სრულ­წ­ლო­ვან­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
font-large font-small
სრულ­წ­ლო­ვან­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
რე­ფორ­მას უფ­რო სა­ერ­თო-საქ­ვეყ­ნო ექ­ს­პე­რი­მენ­ტის სა­ხე აქვს


გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­როს სიძ­ლი­ე­რის ერთ-ერ­თი სა­ფუძ­ვე­ლი მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია. ბევრ წამ­ყ­ვან ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სა­ფე­ხურ­ზე იწყე­ბა ზო­გა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ამი­ტომ და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბას, ჩვენ­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნელ ასაკ­ში აქვს და­გეგ­მი­ლი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბა იოლად არ ხდე­ბა, თუმ­ცა, კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა ნიშ­ნავს გა­რან­ტი­რე­ბულ პერ­ს­პექ­ტი­ვას, რის გა­მოც ახალ­გაზ­რ­და ცდი­ლობს, იყოს დრო­ის მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი­თა და ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი.

საბ­ჭო­თა ეპო­ქის დროს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის უმე­ტე­სად "ი­მე­ტებ­დ­ნენ" მხო­ლოდ და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე­ებს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, რო­გორც იმ­პე­რი­უ­ლი მონ­ს­ტ­რი, ადეკ­ვა­ტუ­რად არ რე­ა­გი­რებ­და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნებ­ზე და ცხა­დია, პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს ვერ პა­სუ­ხობ­და საბ­ჭო­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. იმ დრო­ი­დან არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის­თ­ვის სა­ჭი­როა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვაა თუ აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი დოქ­ტო­რის ან მა­გის­ტ­რის წო­დე­ბით გაქვთ.
იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რგო­ლი თით­ქ­მის იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იყო. სა­ხელ­მ­წი­ფომ და­იწყო გა­ნათ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი სეგ­მენ­ტის სა­ბა­ზი­სო სექ­ტო­რის სრუ­ლი კონ­სერ­ვა­ცია ან გას­ხ­ვი­სე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბა. ამის მა­გა­ლითს თით­ქ­მის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში ნა­ხავთ. ე.წ. პროფ­ტექ­ნი­კუ­მე­ბის შე­ნო­ბე­ბი დან­გ­რე­უ­ლია ან მი­ზე­რულ თან­ხებ­შია გას­ხ­ვი­სე­ბუ­ლი.

რო­გო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?! 2007 წელს მი­ღე­ბუ­ლი "კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" თით­ქ­მის უმოქ­მე­დო გახ­ლ­დათ, რად­გან ვერ და­ა­მარ­ცხა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი მენ­ტა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი და არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სწავ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლიც გან­საზღ­ვ­რუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის 35-ე მუხ­ლით, სა­დაც წე­რია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით და გან­საზღ­ვ­რულ ფარ­გ­ლებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლებ­ლებ­ში უფა­სოდ მი­ი­ღონ სა­შუ­ა­ლო, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა.

ფაქ­ტი ის გახ­ლავთ, რომ კა­ნონ­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­ი­ტა­ნეს ცვლი­ლე­ბა, სა­კითხი კი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი დარ­ჩა.
პრობ­ლე­მა­თა აღ­მოფხ­ვ­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი, რო­გორც აცხა­დებ­დ­ნენ, 2010 წელს და­იწყო, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მომ­ზად­და პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა კლა­სი­ფი­კა­ტო­რი. კლა­სი­ფი­კა­ტო­რი იგი­ვე ჩარ­ჩო-ნუს­ხაა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც 2011 წელს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ დამ­ტ­კიც­და 226 პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი!
სტან­დარ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ ბევ­რია, თუმ­ცა, სა­კითხა­ვია, რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნი გახ­ლავთ? პა­სუ­ხი ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფი­თია. GzaPress

სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, რომ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თ­ვე­ლოა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მუდ­მი­ვი რე­ფორ­მი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და რე­ფორ­მას უფ­რო სა­ერ­თო-საქ­ვეყ­ნო ექ­ს­პე­რი­მენ­ტის სა­ხე აქვს.
ვთქვათ, გვაქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი, დახ­ვე­წი­ლი და დრო­ის მოთხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი, სას­წავ­ლო ბა­ზა, მაგ­რამ გვყავს პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ტინ­გენ­ტი? ერთ-ერთ კვა­ლი­ფი­ცი­ურ კვლე­ვა­ში ვკითხუ­ლობთ, რომ "შე­მუ­შა­ვე­ბულ იქ­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი გა­უ­გე­ბა­რია, ვი­ნა­ი­დან ის არ ით­ვა­ლის­წი­ნებს დარ­გის სპე­ცი­ფი­კას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის ჩა­ტარ­და 2 დო­ნის ტრე­ნინ­გი იმ მიდ­გო­მე­ბით და მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის".

უკ­ვე კო­მენ­ტა­რიც კი ზედ­მე­ტია, რად­გან ჩვენ არ გვყავს ის კონ­ტინ­გენ­ტი, რო­მელ­მაც უნ­და მის­ცეს გა­ნათ­ლე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს! საქ­მეს ის კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბა სრულ­წ­ლო­ვან­თა სწავ­ლე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს და რამ­დე­ნად მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რე­ბი გვჭირ­დე­ბა ამის­თ­ვის?
თან, პრო­ფე­სი­ულ სწავ­ლე­ბას, რო­გორც წე­სი, ძა­ლი­ან ხში­რად ე.წ. ახალ პრო­ფე­სი­ა­ზე გა­დამ­წყო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­მარ­თა­ვენ და მათ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოკ­ლე დრო­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა.
რო­ცა ადა­მი­ანს პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ღე­ბის იმე­დი არა აქვს, ზრდას­რულ­თა უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს, თვით­გა­ნათ­ლე­ბით მი­აღ­წი­ოს სა­წა­დელს.
ძი­რი­თა­დად, ვინ მი­დის პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში (15-18 წლის ახალ­გაზ­რ­დებ­ზე ვსა­უბ­რობთ)?
  • ძა­ლი­ან ცო­ტა მოს­წავ­ლე IX კლა­სის დას­რუ­ლე­ბის მე­რე (ძა­ლი­ან ცო­ტაა 9 კლას­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის პრო­ფე­სიუ­ლი მო­დუ­ლე­ბი).
  • სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ში ჩაჭ­რი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც არა აქვთ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი, მაგ­რამ აქვთ 9 კლა­სის ატეს­ტა­ტი.
სა­ბო­ლო­ოდ, სუ­რა­თი ასე­თია: ხში­რად, სრულ­წ­ლო­ვან­თათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბა არაა მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სი, ხო­ლო "ჩაჭ­რი­ლე­ბი­სათ­ვის" ის ფსევ­დო­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო "ო­ა­ზი­სი­ა".
  • ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ჩაჭ­რი­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი (მათ აქვთ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ატეს­ტა­ტი და მო­დუ­ლე­ბიც ბევ­რია მათ­თ­ვის).
ფაქ­ტია, რომ ბევ­რ­მა მოს­წავ­ლემ X-XII კლა­სებ­ში ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ და­კარ­გა დრო, და­ი­ხარ­ჯა უზარ­მა­ზა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო რე­სურ­სი. ხომ არ აჯო­ბებ­და, რომ 9 კლა­სის დამ­თავ­რე­ბის მე­რე გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი მო­დუ­ლი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ახალ­გაზ­რ­დო­ბის­თ­ვის და არ იყოს შეზღუ­დუ­ლი რო­მე­ლი­მე სპე­ცი­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა?
GzaPress
რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბო­ლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 15-18 წლის 20 ათას­ზე მე­ტი ახალ­გაზ­რ­და არ (ან ვერ) აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას. ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გან­წი­რუ­ლი არი­ან უმუ­შევ­რო­ბის­თ­ვის, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მაა.
ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სა­ჭი­როა შრო­მის ბაზ­რის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი კვლე­ვა, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის პროგ­რე­სუ­ლი მო­დერ­ნი­ზა­ცია, რაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის დახ­ვე­წით შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ.

შე­უძ­ლია თუ არა სრულ­წ­ლო­ვანს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ის­წავ­ლოს უწყ­ვე­ტად? ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მკვლევ­რე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შეც ვი­ცით, რომ სწავ­ლა უწყ­ვე­ტად შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა, მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტა მე­ტად პო­ზი­ტი­უ­რად გან­გ­ვაწყობს: "ა­და­მი­ა­ნის ტვი­ნი 28 წლის ასაკ­ში ფორ­მირ­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად, რო­გორც უჯ­რე­დო­ვა­ნი, ასე­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ადა­მი­ა­ნი სე­რი­ო­ზულ გა­ნათ­ლე­ბას ამ ასაკ­ში უნ­და იღებ­დეს. 28 წლამ­დე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა კი სა­ბა­ზი­სო თე­ო­რიააო, გა­ნაცხა­და გერ­მა­ნელ­მა ტვი­ნის მკვლე­ვარ­მა ქ. ბირ­კენ­ბილ­მა, რო­მე­ლიც 38 წე­ლი იკ­ვ­ლევ­და ტვინს და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს".

ახ­ლა კი შე­ვე­ხოთ მხო­ლოდ სრულ­წ­ლო­ვან­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებს. გთა­ვა­ზობთ ცი­ტა­ტას ერთ-ერ­თი სას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და­წე­რი­ლი მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მის შე­სავ­ლი­დან (ავ­ტო­რი ნა­ტა­ლია ბა­რა­თე­ლი): "პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის შექ­მ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი და ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, მათ­თ­ვის მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის, უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნაა. შექ­მ­ნი­ლი მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მა მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას, ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და ხელს შე­უწყობს უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვას. GzaPress

პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სწავ­ლის ხელ­შეწყო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა და საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა. მო­დუ­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შეს­თა­ვა­ზებს და სის­ტე­მა­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სატ­რე­ნინ­გო და სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, ხელს შე­უწყობს შრო­მის ბა­ზარ­ზე მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­საქ­მე­ბას. ძი­რი­თა­დი მო­დუ­ლე­ბი გათ­ვ­ლი­ლია ზრდას­რულ­თათ­ვის და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მოთხოვ­ნებ­ზე. მსურ­ველ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მუდ­მი­ვად მოხ­დე­ბა ახა­ლი ან არ­სე­ბუ­ლი სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა/ მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და შე­თა­ვა­ზე­ბა. მე­თო­დუ­რი თვალ­საზ­რი­სით ტრე­ნინ­გე­ბი/ სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სე­ბი ემ­ყა­რე­ბა სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე, ინ­ტე­რაქ­ტი­ურ მე­თო­დებს. "მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის" ეგი­დით შექ­მ­ნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი (მო­დუ­ლე­ბი, კურ­სე­ბი) მსმე­ნე­ლებს სწავ­ლე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მე­თო­დებს შეს­თა­ვა­ზებს სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის სპე­ცი­ფი­კის (ა­სა­კის, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბის) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით".

მო­დუ­ლის ავ­ტორს ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი აქვს მიზ­ნე­ბიც, თუმ­ცა, მიზ­ნებ­ზე მე­ტად, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა. გთა­ვა­ზობთ ოდ­ნა­ვი ცვლი­ლე­ბით:
  • მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში, ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ევ­რო­პუ­ლი Know How-ს და­ნერ­გ­ვა, სა­ერ­თო-ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის ინ­ტეგ­რა­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბა;
  • პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა, რაც პო­ზი­ტი­უ­რად უნ­და აისა­ხოს მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზა­ზე, სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ხა­რის­ხ­ზე;
  • პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა;
  • სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა;
  • რე­გი­ო­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა;
  • სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კუ­რი­კუ­ლუ­მის, სწავ­ლე­ბის ფორ­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, მა­თი მო­დერ­ნი­ზა­ცია;
  • გარ­და­ტე­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში _ ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა;
ბო­ლო დროს რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯად პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით? ამ კითხ­ვა­ზე გვპა­სუ­ხობს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი, ნა­ნა ჯი­ქია:
_ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი, რაც გა­და­იდ­გა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გახ­ლავთ ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მა­ლი­ზე­ბა და ამ მიზ­ნით მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტ­რე­ბის რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სის­ტე­მა­ში ჩნდე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი დიპ­ლო­მის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა _ პრო­ფე­სი­უ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი. ეს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას ხდის უფ­რო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს. აქ­ვე და­ვა­მა­ტებ, რომ ამ ტი­პის სერ­ტი­ფი­კა­ტი თა­ვი­სი აკა­დე­მი­უ­რი წო­ნით პრო­ფე­სი­უ­ლი დიპ­ლო­მის თა­ნა­ბა­რია.
სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს, ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა-მიზ­ნობ­რი­ო­ბას მოკ­ლე ხან­ში და­ვი­ნა­ხავთ. აქ­ვე და­ვა­მა­ტებ: თუ პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის მე­რე მი­ე­ცე­მათ ადა­მი­ა­ნებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს კი­დევ უფ­რო გაზ­რ­დის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, რად­გან 9-კლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლის­თ­ვის მომ­გე­ბი­ა­ნია პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა, ვიდ­რე X-XII კლა­სებ­ში სწავ­ლა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლემ ვერ დას­ძ­ლი­ოს სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი.


რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქუთაისში, ვინც არ იცნობს ნანული ცხვედიანს.
ჩვენ გვეშინია ვირუსების, ქვეწარმავლების, მღრღნელების ან თვითმფრინავით მგზავრობის
მკერავ-დიზაინერი, რომელიც ნიღბებს უანგაროდ არიგებს
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.