მწა­რე წე­რი­ლი იმა­ზე, თუ რო­გორ ექ­ცე­ვი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შშმ ბავ­შ­ვებ­სა და მათ მშობ­ლებს
font-large font-small
მწა­რე წე­რი­ლი იმა­ზე, თუ რო­გორ ექ­ცე­ვი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შშმ ბავ­შ­ვებ­სა და მათ მშობ­ლებს
"ნუ და­კარ­გავთ იმედს!"


შე­საძ­ლოა, ბევ­რ­მა მე­დი­კოს­მა სა­კუ­თა­რი თა­ვი და­ი­ნა­ხოს ამ წე­რილ­ში (შეგ­ნე­ბუ­ლად, სა­ხე­ლებ­სა და გვარს მხო­ლოდ ინი­ცი­ა­ლე­ბით აღ­ვ­ნიშ­ნავ) და საყ­ვე­დუ­რი გა­მოთ­ქ­ვან, თუმ­ცა, პა­ტა­რა მა­რი­ამ გ.-ს დე­და მზად არის, ყვე­ლა სიტყ­ვა­ზე პა­სუ­ხი აგოს. აქ­ვე დავ­ძენ, წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მო­ტი­ვა­ცია ისაა, რომ მშობ­ლებ­მა არ უნ­და და­კარ­გონ იმე­დი! გთა­ვა­ზობთ გერ­მა­ნი­ი­დან მო­წე­რილ წე­რილს მცი­რე­ო­დე­ნი შეს­წო­რე­ბით (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა).



ელი­სო ყ.:
"ჩე­მი მა­რი­ა­მი და­ი­ბა­და 2014 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, ას­ფიქ­სი­ით. და­ბა­დე­ბამ­დე ერ­თი კვი­რა იყო უწყ­ლოდ, უჟან­გ­ბა­დოდ, რად­გან სა­კე­ის­რო კვე­თა დაგ­ვი­ან­და ექი­მე­ბის უყუ­რადღე­ბო­ბის გა­მო. და­ბა­დე­ბი­დან 30 წუ­თის შემ­დეგ ამო­ი­ღო ხმა, მო­მიყ­ვა­ნეს, ვა­ჭა­მე და გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს პა­ლა­ტა­ში. ორი პო­ლი­სი­დან მოხ­ს­ნეს თან­ხა ერ­თ­დ­რო­უ­ლად. ერ­თი პო­ლი­სი ჩე­მი მე­უღ­ლის იყო, რო­მე­ლიც იმ დროს სამ­თო­ე­ლი გახ­ლ­დათ და ოჯა­ხის წევ­რებ­საც ეხე­ბო­და "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" სა­დაზღ­ვე­ვო პა­კე­ტი, მე­ო­რე კი - სა­ყო­ველ­თაო. ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებ­მა კი­დევ 300 ლა­რი აჩუ­ქეს ექი­მებს. ჩე­მებს უთხ­რა ექიმ­მა, - ახ­ლა სა­ჭი­რო არ ხართ, თუ რა­მე­ში დაგ­ვ­ჭირ­დე­ბით, და­გი­რე­კავ­თო. მა­რი­ა­მის­თ­ვის 5-გრა­მი­ან შპრიც­ში ჰქონ­დათ საჭ­მე­ლი და აბა, რო­გორ ეყო­ფო­და? ტი­რო­და... მი­ვე­დი ექიმ ლ. გ-სთან, ბავ­შ­ვი მო­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი. შენ გა­გე­გუ­დე­ბა, და­გე­ძი­ნე­ბა, მე ღა­მეს ვერ გი­თევ და თუ არ გა­ჩუმ­დე­ბი, ფან­ჯ­რი­დან გა­და­გიგ­დებ ბავ­შ­ვ­სო! მო­მი­ხუ­რა კა­რი, არა­და, ბავ­შ­ვი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ კი­ო­და! ვერ ვი­ძი­ნებ­დი, მინ­დო­და პა­ტა­რას­თან ყოფ­ნა და ალ­ბათ მა­საც უნ­დო­და დე­დი­კოს­თან... მე­რე გა­ვი­თი­შე ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან. ზუს­ტად ვი­ცი, არ მე­ძი­ნა. რო­ცა გონ­მო­სულ­მა ბავ­შ­ვი მო­ვი­კითხე, ექ­თან­მა სი­ცი­ლით მითხ­რა, - ექიმს ჰყავს და და­გი­ძა­ხებ­სო. 5 წუთ­ში მე­ო­რე ექ­თანს ვკითხე და, - ცუ­დად არის ბავ­შ­ვი, ექი­მი გეტყ­ვი­სო. ფორ­თხ­ვით გა­მიყ­ვა­ნეს ბავ­შ­ვ­თან, მოვ­კი­დე ხე­ლი და სულ გა­ყი­ნუ­ლია ჩე­მი პა­ტა­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიცხეა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში!
ჩა­ვი­კე­ცე და ავ­ტირ­დი. ნუ ტი­რი, ჯერ ხომ ცოცხა­ლიაო, - მითხ­რა ბე­ბი­ა­ქალ­მა ნ.პ-მ. აზ­რ­ზე მო­სულ­მა მა­მა გი­ორ­გი გ.-ს და­ვუ­რე­კე, - მა­რი­ა­მი შე­მე­ძი­ნა, ცუ­დად არის და და­მი­ლო­ცე-მეთ­ქი. ამის მე­რე გუ­ლი წა­მი­ვი­და და მეს­მის ცო­ტა ხნის მე­რე მღვდლის ხმა, ახალ­შო­ბი­ლი სად არი­სო? გა­ვი­ქე­ცი ბლოკ­ში და ჩემს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და: მა­შინ მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ მო­ეს­წ­რო და მო­ე­ნათ­ლა. მა­მა გი­ორ­გიმ მი­რო­ნი სცხო, ნათ­ლო­ბა ჩა­ა­ტა­რა. ამ დროს ჩე­მი­ა­ნე­ბიც მო­ვიდ­ნენ, ის პლე­დი მო­უ­ტა­ნეს მა­რი­ამს, რო­მე­ლიც სულ მინ­დო­და - ვარ­დის­ფე­რი და ფა­ფუ­კი! ჩე­მი პა­ტა­რა გო­გო ისე­თი ლა­მა­ზი იყო, ისე­თი ფუმ­ფუ­ლა, წი­თე­ლი ტუ­ჩე­ბით, ლურ­ჯი თვა­ლე­ბით და ხე­ლი­დან მეც­ლე­ბო­და მი­სი სი­ცოცხ­ლე! მოხ­და სას­წა­უ­ლი და ნათ­ლო­ბის­თა­ნა­ვე, ბავ­შ­ვ­მა გა­იღ­ვი­ძა. მე­გო­ნა, მხო­ლოდ მე მი­ყუ­რებ­და...
ბავ­შ­ვის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო რე­ა­ნო­მო­ბი­ლი გა­მო­ი­ძა­ხეს. 4 სა­ა­თი ვე­ლო­დეთ და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს პა­ტა­რა მა­რი­ა­მი. ბავ­შ­ვი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თ­ქ­ვის აპა­რატ­ზე შე­უ­ერ­თე­ბი­ათ, ხე­ლოვ­ნუ­რი კვე­ბა, ანა­ლი­ზე­ბი, კვლე­ვე­ბი. სხვა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­და­ნაც მო­იწ­ვი­ეს ექი­მე­ბი... ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა, ნე­ი­რო­სო­ნოს­კო­პია და მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია ჩა­ტარ­და, არ­სად კრუნ­ჩხ­ვის კვა­ლი არაა, იქა­უ­რი ექი­მე­ბის ბრა­ლიაო, - დე­და­ჩე­მის­თ­ვის ექიმს უთ­ქ­ვამს...

მე­რე მეც ჩა­მიყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, მი­ვე­დი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, მო­მიყ­ვა­ნეს მა­რი­ა­მი და არ ვი­ცი, რა ვუ­ყო, რო­გორ ჩა­ვაც­ვა ან დავ­ბა­ნო, მე­ში­ნია, არა­ფე­რი ვატ­კი­ნო. ყო­ველ 3 სა­ათ­ში 45 გრა­მი რო­გორ ვა­ჭა­მო? ყვე­ლა­ფე­რი ბორ­ჯო­მელ­მა ლა­ზა­რეს დე­დი­კომ მას­წავ­ლა, რო­მე­ლიც მა­რი­ამ­თან ერ­თად პა­ლა­ტა­ში იყო. მახ­სენ­დე­ბა კი­დევ ობო­ლი ბი­ჭი, რომ­ლის დე­დი­კოც სა­კე­ის­რო კვე­თის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მამ კი ბავ­შ­ვ­ზე უარი თქვა და დე­ი­დამ მო­ა­კითხა წა­საყ­ვა­ნად...
არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა ექიმ­მა რუ­სუ­დან ლ.-მა გა­აგ­რ­ძე­ლა მა­რი­ა­მის მკურ­ნა­ლო­ბა. მან მითხ­რა, ბავ­შ­ვი შე­მოყ­ვა­ნი­ლია კრუნ­ჩხ­ვის დი­აგ­ნო­ზით, არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლა და ამ ეტაპ­ზე არც მო­სა­ლოდ­ნე­ლიაო. ბავშვს ყუ­რადღე­ბას არ აკ­ლებ­და. პა­ტა­რამ წო­ნა­ში მა­ტე­ბა და­იწყო და მე­თოთხ­მე­ტე დღეს შინ გა­მოგ­ვიშ­ვეს... მე­ო­რე დღი­დან ბავ­შ­ვ­მა და­იწყო ტი­რი­ლი, ვერ წყნარ­დე­ბო­და. 3 კვი­რის რომ გახ­და, სა­ღა­მოს 6-დან ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე სულ ტი­რო­და. დავ­რ­ბო­დით ექი­მებ­თან ჭი­ა­თუ­რა­ში, საჩხე­რე­სა და ზეს­ტა­ფონ­ში. ყვე­ლა ახალ-ახალ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას უწერ­და. ჩვენც, წამ­ლებს იმე­დით ვყი­დუ­ლობ­დით და ვას­მევ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, უშე­დე­გოდ... ამას ყუ­რე­ბის ან­თე­ბაც ემა­ტე­ბო­და. 3 თვი­სა ხდე­ბო­და, ისევ ყუ­რის ან­თე­ბა და­ე­მარ­თა. წა­ვიყ­ვა­ნეთ საჩხე­რე­ში გ.ც.-სთან, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი და­უ­ნიშ­ნა, თან გვითხ­რა, ერთ კვი­რა­ში მო­იყ­ვა­ნეთ, ენის ლა­გამს ჩავ­ჭ­რიო. მო­უ­შუშ­და ყუ­რი და წა­ვიყ­ვა­ნეთ, ჩაჭ­რა ენის ლა­გა­მი და ბავ­შ­ვი უკ­ვე ვე­ღარც ჭამ­და. გა­ვი­ქე­ცით მე­ო­რე ექიმ­თან, ი.ე.-სთან, რო­მელ­მაც გვითხ­რა, თბი­ლის­ში წა­იყ­ვა­ნე­თო. იქ რა გა­ჭირ­ვე­ბა გა­და­ვი­ტა­ნეთ, იმის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და, კვი­რა­ში 500 ლარს სცდე­ბო­და მხო­ლოდ წამ­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად სა­ჭი­რო თან­ხა! 5 თვის ასა­კი­დან უკე­თე­სო­ბა და­ეტყო ბავშვს, ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბიც მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და მა­სა­ჟე­ბის წყა­ლო­ბით ბავ­შ­ვ­მა ხოხ­ვაც და­იწყო... ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 250 ლა­რით მო­მეხ­მა­რა, მე­რე ჯან­დაც­ვის უფა­სო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში დავ­რე­გის­ტ­რირ­დით და სა­მი­ნის­ტ­რო­ში რამ­დენ­ჯე­რაც დავ­რე­კე, მ.ა.-მ მი­პა­სუ­ხა: არაა ობო­ლი, არ ხარ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, გა­და­ი­ხა­დე 10 დღის თან­ხა და ჩაგ­ს­ვამთ პროგ­რა­მა­შიო...

მა­რი­ა­მი 2 წლის ხდე­ბო­და და ისევ ფა­ფებ­ზე იყო, მის კუჭ-ნაწ­ლავს, უამ­რა­ვი წამ­ლის­გან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულს, არ შე­ეძ­ლო ახა­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. ამ ფა­ფას კი არ შე­ეძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა. მე­რე და­ე­მა­ტა ჩუტყ­ვა­ვი­ლა. იმე­დი უკ­ვე გა­და­წუ­რუ­ლი მქონ­და, ერ­თი ადა­მი­ა­ნი რომ გა­მოჩ­ნ­და, რო­მელ­მაც მა­ნუ­გე­შა, დახ­მა­რე­ბას დამ­პირ­და და აას­რუ­ლა კი­დეც! მა­ნამ­დე ბევ­რი დამ­პირ­და, მაგ­რამ სიტყ­ვე­ბის გარ­და არა­ფე­რი იყო... ერ­თ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ქალ­მა ისიც კი მითხ­რა, შენ ხომ ვერ მო­გახ­მარ მთელ ჩემს შე­მო­სავ­ლებ­სო, თა­ნაც, თეთ­რი­თაც არას­დ­როს დამ­ხ­მა­რე­ბია!

გა­სუ­ლი წლის 12 სექ­ტემ­ბერს და­ვიწყეთ ვარ­ჯი­ში ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგ ნი­ნო ხ.-სთან... თვა­ლის პრობ­ლე­მის გა­მო, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მი­ვე­დით, ზა­ზა ხ.-სთან. 60 ლა­რი ღირ­და კონ­სულ­ტა­ცია. თან­ხა არ აიღო. ექიმ­მა, - ძა­ლი­ან ლა­მა­ზია შე­ნი გო­გოო. წვე­თე­ბი და­უ­ნიშ­ნა, ერთ წელ­ში კონ­ტ­რო­ლი, 2 წელ­ში კი ოპე­რა­ცია იქ­ნე­ბა სა­ჭი­როო, რად­გან მარ­ცხე­ნა თვალ­ში ოდ­ნა­ვი სი­ელ­მეაო...

მა­რი­ამს და­უ­ნიშ­ნეს "ცე­რებ­რუმ კომ­პო­ზი­ტუ­მი", Eერთი ამ­პუ­ლა კვი­რა­ში ორ­ჯერ, სამ­შა­ბათს და პა­რას­კევს. მკურ­ნა­ლო­ბი­სას ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, და­ვუ­რე­კე ამ წამ­ლის დამ­ნიშ­ვ­ნელ ექიმს და თით­ქოს არა­ფე­რი, ისე მითხ­რა, - დი­დი დო­ზა მომ­ს­ვ­ლიაო... მი­ვე­დით მას­თან და არ მახ­სოვ­და ასა­კი, თქვენს აუტისტ შვილს თქვენ­ვე მი­ხე­დე­თო! მე ვკითხე, - ცე­რებ­რა­ლუ­რია და აუტის­ტიც არის-მეთ­ქი? გა­რეთ გა­მოგ­ვ­ყა­რა, ყვი­რი­ლით...
კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით მა­რი­ამ­მა გა­უ­ბე­და­ვი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა და­იწყო, უკ­ვე სი­ა­რუ­ლი უნ­დო­და, სიტყ­ვებს ამ­ბობ­და... სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ წაყ­ვა­ნილს, მან­ძი­ლი ძა­ლი­ან ღლი­და. გზა ვარ­კე­თი­ლი­დან ვა­კემ­დე მის­თ­ვის შო­რი იყო, მაგ­რამ რა უნ­და გვექ­ნა? სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში მა­რი­ამს დაჯ­დო­მა არ უნ­დო­და, ერ­თხელ ნელ-ნე­ლა დაბ­ლა ჩას­რი­ალ­და, ფე­ხი ძირს და­ა­ბა­კუ­ნა და ატირ­და. მიღ­რი­ა­ლა მძღოლ­მა, გა­ა­ჩე­რე შე­ნი შვი­ლიო. ბავ­შ­ვი ვერ გა­ვა­ჩუ­მე და ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს მა­გი­ნებს უკ­ვე მძღო­ლი. ვტი­რი და ვეხ­ვე­წე­ბი, - გა­მი­ჩე­რე, ჩა­ვალ-მეთ­ქი! სულ გა­გიჟ­და, მი­აქ­რო­ლებ­და "მარ­შ­რუტ­კას", იქ მყოფ­მა ქა­ლებ­მა კი მიყ­ვი­რეს, - ნევ­რო­ზი­ა­ნი ხარ, ჯერ შენ იმ­კურ­ნა­ლე, მე­რე შვილს მი­ხე­დეო. ისევ ვეხ­ვე­წე­ბო­დი მძღოლს, გა­მი­ჩე­რე, ბავ­შ­ვი შშმ არის, ვერ გა­ვა­გე­ბი­ნებ თქვენს მოთხოვ­ნას-მეთ­ქი... რო­გორც იქ­ნა, მო­საც­დელ­თან გა­ა­ჩე­რა. ვა­წო­დებ ლა­რი­ანს, ის კი კი­დევ მიყ­ვი­რის, - ჩა­დიო!..
მე­გო­ნა, რომ ის ერ­თი მძღო­ლი იყო გულ­ქ­ვა და ის მგზავ­რე­ბიც... რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და, ახ­ლა სხვა ნო­მერ "მარ­შ­რუტ­კა­ში" ავ­დი­ვარ. სა­ში­ნე­ლი ქა­რია, მა­რი­ა­მი დაღ­ლი­ლია და ისევ ატირ­და. ას­ვ­ლის­თა­ნა­ვე მიყ­ვი­რა მძღოლ­მა, - ახ­ლა­ვე ჩა­დი ძირს, შე­ნი ტი­რია წი­წი­ლას­თ­ვის მგზავ­რებს ვერ დავ­კარ­გა­ვო... ამ­ჯე­რად მგზავ­რებ­ში გა­მი­მარ­თ­ლა, ერ­თ­მა მა­რი­ა­მი და­მაწყ­ნა­რე­ბი­ნა და მძღოლს უთხ­რა, რო­გორ არ გრცხვე­ნია, ქარ­სა და ყინ­ვა­ში ბავშვს სად აგ­დე­ბო?.. იმე­დი მო­მე­ცა და ვე­ძა­ხი მძღოლს, ჩე­მით არ ჩა­ვალ, ჩა­მაგ­დე და პატ­რულს გა­მო­ვი­ძა­ხებ, აბა, რო­მელ კა­ნონ­ში წე­რია, მტი­რა­ლი ავად­მ­ყო­ფი ბავ­შ­ვი ტრან­ს­პორტს არ გა­ე­კა­როს-მეთ­ქი? - უკ­ვე აღარ დავ­თ­მე. მა­რი­ამს და­ე­ძი­ნა, გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩავ­დი­ვარ, ფულს ვა­წო­დებ და არ მარ­თ­მევს... - ბა­ტო­ნო, აქ მოწყა­ლე­ბის­თ­ვის არ ამოვ­სულ­ვარ! - ვე­უბ­ნე­ბი მძღოლს. - ვერ გა­მო­გარ­თ­მევ, 26 წლის დის­შ­ვი­ლი მყავს, ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლეა და ვი­ცი, რა­საც გა­ნიც­დიო. ხურ­და და­ვუ­ყა­რე და გა­ვი­ქე­ცი, ძლივს მი­ვაღ­წიე ბი­ნამ­დე... მე­რე ცხელ ხაზ­ზე დავ­რე­კე, ვუთხა­რი, თუ რო­გორ მექ­ცე­ოდ­ნენ მძღო­ლე­ბი და 137 ნო­მე­რი "მარ­შ­რუტ­კის" მძღო­ლი მო­უხ­ს­ნი­ათ მგზავ­რე­ბის საყ­ვე­დუ­რე­ბის გა­მო...

ასე და­ვას­რუ­ლეთ ერ­თი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი. მა­რი­ა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. ექიმ­მა მირ­ჩია, მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას თა­ვი და­ა­ნე­ბეთ, ახ­ლა მა­რი­ა­მის­თ­ვის ურე­კია წა­მა­ლიო... ეს ვუთხა­რი იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც და­ნა­პი­რე­ბი აას­რუ­ლა და მე­გობ­რე­ბის თა­ნად­გო­მით მეხ­მა­რე­ბო­და. ათი­ო­დე წუ­თის მე­რე მომ­წე­რა, ურე­კიც მოგ­ვარ­და, ჩე­მი მე­გობ­რის სახ­ლ­ში იცხოვ­რებთ, საკ­ვებ­საც ის მო­გაწ­ვ­დით და ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა­საც, კი­დევ მა­სა­ჟის­ტ­საც მო­გიყ­ვან­თო. ვკითხუ­ლობ­დი მო­ნა­წერს და არ მჯე­რო­და!
ჩა­ვე­დით ურეკ­ში და რამ­დე­ნი­მე დღის მე­რე ბავ­შ­ვი ღა­მე სა­წო­ლი­დან ჩა­ცოც­და! სი­ხა­რუ­ლით ვი­კივ­ლე და მე­უღ­ლეს ვუთხა­რი, მა­რი­ა­მი თა­ვად ჩა­ვი­და სა­წო­ლი­დან, მეც არ მჯე­რა-მეთ­ქი! 2 კვი­რა გა­ვა­ტა­რეთ ურეკ­ში და წა­მო­ვე­დით სახ­ლ­ში. მას­პინ­ძელ­მა სექ­ტემ­ბერ­ში ისევ დაგ­ვ­პა­ტი­ჟა, - ჩა­მო­დით, ბავშვს მო­უხ­დე­ბაო. ჩე­მი შვი­ლი ამ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ნა­ბიჯს ად­გამ­და, ტი­ტი­ნებ­და... ხვდე­ბა, გრძნობს, იცი­ნის და უკ­ვე მჯე­რა, რომ მა­ლე ირ­ბენს...
მა­რი­ამს 1 წლი­სას და­ეს­ვა დი­აგ­ნო­ზი ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლა, წლი­სა და 3 თვი­სას მი­ე­ნი­ჭა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტა­ტუ­სი. ამ­ხე­ლა პროგ­რე­სის მე­რე შე­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და! ჩემ­მა მე­უღ­ლემ მა­ღა­რო­ზე მუ­შა­ო­ბას თა­ვი და­ა­ნე­ბა, რად­გან მა­რი­ა­მის წო­ნის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მარ­ტო ვე­რა­ფერს გავ­ხ­დე­ბო­დი. ზე­მო­თაც ვთქვი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სის და­ფი­ნან­სე­ბა ვთხო­ვე და უარი მი­ვი­ღე... გა­დავ­წყ­ვი­ტე, ყვე­ლა გზა მო­მე­ძებ­ნა და სა­დაც საშ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, იქით წავ­სუ­ლი­ყა­ვი! ევ­რო­პა­ში არის ხსნა, - ეს ვთქვი და გერ­მა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბი­ლე­თე­ბი ავი­ღეთ. აერო­პორ­ტ­ში ში­შით გა­ვი­ა­რეთ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­პას­პორ­ტო კონ­ტ­რო­ლი, ისიც ვი­ცო­დი უკ­ვე, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი იოლად აღარ იღე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ლტოლ­ვი­ლებს. ვა­თარ­გ­მ­ნი­ნე იუს­ტი­ცი­ის სახლს და და­ვა­მოწ­მე­ბი­ნე ჯან­დაც­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი უარი, რო­მე­ლიც პი­რი­ქით აღ­მოჩ­ნ­და ნა­თარ­გ­მ­ნი... იმ ჩე­მი თა­ნამ­დ­გო­მი ადა­მი­ა­ნის მე­გობ­რე­ბი დამ­ხ­ვ­დ­ნენ აერო­პორ­ტ­ში, სა­მა­სი კი­ლო­მეტ­რი გა­მო­ევ­ლოთ სრუ­ლი­ად უც­ნო­ბებს ჩვენ გა­მო! მი­მიყ­ვა­ნეს ქა­ლაქ ეს­სენ­ში და ახ­ლა ვე­ლო­დე­ბი გერ­მა­ნი­ის­გან ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუსს... გერ­მა­ნე­ლე­ბი ხე­და­ვენ მა­რი­ა­მის პრობ­ლე­მას, ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბას გვიგ­ვა­რე­ბენ და მაქვს იმე­დი, რომ სხვა ქვე­ყა­ნა იმას გაგ­ვი­კე­თებს, რაც სამ­შობ­ლომ ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის ვერ გა­მო­ი­მე­ტა!

იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც თა­ნად­გო­მა გა­მი­წი­ეს, მა­თი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ამიკ­რ­ძა­ლეს, უან­გა­როდ და­მეხ­მარ­ნენ და რო­ცა ამ­დე­ნი ვინ­მე მიდ­გას მხარ­ში, იმედს რა მო­მიშ­ლის? ყვე­ლა მშო­ბელს მო­ვუ­წო­დებ, არ შეწყ­ვი­ტონ შვი­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა... რომ არ მებ­რ­ძო­ლა, ჩე­მი შვი­ლი ახ­ლაც ერ­თი ცოცხა­ლი კუნ­ძი იქ­ნე­ბო­და და არა ის პრან­ჭია გო­გო, რო­მე­ლიც ხა­ტავს უკ­ვე და პო­მა­და­საც სა­გულ­და­გუ­ლოდ ის­ვამს პა­წა­წი­ნა ვარ­დის­ფერ ტუ­ჩებ­ზე..."
პ.ს. მა­რი­ა­მი და მი­სი მშობ­ლე­ბი ელო­დე­ბი­ან გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუსს. სტა­ტუ­სის მი­ღე­ბამ­დეც ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან ბი­ნით, კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბით, საკ­ვე­ბი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით. ფე­რა­დი წიგ­ნე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი და ათას­გ­ვა­რი სა­თა­მა­შო ახა­ლი­სებს მა­რი­ამს. მას უკ­ვე მე­გო­ბა­რიც კი ჰყავს - სი­რი­ე­ლი ჯა­მა­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მშვე­ნივ­რად ერ­თო­ბა. იმე­რე­თის მი­უ­ვალ სო­ფელ­ში კი მა­რი­ამს მე­გო­ბა­რი არ ჰყავ­და...

რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.