როგორ იმშობიარა ოთხჯერ საკუთარ სახლში ფშაველმა ქალმა
font-large font-small
როგორ იმშობიარა ოთხჯერ საკუთარ სახლში ფშაველმა ქალმა
"ნათქვამი მქონდა, რომ აბორტს არასდროს გავიკეთებდი და იმდენ შვილს გავაჩენდი, რამდენსაც ღმერთი ინებებდა!"

48 წლის მაყვალა ჭოლიკიშვილსა და 58 წლის მალხაზ გოგოლაურს 7 შვილი ჰყავთ. ფშავლები არიან და 8 წელია უკვე თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. დიასახლისი მეუბნება, რომ მართალია სარდაფში, მაგრამ ახლა უკეთეს პირობებში, სუფთა და გარემონტებულ ბინაში ცხოვრობენ, ვიდრე ადრე. გულში მექანიკურად ვითვლი საფეხურებს: ერთი, ორი, სამი, ოთხი... ესე იგი, 4 საფეხურით ჩადიხარ მიწის ქვევით...

გთავაზობთ ამონარიდებს მრავალშვილიანი დედის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა:

"ნათქვამი მქონდა, რომ აბორტს არასდროს გავიკეთებდი და იმდენ შვილს გავაჩენდი, რამდენსაც ღმერთი ინებებდა! ახლა 7 შვილი გვყავს: უფროსი გოგო, ნანა 28 წლისაა, თემური - 26-ის, ილია - 24-ის, მაიკო - 24 წლის, 18 წლისაა ნინო, გიორგი - 13-ის და სულ პატარა, გიგი 12-ის. ერთი სიტყვით, 36 წლისას უკვე შვიდივე შვილი მყავდა. სხვათა შორის, შვილების გაზრდაში არავინ დამხმარებია, უფროსი გოგოს გარდა. მე და ჩემი ქმარი მინდორში სამუშაოდ რომ მივდიოდით, მას ვუტოვებდით პატარებს..."
GzaPress
"არ მახსოვს, სახელმწიფო რამით დაგვხმარებოდეს. ბევრი გაჭირვება გამომივლია, მაგრამ... ერთადერთხელ, სხვა გამოსავალი რომ ვერ ვნახე, დედოფლისწყაროს გამგეობაში მივედი... შევედი გამგებლის კაბინეტში და ვუთხარი, - ფულს არ გთხოვთ, იქნებ პროდუქტით დამეხმაროთ, რომ ბავშვები მშივრები არ მყავდეს-მეთქი. გამგებელთან ერთად ოთახში ვიღაც ქალი იყო. ჩემს ნათქვამზე ჯერ გადაიხარხარეს, მერე შემომიტრიალდა ის ქალბატონი და მითხრა: თქვენ რა, მთავრობის ხარჯზე აჩენდით ამდენ შვილსო? ახლაც ცრემლები მებჯინება ყელში ამის გახსენებაზე..."

"ვისაც გაჭირვება არ გამოუვლია, ამას ვერც გაიგებს. იყო პერიოდი, როდესაც მთელი თვე პურის ფულიც არ მქონია, მარილიც ვერ მიყიდია და ვცდილობდი თეთრიც კი გამომეზოგა. ყოველ მშობიარობაზე უფალს ვთხოვდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. უფლის იმედად ვიყავი და საერთოდ არ მეშინოდა. მეზობელსაც კი არ ვეძახდი, ჭიპლარსაც თვითონ ვჭრიდი..."

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 8 მარტის ნომერში.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
53 წლის ლევან მახარაშვილმა სახელი ფასდაკლების აქციით გაითქვა:
ლიკუნა თუთისანმა "X ფაქტორის" ორშაბათის ტურზე გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად იმღერა.
"კარგი გარეგნობის ბევრი ადამიანია, მაგრამ ურთიერთობის სურვილს ვერ აღძრავს..."
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
ბაზიერი ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურეა.
"ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა", - იხსენებს თინათინ გამგებელი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის კლასში სწავლობდა...
მარიკა კახაძე - ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი - იმ თაობის წარმომადგენელი გახლავთ, რომელიც ბარიკადებზე იდგა... მინდა, მის შესახებ გიამბოთ.
ალექს კიკვიძისთვის, რომელიც "X ფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ, ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებია.
43 წლის სოფო კვაშილავა 11 შვილის დედაა. ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად და მოხდენილად გამოიყურება.
თელავის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზოში ხარობს თითქმის საუკუნე-ნახევრის ვაზი, რომელიც კარგა ხანია, მასპინძლის საოჯახო მარნის სავიზიტო ბარათად იქცა.
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.