თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბი და მიზ­ნე­ბი
font-large font-small
თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბი და მიზ­ნე­ბი
ეს თან­ხე­ბი ისევ ბა­ღის მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი


სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ბო­ტა­ნი­კურ ბაღს საკ­მა­ოდ დი­დი ის­ტო­რია აქვს. ცნო­ბე­ბი დღე­ვან­დე­ლი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წილ­ში, სა­მი მცი­რე სი­დი­დის ბა­ღის არ­სე­ბო­ბა­ზე ჯერ კი­დევ XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გვხვდე­ბა, ისი­ნი მე­ფე­თა სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის ჩა­ნა­წე­რე­ბი აქ სა­აფ­თი­ა­ქო და სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­თა ბა­ღის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გვამ­ც­ნო­ბენ. 1945 წელს, მას ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის სტა­ტუ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ე­ნი­ჭა, რის შემ­დე­გაც, ბა­ღის პრი­ო­რი­ტე­ტად კვლავ კავ­კა­სი­ის მცე­ნა­რე­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შეს­წავ­ლა და მი­სი კო­ლექ­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა რჩე­ბა.



აქ შეხ­ვ­დე­ბით ეგ­ზო­ტურ მცე­ნა­რე­ებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ფლო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ ეგ­ზემ­პ­ლა­რებს. ის­ტო­რი­უ­ლი არ­ბო­რენ­ტუ­მი თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი იყო, სა­დაც ას­წ­ლო­ვა­ნი წიწ­ვო­ვა­ნე­ბი­სა თუ ფოთ­ლო­ვა­ნე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი კო­ლექ­ციაა დღე­საც; აქ არის კავ­კა­სი­ის იშ­ვი­ა­თი და გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი წი­თე­ლი ნუს­ხის სა­ხე­ო­ბე­ბი.
ბა­ღის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მო­მავ­ლო და­გეგ­მა­რე­ბა­ზე, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე, მი­სი ტე­რი­ტო­რი­ის თი­თო­ე­უ­ლი ზო­ნის მოწყო­ბა­სა და გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მის მეტ ხელ­მი­საწ­ვ­დ­ომო­ბა­სა და სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თად, ზრუ­ნავს და აქ­ტი­უ­რა­დაა პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტო­რი - თა­მაზ დარ­ჩი­ძე.

- სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი და ეს ჩემ­თ­ვის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი~ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, აქ 2015 წელს და­ვი­ნიშ­ნე და მი­ხა­რია, ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი გვაქვს.

- გვი­ამ­ბეთ, რა სი­ახ­ლე­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და მას შემ­დეგ, რაც თქვენ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნეთ.

- პირ­ველ რიგ­ში, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის წი­ნა­შე დგას ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი. აქ მცე­ნა­რე­ე­ბია სხვა­დას­ხ­ვა ეკო­რე­გი­ო­ნე­ბი­დან თავ­მოყ­რი­ლი. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა იყო და არის მცე­ნა­რე­თა დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა, ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, თუ რა სიმ­დიდ­რეს ვფლობთ. მერ­ქ­ნი­ან მცე­ნა­რე­თა ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია ბო­ლოს 15 წლის წინ ჩა­ტარ­და. ახ­ლა ეს პრო­ცე­სი უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია, მა­ლე დას­რულ­დე­ბა და ახა­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზა გვექ­ნე­ბა.
მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა კო­ლექ­ცი­ე­ბის სწო­რი დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბაა, იგი ყვე­ლას­თ­ვის თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს. გან­ვა­თავ­სეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფე­ბი, ძი­რი­თა­დი მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი, მცე­ნა­რე­ებს ეტი­კე­ტე­ბი გა­უ­კეთ­და და ა.შ. ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. მე­სა­მე, ეს არის კონ­სერ­ვა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ის იშ­ვი­ა­თი, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას, საფ­რ­თხის ქვეშ მყო­ფი მცე­ნა­რე­ე­ბის შეს­წავ­ლა და მა­თი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. დი­დი ხა­ნია, ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო საგ­რან­ტო პრო­ექ­ტ­ში, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე სა­ხე­ო­ბე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა. 2006 წლი­დან თეს­ლის ბან­კია შექ­მ­ნი­ლი, სა­დაც სა­ჭი­რო მა­სა­ლა ინა­ხე­ბა, ას­ლე­ბი კი ლონ­დონ­ში, ათას­წ­ლე­უ­ლის თეს­ლის ბან­კ­ში იგ­ზავ­ნე­ბა, რომ­ლის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი ვართ.

- რო­მელ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებთ BGCI-სთან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით?

- კონ­სერ­ვა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად იყო­ფა, პირ­ვე­ლი, ეს არის ათას­წ­ლე­უ­ლის თეს­ლის ბან­კის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის კავ­კა­სი­ის მცე­ნა­რე­ე­ბის კონ­სერ­ვა­ცია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ე­ბი­სა და ბუჩ­ქე­ბის კო­ლექ­ცი­ის, თეს­ლის შეგ­რო­ვე­ბა; აგ­რეთ­ვე, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს - BGCII-ის ერ­თობ­ლი­ვი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი ბა­ლამ­წა­რას პროგ­რა­მა.
BGCI-ის წევ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი ჯერ კი­დევ 1998 წლი­დან იყო, 2000-იან წლებ­ში ეს სტა­ტუ­სი გარ­კ­ვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მო შე­ჩერ­და, 2016 წელს კი კვლავ მივ­მარ­თეთ და სტა­ტუ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­ვიდ­გი­ნეთ. ამა­ვე წელს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი თბი­ლის­ში გვეს­ტუმ­რა, შევ­თან­ხ­მ­დით სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ბა­ღის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე, რომ და­იწყე­ბო­და მუ­შა­ო­ბა ჩვე­ნი ბა­ღის გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე, რო­მელ­საც GჩI გა­უ­წევ­და კონ­სულ­ტა­ცი­ას, ასეც მოხ­და. შე­იქ­მ­ნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც პოლ სმი­ტი, რი­ჩარდ ევე­რე­ლი და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ ჩარ­თულ­ნი. ამ პრო­ცესს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და ექ­ს­პერ­ტი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღე­ბის სა­კითხებ­ში - ენ­დ­რიუ ჯექ­სო­ნი.

- რო­გორ მოხ­დე­ბა ბა­ღის გან­ვი­თა­რე­ბა?

- ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის გან­ვი­თა­რე­ბა სამ ძი­რი­თად ეტა­პად და­იწ­ყო - 2020 წლამ­დე გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია, რო­ცა უნ­და დას­რულ­დეს ძი­რი­თა­დი სტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბით შევ­სე­ბა, მკვლე­ვარ­თა ახა­ლი თა­ო­ბის მო­ზიდ­ვა, ეკო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის, მცე­ნა­რე­თა დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის, ახა­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის შექ­მ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მე­ო­რე ეტა­პი 2025 წლამ­დეა და უნ­და უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ მე­ბა­ღე­ო­ბის სკო­ლის და­ფუძ­ნე­ბა, ბა­ღის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მთა­ვა­რია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ბა­ღის ლან­დ­შაფ­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ანუ რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. პრობ­ლე­მა ბევ­რია - მოშ­ლი­ლი სა­მე­ურ­ნეო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, მათ შო­რის, სარ­წყა­ვი სის­ტე­მის დი­დი ნა­წი­ლი მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი და ყო­ველ­წ­ლი­უ­რად დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის ფა­სად გვი­წევს მცე­ნა­რე­თა კო­ლექ­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რად­გან თბი­ლის­ში ცხე­ლი დღე­ე­ბია ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვე­ნი მე­ო­რე გა­მოწ­ვე­ვა ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბაა, რა­თა ბა­ღი უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს.

- რით ვაკ­ვირ­ვებთ უცხო­ელ დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლებს? რა არის თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ბო­ტა­ნი­კურ ბაღს გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს მი­სი ლან­დ­შაფ­ტი მა­ტებს. ერ­თი მხრივ, ეს მცე­ნა­რე­ე­ბის­თ­ვის სტრე­სუ­ლი გა­რე­მოა, ქვა­ღორ­ღი­ა­ნი მი­წე­ბი, მკაც­რი ფორ­მე­ბი, მაგ­რამ ეს არის საკ­მა­ოდ ეგ­ზო­ტი­კუ­რი და თი­თო­ე­უ­ლი მარ­შ­რუ­ტი, თი­თო­ე­უ­ლი ახა­ლი უბა­ნი, რო­მელ­საც დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი გა­ივ­ლის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალ სივ­რ­ცეს სთა­ვა­ზობს და არ მე­ორ­დე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ეს მცე­ნა­რე­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტურ ჰარ­მო­ნი­ა­შია ბაღ­თან, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლ­თან.

- სულ ცო­ტა ხნის წინ, იაპო­ნუ­რი ბა­ღი გა­შენ­და. რა დატ­ვირ­თ­ვა აქვს მას?

- იაპო­ნუ­რი ბა­ღი იაპო­ნუ­რი სა­ბა­ღე ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­ჩი­ნე­ბაა რო­გორც მცე­ნა­რე­უ­ლი, ასე­ვე ფურ­ნი­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით. ჩან­ჩ­ქე­რი, ფუ­ძი­ა­მას მთა, კა­რიბ­ჭე, რო­მელ­თაც სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით შთა­ბეჭ­და­ვია.

- სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ზიპ-ლა­ინ ატ­რაქ­ცი­ო­ნიც, რომ­ლი­თაც ექ­ს­ტ­რი­მის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ნა­რი­ყა­ლას ცი­ხის მხრი­დან ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში ეშ­ვე­ბი­ან და ამ ულა­მა­ზე­სი ხე­დით ტკ­ბე­ბი­ან. დი­დია მას­ზე მოთხოვ­ნა?

- საკ­მა­ოდ, ზიპ-ლა­ინ ატ­რაქ­ცი­ონ­მა არა მხო­ლოდ გა­ზარ­და ბა­ღის ცნო­ბა­დო­ბა ექ­ს­ტ­რი­მის მოყ­ვა­რულ ახალ­გაზ­რ­დებ­ში, არა­მედ ხე­ლი შე­უწყო შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა­საც, რაც ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რა­თა არ ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ან ფონ­დის დახ­მა­რე­ბა­ზე. 2015 წელს ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი 200 ათას ლარს აჭარ­ბებ­და, 2017 წე­ლი კი 650 ათას ლარ­ზე მე­ტი შე­მო­სავ­ლით და­ვას­რუ­ლეთ. ეს თან­ხე­ბი ისევ ბა­ღის მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე კე­თილ­მოწყო­ბის­თ­ვის. შე­მოდ­გო­მა­ზე ყვა­ვი­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის - 7.200-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. აქ დი­დი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნაა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ვარ­ჯი­შოდ, გან­ტ­ვირ­თ­ვის­თ­ვის ხში­რად მო­დის. გი­დე­ბიც გვყავს.

- რე­ა­ლუ­რად რა კავ­შირ­შია ყბა­და­ღე­ბუ­ლი და სკან­და­ლუ­რი პრო­ექ­ტი - "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი~ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან? ხში­რად გვეს­მის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ბა­ღი გას­ხ­ვის­და და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თქვე­ნი პა­სუ­ხი აინ­ტე­რე­სებს.

- გეტყ­ვით, რომ ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ტე­რი­ტო­რია არ გას­ხ­ვი­სე­ბუ­ლა და არ გა­ყი­დუ­ლა! რაც მთა­ვა­რია, "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის~ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მიმ­დე­ბა­რედ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უფ­რო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ბო­ტა­ნი­კურ ბაღს ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის მი­ღე­ბის, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ქარ­თ­ვ­ლის დე­დის მხა­რეს მე­ო­რე შე­მო­სას­ვ­ლე­ლი კეთ­დე­ბა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ვი­ზი­ტო­რებს თა­ბო­რის მთის მხრი­და­ნაც მი­ვი­ღებთ.
- რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი, რას იტყ­ვით დენ­დ­რო­პარ­კ­ზე, რო­მელ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ურეკ­ში აშე­ნებს?
- მი­ვე­სალ­მე­ბით ამ პრო­ექტს, ჩე­მი აზ­რით, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და აუცი­ლებ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს დენ­დ­რო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლის­ში არ­სე­ბულ დენ­დ­რო­პარკს, მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა მის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რ­ცე­ე­ბის მო­საწყო­ბად.

თამ­თა და­დე­შე­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.