ჰო­ლი­ვუდის ვარსკვლავე­ბის ქართველი ფიტ­ნესინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი - ჩემ­თან ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურად ვარ­ჯი­ში, სა­ათ­ში 120 დო­ლა­რი ღირს
font-large font-small
ჰო­ლი­ვუდის ვარსკვლავე­ბის ქართველი ფიტ­ნესინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი - ჩემ­თან ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურად ვარ­ჯი­ში, სა­ათ­ში 120 დო­ლა­რი ღირს
"მამამ მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და"


კო­კა ლან­ჩა­ვა 9 წე­ლია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და ცნო­ბი­ლი ფიტ­ნესდარ­ბა­ზე­ბის ქსე­ლის - "ექ­ვი­ნოქ­სის" მწვრთნე­ლია. კო­კას­თან ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი ვარ­ს­კვ­ლა­ვე­ბი ვარ­ჯი­შო­ბენ. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვამ­დე მას სირ­თუ­ლე­ე­ბი­თა და დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბით სავ­სე გზის გავ­ლა მო­უხ­და. კო­კა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის, და­ვით ლან­ჩა­ვას შვი­ლია.


- კო­კა, რო­გორ აღ­მოჩ­ნ­დი ამე­რი­კა­ში?
- 2009 წელს გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით, ატ­ლან­ტა­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­ვე­დი. კო­ლეჯ­ში რისკმენე­ჯ­მენ­ტი და ფი­ნან­სე­ბი ვის­წავ­ლე. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აქ დარ­ჩე­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტე.

- რო­გორ მოხ­ვ­დი ჰო­ლი­ვუდ­ში?

- სა­ნამ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ად­ვო­კა­ტო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შობ­დი, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ექ­ტებს გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ. შემ­დეგ ჩარ­ლ­ს­ტონ­ში გა­და­ვე­დი. აქ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნია "ემსიში" მარ­კე­ტინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. დრო გა­დი­ო­და და ვხვდე­ბო­დი, რომ ოფის­ში მუ­შა­ო­ბა არ მომ­წონ­და. ისე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩოგ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. სპორ­ტ­ში ყოფ­ნაც ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და, ამი­ტომ ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვა ამ სფე­რო­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე. ამე­რი­კა­ში, 18 წლი­სა ჩა­მოვ­ფ­რინ­დი. ლოს-ან­ჯე­ლე­სი ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის იყო სა­ოც­ნე­ბო საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. უცებ სამ­სა­ხუ­რი­დან ჩარ­ლ­ს­ტო­ნი­დან სან-ფრან­ცის­კო­ში გა­დას­ვ­ლის შან­სი მო­მე­ცა. ეს იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი კა­ლი­ფორ­ნი­ის­კენ. 7 თვე­ში ლოს-ან­ჯე­ლე­ში ჩას­ვ­ლა და ამე­რი­კის მას­შ­ტა­ბით, სა­უ­კე­თე­სო ფიტ­ნესდარ­ბა­ზე­ბის ქსელ­ში "ექ­ვი­ნოქ­ს­ში" მის­ვ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე.

- რო­გორ დას­რულ­და შე­ნი მცდე­ლო­ბა?

- "ექ­ვი­ნოქ­ს­ში" ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვარ­ჯი­შო­ბენ. ამი­ტომ აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მოხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ერთ-ერთ ფი­ლი­ა­ლში მი­ვე­დი, რომ­ლის მე­ნე­ჯე­რიც მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო. და­ვი­ლა­პა­რა­კეთ, მითხ­რა, რომ ჯერ გა­მოც­დე­ბი უნ­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და შემ­დეგ გა­სა­უბ­რე­ბა მექ­ნე­ბო­და. გა­მოც­დე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლია. წიგ­ნი 700-გვერ­დი­ა­ნია და მი­სი შეს­წავ­ლა სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. მი­ვა­ტო­ვე სამ­სა­ხუ­რი და მი­ნე­სო­ტა­ში ბი­ძას­თან გა­და­ვე­დი. 6 თვე დამ­ჭირ­და მა­სა­ლე­ბის შე­სას­წავ­ლად. გა­მოც­დე­ბი, სა­ა­ტეს­ტა­ტო ცენ­ტ­რ­ში ჩა­ვა­ბა­რე. ამის შემ­დეგ, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­დავ­ფ­რინ­დი და ფი­ტნესცენ­ტ­რის იმ ფი­ლი­ალ­ში მი­ვე­დი, სა­დაც მუ­შაო­ბის დაწყე­ბა მინ­დო­და. გა­სა­უბ­რე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

- თუმ­ცა მი­ზან­ზე უარი არ გით­ქ­ვამს და დღეს, სა­სურ­ველ ად­გილ­ზე მუ­შა­ობ.

- მე ვი­ცო­დი, რომ მინ­დო­და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რე­ბა და "ექ­ვი­ნოქ­ს­ში" ფიტ­ნესინ­ს­ტ­რუქ­ტო­რად მუ­შა­ო­ბა. ეს ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ინ­ტერ­ვი­უს შე­სა­ხებ მე­ო­რე დღეს გა­ვი­გე. ჩემს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­სა და ელექ­ტ­რო­ნულ წე­რი­ლებს არ პა­სუ­ხობ­დ­ნენ. ამი­ტომ ად­გილ­ზე მი­ვე­დი და მე­ნე­ჯერს გა­სა­უბ­რე­ბის შე­სა­ხებ ვკითხე. პა­სუხ­მა გუ­ლი ძა­ლი­ან მატ­კი­ნა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ამიყ­ვან­დ­ნენ. გა­მო­ვე­დი და პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე, მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კე. ღა­მის 4 სა­ა­თი იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში უკან, მი­ნე­სო­ტა­ში ფრე­ნა მქონ­და. და­ვით­მა მითხ­რა, რომ თუ ეს ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რ­ძო­ლა. მის­მა სიტყ­ვებ­მა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და.

იმ დღეს­ვე ამოვ­წე­რე "ექ­ვი­ნოქ­სის" სხვა ფი­ლი­ა­ლე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი. გა­ვი­გე მე­ნე­ჯე­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა. ერ­თი და იმა­ვე დარ­ბაზ­ში რამ­დენ­ჯერ­მე მარ­ტო იმის­თ­ვის მივ­დი­ო­დი, რომ მე­ნე­ჯე­რის­თ­ვის ხე­ლი ჩა­მო­მერ­თ­მია და ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვე­ნა­ხე. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად თვე-ნა­ხე­ვა­რი დამ­ჭირ­და. სა­ბო­ლო­ოდ, "ექ­ვი­ნოქ­სის" ყვე­ლა­ზე და­კა­ვე­ბულ ფი­ლი­ალ­ში მოვ­ხ­ვ­დი. აქ დღე­ში 2000 ადა­მი­ა­ნი ვარ­ჯი­შობს. თუ რა­მე ძა­ლი­ან გინ­და, აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ. დღეს ეს ზუს­ტად ვი­ცი.

- რო­გო­რია შე­ნი სა­მუ­შო დღე?

- დარ­ბა­ზი დი­ლის 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე იხ­ს­ნე­ბა. თუ ვინ­მე მყავს ჩა­წე­რი­ლი, მეც მაგ დროს მივ­დი­ვარ. კვი­რა­ში 6 დღე ვმუ­შა­ობ. ჩემ­თან ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურად ვარ­ჯი­ში, სა­ათ­ში 120 დო­ლა­რი ღირს. აქ მწვრთნე­ლის შე­ფა­სე­ბის 4 დო­ნეა. მე უკ­ვე მე­სა­მე­ზე ვარ. გვაქვს ტრე­ნინ­გე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი. თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ.

- ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებ­თან თუ გი­წევს მუ­შა­ო­ბა?

- ვმე­გობ­რობ და ვა­ვარ­ჯი­შებ Gამე ოფ თჰრონეს­-ს სცე­ნა­რისტს დე­ნი­ლე ბრეტ ვე­იზს. მი­მუ­შა­ვია, ვი­კინ­გე­ბის მსა­ხი­ობ­თან ალექ­სან­დ­რე ლუდ­ვიგ­თან და თწილიგჰტ-ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­თან - ჯე­ი­კობ ბლექ­თან. მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ნი­კო­ლაი კოს­ტერ-ვალ­დუს­თან. ჩვენ­თან ვარ­ჯი­შობს კე­ვინ ჰარ­თი. ვეხ­მა­რე­ბო­დი ლუკ ევენსს. იმის­თ­ვის, რომ მო­ვარ­ჯი­შე­ებს დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ექ­მ­ნათ, დარ­ბაზ­ში ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა აკ­რ­ძა­ლუ­ლია.

- რო­გო­რია შე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- სა­მო­მავ­ლოდ, ჩე­მი ბიზ­ნე­სი მინ­და მქონ­დეს. ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი. ასე­ვე ფიტ­ნესდარ­ბა­ზი. თუმ­ცა კონ­კუ­რენ­ცია დი­დია და კარ­გი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა.

ეკა მელიქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, თავდაპირველად ბევრს ისევ ბოროტი ხუმრობა ეგონა. რამდენიმე წლის წინ ამგავრი ცრუ ინფორმაცია ერთხელ უკვე გავრცელდა...
ავთანდილ ჭრიკიშვილის ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რამდენიმეს კი მაინც დავასახელებ:
"თმა-შევერცხლილი, ჯიბე-შეკვეცილი, ბიუჯეტ-შეკვესტრილი, ხელფას-გაყინული, დაჩა-გაყიდული,
გოჩა ბილვანიძე 11 წლის იყო, პირველად ადამიანი დახრჩობას რომ გადაარჩინა. ამჟამად, ბათუმის საზღვაო სამაშველო განყოფილებაში ცვლის უფროსი გახლავთ.
"რატომ უნდა ჩავჯდე რუსული კომპანიის ტაქსიში, როცა შემიძლია, ქართულით ვისარგებლო?"
"მას და ვერიკოს განსხვავებული სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ. მიშა მემწვანილის შვილი იყო, ვერიკო კი არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ"
"გასაკვირია, რომ აგვისტოს ომიდან 10 წლის მერე გამოჩნდა საზოგადოების პატარა ნაწილი, რომლებსაც უხარიათ, თითიდან გამოწოვილი "მღვდელმსახურობის" ფარატინა ქაღალდის აღება"
"ბორბლების გარეშე არასდროს მიცხოვრია"
"ჰუმანოიდი რობოტი ბევრ საკითხს უფრო ეფექტიანად და სწრაფად გადაჭრის"
"ჩვენი სეირნობა ძალიან სასაცილოა. მე ვასეირნებ ენდის თუ პირიქით, დღემდე ვერ გავიგე"
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
2 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
1 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.