მაია ყამ­ბე­გაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
font-large font-small
მაია ყამ­ბე­გაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"


მაია ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, ფრან­კ­ფურ­ტის გო­ე­თეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ ბან­კ­ში და­იწყო და პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­სი­კა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა: მი­სი სიმ­ღე­რე­ბი გერ­მა­ნულ რა­დი­ო­ებ­ში ტრი­ა­ლებს, იქა­ურ ცნო­ბილ კლუ­ბებ­ში, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე მღე­რის და სულ მა­ლე, ფრან­კ­ფურ­ტელ დი­ჯე­ის­თან, დენ ბე­ის­თან ერ­თად ალ­ბომ­საც გა­მოს­ცემს, რო­მელ­შიც ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ათი სიმ­ღე­რა შე­ვა.



- 18 წლის ვი­ყა­ვი, გერ­მა­ნი­ა­ში რომ გა­ვემ­გ­ზავ­რე და თით­ქ­მის 14 წე­ლია, იქ ვცხოვ­რობ. თა­ვი­დან ჩემს დას­თან ჩა­ვე­დი ენის კურ­სე­ბის გა­სავ­ლე­ლად. იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ თბი­ლის­ში მა­ინც დავ­ბ­რუნ­დი, რად­გან აქ ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. მე­რე ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი მო­ვამ­ზა­დე და კვლავ გა­ვემ­გ­ზავ­რე, იქ კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე და სწავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვაგ­რ­ძე. პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, მუ­შა­ო­ბა ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბის ბან­კ­ში შე­მომ­თა­ვა­ზეს. ოთხი წე­ლია, რაც გერ­მა­ნულ ბან­კ­ში გა­და­ვე­დი.

- გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა და სა­სურ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა იოლი არ იქ­ნე­ბო­და, მით უმე­ტეს, უცხო­ე­ლის­თ­ვის. რო­გორ გა­ი­ა­რეთ ეს გზა?

- მარ­თ­ლაც, ძა­ლი­ან რთუ­ლია, მით უმე­ტეს, შე­თავ­სე­ბა, შეწყო­ბა, რად­გან არ იცი, რო­გო­რე­ბი არი­ან, რა მოს­წონთ, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცე - ქარ­თ­ვე­ლე­ბი უფ­რო გულ­ღია ხალ­ხი ვართ, ისი­ნი ცო­ტა უფ­რო ჩა­კე­ტი­ლე­ბი არი­ან. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს გერ­მა­ნუ­ლი ბან­კი - ძალ­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი, სა­დაც მხო­ლოდ გერ­მა­ნუ­ლად უნ­და ისა­უბ­რო. მათ­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­უ­ლად გა­ვი­ზარ­დე, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. სა­მუ­შაო პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სოა. ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი ვი­საც ჰყავს, სა­ა­თე­ბის მხრივ, დი­დი ხელ­შეწყო­ბა აქვთ - შე­უძ­ლი­ათ, დი­ლის 6 სა­ათ­ზე მი­ვიდ­ნენ და მე­რე, ად­რე წა­ვიდ­ნენ. ბან­კ­ში ბა­ღიც გვაქვს, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბის და­ტო­ვე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. 3 000 თა­ნამ­შ­რო­მე­ლია, ძა­ლი­ან ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ციაა.
მთე­ლი დღე დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს, სულ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყო, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა და ივენ­თე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბაც მე­ვა­ლე­ბა. მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა მაქვს. ჩემს უშუ­ა­ლო უფ­როსს სტა­ტის­ტი­კე­ბის კე­თე­ბა­შიც ვეხ­მა­რე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, ზუს­ტად 6 სა­ათ­ზე ჩე­მი სა­მუ­შაო დრო დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მე­რე სიმ­ღე­რა­ზე გავ­რ­ბი­ვარ. რთუ­ლი რე­ჟი­მია, მაგ­რამ შე­ვეჩ­ვიე.

- გან­ტ­ვირ­თ­ვას თუ ახერ­ხებთ, რო­გორ ერ­თო­ბით? თქვე­ნი და რას საქ­მი­ა­ნობს გერ­მა­ნი­ა­ში?

- ხში­რად დავ­დი­ვარ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ფრან­კ­ფურ­ტ­ში "ალ­ტე ოპე­რა­ა", ულა­მა­ზე­სი და იქ ქარ­თ­ვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბიც ხში­რად ჩა­მო­დი­ან. ცო­ტა ხნის წინ, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თაშ­ვი­ლი იყო. თე­ატ­რ­შიც დავ­დი­ვარ. მე და ჩემს დას ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვაქვს და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას ვმარ­თავთ. მა­გა­ლი­თად, 17 დე­კემ­ბერს ნა­ნი ბრეგ­ვა­ძე უნ­და ჩა­ვიყ­ვა­ნოთ. ვცდი­ლობთ, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. ჩე­მი და გერ­მა­ნულ პო­ლი­ტე­კო­ნო­მი­კურ საქ­მე­ებ­ში­ცაა ჩარ­თუ­ლი, ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი წევ­რია გერ­მა­ნუ­ლი ქრის­ტი­ა­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ის.

- პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­იხ­სე­ნეთ...

- სკო­ლა­ში მის­ვ­ლამ­დე, კა­ხეთ­ში, ბე­ბი­ას­თან ვიზ­რ­დე­ბო­დი და ბაღ­ში სცე­ნა­ზე ვმღე­რო­დი. თბი­ლის­ში გად­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში, ქალ­ბა­ტონ ცი­ცი­ნო ციც­ქიშ­ვილ­თან და­ვიწყე სი­ა­რუ­ლი ვო­კალ­ზე, გა­მოს­ვ­ლე­ბიც გვქონ­და. მა­შინ, ლიტ­ვა-ლატ­ვი­ა­ში გას­ტ­როლ­ზეც ვი­ყა­ვით. ახ­ლა ბევრს ვმოგ­ზა­უ­რობ. წე­ლი­წად­ში ექ­ვ­სი კვი­რა მაქვს შვე­ბუ­ლე­ბა და ვცდი­ლობ, ისე გა­ვა­ნა­წი­ლო, რომ ბევ­რ­გან წა­ვი­დე. წე­ლი­წად­ში 3-4 ქვე­ყა­ნას ვნა­ხუ­ლობ. შარ­შან ნიუ-იორ­კ­ში გა­და­ვი­ხა­დე და­ბა­დე­ბის დღე. იტა­ლია ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კი ვე­ნა­ში მივ­ფ­რი­ნავ.

- კონ­ცერ­ტებ­სა და სამ­სა­ხურს რო­გორ ათავ­სებთ?

- მთე­ლი კვი­რა ვმუ­შა­ობ, პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი, კვი­რა - მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დღე­ე­ბია, შა­ბათს კონ­ცერ­ტი მაქვს და სახ­ლ­ში იმ­დე­ნად გვი­ან მივ­დი­ვარ, კვი­რა დღეს ვე­ღა­რა­ფერს ვა­კე­თებ, მხო­ლოდ ვის­ვე­ნებ. ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ვარ­თ­მევ თავს, სამ­სა­ხუ­რი­და­ნაც ხელს მიწყო­ბენ. კონ­ცერ­ტებ­შიც ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. ახ­ლა უფ­რო მე­ტად, ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ბევ­რი გვე­კითხე­ბა, რო­დის შე­იძ­ლე­ბა ყიდ­ვა ან სიმ­ღე­რე­ბის ჩა­მოტ­ვირ­თ­ვაო?
პირ­ვე­ლად მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე გიმ­მე ლო­ვე ვიმ­ღე­რე, რა­დი­ო­ში გავ­გ­ზავ­ნეთ და ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­ტ­ში 50 სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რას შო­რის იყო. სიმ­ღე­რა რა­დი­ო­ში რომ და­ატ­რი­ა­ლეს, ტი­რი­ლი და­ვიწყე, იმ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი.GzaPress

- ბენ­დი რო­გორ შე­იქ­მ­ნა?

- შარ­შან ზაფხულს, მა­ლი­ორ­კა­ზე ვი­ყა­ვი, ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც ქორ­წილ­ში ვმღე­რო­დი. დი­ჯეი - დენ ბეი, რო­მე­ლიც იქ უკ­რავ­და, ფრან­კ­ფურ­ტე­ლი აღ­მოჩ­ნა, ერ­თ­მა­ნეთს გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სიმ­ღე­რა ერ­თობ­ლი­ვად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ჩე­მი სიმ­ღე­რა რომ ვაჩ­ვე­ნე, მო­ე­წო­ნა. მე­რე ამას მე­ო­რე, მე­სა­მე სიმ­ღე­რა მოჰ­ყ­ვა და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც გაგ­რ­ძელ­და. ბენდს "დენ ბეი და მა­ი­ა" და­ვარ­ქ­ვით. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ათი სიმ­ღე­რა და­ვაგ­რო­ვეთ.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ კლუ­ბუ­რი მუ­სი­კა?

- ეს ჩემ­თ­ვის ექ­ს­პე­რი­მენ­ტია, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და, მაგ­რამ ვი­ცი, ბა­ლა­დე­ბი და ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი, სა­დაც ვო­კა­ლის წარ­მო­ჩე­ნა უკეთ შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე ჩე­მი სტი­ლია. არ გა­მოვ­რიცხავ, რომ მე­რე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც წა­ვი­დე. ამ ეტაპ­ზე, ელექ­ტ­რო­პოპს მივ­ყ­ვე­ბი, რად­გან ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.
ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია. იქ ყვე­ლა ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი კლუ­ბე­ბი და ბა­რე­ბია, შე­სა­ნიშ­ნავ ფარ­თებს იწყო­ბენ. "აფ­ტერ ვორ­კე­ბი­ა" ძა­ლი­ან მო­დუ­რი, კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა უფ­რო ხუთ­შა­ბა­თო­ბი­თაა. არის კლუ­ბე­ბი, სა­დაც პა­რას­კევს შეხ­ვალ და კვი­რას გა­მოხ­ვალ, შე­გიძ­ლია გა­და­ა­ბა (ი­ცი­ნის).

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ აფა­სე­ბენ თქვენს მუ­სი­კა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას?

- მე­გო­ნა, ამას სე­რი­ო­ზუ­ლად არ უყუ­რებ­დ­ნენ, ვი­ნა­ი­დან ბან­კ­ში ვმუ­შა­ობ და სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­სა­ხუ­რი მაქვს. ეს პრო­ექ­ტი რომ და­ვიწყე, ფიქ­რობ­დ­ნენ, თა­ვის­თ­ვის ერ­თო­ბაო. დე­და­ჩემ­მა და ჩემ­მა და-ძმამ არც იცოდ­ნენ, ისე მნა­ხეს ქარ­თულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე და გა­და­ი­რივ­ნენ (ი­ცი­ნის). ახ­ლა უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად იღე­ბენ.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სულ არის სა­უ­ბა­რი იმ პრობ­ლე­მა­ზე, რომ ხე­ლო­ვა­ნებს, მუ­სი­კო­სებს, ძა­ლი­ან და­ბა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ. ბევ­რი მუ­სი­კო­სი ფიქ­რობს, რომ ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას ევ­რო­პა­ში მი­აღ­წევს, თუმ­ცა, იქ კონ­კუ­რენ­ცი­აც გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ გერ­მა­ნი­ა­ში?

- შე­მო­სა­ვა­ლი ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს, რომ­ლე­ბიც ჩარ­ტ­ში ტრი­ა­ლებს. მხო­ლოდ კლუ­ბებ­ში ან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე თუ მღე­რი, შე­საძ­ლოა, ერთ თვე­ში იმ­დე­ნი გა­და­გი­ხა­დონ, ხუთ თვეს გე­ყოს, მაგ­რამ ეს არას­ტა­ბი­ლუ­რია. კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან დი­დია, რად­გან უამ­რა­ვი კარ­გი მომ­ღე­რა­ლია, მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზეც, რამ­დე­ნად გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა ხარ ან ძა­ლი­ან "ქუ­ულ ტი­პი" უნ­და იყო და მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონ­დე. შე­იძ­ლე­ბა სადღაც იმ­ღე­რო და 2.000 ევ­რო ან ბევ­რად მე­ტი გა­და­გი­ხა­დონ. მოკ­ლედ, გა­აჩ­ნია, სად მღე­რი. იქ ხე­ლოვ­ნე­ბა და­ფა­სე­ბუ­ლია.

- ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის თუ იც­ლით?

- ახ­ლა მარ­ტო ვარ და სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, მე­ში­ნია კი­დეც ვინ­მე მყავ­დეს, რად­გან სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბას ვერ და­ვუთ­მობ და არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ისიც არ მო­ე­წო­ნოს, ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში რომ ვარ და პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მ­ნას.

- ევ­რო­პა­შიც არის ეს პრობ­ლე­მა? ბევრ ქარ­თ­ველ გო­გო­ნას წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ ევ­რო­პე­ლი მა­მა­კა­ცი "სულ სხვა­ნა­ი­რი­ა", ქარ­თ­ველს არაფ­რით ჰგავს და არ არის მომ­თხოვ­ნი, მკაც­რი და შეზღუდ­ვე­ბის დამ­წე­სე­ბე­ლი. რე­ა­ლუ­რად, რო­გო­რე­ბი არი­ან მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნე­ლე­ბი?

- ნამ­დ­ვი­ლად სხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით, მე სხვა­ნა­ი­რი ვარ, უფ­რო მხი­ა­რუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი, ქარ­თუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტით, ისი­ნი კი პე­დან­ტე­ბი გახ­ლა­ვან. შენ­თ­ვის რომ რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებს, შენ­გა­ნაც აუცი­ლებ­ლად მო­ე­ლის რა­მეს. ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნო, სხვა­ნა­ი­რად თავს არ შე­ი­წუ­ხებს, თუ ძა­ლი­ან არ შე­უყ­ვარ­დე­ბი. ვინც ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­რა, ის­წავ­ლა, ისი­ნი სულ სხვა­ნა­ი­რი გერ­მა­ნე­ლე­ბი არი­ან, უფ­რო უშუ­ა­ლო­ე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ასე­ვეა: არი­ან კარ­გე­ბიც და ცუ­დე­ბიც. მე­ო­რე ნა­ხევ­რად მე ვი­სურ­ვებ­დი, ასე ვთქვათ, "ევ­რო­პელ ქარ­თ­ველს". რაც უნ­და მდი­და­რი მე­უღ­ლე შემ­ხ­ვ­დეს, სახ­ლ­ში ვერ დავ­ჯ­დე­ბი, ყო­ველ­თ­ვის რა­ღა­ცას გა­ვა­კე­თებ, აქ­ტი­უ­რად ვიცხოვ­რებ, სხვაგ­ვა­რად არ შე­მიძ­ლია.

- თქვენს გეგ­მებ­ზეც გვითხა­რით რა­მე...

- მა­ლე ჩვე­ნი სა­მი სიმ­ღე­რა გა­მო­ვა, მე­რე, - ალ­ბო­მი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბას, წა­მოს­ვ­ლის წინ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ვა­წე­რე ხე­ლი - 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ეკო­ნო­მი­კურ სა­მიტ­ზე ელ­ჩად და­მა­სა­ხე­ლეს, ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჩა­მო­დი­ან, ჯერ კი­დევ ზღა­პარ­ში მგო­ნია თა­ვი და არ ვი­ცი, წინ რა მე­ლო­დე­ბა. ზამ­თარ­ში მინ­და, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში ტურ­ნე მო­ვაწყო და იქ­ნებ, სა­ქარ­თ­ვე­ლოც ჩავ­რ­თო, კონ­ცერ­ტი აქაც გავ­მარ­თოთ. იმე­დია, გა­მო­ვა.

თამ­თა და­დე­შე­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.