"აძინოკი ვოლკივით" ვიყავი - სნაიპერი ქალის აღსარება
font-large font-small
"აძინოკი ვოლკივით" ვიყავი - სნაიპერი ქალის აღსარება
"ჯერ მოხალისეებში ვიყავი, მერე მაშველთა კორპუსში, შემდეგ ჯაბა იოსელიანის დაჯგუფებას შევუერთდი"

პროფესიით სნაიპერია, ჰყავს სამი შვილი, იბრძოდა აფხაზეთის ომში... მისი ამბავი განსაკუთრებით საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალბატონია. ვინაობას არ ასაჯაროებს. ინტერვიუზეც მხოლოდ იმიტომ დამთანხმდა, რომ შუამავალს, რომელიც მე მივუგზავნე, უარი ვერ უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამოცი წლის არის, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ამბობს, რომ ომში მიღებული ჭრილობის შედეგად ამნეზია დაემართა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზის" ახალ ნომერში წაიკითხავთ:

"აფხაზმა მეზობელმა მითხრა, "კურორტში" (ტურისტებისთვის განკუთვნილი დასასვენებელი კომპლექსი) გემი შემოვა, თუ იქამდე მოსვლას მოახერხებ, შენს შვილებს გემზე ავიყვანო. მოვკიდე ხელი ჩემს სამ შვილს და წავედი. როგორც იქნა, სანაპირომდე მივაღწიეთ... 28 აგვისტო იყო... ამნეზია ცხრაჯერ რომ დამემართოს, ეს დღე არასდროს დამავიწყდება. სანაპიროზე ორი გემი იდგა. ერთ-ერთში ჩემი შვილები, ძმისშვილები და დისშვილები ავუშვი. მე იქვე დავრჩი... 20 წუთი გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მიცურავდა ზღვაში ორი გემი... უცებ საშინელება მოხდა, ერთ-ერთი აფეთქდა..."

"ჯერ მოხალისეებში ვიყავი, მერე მაშველთა კორპუსში, შემდეგ ჯაბა იოსელიანის დაჯგუფებას შევუერთდი. ერთი სიტყვით, ვისაც სად სჭირდებოდა, იქ მეძახდა, "აძინოკი ვოლკივით" ვიყავი..."

"ქალი ვარ, იარაღი ავიღე ხელში და ვიბრძოლე. სანაცვლოდ რა მივიღე? მხოლოდ დამცირება და შეურაცხყოფა. სოხუმის დაცემის წინა პერიოდში თავში მძიმედ დავიჭერი, ამნეზია დამემართა... საავადმყოფოდან რომ გამოვედი, ომი დამთავრებული იყო. წასასვლელი არსად მქონდა. ჩემი მშობლები და შვილები სასტუმროს ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. თავადაც იატაკზე ეძინათ..."

"მინისტრს შევხვდი და ავუხსენი ჩემი გასაჭირი. ვთხოვე, ერთი ოთახი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის გამოეყო. იცით, რა მითხრა? - აქამდე სად იყავიო? ვუთხარი, აქამდე ომში ვიყავი-მეთქი. მერე ვინ გთხოვა იქ წასვლაო? ისე გავმწარდი, მაგიდიდან საფერფლე ავიღე და ვესროლე..."

სნაიპერი ქალის აღსარებას ვრცლად, ჟურნალ "გზის" 8 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალით ჩაერთვებოდა ომში"
"ჩემი შეგნებული ცხოვრების ერთი მესამედი საველე პირობებში, კარავში გავატარე"
ცეცხლთან, სტიქიასთან, უბედურ შემთხვევებთან ბრძოლა მათი პროფესიაა...
"ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.