სა­ლო­მე ჯი­ქია - ხო­სე კა­რე­რა­სის ფა­ვო­რი­ტი ქარ­თ­ვე­ლი სოპ­რა­ნო
font-large font-small
სა­ლო­მე ჯი­ქია - ხო­სე კა­რე­რა­სის ფა­ვო­რი­ტი ქარ­თ­ვე­ლი სოპ­რა­ნო
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"

ლე­გენ­და­რულ­მა ეს­პა­ნელ­მა ტე­ნორ­მა, ხო­სე კა­რე­რას­მა, ქარ­თ­ვე­ლი სოპ­რა­ნო, სა­ლო­მე ჯი­ქია პარ­ტ­ნი­ო­რად სხვა მომ­ღერ­ლებს შო­რის გა­მო­არ­ჩია და მას­თან ერ­თად გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბელ ტურ­ნე­ში პუბ­ლი­კის წი­ნა­შე რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის სცე­ნა­ზე წარ­დ­გა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი მუდ­მი­ვი საცხოვ­რე­ბე­ლი თბი­ლი­სია, სა­ლო­მეს ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტ­რ­ში უწევს ყოფ­ნა. მის­თ­ვის 2018-19 წლე­ბი უკ­ვე გა­წე­რი­ლია - თავს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე ისა­ხე­ლებს. სა­ლო­მე ჯი­ქია პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ `ი­ავ­ნა­ნას~ სტი­პენ­დი­ან­ტი, თურ­ქეთ­სა და სომ­ხეთ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­სა და კონ­კურ­ს­ზე ორი გრან-პრის, ლა­დო ათა­ნე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე კი პირ­ვე­ლი პრი­ზის მფლო­ბე­ლია. მო­ცარ­ტის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის ფრან­სის­კო ვი­ნი­ა­სის სა­ხე­ლო­ბის ვო­კა­ლის­ტ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე მომ­ღე­რალ­მა მაქს კლა­ი­ნის და მად­რო­ნი­ტა ან­დ­რე­უს სა­ხე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი მი­ი­ღო.

სა­ლო­მე გან­ვ­ლი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გზი­სა და არ­ჩე­ვა­ნის, რთუ­ლი ეტა­პე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა...

- სა­ლო­მე, გა­ნათ­ლე­ბით პი­ა­ნის­ტი ხართ. რო­გორ მოხ­და თქვე­ნი, რო­გორც მომ­ღერ­ლის აღ­მო­ჩე­ნა?
- სა­მუ­სი­კო ათ­წ­ლე­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გან­ვაგ­რ­ძე და მა­გის­ტ­რა­ტუ­რა მა­ნა­ნა დო­ი­ჯაშ­ვილ­თან და­ვამ­თავ­რე. ბა­კა­ლავ­რის მე­სა­მე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, სიმ­ღე­რა­ში ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯა რომ ვცა­დე. ოპე­რის სო­ლისტ თე­მურ გუ­გუშ­ვილ­თან სა­მი წე­ლი ვის­წავ­ლე და ნელ-ნე­ლა ამ პრო­ფე­სი­ამ `გა­დამ­ძა­ლა~, პი­ა­ნის­ტო­ბას კი თა­ვი და­ვა­ნე­ბე. 2013-14 წლებ­ში რო­მის სან­ტა ჩე­ჩი­ლი­ას ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის სა­ო­პე­რო სტუ­დი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი.

- ორ პრო­ფე­სი­ას შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რთუ­ლი არ იყო?

- რო­ცა სიმ­ღე­რა და­ვიწყე, ვიგ­რ­ძე­ნი - ეს ის საქ­მე იყო, რომ­ლის `მსა­ხუ­რე­ბაც~ უფ­რო მინ­დო­და და შე­სა­ბა­მი­სად, სიმ­ღე­რა­ზე `პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დას­ვ­ლაც~ ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. ხან­და­ხან დაკ­ვ­რა და მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი კი მე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ რად­გან იმა­ვე სფე­რო­ში ვსაქ­მი­ა­ნობ, ფორ­ტე­პი­ა­ნოს ძა­ლი­ან არც მოვ­შო­რე­ბი­ვარ.

- ალ­ბათ, თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რ­მაც იქო­ნია გავ­ლე­ნა...

- პირ­ველ რიგ­ში დე­დას და­ვა­სა­ხე­ლებ. ის მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.Fფაქტობრივად, ოპე­რა­ში გა­ვი­ზარ­დე, მე და ჩე­მი დე­ბი გა­მუდ­მე­ბით დავ­ყავ­დით სპექ­ტაკ­ლებ­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო­სი, დე­და ყო­ველ­თ­ვის ახერ­ხებ­და სპექ­ტაკ­ლებს დავ­ს­წ­რე­ბო­დით. მას სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს, შე­უძ­ლია გან­ჭ­ვ­რი­ტოს გა­დად­გ­მულ ნა­ბიჯს რა შე­დე­გი მოჰ­ყ­ვე­ბა თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ. სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­სას, დე­და ყო­ველ­თ­ვის საქ­მის კურ­ს­შია.

- ოთხი დი­დან პრო­ფე­სი­ად მუ­სი­კა მხო­ლოდ თქვენ აირ­ჩი­ეთ?

- დი­ახ. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მა­თაც აქვთ, მაგ­რამ გაგ­რ­ძე­ლე­ბა არც ერ­თ­მა არ მო­ინ­დო­მა, მხო­ლოდ ჩე­მი და დე­დას სურ­ვი­ლე­ბი და­ემ­თხ­ვა. ვერ ვიტყ­ვი, რომ სხვე­ბის­გან ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. კარ­გი მოს­წავ­ლე რომ ვი­ყა­ვი, შე­სამ­ჩ­ნე­ვი იყო, სოლ­ფე­ჯი­ო­ში სამ­ღერ ნომ­რებს სა­ო­პე­რო ხმით ვმღე­რო­დი. დე­და ხში­რად ყი­დუ­ლობ­და იტა­ლი­ე­ლი ბელ­კან­ტოს ოს­ტა­ტე­ბის ძველ ფირ­ფი­ტებს. ხში­რად ვუს­მენ­დი ტე­ბალდს, ბე­ნი­ა­მი­ნო ჯი­ლის, მა­რიო დელ მო­ნა­კოს. ვცდილობდი მათ­თ­ვის მი­მე­ბა­ძა. ალ­ბათ, ეს ილე­ქე­ბო­და და წლე­ბის შემ­დეგ სიმ­ღე­რის სურ­ვი­ლი მეც გა­მიჩ­ნ­და...

- გა­მო­დის, რომ კონ­კურ­სე­ბი ნერ­ვე­ბის ომი უფ­როა, ვიდ­რე ნი­ჭის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა...

- ორი­ვე ერ­თ­დ­რო­უ­ლად. კონ­კურ­სე­ბი მე­ტად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი შე­დე­გე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.Bბევრი კონ­კურ­სი, სა­დაც მი­ფიქ­რია, რომ შან­სი სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ზე და­მი­ტო­ვე­ბია. ამ ემო­ცი­ე­ბის გან­ც­და და გა­მოც­და აუცი­ლე­ბე­ლია.

- ლე­გენ­და­რულ ეს­პა­ნელ ტე­ნორ­თან, ხო­სე კა­რე­რას­თან თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- ეს დი­დი სი­ურ­პ­რი­ზი იყო. მინ­და ამის­თ­ვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ვა­ტო კა­ხი­ძეს, რად­გან სხვა მომ­ღერ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­თან ერ­თად, მას ჩე­მი ჩა­ნა­წე­რიც გა­უგ­ზავ­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მომ­ღე­რალ­მა მათ შო­რის ჩე­მი ხმა გა­მო­არ­ჩია. ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად ქუ­თა­ი­სის სცე­ნა­ზე გა­მო­ვე­დით. კა­რე­რა­სი აღ­ტა­ცე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და გულ­თ­ბი­ლი და აქ­ტი­უ­რი პუბ­ლი­კის შე­სა­ხებ. ქუ­თა­ის­ში გა­მარ­თულ კონ­ცერტს გა­მოს­ვ­ლე­ბი მოჰ­ყ­ვა სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, დუ­ბა­ი­ში, ბრი­უ­სელ­სა და კო­რე­ა­ში. მი­სი გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბე­ლი ტურ­ნე ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა და ამ­ჟა­მად ის სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

- ბუ­ნებ­რი­ვია, რთუ­ლი ეტა­პე­ბიც იქ­ნე­ბო­და...

- იყო პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა არა­ფე­რი ხდე­ბო­და. ვერ და­ვიწყე ოპე­რა­ში სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პე­და­გო­გო­ბას დავ­თან­ხ­მ­დი, რვა მო­წა­ფე მყავ­და. ეს მე­ტად და­სა­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სიაა, ბევრ შრო­მას, დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ითხოვს. ამი­ტომ, დე­და სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­და, შე­ე­შინ­და, არ მოვ­დუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და სიმ­ღე­რის­თ­ვის თა­ვი არ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. გა­დაწყ­ვი­ტა სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მით სო­ლო კონ­ცერ­ტი გა­მე­მარ­თა. ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო. პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვუკ­რავ­დი, მე­ო­რე­ში კი - ვმღე­რო­დი. სა­ღა­მოს საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. დე­და კვლავ არ წყვეტ­და ფიქრს... სურ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გავ­ც­დე­ნო­დი... ერ­თხელ, შემ­თხ­ვე­ვით, რე­ნა­ტა სკო­ტის მას­ტერ­კ­ლა­სის შე­სა­ხებ შე­იტყო. წა­სას­ვ­ლე­ლად ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნ­და, შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლიც კი. ეს სა­ოც­რად მთრგუ­ნავ­და, ბევ­რი გუ­ლის­წყ­ვე­ტა და ცრემ­ლი ახ­ლ­და. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მას­ტერ­კ­ლას­ზე წა­ვე­დი. რე­ნა­ტა სკო­ტიმ სხვა სტუ­დენ­ტე­ბის­გან გა­მო­მარ­ჩია. მოვ­ხ­ვ­დი რე­ნა­ტას შვი­ლის სა­ა­გენ­ტო­ში. ის ჩე­მი მე­ნე­ჯე­რი გახ­და. ამ ლე­გენ­და­რულ მომ­ღე­რალს უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ჩე­მი ევ­რო­პუ­ლი კა­რი­ე­რის დაწყე­ბა­ში.GzaPress

- თბი­ლის­ში ცხოვ­რობთ, თუმ­ცა, ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტ­რ­ში ყოფ­ნას მა­ინც ახერ­ხებთ...

- ახა­ლი აგენ­ტის წყა­ლო­ბით ისე­თი კონ­ტ­რაქ­ტე­ბი მაქვს, უცხო­ეთ­ში ხში­რად ვმღე­რი. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი ცხოვ­რე­ბის კონ­კ­რე­ტულ ეტაპ­ზე საცხოვ­რებ­ლად ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ვი­დე. თბი­ლის­ში ყოფ­ნის გა­მო გა­მუდ­მე­ბით სა­ბუ­თებს ვაგ­რო­ვებ. ეს კი დი­დი დის­კომ­ფორ­ტია.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას გვეტყ­ვით?

- ახ­ლა­ხან თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა­ზე ჩე­მი დე­ბი­უ­ტი შედ­გა. ვერ­დის `ტრა­ვი­ა­ტა­ში~ ვი­ო­ლე­ტას პარ­ტია შე­ვას­რუ­ლე. დე­კემ­ბერ­ში პა­ლერ­მო­ში რო­სი­ნის ფრან­გუ­ლე­ნო­ვან ოპე­რა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ პარ­ტი­ას შე­ვას­რუ­ლებ. შემ­დეგ გა­მო­ვალ შვე­ი­ცა­რი­ი­სა და ბელ­გი­ის სა­ო­პე­რო სცე­ნებ­ზე. რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლი უკ­ვე და­გეგ­მი­ლია 2019-შიც...

- ოჯა­ხის შე­სა­ხებ გვითხა­რით...

- დი­დი ოჯა­ხი გვაქვს, ოთხი და ვართ. ჩე­მი მე­უღ­ლე, გი­ორ­გი ვა­სა­ძე, მსა­ხი­ო­ბია. მი­სი ბე­ბია და ბა­ბუა მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რის ვარ­ს­კვ­ლა­ვე­ბი იყ­ვ­ნენ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჰაერის ბუშტები თუ არ გამოიდევნა, გამოწვის შემდეგ ნამუშევარი გასკდება
"ცხოვრება დასახატი სურათივით გვაძლევს ტილოს, ხოლო ფერები თავად უნდა შევარჩიოთ.
"ამ ჯიშს მთელ მსოფლიოში დელიკატესად მიიჩნევენ"
საქართველოში იარაღთან ურთიერთობის დიდი ტრადიცია არსებობს
"სიკეთე არასდროს მავიწყდება, მერე ურთიერთობა როგორც უნდა განვითარდეს"
სალომე ჭაჭუას გლამურული ბაზუკა
"გული მწყდება, რომ ძველი ურთიერთობები დაიკარგა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.