ქართული ოცნება ნიუ-იორკში ახდა - როგორ ცხოვრობენ ხათუნა იოსელიანი და მისი ქალიშვილი საზღვრებს მიღმა
font-large font-small
ქართული ოცნება ნიუ-იორკში ახდა - როგორ ცხოვრობენ ხათუნა იოსელიანი და მისი ქალიშვილი საზღვრებს მიღმა
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა


ეს ამბავი 45 წლის წინ, მეგობრობით დაიწყო თბილისის კლასიკური გიმნაზიის კედლებში და თავის ლოგიკურ კულმინაციას ნიუ-იორკის საშობაო გამოფენა-გაყიდვით მიაღწია. მაკა შენგელია ნიუ-იორკში ცხოვრობს დედასთან, მსახიობ ხათუნა იოსელიანთან ერთად, ტომა, თამარ კვერნაძე კი თბილისში ქალიშვილს, მარიამს ზრდის. მეგობრებს შორის მანძილი დიდია, მაგრამ საერთო გეგმებისა და ოცნებების განხორციელებაში მათ საკუთარი შემოქმედება, ოპტიმიზმი და ამერიკა ეხმარება.


მაკა:
- გადავახტეთ წლებს და 2017 წლის 9 დეკემბრით დავიწყოთ საუბარი. ამ დღეს შენი ოცნება ახდა.
- ეს დღე დიდხანს მეყოფა ენერგიად. მე და ტომა ბავშვობიდან ვფიქრობდით საერთო გამოფენის გამართვაზე, მაგრამ ეს ოცნება უფრო იყო, ვიდრე გეგმა. ახლა, როდესაც გამოფენა-გაყიდვამ ყველა ჩემს იმედს გადააჭარბა, ვიცი, შეუძლებელი არაფერია. ოპტიმიზმი არასდროს მაკლდა, მაგრამ ამერიკამ სულ სხვა, ახალი შესაძლებლობები გააჩინა ჩემს ცნობიერებაში. ეს ქვეყანა ყოველთვის გაძლევს შანსს აკეთო ის, რაც მთელი გულით გინდა.
- გამოფენაზე შენი შექმნილი ნაქსოვი სამოსი და ტომას სამკაულები გაიტანეთ.
- დიახ და მინდა, სიამაყით განვაცხადო, რომ კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ყველა ექსპონატი გაიყიდა. ქართველების ინტერესი არ გამკვირვებია, მაგრამ ამერიკელები როგორ შეხვდებოდნენ მათთვის უცნობი ავტორების ნამუშევრებს, არ ვიცოდი და ვღელავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი ინტერესი ხელნაკეთი ნივთების მიმართ საკმაოდ მაღალია; ისინი არც მათთვის ეგზოტიკური ხაზების, ჩუქურთმის, აქსესუარის ტარებას ერიდებიან. ამიტომაც, ტომას შექმნილი ქართული ხაზებით მდიდარი სამკაულები ამერიკელებმაც შეიძინეს და ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიკეთებდნენ, რადგან მხოლოდ გამოფენის დამთავრების შემდეგ მიეცათ საშუალება, ნაყიდი ნივთი ჩამოეხსნათ ექსპოზიციიდან.

- ტომამ გამოფენისთვის თბილისში იმუშავა?

- ტომას ჯერ არ უმოგზაურია ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი არაჩვეულებრივი, მზრუნველი ძმა აქ, ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობს. ტომა პროფესიონალი დიზაინერია. ის თავიდანვე სამოსზე მუშაობდა და რამდენიმე გამოფენაც გამართა თბილისში, მაგრამ ბოლო ხანებში აღარ თუ ვეღარ აქტიურობდა. როგორც ჩანს, თბილისური გარემო, დამთრგუნველი ყოველდღიურობა არცთუ დიდი ბედენაა შემოქმედისთვის, მაგრამ მე შევუძახე და ამყვა, რისთვისაც მადლობელი ვარ. გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა და კოლექცია ნელ-ნელა გამომიგზავნა. სურათებიდანაც ჩანს, როგორი ფაქიზი ხელოვანია თამრიკო კვერნაძე. ახლა შედეგი რომ ნახა, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, უკვე დაგეგმილი გამოფენისთვის ახალ კოლექციაზე დაიწყებს მუშაობას და ამერიკასაც ეწვევა.

- ტომა პროფესიონალია, შენ თვითნასწავლი. ქსოვა როდის დაიწყე?

- მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც დაგომისის კომპლექსი გაიხსნა და დედამ დასასვენებლად წამიყვანა. იქ დედაჩემის მეგობარი, ეკა დევდარიანიც ისვენებდა... და ქსოვდა. ახლა მომწერა, პედაგოგი ხომ არ დაგავიწყდაო? მეც დავინტერესდი და მივუჯექი, საღამოებს ასე ვატარებდი. ერთხელ მეგობართან, მაია თურმანიძესთან ერთად ბიძამისთან ჩავედი ლენინგრადში (მაშინ ასე ერქვა). ძალიან კარგი ოჯახი იყო. ქალაქი, რომელიც თავისი პომპეზურობით გხიბლავს და ეს ოჯახი, დიდი ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. მაიას ბიძის მეუღლე, ოლია, რესტავრატორი იყო. მას არ გამოჰპარვია ჩემი ფერადი ნაქსოვები და მითხრა, - ალბათ ხატავ კიდეცო. როდესაც ვიუარე, დამიდო ტილო, მომცა საღებავები და მუსიკა ჩამირთო... და მეც ვცადე. გამოვიდა. ჩემი ცხოვრება ხატვამ საოცრად გაალამაზა და ეს ნაქსოვებსაც დაეტყო. შემდეგი გამოფენისთვის მინდა, ნახატების ამერიკული სერია შევქმნა და ნაქსოვებთან, ტომას შედევრებთან ერთად, ისიც გამოვფინო. ეგებ ტომაც ჩამოვიდეს.

- შენი საქართველოდან წასვლის მიზეზებიც დააინტერესებს მკითხველს.

- ორწელიწად-ნახევარია აქ ვარ. 2015-ში წამოვედი საქართველოდან. ჯერ ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადა დავუწესე თავს. მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა აქ ცხოვრებას. დედაჩემი, ხათუნა იოსელიანი უკვე 12 წელია, ნიუ-იორკშია. ასაკი ემატება, ახლა მის გვერდით უნდა ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალზე აქტიურია და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა.

- ქართული კულტურის ცენტრი, სადაც ქალბატონი ხათუნას თეატრია, ამერიკელის დაარსებულია.

- არის ასეთი ძალიან კარგი ამერიკელი კაცი, ვიქტორ სილერსონი, რომელიც უზომოდაა შეყვარებული საქართველოსა და ქართველებზე. ის ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ადათ-წესებს, ჩოხოსანიცაა... ამ სიყვარულის მიზეზი მისი მეუღლე ლიკა სილერსონი-ბახტურიძეა. ის პროფესიით მსახიობია და გასაკვირი არ არის, რომ ქართული კულტურის ცენტრის გახსნის იდეა გაუჩნდა, რომელშიც მეუღლე დაეხმარა. 12 წლის წინ, როდესაც ხათუნა ჩამოვიდა ამერიკაში, ამ ცენტრში პატარა ბავშვებისთვის დგამდა სპექტაკლებს, მერე თეატრის გაკეთების იდეაც დაიბადა. ეს მთლიანად ენთუზიაზმზე ხდება, ამაში არავინ არაფერს იღებს, არც ხათუნა. ეს სულისთვის, გამძლეობისთვის, გადარჩენისთვისაა, საკუთარ ფესვებს რომ არ მოვწყდეთ, ერთმანეთი ვნახოთ, ხელოვნებას ვემსახუროთ და სხვებიც ვაზიაროთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ლიკას, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ დამითმო გამოფენისთვის ქართული კულტურის ცენტრის საექსპოზიციო დარბაზი. ის ნამდვილი მეგობარია. ყველა დამეხმარა: ეკა გვასალია ვაშინგტონიდან ჩამოვიდა დასახმარებლად, ზურა ქათამაძემ მთლიანად ითავა განათება, ეკა ცინცაძემ მანეკენები მოიტანა, ირინა ჩინაშვილმა უამრავი ენერგია დამახარჯა, არც ლევან მეტრეველს, დედაჩემის ნათლიას დაუზოგავს თავი. ლევანი ცალკე თემაა: დედა აქ, ამერიკაში მოინათლა და სამი ახალგაზრდა ნათლია ჰყავს... მადლობა ჩემო მეგობრებო. განსაკუთრებული მადლობა ჩემს დედას, რომელმაც უამრავი ენერგია დახარჯა, რომ ჩემთვის სამუშაო გარემო შეექმნა. სამუშაოდან თავისუფალი დრო გამომითავისუფლა მთლიანად და ეს არ იყო იოლი.

- ახლა შენ და ქალბატონი ხათუნა მანჰეტენზე ცხოვრობთ. მანჰეტენი ჩემთვის იმ ძალიან კარგი სერიალიდანაა ნაცობი, რომელიც ალბათ, შენც ნანახი გაქვს.

- `სექსი დიდ ქალაქში~, მართალი ხარ. აქ რომ მოვხვდი, მეგონა, უკვე ნანახი მქონდა აქაურობა. საოცარი სიჭრელეა, რომელსაც სხვადასხვა რელიგიის ადამიანების ყოფნა იწვევს; მაღაზიები ელავს; გიზიდავენ ფეხსაცმელები, ჩანთები, აქსესუარები... ამ ქუჩაზე დედას სახლი თუ ექნებოდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი. ეს სახლი ხათუნას ამერიკამ აჩუქა. ეს ამბავი უკვე მოძველდა და ყველამ იცის, მაგრამ არაფრით მოძველდება დედაჩემის განწყობა ამერიკისადმი. ის საოცრად მადლიერია ამ ქვეყნის, სადაც აბსოლუტურად დაცულად გრძნობს თავს ისევე, როგორც ყველა პენსიონერი ამერიკელი. ახლა შევეჩვიე ამას, მაგრამ თავიდან მაოცებდა, თუ როგორ ექცევიან აქ მოხუცებს. მათ ყველგან ნახავთ, გაპრანჭულებსა და ბედნიერებს. თეატრში ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილ ბებოებს რომ ვუყურებ, მათ მაკიაჟს, ვარცხნილობას, მოვლილ ხელებს ვაკვირდები, მეცოდებიან ჩვენი ბებოები, რომლებმაც მთელი ცხოვრება იშრომეს, ახლა კი წამლის ფული არა აქვთ. აქ არც ინვალიდის სავარძელია სახლში ჩაკეტვის მიზეზი, რადგან ქუჩაშიც, ტრანსპორტსა და თქვენ წარმოიდგინეთ, თეატრშიც კი აუცილებლად ნახავთ სპეციალურ შესასვლელს, ლიფტს. თეატრის ათ საფეხურზეც კი აუცილებლად არის დაყენებული პატარა ლიფტი, მოხუცმა რომ არ იწვალოს... გული მწყდება, რომ 50, 60, 70 წლის ადამიანი აქ ახალგაზრდაა, ჩემს ქვეყანაში კი მოხუცია... GzaPress

- მაგრამ ემიგრანტებისგან ხშირად მესმის, რომ ამერიკაში ძალიან მძიმე შრომა უწევთ.

- რა თქმა უნდა, შრომა გვიწევს ყველას, მაგრამ ესეც ჩვენი არჩევანია. ჩვენ, ყველას თბილისში გვყავს ახლობლები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ეს არ უნდა ვაქციოთ ჩვენს კოშმარად. არ შეიძლება თვეობით ჩაიკეტო და მხოლოდ იმუშაო, ცოტა დრო, მცირე თანხა საკუთარი თავისთვისაც უნდა გამონახო და არც თეატრს, არც კინოს, არც რესტორანსა და რაც მთავარია, საზოგადოებას არ უნდა გამოეთიშო. ნიუ-იორკში იმდენია სანახავი, იმდენი მუზეუმია, სხვას რომ ყველაფერს თავი დაანებო, ამისი უნახაობა არაფრით შეიძლება. რა თქმა უნდა, ვშრომობთ, მაგრამ ეს შრომა სწორად ანაზღაურდება და გვიტოვებს შანსს, რომ ადამიანებად დავრჩეთ. გარდა ამისა, ამ შრომის შედეგია ისიც, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებთ. აქ არიან გოგონები, რომლებიც მომვლელებად მუშაობდნენ, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდათ და თავისუფალი დრო და სახსრები საკუთარ შემოქმედებას მიუძღვნეს. პროფესიით მხატვრები არიან, გააკეთეს გამოფენა იმ თავისი შრომით ნაყიდ ტილოებზე შესრულებული ნახატებით და ახლა მხოლოდ ამით ცხოვრობენ. მხატვრობის უფლება ორჯერ მიენიჭათ - ერთხელ, როდესაც ღმერთმა ნიჭით დააჯილდოვა და მეორედ მაშინ, როდესაც ამერიკა აირჩიეს საცხოვრებლად და სწორად წარმართეს საკუთარი ენერგია, ფინანსები.

- გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ. ამას მეგობრები გეუბნებიან?

- ხათუნას შვილი სხვანაირი ვერ იქნება. ჩემი შვილი, საშკაც ასეთია, მაგრამ ამერიკაში ვერ გაჩერდა. ალბათ, 19 წლის რომ ვყოფილიყავი, მეც გამიჭირდებოდა ჩვეულ ყოფას, მეგობრებს, გარემოს მოვწყვეტოდი, ამიტომ არ დავუშალე უკან, საქართველოში დაბრუნება. ის ახლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ამთავრებს და პირველი წარმატებებიც აქვს. მწერლობისკენ მიდის. მისი `მანჰეტენური დღიურები~ პოპულარული გახდა. ახლა წიგნზე მუშაობს, თან ერთ-ერთ კომერციულ არხზე გადაცემაც აქვს. ახლახან `შემოდგომის ლეგენდაზე~ პრიზიც დაიმსახურა. რთულია, როდესაც შვილთან ვერ ხარ, მაგრამ ახლა ხათუნასაც სჭირდება შვილი, მე კი ბედნიერი ვარ იმით, რომ ვხედავ, ჩემი ვაჟი სწორად წარმართავს თავის ცხოვრებას. დამოუკიდებლად იმკვიდრებს თავს. რა იქნება მერე, ვნახავთ, იმედი მაქვს, მალე ერთად ვიქნებით.


დეა ცუცქირიძე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
53 წლის ლევან მახარაშვილმა სახელი ფასდაკლების აქციით გაითქვა:
ლიკუნა თუთისანმა "X ფაქტორის" ორშაბათის ტურზე გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად იმღერა.
"კარგი გარეგნობის ბევრი ადამიანია, მაგრამ ურთიერთობის სურვილს ვერ აღძრავს..."
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
ბაზიერი ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურეა.
"ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა", - იხსენებს თინათინ გამგებელი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის კლასში სწავლობდა...
მარიკა კახაძე - ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი - იმ თაობის წარმომადგენელი გახლავთ, რომელიც ბარიკადებზე იდგა... მინდა, მის შესახებ გიამბოთ.
ალექს კიკვიძისთვის, რომელიც "X ფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ, ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებია.
43 წლის სოფო კვაშილავა 11 შვილის დედაა. ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად და მოხდენილად გამოიყურება.
თელავის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზოში ხარობს თითქმის საუკუნე-ნახევრის ვაზი, რომელიც კარგა ხანია, მასპინძლის საოჯახო მარნის სავიზიტო ბარათად იქცა.
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.