ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000, ხოლო იურიდიული პირი - 3000 ლარით დაჯარიმდება
font-large font-small
ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000, ხოლო იურიდიული პირი - 3000 ლარით დაჯარიმდება
"არავის არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს და დამწერლობას უნდა ვცეთ პატივი"

ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000, ხოლო იურიდიული პირი 3000 ლარით დაჯარიმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში ვაგზავნით კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას ქართული ანბანის გამოუყენებლობაზე. ამაზე ვისაუბრეთ, გასული ვიყავით კონკრეტულ ადგილებზე. ზოგადად ეს პრობლემაა ქალაქში. არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. მინდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ვთხოვო, ბატონო გიორგი, 1-ელ აპრილამდე მიეცით გონივრული ვადა ყველას, რომ ეს პრობლემა იქნას გამოსწორებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1-ელი
აპრილიდან შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება. კანონში შეგვაქვს ცვლილებები, დღეის მდგომარეობით ფიზიკურ პირი ჯარიმდება 200 ლარით და იურიდიული პირი - 300 ლარით, ცვლილებების შედეგად, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით და იურიდიული პირი - 3000 ლარით. ეს არის ის მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა მოწერიგდეს ეს საკითხი. არავის არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს და დამწერლობას უნდა ვცეთ პატივი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი და მერე სხვას მოვთხოვოთ პატივისცემა", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალით ჩაერთვებოდა ომში"
"ჩემი შეგნებული ცხოვრების ერთი მესამედი საველე პირობებში, კარავში გავატარე"
ცეცხლთან, სტიქიასთან, უბედურ შემთხვევებთან ბრძოლა მათი პროფესიაა...
"ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.