"ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ქალებს კი სიამოვნებთ, რომ ელაპარაკები. ამიტომ ჩვენი საქმე წინ ნელა მიდიოდა"
font-large font-small
"ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ქალებს კი სიამოვნებთ, რომ ელაპარაკები. ამიტომ ჩვენი საქმე წინ ნელა მიდიოდა"
"წარმოუდგენელი იყო, ვინმეს ჩემთვის რამე აგრესიულად ეთქვა და ეს შეერჩინა"

ესპანური კლუბის, "ბასკონიას" საიტმა კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შესახებ ვრცელი ფილმი მოამზადა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი იხსენებს პირველ ნაბიჯებს კალათბურთში, ლაპარაკობს ოჯახზე, გუნდზე, გვაცნობს საკუთარ შეხედულებებს კალათბურთზე. გთავაზობთ ფრაგმენტსებს ფილმიდან:

თორნიკე შენგელია:
- მამაჩემი კალათბურთელი იყო, მისი თამაშების ყურებით ვისწავლე და შემიყვარდა კალათბურთი. ავიღე მისგან ხასიათი და მენტალიტეტი. ყოველთვის ძლიერად, ენერგიულად თამაშობდა. მტკიცე ხასიათით გამოირჩეოდა.

თორნიკეს და, სოფო:
- მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი ძმა, მეც ვთამაშობდი. ჩვენს ოჯახში ყველა კალათბურთელია, კალათბურთით ვცხოვრობთ.

თორნიკე
პატარაობიდანვე ძალიან შეყვარებული იყო კალათბურთზე. არასოდეს დაზარებია, მუდმივად ვარჯიშობდა. პატარაობაშიც ისევე მონდომებით ვარჯიშობდა, როგორც ახლა.

თორნიკე:
- 6 წლიდან კალათბურთით ვიყავი გატაცებული. ბურთის გარეშე ვერ ვჩერდებოდი, როგორც გარეთ ვთამაშობდი, ისე - სახლში. ოთახში ბევრი რამ მაქვს გატეხილი.

სოფო:
- თორნიკე ყოველთვის გვერდში მიდგას. პატარაობაშიც, წარმოუდგენელი იყო, ვინმეს ჩემთვის თუნდაც რამე აგრესიულად ეთქვა და ეს შეერჩინა. მნიშვნელობა არ ჰქონდა ახლოს იყო, თუ შორს.

თორნიკე:
- ჩემი მეუღლე, სალომე ჯუღელი მეგობრის დღესასწაულზე გავიცანი. გაცნობის მერე, მიმოწერა მქონდა. იგი მოდელი იყო, პარიზში მიდიოდა, მე კი ბელგიაში მივემგზავრებოდი სათამაშოდ.
ვაგრძელებდით მიმოწერას "ფეისბუკით".
ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ქალებს კი სიამოვნებთ, რომ ელაპარაკები. ამიტომ ჩვენი საქმე წინ ნელა მიდიოდა. საბოლოოდ დავქორწინდით.

ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ორი ვაჟი მყავს. აქტიურები არიან, ენერგიულები. არ ვუშლი თუ აფუჭებენ, მაგრამ არსებობს ზღვარი, აქტიურობასა და უზრდელობას შორის, რასაც არ უნდა გადავიდნენ. ვცდილობ, ეს წონასწორობა დავიცვა. ასეთ დროს საკმარისად მკაცრი ვარ. (იხილეთ სრულად)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალით ჩაერთვებოდა ომში"
"ჩემი შეგნებული ცხოვრების ერთი მესამედი საველე პირობებში, კარავში გავატარე"
ცეცხლთან, სტიქიასთან, უბედურ შემთხვევებთან ბრძოლა მათი პროფესიაა...
"ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.