცა ადა­მი­ა­ნი ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, სი­ცოცხ­ლე ძა­ლი­ან უნ­და უყ­ვარ­დეს, რომ ყვე­ლა­ფერს გა­უმ­კ­ლავ­დეს. მა­შინ უფ­რო მე­ტად გიყ­ვარს და აფა­სებ ყვე­ლა­ფერს, უფ­რო მე­ტი სწრაფ­ვა გაქვს სი­ცოცხ­ლის­კენ -შან­სი გეძ­ლე­ვა, რომ თა­ვი­დან და­იწყო ყვე­ლა­ფე­რი და ეს შან­სი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნო! ამ ამ­ბამ­დე ერ­თი წლით ად­რე ახალ­გაზ­რ­და ძმა გარ­და­მეც­ვა­ლა ავად­მ­ყო­ფო­ბით და დე­და­ჩე­მის ტან­ჯ­ვის შემ­ყუ­რეს აღარ მინ­დო­და, რომ მას კი­დევ ერ­თი შვი­ლის სიკ­ვ­დი­ლი ენა­ხა, ამი­ტო­მაც ღმერთს შევ­თხოვ­დი: -ღმერ­თო, დე­და­ჩემს ჩემს სიკ­ვ­დილს მა­ინც ნუ­ღარ მო­ას­წ­რებ-მეთ­ქი. და­ახ­ლო­ე­ბით რვა წე­ლი ნა­წო­ლე­ბი­თა და მა­ღა­ლი სიცხით ვი­ტან­ჯე­ბო­დი. ვოც­ნე­ბობ­დი, ერთ დღეს მა­ინც არ მქო­ნო­და სიცხე. ზოგ­ჯერ სიმ­წ­რით მე­ცი­ნე­ბო­და ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო: არც ვკვდე­ბი და არც ვრჩე­ბი, ეს რა სი­ცოცხ­ლეა-მეთ­ქი. თავს ძა­ლას ვა­ტან­დი, რომ გა­რეთ გავ­სუ­ლი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, სახ­ლ­ში ჯდო­მით უკე­თე­სად ნამ­დ­ვი­ლად ვერ გავ­ხ­დე­ბო­დი. ჩე­მი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ბევ­რი წვა­ლე­ბი­სა და შრო­მის შე­დე­გია. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან არ არის შე­სა­ბა­მი­სი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პი­რო­ბე­ბი. ნა­წო­ლე­ბის­გან გა­ჩე­ნი­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი ბარ­ძა­ყის ძვლამ­დე ჩა­ვი­და და ნა­წი­ლობ­რივ და­მი­შა­ლა. ფე­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და. ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ერ­თი ოპე­რა­ცია კი­დევ მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი.GzaPress

-დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ყვე­ლა­ფერს მი­ეჩ­ვიე და შე­ე­გუე?

-გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილს მი­ვეჩ­ვიე, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბას ვე­რაფ­რით შე­ვე­გუე. ყუ­რე­ბი რომ მი­ბუჟ­დე­ბო­და, მშობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და თავს სხვა მხა­რეს მატ­რი­ა­ლე­ბი­ნებ­დ­ნენ. გარ­და ამი­სა, სუნ­თ­ქ­ვის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და. მოკ­ლედ, ყო­ველ­თ­ვის ვი­ღაც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩემ გვერ­დით, მარ­ტოს ვერ მტო­ვებ­დ­ნენ. ძა­ლი­ან მინ­დო­და გა­რეთ გას­ვ­ლა და ეტ­ლ­ში ჩაჯ­დო­მა, მაგ­რამ ჩამ­ს­ვამ­დ­ნენ თუ არა, მა­შინ­ვე ვი­თი­შე­ბო­დი, გო­ნე­ბას ვკარ­გავ­დი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ­დღე ჯი­უ­ტად ვცდი­ლობ­დი ეტ­ლით მე­სარ­გებ­ლა. მე­რე ნელ-ნე­ლა, წვა­ლე­ბით ესეც გა­მო­მი­ვი­და. და­ვიწყე ფიქ­რი, რა ხერ­ხით და რო­გორ დავ­ხ­მა­რე­ბო­დი ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს. სამ­ყა­როს რომ არ მოვ­მ­წყ­დო­მო­დი, კომ­პი­უ­ტერ­ზე მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ ვის­წავ­ლე, ერთ თითს რომ ვა­მოძ­რა­ვებ­დი. მე­რე უფ­რო მე­ტი მო­ვინ­დო­მე და ერთ-ერთ სა­ხელ­მ­წი­ფო-სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლეჯ­ში სწავ­ლა და­ვიწყე -კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლის ტექ­ნი­კო­სი ვარ სპე­ცი­ა­ლო­ბით. მე ვი­ყა­ვი იმ კო­ლეჯ­ში პირ­ვე­ლი ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე სტუ­დენ­ტი. თა­ვი­დან ცო­ტა უც­ნა­უ­რად მი­ყუ­რებ­დ­ნენ ხოლ­მე სტუ­დენ­ტე­ბი, მაგ­რამ მე­რე და­მი­მე­გობ­რ­დ­ნენ.

-დი­ა­ნა, დეპ­რე­სი­ა­მაც დაგ­რია ალ­ბათ ხე­ლი?

-ზოგ­ჯერ მე­გო­ნა, რომ ტკი­ვი­ლი თავს არას­დ­როს და­მა­ნე­ბებ­და, მე­გო­ნა, ჩემ გარ­შე­მო სიბ­ნე­ლე და წყვდი­ა­დი იყო. მი­უ­ხე­და­ვად გა­უ­საძ­ლი­სი და ქრო­ნი­კუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლე­ბი­სა, სუ­ლი­ე­რი ტკი­ვი­ლი უფ­რო მწა­რე და აუტა­ნე­ლი ყო­ფი­ლა! დრომ იმა­საც მი­მახ­ვედ­რა, რომ ზოგს არ უნ­დო­და ჩემ­ნა­ირ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. "ასე­თი ახალ­გაზ­რ­დაა და ეტ­ლ­ში ზის", -ამ­გ­ვა­რი სიბ­რა­ლუ­ლი კი­დევ უფ­რო მიკ­ლავ­და გულს. ბევ­რ­ჯერ კლა­სე­ლებს უქე­ი­ფი­ათ, მე კი არ და­ვუ­პა­ტი­ჟე­ბი­ვარ. ამ ბო­ლო დროს კი დამ­პა­ტი­ჟეს, მაგ­რამ წას­ვ­ლა თვი­თონ ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

-ბე­დის სამ­დუ­რა­ვი არას­დ­როს წა­მოგ­ც­დე­ნია?

-რო­გორ არა, ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ მა­ინც სუს­ტე­ბი ვართ და თავ­ში მეც სულ ერ­თი კითხ­ვა მიტ­რი­ა­ლებ­და: რა­ტომ მე, რა­ტომ, რა­ტომ? მე­რე, რო­დე­საც ბევრ რა­მეს უფ­რო და უფ­რო უღ­რ­მავ­დე­ბი, უბ­რა­ლოდ, ხვდე­ბი, რომ ასე­თია რე­ა­ლო­ბა და ეს შე­ნი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, აღარ შე­იც­ვ­ლე­ბა. ისეც ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ვერ გა­დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი?

-ფა­რი­კა­ო­ბით რო­დის და რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დი?

-ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ში­ნაც და გა­რე­თაც, რამ­დე­ნა­დაც ეს გა­მომ­დი­ო­და. კო­ლეჯ­ში სწავ­ლა­ცა და სპორ­ტიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ძა­ლე­ბის აღდ­გე­ნა­სა და თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბა­ში. ფარ-ხმალს არ ვყრი­დი, მინ­დო­და, აქ­ტი­უ­რად მე­ვარ­ჯი­შა, იმე­დი მქონ­და, სი­ა­რულს ოდეს­ღაც შევ­ძ­ლებ­დი. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში შევ­ხ­ვ­დი პა­რა-სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დარ­ბა­ზის დი­რექ­ტორს, რო­მელ­მაც მითხ­რა, რომ სჭირ­დე­ბო­და სპორ­ტ­ს­მე­ნი იმა­ვე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რო­გო­რიც მე მქონ­და და შე­მომ­თა­ვა­ზა მე­ფა­რი­კა­ვა. იმ დროს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გავ­დი­ო­დი და ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა, ვი­ვარ­ჯი­შებ-მეთ­ქი. თი­თე­ბი ახ­ლაც არ მი­მუ­შა­ვებს კარ­გად, ფა­რი­კა­ო­ბის დროს ფიქ­სა­ცია მაქვს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­თათ­მა­ნი მი­კე­თია. ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ხელ­ში იარა­ღის და­ჭე­რა და ჩხვლე­ტა, მუ­ზა­რად­საც ვერ ვი­ფა­რებ­დი, იმ­დე­ნად სუს­ტად ვგრძნობ­დი თავს ფი­ზი­კუ­რად. ეს 2015 წელს იყო და იმა­ვე წელს, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, უნ­გ­რეთ­ში წა­ვე­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და ბრინ­ჯაო ავი­ღე. ვი­ფა­რი­კა­ვე ორ სა­ხე­ო­ბა­ში: რა­პი­რა და დაშ­ნა. მას შემ­დეგ ვი­ყა­ვი იტა­ლი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც. უფ­რო მე­ტის იმე­დი მქონ­და, მაგ­რამ მგზავ­რო­ბამ ისე გა­დამ­ღა­ლა, რომ ძა­ლე­ბის აღ­დ­გე­ნა ვე­ღარ მო­ვას­წა­რი. ღა­მის 2 სა­ათ­ზე მი­ვე­დით სას­ტუმ­რო­ში და დი­ლის 8 სა­ა­თის­თ­ვის უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის. მე­სა­მე ად­გი­ლი ავი­ღე, მაგ­რამ ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას ჩემ­თ­ვის ოქ­როს ფა­სი ჰქონ­და. 7 ნო­ემ­ბერს კვლავ რომ­ში მივ­დი­ვარ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და დი­დი იმე­დი მაქვს, კარგ შე­დეგს ვაჩ­ვე­ნებ. შე­ჯიბ­რე­ბის შემ­დეგ მინ­და, ფეხ­ზე ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თო. მოკ­ლედ, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას უნ­და მივ­ხე­დო. ვოც­ნე­ბობ, რომ დე­და გავ­ხ­დე. ექი­მის თქმით, ეს ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია. პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ იმი­ტომ მინ­და მო­გე­ბა, რომ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ პა­ტა­რა სახ­ლი ვი­ყი­დოთ და მო­მა­ვალ­ზე ვიზ­რუ­ნოთ. ამ­ჟა­მად ქი­რით ვცხოვ­რობთ. ძა­ლი­ან დიდ­ხანს ამა­ოდ ვე­ძებ­დით ბი­ნას ჩემს სპორ­ტ­დარ­ბაზ­თან ახ­ლოს, პირ­ველ სარ­თულ­ზე რომ ყო­ფი­ლი­ყო. ახ­ლა მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობთ და დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე უწევს გი­ორ­გის ჩე­მი ხე­ლით ჩაყ­ვა­ნა. ჯერ ეტლს ჩა­ი­ტანს ხოლ­მე, მე­რე ამოტ­რი­ალ­დე­ბა და ამ სი­მაღ­ლე გო­გო ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი ჩავ­ყა­ვარ. არა­ა­დაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო გა­რეთ გას­ვ­ლის სურ­ვილს სა­ერ­თოდ მი­კარ­გავს.
GzaPress

-ქუ­ჩა­ში უფ­რო მე­ტად რა გიქ­მ­ნის პრობ­ლე­მას?

-ეტ­ლით მოძ­რა­ო­ბი­სას ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად ხე­ლოვ­ნუ­რად, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შექ­მ­ნი­ლი ბა­რი­ე­რე­ბი მა­წუ­ხებს, მა­გა­ლი­თად, არას­წო­რად გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, რის გა­მოც გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე მი­წევს გა­დას­ვ­ლა. მინ­და ხოლ­მე სა­სე­ირ­ნოდ და­მო­უ­კი­დებ­ლად გას­ვ­ლა და ამის გა­მო ბევ­რ­ჯერ თა­ვი შე­მი­კა­ვე­ბია. პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში ჩემს ექი­მამ­დე მის­ვ­ლაც ძა­ლი­ან მი­ჭირს, რად­გან მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვერ ვა­ხერ­ხებ ჩე­მით მის­ვ­ლას. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც მა­ღა­ზი­ა­ში ტან­საც­მელს ვყი­დუ­ლობ, ყო­ველ­თ­ვის უნ­და ვთხო­ვო კონ­სულ­ტან­ტებს, რომ იქ­ნებ გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ და გა­მო­მი­ტა­ნონ, რაც ძა­ლი­ან მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა. ერ­თხელ ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სტუმ­რო­ბი­სას კი­ნა­ღამ თავ-პი­რი და­ვი­ლე­წე. ელექ­ტ­რო­ეტ­ლით ვი­ყა­ვი და ვი­ფიქ­რე, ავალ-მეთ­ქი. იმ­ხე­ლა­ზე ავ­ფ­რინ­დი, ბეწ­ვ­ზე გა­დავ­რ­ჩი, რომ პირ­და­პირ მი­ნას არ შე­ვას­კ­დი.

-დი­ა­ნა, შე­ნი მე­უღ­ლეც გაგ­ვა­ცა­ნი.

-ჩე­მი მე­უღ­ლე, გი­ორ­გი ზარ­ხო­ზაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია და ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს. გარ­და ამი­სა, მუ­სი­კო­სია, გი­ტა­რა­ზე უკ­რავს და მღე­რის, კომ­პო­ზი­ცი­ებ­საც ქმნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბით. გი­ორ­გიც გო­რე­ლია და მეც. თურ­მე მას და­ვუ­ნა­ხავ­ვარ გორ­ში, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნე­თი გვი­ან, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­ცა­ნით და ბევ­რი სა­ერ­თოც აღ­მოგ­ვაჩ­ნ­და, ერ­თ­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს. თა­ვი­დან ვმე­გობ­რობ­დით, სიზ­მარ­ში ვხე­დავ­დი ხოლ­მე და მიკ­ვირ­და, ნე­ტავ, რა­ტომ მე­სიზ­მ­რე­ბა-მეთ­ქი? თურ­მე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვერ ვხვდე­ბო­დი (ი­ცი­ნის)... 4 წე­ლია ერ­თ­მა­ნეთს ვიც­ნობთ და 2 წე­ლია, რაც დავ­ქორ­წინ­დით. არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ რად­გან შშმ პი­რი ხარ, არც ცო­ლი უნ­და მო­იყ­ვა­ნო და არც უნ­და გათხოვ­დე. გი­ორ­გიმ ეს სტე­რე­ო­ტი­პი და­არ­ღ­ვია და გარ­შე­მო მყო­ფებს, ვი­საც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კითხ­ვე­ბი გა­უჩ­ნ­და, ასე­თი რამ უპა­სუ­ხა: მე ის ისე­თი მიყ­ვარს, რო­გო­რიც არის, დი­ა­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ჩვენს სიყ­ვა­რულ­ში ბა­რი­ე­რებს არ გვიქ­მ­ნის და ასე­თი რამ ერ­თად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში რომ და­მარ­თო­და, ესე იგი, მე­უღ­ლე აღარ უნ­და მყვა­რე­ბო­დაო? ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა, გი­ორ­გი რომ ჩემ გვერ­დი­თაა. უფ­რო მე­ტად ენერ­გი­უ­ლი და შე­უ­პო­ვა­რი გავ­ხ­დი მას შემ­დეგ, რაც ის გა­მოჩ­ნ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ზოგ­ჯერ არ მჯე­რა ჩე­მი ბედ­ნი­ე­რე­ბის და გა­ვი­ფიქ­რებ ხოლ­მე, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ღმერ­თ­მა ალ­ბათ ყვე­ლა იმ ტკი­ვი­ლი­სა და ტან­ჯ­ვის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ გა­მო­მიგ­ზავ­ნა, რაც აქამ­დე ვიწ­ვ­ნიე. სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე და ბედ­ნი­ე­რი რომ ხარ, უფ­რო მე­ტი სტი­მუ­ლი გაქვს საბ­რ­ძოლ­ვე­ლად და გა­ჩე­რე­ბას არც მე ვა­პი­რებ, უფ­რო და უფ­რო მე­ტი მინ­და...

ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
04.10.2017
მიხარია ცარმატებას გისურვებ კვლავ და კვლავ
კაპანაზე პელაგია
03.10.2017
გიორგი ვაჟკაცი ხარ, დიანას სრულად გამოჯანმრთელებას უსურვებ, ბედნიერ დედობას
ჯემალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ბესარიონ თედიაშვილს შინ ვესტუმრე საარჩევნო პროგრამასა და იმ ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ, რომელიც მისი გაპრეზიდენტებისას პრიორიტეტული იქნება.
"დუსუნა" მისი ფსევდონიმია. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, მან მხატვრობაში უნიკალური ტექნიკა დანერგა.
ნონა ახალკაცი ერთადერთი ლიცენზირებული ავტოინსტრუქტორი ქალია, რომელიც მანქანის მართვას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ასწავლის.
სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული.
ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს.
მსახიობი და რეჟისორი, გიორგი მეგრელიშვილი "გურმანის" რუბრიკაში კულინარიულ თემებზე გვესაუბრება, თუმცა, დასაწყისში, მას ბოლო დროინდელი შემოქმედებითი სიახლეებისა და გეგმების გაზიარება ვთხოვე.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.