გერმანიის წლის საუკეთესო ქართველი კომპოზიტორი
font-large font-small
გერმანიის წლის საუკეთესო ქართველი კომპოზიტორი
"ის ცდილობდა, ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა და მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი კონსერვატორიაში"


ლევან ბაშარული გერმანიაში 2008 წელს გაემგზავრა. რთული პერიოდის შემდეგ მისი, როგორც კომპოზიტორის წინსვლა დაიწყო და 2015 წელს გერმანიაში "წლის საუკეთესო კომპოზიტორად" აღიარეს. ლევანი დღეს უკვე არაერთი ქართული თუ უცხოური ფილმისა თუ სპექტაკლის მუსიკის ავტორია. გარდა მუსიკის შექმნისა, სხვადასხვა ქვეყანაში უნიკალურ პროექტებს ახორციელებს. მის მიერ განხორციელდა თვალწარმტაცი შოუ პარიზში, ეიფელის კოშკის წინ, რომელიც მაყურებელს 11 საათის განმავლობაში აოცებდა. ლევანმა ახლახან მუსიკა ცნობილი გერმანული სერიალისთვის შექმნა, რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატით გერმანიის ტელეარხებს შორის ყველაზე რეიტინგულ არხზე იქნება ნაჩვენები. ლევანს სიახლეებისა და მიღწეული წარმატების შესახებ სასაუბროდ გერმანიაში დავუკავშირდით...

- საერთოდ, ბოლო დროს კინოინდუსტრია აქტიურადაა მიმართული სერიალის ჟანრისკენ. სერიალისთვის მუსიკის შექმნის სურვილი ყოველთვის მქონდა და როცა მასზე მუშაობა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი. სერიალი სახელად "Mარიე ფანგტ Fეუერ" სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატით წელიწადში ორჯერ, გერმანიის ერთ-ერთ პრესტიჟულ სახელმწიფო ტელეარხზე გადის, რომელიც რეიტინგით სატელევიზიო არხებს შორის პირველ ადგილზეა. მასში არაერთი გერმანელი კინოვარსკვლავი მონაწილეობს. მომავალი სერიების მუსიკაზე მუშაობა უკვე შემომთავაზეს.

- ფილმთან შედარებით, სერია­ლზე მუშაობას სხვა სპეციფიკა აქვს?

- დიახ, ის უფრო განსხვავებულ ნიუანსებზეა აგებული, ვიდრე ფილმის მუსიკა. მე ორივე ელემენტის სინთეზი გამომივიდა. სხვათა შორის, ვიოლინოს პარტია ქართველმა წარმატებულმა მევიოლინემ, ია დავითაშვილმა შეასრულა. მან დაახლოებით 14 წლის წინ, თბილისის კონსერვატორიის მისაღებ გამოცდაზე ჩემ მიერ დაწერილი ნაწარმოები შეასრულა.

- როდის და რა მიზნით წახვედით გერმანიაში?

- გერმანიაში 2008 წლის ივლისში ჩამოვედი. აღმოჩნდა, რომ ვისი მიწვევითაც წავედი, ჩემი დახმარება აღარ დასჭირდა. გამოსავალი თავადვე მოიფიქრა - მის შვილებს ფორტეპიანოს გაკვეთილებს ვუტარებდი, დედას კი ბაღის საქმეებში ვეხმარებოდი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ეს ქალბატონი ალკოჰოლდამოკიდებული გახლდათ და ხშირად, არაადეკვატური ქცევა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კონტრაქტის შეწყვეტა აზრადაც არ მომსვლია, რადგან ეს ჩემს სამომავლო გეგმებს შეაფერხებდა. ეს ქალბატონი, რატომღაც, გამუდმებით ცდილობდა ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა. მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი მიუნხენის კონსერვატორიაში. რამდენიმე წლის შემდეგ, გერმანიის წლის მთავარ კინომუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე "გერმანიის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის" ნომინაციაზე წარმადგინეს და გამარჯვებულადაც გამომაცხადეს...

- ეს ცერემონია 2015 წელს გაიმართა... კონკრეტულად თქვენ მიერ შექმნილი რომელიმე ნაწარმოების მიხედვით ხომ არ გამოგარჩიეს სხვა კომპოზიტორებისგან
?
- ჟიურის რამდენიმე წევრს მოსმენილი ჰქონდა ჩემი სიმფონიური პოემა - "ომის შემდეგ" მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. ასევე, მხატვრული ფილმები, რომელთა შორის განსაკუთრებით Lუის თრენკერ-ს გაუსვეს ხაზი. ამ ფილმის მუსიკა 2015 წელს დავწერე. ეს გახლდათ წლის ერთ-ერთი გახმაურებული, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ერთობლივი პროექტი. ლუის ტრენკერი მე-20 საუკუნის გამოჩენილი გერმანელ-იტალიელი მთამსვლელი რეჟისორი გახლდათ, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე საავტორო შოუ მიჰყავდა. შექმნა მრავალი საკულტო ფილმი. მის სახელს ჰიტლერის ცოლის, ევა ბრაუნის დღიურების გაყალბება და ამერიკელ პროდიუსერებზე მიყიდვა უკავშირდება. ფილმში სწორედ ეს ფაქტებია ინსცენირებული. ფილმის პრემიერამ, ისევე როგორც შემდგომმა პერიოდმა, დიდი სკანდალით ჩაიარა. ამავე წელს შესრულდა ჩემი სიმფონიური პოემა დიდ პუბლიკაში, მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის მიერ. ეს ორი დიდი პროექტი გახდა ჩემი ნომინირების მთავარი მიზეზი ასეთი მნიშვნელოვანი კინომუსიკის დაჯილდოებაზე. "წლის ახალგაზრდა საუკეთესო კინოკომპოზიტორის" ნომინაციაში ორ კომპოზიტორთან ერთად დამასახელეს და რამდენიმე წუთში გამარჯვებულადაც გამომაცხადეს... ეს ფაქტი სამომავლოდ საჭირო და საინტერესო კონტაქტების, პროექტებისა და ღონისძიებების გარანტია გახლდათ.

- ქართველ ხელოვანებთან ხშირად თანამშრომლობთ?

- უმეტესად მაშინ, როცა მუსიკისთვის ამა თუ იმ ინსტრუმენტის ჩაწერა მჭირდება. ვთანამშრომლობ კოლეგებთან აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრიდან. ეს გახლავთ დიჯეი, ელექტრონიკა, ვიოლინო, ფორტეპიანო. ამ ზაფხულს დავწერე მუსიკა ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიორგი მენაბდის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის - "სისხლი". ახლა კი მუშაობას ვიწყებ სოფია ბერიკაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმზე, რომელიც სხვადასხვა ფესტივალზე იქნება წარდგენილი.

- გვითხარით კონცერტი-შოუს შესახებ, რომელიც ეიფელის კოშკის წინ 11 საათის მანძილზე მიმდინარეობდა...

- მიუნხენში ხელოვანთა ჯგუფი, სახელად "სუპერ+" არსებობს. ჯგუფი ინოვატორული არტ-პროექტების განხორციელებითაა დაკავებული. ერთ-ერთი "ფონიქსის ფრენაა", რომლის პრეზენტაცია პარიზში გაიმართა. 70-მეტრიანი ვერცხლის პოლიეთილენის გიგანტური ფიგურა ჰელიუმის აირით ივსება და 7 სხვადასხვა მხრიდან თოკების საშუალებით ჰაერში საინტერესო ფორმებს იღებს. გადავწყვიტე, ეს ფიგურა მუსიკით ამემეტყველებინა. სპეციალურად ამ საღამოსთვის ორიგინალური ნაწარმოები შეიქმნა. ეს პროექტი მალე ვენეციასა და ნიუ-იორკშიც განხორციელდება.

- როგორც ცნობილია, ღონისძიებებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნითაც აწყობთ...

- საფორტეპიანო ტრიოს ვხელმძღვანელობ, რომელმაც "ომის შემდეგ" ქალაქ ბრემენში შეასრულა. ეს გახლდათ ორი ქართველი გოგონას, ნინა ორჯანელისა და თეონა მანჯგალაძის მიერ დაგეგმილი, მეტად გემოვნებიანი საღამო საქართველოს კულტურისა და ტურიზმის შესახებ. პროექტს სისტემატური ხასიათი აქვს და ის პერიოდულად გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.
გარდა კინომუსიკისა, მუსიკას მიუნხენის თეატრისთვისაც ვქმნი. ვხელმძღვანელობ ვოკალურ კვარტეტს - "ჰარმონია", რომლისთვისაც ქართული სიმღერების არანჟირებას ახალი ვერსიით ვახდენ. კვარტეტი შესრულების მაღალი დონით გამოირჩევა და ქართულ ჰანგებს გერმანელ თუ სხვა უცხოელ მსმენელს აცნობს. კონცერტები გერმანიის სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყნებში ტარდება. გარდა ამისა, მიუნხენის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოსა და კომპოზიციას ვასწავლი.


შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
13.12.2017
ყოჩაღ!! წარმატებები!!
თამარ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.