"ვერიკომ დაუკრა საქართველოს სახელით, მაშინ, როცა თურქეთი აფინანსებდა"
font-large font-small
"ვერიკომ დაუკრა საქართველოს სახელით, მაშინ, როცა თურქეთი აფინანსებდა"
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი


ამ ოჯახის ყველა წევრი მუსიკას ემსახურება: დავითი ჰობოისტია, ლილი მევიოლინე, ქალიშვილები - ვერიკო და სოფიკო ასევე მევიოლინეები. ისინი წლებია ცხოვრობენ და მოღვაწეობენ თურქეთში, თუმცა სამშობლოსთან კონტაქტი არასოდეს გაუწყვეტიათ და მათი წარმატებები არა მარტო თურქეთს, საქართველოსაც ეკუთვნის. 21 წლის ვერიკო ჭუმბურიძემ რამდენიმე წელია, მსოფლიო მუსიკალური საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. იგი, როგორც სოლისტი, კონცერტებს მართავს და მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრთან უკრავს. მუსიკოსების ოჯახს ქალბატონი ლილი ჭუმბურიძე გაგვაცნობს.
- მე და ჩემი მეუღლე თურქეთის ქალაქ მერსინის კონსერვატორიის პედაგოგები ვართ, დავითი დოცენტია. უფროს ქალიშვილზე 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც აქ ჩამოვედით. ჩვენ მაშინ გერმანიაში ვაპირებდით წასვლას. მერე ისე მოხდა, რომ დავითი იაპონიაში მიიწვიეს, თუმცა ჩემ გარეშე. თურქეთში იცოდნენ, რომ ის საქართველოში გამართული, ჩასაბერ საკრავთა კონკურსის გამარჯვებული იყო და რადგან კარგ ჰობოისტს ეძებდნენ, აქ შესთავაზეს ჩამოსვლა. საბოლოოდ არჩევანი თურქეთზე შევაჩერეთ. ვფიქრობდით ექვსი თვე გვემუშავა, მაგრამ თვეები გაიწელა და უკვე 22 წელია, ეს პროცესი გრძელდება (იცინის). საქართველოსთან კონტაქტი არასოდეს დაგვიკარგავს. როცა ვერიკო წამოიზარდა, ძალიან მინდოდა ნიჭიერთა ათწლედში ესწავლა კონსტანტინე ვარდელთან, რომელიც მომწონდა, როგორც მუსიკოსი. კონსერვატორიის პედაგოგს, ბატონ ნოდარ ჟვანიას (მე მასწავლიდა) ვთხოვე და ვერიკო ათწლედში გავაფორმეთ. სირთულეები გვქონდა, რადგან საქართველოში გარკვეული დროით ჩამოვდიოდით, მერე ვერიკო გამოცდებს ექსტერნად აბარებდა, შემდეგ ისევ უკან ვბრუნდებოდით. ასე წინ და უკან გვიწევდა სიარული.

- ქალიშვილებმა თქვენი ზეგავლენით აირჩიეს ვიოლინო?

- როცა ვერიკო ძალიან პატარა იყო, ბალეტი განსაკუთრებულად უყვარდა, ცეკვაში ღამეებს ათენებდა. ერთხელ, 2 წლის ბავშვი, 40 გრადუსი სიცხით მაღვიძებს და მეუბნება, მე ვერ ვცეკვავ და შენ იცეკვეო... ზედმეტად ემოციური იყო. ჩვენს ქალაქში ცნობილი წყვილია მედეა და ნუკრი მაღალაშვილები (ბალერინა და ბალერონი), მათ ვერიკო შეამოწმეს და მითხრეს: ბავშვს მსხვილი ძვალი აქვს. თუ ბალერინა გახდება, მუდამ პრობლემები ექნება, ამიტომ გირჩევთ, სხვა სპეციალობაზე იფიქროთო. სწორედ იმ პერიოდში ჩემი კლასის კონცერტი მქონდა და ვერიკოც წავიყვანე. ბავშვმა თქვა, ვიოლინოც მინდაო - ასე დაიწყო მისი მუსიკასთან ურთიერთობა. უმცროსი გოგონა, სოფიკო ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა გავასინჯე. ერთ-ერთმა პედაგოგმა მითხრა, რომ კარგი დიაპაზონი და მონაცემები აქვსო. თუმცა გადავწყვიტეთ, მასაც ვიოლინოს განხრით ესწავლა. იმდენად მოსწონდა ეს ინსტრუმენტი, სულ - მასწავლე, მასწავლეს გაიძახოდა. ახლა სოფიკო 17 წლისაა, ჯერ სწავლობს, მერე გერმანიაში წავა.
GzaPress
- ვერიკო უამრავ კონკურსში მონაწილეობდა. მისი პირველი წარმატებები გაიხსენეთ და სირთულეების შესახებაც მიამბეთ.

- მან პირველი ჯილდო 8 წლის ასაკში აიღო. თურქეთის მასშტაბით მევიოლინეთა კონკურსში, რომელიც ჩვენს ქალაქში ტარდებოდა, პირველი პრიზის ლაურეატი გახდა. მახსოვს, ჟიურის რუსმა წარმომადგენელმა თქვა, ამ ბავშვში დიდი მომავალი ჩანსო. მაშინ ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებდი. თურქეთსა და ასევე ევროპაში ცნობილი პიანისტები არიან ტყუპი დები გუჰერ და სუჰერ პეკინელი, რომლებიც თურქეთში ნიჭიერ ბავშვებს ეძებდნენ და მათ აფინანსებდნენ. განცხადება სკოლაში გამოაკრეს. იმდენად პატარა ფურცელზე ეწერა გამოცდის შესახებ, რომ ყურადღებაც არ მიმიქცევია. ვერიკომ მაცნობა ეს ამბავი და მეუბნება: დედიკო, ოთხი პერიოდის ნაწარმოებს ითხოვენ: ბაროკო, კლასიკა, რომანტიკა და თანამედროვე. ერთ კვირაშია გამოცდა. - თანამედროვე მზად არა გვაქვს და თან უცხოელები ვართ, ამაზე არც იფიქრო-მეთქი, - ვუთხარი. - არაო, გააპროტესტა და ენთუზიაზმით განაცხადა: გამოცდაზე მაინც გავალ, თანამედროვე პროგრამასაც მოვასწრებ, უნდა ვცადოო. ისიც დაემთხვა, რომ ჟიურიში მიიწვიეს მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის კონცერტმაისტერი მარინე ქვლივიძე. ვერიკოს დაკვრის შემდეგ დებმა აღფრთოვანება ვერ დაფარეს. როცა გაიგეს, რომ უცხოელია, თქვეს: ამას მნიშვნელობა არა აქვს, ის მუსიკოსია და დახმარება სჭირდებაო. ამ ქალბატონების დამსახურებაა, რომ ვერიკო ვენაში პროფესორ დორა შვარცბერგის კლასში სწავლობდა. ზოგადად, კონკურსებს არასასიამოვნო ნიუანსები ახლავს, რაც ნიჭიერ ბავშვს ზოგჯერ დაღს ასვამს. ვერიკომ ეს პერიოდიც გაიარა, მაგრამ ყოველთვის შემართებით იყო. "მერე რა მოხდა?", - ასე ამბობდა. ჰანოვერის კონკურსში 16 წლისა მონაწილეობდა. ყველაზე პატარა მონაწილე იყო და მისი ასაკი არც მიუთითეს. ჟიურის თავმჯდომარე ვინც იყო, მისი სტუდენტები გამოდიოდნენ და რა თქმა უნდა, ვერიკოს გამოჩენა არავის აწყობდა. ფინალამდე მივიდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. კონკურსის მერე მას კონცერტში მონაწილეობა შესთავაზეს. ვერიკომ უარი თქვა. თავმჯდომარე გაოცდა: ამას როგორ მიბედავ, დებულებაში ხომ გიწერია, რომ ფინალში გასული კონცერტში მონაწილეობსო? ჩვენმა მასპინძელმა გერმანელმა ქალბატონმა აღნიშნა, როგორი ძლიერი ბუნების ბავშვი ყოფილაო. თუმცა იმ კონკურსმა თავისი შედეგი მაინც გამოიღო. ის ყველამ გაიცნო. მაშინაც და დღესაც ამბობენ, რომ ვერიკოს არასწორად მოექცნენ.

- გული არ გწყდებათ, ვერიკო კონკურსებზე საქართველოს სახელით რომ არ გამოდის?

- თურქეთში 90-იანი წლების გასაჭირის გამო წამოვედით. გული გვწყდება, რომ ეს ყველაფერი აქ ხდება და არა საქართველოში, მაგრამ ვერიკო ყოველთვის გამოდის თურქეთისა და საქართველოს სახელით. სხვათა შორის, ჩაიკოვსკის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე, ვერიკომ დაუკრა მხოლოდ საქართველოს სახელით, მაშინ, როცა თურქეთი აფინანსებდა. იქ ოქროს მედალი და პირველი ადგილი მოიპოვა. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ თურქი დების წყალობით ჰქონდა სამი წლის მანძილზე ინსტრუმენტი, რაშიც ისინი ყოველთვიურ ქირას, 750 ევროს იხდიდნენ. ჩვენ ხემი გვჭირდებოდა და ამ საკითხში დახმარება საქართველოს ვთხოვეთ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა... აი, ახლაც, ვერიკომ სპეციალური გამოცდა ჩააბარა გერმანიაში, რათა ინსტრუმენტი მიეღო. იგი უკრავს Gიოვანნი Bატტისტა Gუადაგნინი -ზე ათი წლის ვადით.

- თქვენი გეგმების შესახებ გვითხარით რამე...

- მშობლები ვმუშაობთ, მასტერკლასებს ვატარებთ. ვერიკოს კონცერტები აქვს, სოფიკო ამთავრებს მუსიკალურ სკოლას, მაგრამ ჩვენი უპირველესი გეგმა ისევ და ისევ საქართველოში დაბრუნებაა...

ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.