მეკვლეობისა და ქართული სუფრის ხიბლი
font-large font-small
მეკვლეობისა და ქართული სუფრის ხიბლი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური


ახალ წელს საქართველოს ყველა კუთხეში ერთნაირი სიხარულითა და მოლოდინით ეგებებიან, თუმცა ტრადიციები მეტ-ნაკლებად განსხვავებული აქვთ. როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს, როგორია მეკვლეობის ტრადიცია და რა რიტუალებს ასრულებენ ამ დღესასწაულებზე? - ამის შესახებ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს ვკითხეთ.



ლელა ქურიძე:

- გურიაში უფრო ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ. კაცები ტყეში თხემლის ხეს ჭრიდნენ და ძველით ახალ წელს ცეცხლს ანთებდნენ. აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური. მახსოვს, ჩემი მშობლები ღორის თავს ხარშავდნენ, ჯვარს გამოსახავდნენ ხოლმე შუბლზე და სუფრის შუაგულში საპატიო ადგილს მიუჩენდნენ. საჯიქიოს ეძახდნენ - ღორის რომელიღაც ნაწილს და ისიც აუცილებლად ამშვენებდა საახალწლო სუფრას. მეკვლეს ყოველთვის წინასწარ ვეპატიჟებოდით. ვიცოდით, ვის ჰქონდა კარგი ფეხი. ჩემს ბავშვობაში ერთ ახალ წელს ვიღაც დაუპატიჟებლად მოვიდა მეკვლედ და დედა ლამის გაგიჟდა ნერვიულობით: ცუდი ფეხი აქვს და წელს რა გვეშველებაო? მას სჯეროდა, რომ თუ კარგი მეკვლე ეყოლებოდა, იმ წელსაც ყველაფერი კარგად იქნებოდა. მამა ეჩხუბა: სტუმართან უკმაყოფილება რატომ შეიმჩნიეო? მერე შემოიყვანა ეს კაცი, სუფრა გაუშალა, თუ რამე ჰქონდა, არაფერი დაინანა და გაუშვა. კარგად მახსოვს, როგორ იჩხუბეს ამის გამო მშობლებმა.
შობას საშობაო ღვეზელს ვაცხობდით. საშობაო ღვეზლის შიგთავსი ყველი და მოხარშული კვერცხი იყო და მთვარისებურ ფორმას აძლევდნენ. დედა ყველაზე დიდს გააკეთებდა მამასთვის, ცოტა მომცროს - თავისთვის, კიდევ უფრო პატარას - ჩემი დისთვის, მერე ჩემთვის და ყველაზე პატარას ნაბოლარა შვილს - ჩემს ძმას უცხობდა. ახლა მეც ასე ვაცხობ ოჯახის თითოეული წევრისთვის. ჩემი მეუღლე მოხევეა. მათ საინტერესო, უჩვეულო ტრადიცია ჰქონიათ. ახალ წელს არასდროს შევხვედრივარ ყაზბეგში და თვითონ არ მინახავს, მაგრამ დედამთილისგან გამიგონია, რომ სტუმრები სპეციალურად ისე იცვამენ, რომ მასპინძელმა ვერ იცნოს. თურმე, კოსტიუმირებულ სანახაობას აწყობენ.

იდუკა შეთეკაური:

- ხევსურეთში ძველით ახალ წელს აღვნიშნავდით. "საწელიწდო" ლუდი დუღდებოდა. სახლიდან გარეთ არ უნდა გასულიყავი, სანამ მეკვლე არ მოვიდოდა. ამას "კვალის დაჭერას" ეძახდნენ. ღამე დედა ამზადებდა სამეკვლეო სუფრას, ერთ დიდ მრგვალ ხმიადს აცხობდა, ერთ მხარეს აჭრელებული იყო, მეორე მხარეს - არა. საქვაბეში მივდიოდით და მიგვქონდა წინწანაქარი - საუკეთესო არაყი და მთელ ღამეს ქეიფში ვათენებდით, რიჟრაჟზეღა ვბრუნდებოდით სახლებში. შევიდოდით, არაყს ჩავიყენებდით პირში და გადმოვაფრქვევდით, თან დავაყოლებდით: "აესემც აჰფუვდებით". მერე დავილოცებოდით, დედაჩემი ან ჩემი და სამეკვლეო ხმიადს მოარბენინებდა. სამჯერ უნდა გაგეგორებინა კარიდან და თუ დაჭრელებული გვერდი ზემოთ მოექცეოდა, კარგი წელი იქნებოდა და თუ პირიქით - ცუდი. ყველაზე უმცროსს მოჰქონდა წყალი, პური, ყველი. ვითომ წყალსაც მივულოცავდით და ვსვამდით, ამას ეძახდნენ კვალის შეტანას - თვითონ ოჯახის წევრი რომ შედიოდა სახლში, ამის შემდეგ უკვე მეკვლე მიდიოდა. აუცილებლად კაცი უნდა ყოფილიყო. მეკვლე ფხიზელი რომ გაგეშვა, სირცხვილად მიიჩნეოდა. თუ ვინმეს ჰყავდა საკლავი შეთქმული, ახალი წლის დღეებში იკვლებოდა. ასევე, ვისაც ახალი რძალი ჰყავდა, სალოცავში მიჰყავდა და ხუცესი დაამწყალობებდა - ამას ჯვარში გაყვანას ეძახდნენ. ბიჭი თუ ჰყავდა ოჯახს, იმ ბიჭის მიბარებაც სალოცავისთვის ახალ წელს ხდებოდა...
GzaPress
ნათია სიჭინავა:

- სამეგრელოში, ისევე როგორც გურიაში, ახალ წელს კალანდას ეძახიან და განსაკუთრებული რიტუალიც აქვთ. ახალი წლის წინაღამეს თხილის ხისგან ჩიჩილაკს აუცილებლად მამაკაცი თლის. რთავენ ტკბილეულით, სუროს ფოთლებითა და მანდარინით. თავზე ჯვარსაც უკეთებენ. ტრადიციის თანახმად, გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის ჩიჩილაკით ხელში და იძახის: კარი გამიღეთო. შიგნიდან ეკითხებიან: ვინ ხარ და რა მოგაქვსო? ის პასუხობს: ხვავი, ბარაქა, სიკეთე და დღეგრძელობაო. ეს მეორდება სამჯერ და ბოლოს, დალოცვას რომ მორჩება, სახლში შედის ტკბილეულით სავსე თასითა და ჩიჩილაკით ხელში, ახალი წლის მოსვლას ულოცავს ოჯახის წევრებს. შემდეგ იწყება მეზობლებში სტუმრობა. 15 იანვარს ბედობას აღვნიშნავთ - მეგრულად "კუჩხა" ეწოდება. იგივე რიტუალი ტარდება, რაც ახალ წელს, მაგრამ ამჯერად უკვე წინასწარ შერჩეული მეკვლე მოდის.

ნათელა მეტრეველი:

- რაჭველების სუფრას ახალ წელს ამშვენებს ლორი და ლობიანები, სხვა ნუგბარ-საჭმელებთან ერთად. ბებიამ იცოდა, ვაშლზე ან მსხალზე ხურდა ფულებს ჩაარჭობდა ბარაქის ნიშნად და სუფრაზე დადებდა. 12 საათს ყველა თავის სახლში ხვდება, პირველში კი უბნის კაცები ჩამოივლიან ყველა ოჯახს, ულოცავენ ერთმანეთს და ქეიფობენ.
საშობაოდ ბავშვები ჩამოივლიან ხოლმე და ყველა ოჯახის კარზე აკაკუნებენ. წინასწარ ვემზადები ამისთვის, ვყიდულობ ხილს, კანფეტებს, ჩურჩხელებს და ბავშვებს ვასაჩუქრებ. ზოგჯერ ფულსაც ვჩუქნი შობის მახარობლებს. ბავშვობაში რამდენჯერ ჩამომივლია მეც. გავავსებდით ხოლმე ჩანთებს და ბოლოს ერთ-ერთის ოჯახში ვიქეიფებდით. ძალიან გვიხაროდა...
მაშინ არ ვიცოდით ერთმანეთისთვის საჩუქრების ყიდვა. ეს ბოლო წლებია, რაც ჩემს შვილებთან ერთად ამერიკაში, პენსილვანიის შტატში ვცხოვრობ და 25 დეკემბერს სახლი საჩუქრებით არის სავსე. ცამეტნი ვართ და თითოეული 12-12 საჩუქარს ყიდულობს. არის ერთი ამბავი, ყველას ერთი სული აქვს გახსნას და ნახოს თავისი საჩუქარი. ემოციური და ბედნიერი წუთებია. დეკემბრის პირველივე დღიდან, საახალწლოდ მთელი ამერიკა მორთულია. ულამაზესია აქაურობა, მაგრამ მე მაინც ჩემი ქვეყანა მენატრება...

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.