ხალხი, რომელიც საქართველოს დააკლდა!
font-large font-small
ხალხი, რომელიც საქართველოს დააკლდა!
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც... გამონაკლისი ამ მხრივ არც 2017 წელი ყოფილა. ამ წელმა რამდენიმე ძვირფასი სიცოცხლე წაგვართვა.


მშვენიერი, დაუვიწყარი "მარიტა"
2017 წლის 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ქართული სილამაზის სიმბოლო - ლიკა ქავჟარაძე. სულ რამდენიმე დღეში მას 58 წელი შეუსრულდებოდა. ბუნებამ ლიკა ქავჟარაძეს არა მარტო სილამაზე, დიდი ნიჭიც დააბერტყა. ის ძალიან კარგად ხატავდა, ხუთი წლიდან მუსიკას ეუფლებოდა და წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 12 წლისა პირველად გადაიღეს ფილმში და ამის შემდეგ დაიწყო მისი, როგორც მსახიობის კარიერა. "ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს. ცხოვრებაში ყველა პერიოდი საინტერესო და თავისებურად გამორჩეულია, მხოლოდ ხატვა ან ფილმში გადაღება ხომ არ არის მნიშვნელოვანი - სხვა რამეებიც არსებობს, რითიც შეიძლება შეივსო ცხოვრება" - ამბობდა მსახიობი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე... ლიკა ქავჟარაძემ ოცდაათამდე საინტერესო როლი შეასრულა, მაგრამ უმეტესობას მაინც მარიტას როლით დაამახსოვრდა - ის ყველასათვის მარიტა იყო - მშვენიერი, მომხიბვლელი, წყაროს წყალივით კამკამა და ნათელი. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვებაო - თვითონაც აღიარებდა და ეს სიტყვები ლიკა ქავჟარაძეს წინასწარმეტყველებასავით აუხდა.

ყველაზე სასურველი მეკვლეGzaPress
გივი ბერიკაშვილი ქართველ ხალხს გამორჩეულად უყვარდა. ხალხმა სასურველ მეკვლედ გივი ბერიკაშვილი ექვსჯერ დაასახელა. ცნობილი მსახიობი 1933 წელს დაიბადა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში და იმქვეყნიურ საქართველოში 2017 წლის 10 აპრილს გადაინაცვლა. გივი ბერიკაშვილის სცენაზე გამოჩენა ნამდვილი ზეიმი იყო, ხალასი ნიჭი, იუმორი და სცენის სიყვარული ყოველ მის გამოსვლას დღესასწაულად აქცევდა. მაყურებელი გრძნობდა მის დიდ სიყვარულს და თვითონაც სიყვარულით პასუხობდა. გივი ბერიკაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია 45 მხატვრულ ფილმში, შესრულებული აქვს ათეულობით როლი ქართულ თეატრში. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი ვარსკვლავიც გაიხსნა. "ამ ბოლო დროს ავიჩემე და როგორც ბავშვობაში ვრთავდი ნაძვის ხეს, წელსაც ისე მოვრთე. იცით, ჩემს დროს როგორ იყო? - ნაძვის ხეს ვრთავდით ჩურჩხელებით, ნაირ-ნაირი ჩირით, კანფეტებით, ხილით. მერე ნელ-ნელა ჩამოვჭამდით და ძველით ახალ წელს ცარიელი ნაძვის ხე იდგა ოთახში... იმედი მაქვს, 2017 წელი ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება საქართველოსთვის. მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველი ხალხი და მინდა, ბევრი ახალი წელი თქვენთან ერთად გავატარო". - ეს სიტყვები გივი ბერიკაშვილმა 2017 წლის დასაწყისში თქვა, მაგრამ სამწუხაროდ, ნატვრა ვერ აისრულა... მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.

"მე მიყვარს ბაღი ფორთოხლის, ჰოდა, ამ ბაღში დამმარხეთ"GzaPress
ჯანსუღ ჩარკვიანი ნოდარ დუმბაძის, რეზო ინანიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბისა და ოთარ ჭილაძის თაობის წარმომადგენელი იყო. როგორც თვითონ ამბობდა, ეს მისი "საძმო" იყო. სწორედ მათზე წერდა: იმ ხალხს გაუმარჯოს, ვინც თავისი არსებობით სიცოცხლეს გვიადვილებდა, წავიდა და წასვლას გვიადვილებსო. თვითონ აქტიური ადამიანი გახლდათ, საქართველოში მიმდინარე ყველა მოვლენის ეპიცენტრში იყო და ყველაფერზე ჰქონდა თავისი, ხშირად კრიტიკული აზრი. ცნობილი პოეტი, რომელიც უამრავი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი იყო, ბოლომდე დარჩა უკომპრომისო პიროვნებად, რომელიც თავის სათქმელს უყოყმანოდ ამბობდა. ჯანსუღ ჩარკვიანი 2017 წლის 6 ნოემბერს, 86 წლისა გარდაიცვალა. "მე მიყვარს ბაღი ფორთოხლის, ჰოდა, ამ ბაღში დამმარხეთ", - წერდა პოეტი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე. დიდი თაობის ბოლო წარმომადგენელი თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

კაცი, რომელიც გულით აფხაზეთის სიყვარულს ატარებდაGzaPress
ცნობილი მსახიობი, დიმა ჯაიანი მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა. 1973 წლიდან ის სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობდა აფხაზეთსა და მშობლიურ სოხუმის თეატრზე, სადაც სპექტაკლები მისი მონაწილეობით ანშლაგით გადიოდა. ბოლო წლებში დიმა ჯაიანი აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი იყო, ასევე გახლდათ სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში იმყოფებოდა, მაგრამ ოპერაციამდე გარდაიცვალა. აფხაზეთი მსახიობისთვის დაუვიწყარი, დიდი ტკივილი იყო. ის გულით მშობლიური მხარის მონატრებას ატარებდა და ტკივილით სავსე წავიდა ამ ქვეყნიდან.

სახელოვანი ქართველიGzaPress
2017 წელს, ქალაქ მოსკოვში, კიდევ ერთი სახელოვანი ქართველი გარდაიცვალა - სსრკ-ისა და საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი - ზურაბ სოტკილავა, რომელიც 80 წლისა იყო. ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. დიდი მომღერალი მარტო საბჭოთა სივრცეში კი არა, მთელ მსოფლიოში პოპულარული იყო. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი - ეს მისი რეგალიების არასრული ჩამონათვალია. ზურაბ სოტკილავა მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი გახლდათ.
აფხაზეთის დაკარგვა მომღერლისთვის დიდი ტკივილი იყო, თუმცა ამ მხრივ მას საკმაოდ მტკიცე პოზიცია ეკავა: ინტერვიუებსა და საუბრებში ყოველთვის ამბობდა, რომ სოხუმში მხოლოდ მას შემდეგ ჩავა, როცა იქ ჩასვლას ყველა შეძლებს.
ზურაბ სოტკილავა სამშობლოში 21 სექტემბერს ჩამოასვენეს. თანამემამულეები მის ცხედარს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი საპატიო ყარაულითა და ქართული სიმღერებით დახვდნენ. გამოჩენილი საოპერო მომღერალი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალეს 2017 წლის 23 სექტემბერს. დაკრძალვის ცერემონიაზე სოტკილავას ანდერძით, სვანური სამგლოვიარო კომპოზიცია - "ზარი" ისმოდა. საქართველოში დაკრძალვაც მომღერლის უკანასკნელი თხოვნა იყო.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.