"ბოლო წლებში საქართველოში შიდსით 27 ბავშვი გარდაიცვალა..." - რა შემთხვევაში წყვეტენ მკურნალობას აივინფიცირებული პაციენტები
font-large font-small
"ბოლო წლებში საქართველოში შიდსით 27 ბავშვი გარდაიცვალა..." - რა შემთხვევაში წყვეტენ მკურნალობას აივინფიცირებული პაციენტები
რამდენიმე ათასი ადამიანი დაავადებას მალავს ან დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია არ აქვს...


შიდსი, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოს აზანზარებს, საქართველოში პირველად 1989 წელს დაფიქსირდა და მას შემდეგ, ასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. წლების განმავლობაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პიარ-ღონისძიებების მიუხედავად, მოსახლეობაში არსებული სტიგმა თანდათან, ინფორმაციის მიღებასთან ერთად მცირდებოდა, თუმცა, არასაკმარისად...






საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარებაა მცირეწლოვნებში, - 2017 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 27 ინფიცირებული ბავშვი გარდაიცვალა, 3 კი ქვეყნიდან გავიდა...
საქართველოში აივინფიცირებულთა სტატისტიკით ირკვევა, რომ ვითარება საგანგაშო თუ არა, საკმაოდ დამაფიქრებელია... ამ მხრივ, ვითარება უკიდურესად მძიმეა ოკუპირებულ რეგიონებში, რომლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც ზრუნვა სწორედ საქართველოს მთავრობის მოვალეობაა. მეტიც, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფერო ის ერთადერთი კვანძია, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. სწორედ ამიტომ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ამ პრობლემიდან თავის დახსნის ერთადერთი გზა, თბილისში მკურნალობაა. აფხაზეთის ვენეროლოგიური დისპანსერის ექიმის, ლუდმილა ავიძბას თქმით, - 2016 წელს, სოხუმის შიდსის ლაბორატორიაში ვირუსით ინფიცირების 1100 შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე მონაცემებით, 15 წლის განმავლობაში, ამ ვირუსით 200 ადამიანი გარდაიცვალა. დისპანსერში კონკრეტულ სტატისტიკას ვერ ფლობენ, რადგან ბევრი ინფიცირებული პაციენტი აღრიცხვაზე არც კი იმყოფება. ქართული მხარის თქმით, აფხაზეთში, ოფიციალურად, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 500-მდე პაციენტია რეგისტრირებული.
აფხაზური მხარე აკონკრეტებს, რომ ყოველთვიურად 8-10-მდე ახალი აივინფექციის შემთხვევა ვლინდება. ლუდმილა ავიძბას ინფორმაციით, აფხაზეთში აივ-ინფექციით, ყოველწლიურად 15 ადამიანი იღუპება...
რაც შეეხება ზოგადად, ქვეყანაში არსებულ სურათს, 2017 წლისთვის ოფიციალურად გამოვლენილი და რეგისტრირებულია აივინფიცირების 6711 გამოვლენილი შემთხვევა, თუმცა, შიდსის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში აივინფიცირებულთა რაოდენობა 12000-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი დაავადებას მალავს ან დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია არ აქვს...

ფატი გაბუნია, ექიმი-ინფექ­ციონისტი:

- საქართველოში ძალიან ბევრმა, შეიძლება ითქვას, ორიდან ერთმა არ იცის, რომ შიდსი აქვს, რადგან ის წლების განმავლობაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შეიძლება ეს ვირუსი 8 წელი ჰქონდეს, ის კი ვერაფერს ხვდებოდეს. ეს ვერაგი დაავადება ამ ხნის განმავლობაში, ჩუმად აზიანებს იმუნურ სისტემას და თუ ადამიანმა, დონორობის დროს ან სხვა შემთხვევაში ანალიზი არ გაიკეთა, ვერც გაიგებს, რა სჭირს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეალობა სხვაგვარია და ერთი პაციენტის უკან, რამდენიმე გამოუვლენელი შემთხვევა იმალება, ანუ აივინფიცირებული ადამიანების რიცხვი, სავარაუდოდ, 12 000-ია. არადა, ოფიციალურად გამოვლენილი და რეგისტრირებულია 6711 შემთხვევა. ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული რეალობა ასეთია: 2015 წელს საქართველოში აივინფექციის 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2016 წელს - 717, 2017 წელს, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, უკვე 500-ზე შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნელი, თუმცა სტაბილური ზრდის ტენდენციაა.

- ზრდის ტენდენციის მიზეზი რა არის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება?

- თემაზე ცოდნის ამაღლების მხრივ, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა საზოგადოებაში ჩასატარებელი, რათა ცნობიერება ამაღლდეს და ადამიანებმა საკუთარი სურვილით მიმართონ ექიმს. არადა, მკურნალობის ეფექტი, სწორედ დიაგნოზის ადრეულ სტადიაში დასმის შემთხვევაშია.

- არსებული მონაცემებით, ბოლო წლებში ამ ვირუსს 27 ბავშვი ემსხვერპლა... როგორ ვრცელდება ეს დაავადება ბავშვებში და რა შეგვიძლია პრევენციისთვის გავაკეთოთ?

- პრევენციისთვის აუცილებელია დროული ჩარევა. რაც შეეხება იმ 27 ბავშვს, ისინი, 2005 წლამდე დაინფიცირდნენ. მას შემდეგ, ანუ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საერთაშორისო დეკლარაციის თანახმად, ყველა ორსულს, რომელიც კონსულტაცია გაივლის, აივანტისხეულებზე უტარდება გამოკვლევა და შესაბამისად, ყველა აივინფიცირებულმა დედამ იცის თავისი სტატუსი, მკურნალობს და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, აივინფიცირებული ბავშვი საქართველოში არ დაბადებულა... ამ ეტაპზე, ჩვენ გვყავს 48 ინფიცირებული ბავშვი, რომლებიც მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს დაინფიცირდნენ და ისინი მკურნალობენ. საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ყველაზე უმცროსი 4 წლისაა...

- აივინფიცირებულთა მკურნალობა უფასოა?

- დიახ, ამას საქართველოში მთავრობა და შიდსის გლობალური ფონდი აფინანსებს. შესაბამისად, როგორც პრეპარატები, ასევე მკურნალობა პაციენტისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში უფასოა. მკურნალობის მეთოდები კი, წლების განმავლობაში დაიხვეწა და მისი ეფექტურობაც გაიზარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პაციენტის მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე იწყება, რაც ადრე ასე იყო... მკურნალობაც მარტივია, პაციენტმა ყოველდღიურად 2 აბი უნდა მიიღოს, რაც დაავადების კონტროლის შესაძლებლობას გვაძლევს. მკურნალობის დაწყებიდან საშუალოდ 24 კვირაში, ვირუსი ითრგუნება...

- დაავადების დადგენისას ალბათ, პაციენტი სტრესს იღებს, რამაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, მკურნალობის მოტივაციაც დაუკარგოს...

- დიახ და ამიტომაც, ჩვენი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ჯგუფური თერაპია, რომლის ფარგლებშიც ახალდიაგნოსტირებული პაციენტები სხვა აივინფიცირებულებს ხვდებიან და თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. ამ მხრივ კარგი პრაქტიკა გვაქვს, - აგრეთვე, გვყავს აივინფიცირებული პაციენტების ჯგუფი, რომლებიც დიდი ხანია ამ ვირუსის მატარებლები არიან და დიაგნოზის მიუხედავად, სრულფასოვანი ცხოვრება აქვთ... აივინფიცირებულის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ კი, შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ საზოგადოებაში, ვითარება გამოსწორდა. თუმცა, პაციენტებს აქვთ "თვით­სტიგმა", ანუ თავს იდანაშაულებენ. მამაკაცები თვლიან, რომ ეს დაავადება არასწორი ცხოვრების შედეგია, ქალები კი თავს იდანაშაულებენ იმაში, რომ მათ პარტნიორი მამაკაცი არასწორად აირჩიეს... თუკი გენდერულ ბალანსს გავმიჯნავთ, 7711 პაციენტიდან 5013 მამაკაცია... პაციენტთა ასაკი საკმაოდ ახალგაზრდაა, 29-40-წლამდე.

შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელის, იზა ბოდოკიას თქმით, როდესაც პაციენტი იგებს თავის სტატუსს, ძალიან ნერვიულობს, რაც მკურნალობაზეც აისახება.
- ექიმი აკეთებს ანალიზებს, ადგენს დიაგნოზს, შემდეგ ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას, მაგრამ პაციენტს უჭირს იმ სტრესის დაძლევა, რომელიც ამ დაავადების გაგებას ახლავს... მათი მოტივაციისთვის საუკეთესო მაგალითია იმ პაციენტების ცხოვრება, რომლებიც ამ ვირუსის ქონის მიუხედავად, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ზრუნავენ მათზე... მკურნალობის ეფექტურობისთვის აუცილებელია, პაციენტი მკურნალობის მიმართ დამყოლი იყოს და წამლების მიღება არ შეწყვიტოს.

- არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი მკურნალობას წყვეტს?

- სამწუხაროდ, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც ის თავს კარგად იგრძნობს, შესაძლოა, შიგადაშიგ გამოტოვოს წამალი, რის შედეგადაც, მოსალოდნელია პრეპარატმა ეფექტი დაკარგოს.

ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.