ვინ შეიძლება მოხვდეს "ფორბსის" რეიტინგში საქართველოდან, ბიძინა ივანიშვილის გარდა
font-large font-small
ვინ შეიძლება მოხვდეს "ფორბსის" რეიტინგში საქართველოდან, ბიძინა ივანიშვილის გარდა
"საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველი მილიარდერების უმეტესობა რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცხოვრობს და იქაური ავტორიტეტული გამოცემების მიერ მილიარდერებად არიან აღიარებული"

ფინანსური გამოცემა Forbes-ი 32 წელიწადია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. წლეულს ამ სიაში რეკორდული რაოდენობის - 2208 მილიარდერი მოხვდა (შარშანდელ რეიტინგში 2043 მილიარდერი იყო). მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები 72 ქვეყანას წარმოადგენენ და მათი ჯამური კაპიტალი 9,1 ტრილიონი დოლარია, შარშანდელზე 18%-ით მეტი. მათ შორის 20 ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯამური ქონება 1,2 ტრილიონ დოლარს აღწევს; ანუ, თვით უმდიდრესთა სიის 1%-ზე ნაკლები ფლობს
მსოფლიოს ყველა მილიარდერის საერთო ქონების 13%-ს.

რეიტინგში 585 მილიარდერით აშშ ლიდერობს, ჩინეთი კვლავ მეორეა 373 მილიარდერით. 4-წლიანი პირველობის შემდეგ ბილ გეიტსმა ადგილი დაუთმო "ამაზონის" დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, რომელიც 1 წელიწადში 39 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და რეიტინგს სათავეში პირველად მოექცა. ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა LVMH-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ბერნარ არნო, "ფეისბუკის" დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის ქონება კი 542 მილიონი დოლარით შემცირდა. "დამარცხებულთა" შორის არის აგრეთვე აშშ-ის 71 წლის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც 400 მილიონით გაღარიბდა და "მ
ხოლოდ" 3,1 მილიარდი დოლარი დარჩა.

სიაში 259 ახალი მილიარდერია, ხოლო რეიტინგი დატოვა 121-მა. საქართველოდან რეიტინგში კვლავ მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია 4,6-მილიარდიანი ქონებით (456-ე ადგილი). 2017 წლის რეიტინგში მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლა­რად იყო შეფასებული (367-ე­ ადგილი).

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია 21 წლის ნორვეგიელი ალექსანდრა ანდერსენი. ის და მისი და კატერინა 1,4-1,4 მილიარდით 1650-ე ადგილს იყოფენ. დებმა ქონება ოჯახის კუთვნილი კომპანია Ferd-ის წილების გადანაწილებით მიიღეს. ალექსანდრა დაზე ერთი წლით უმცროსია და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსიც მას ერგო. მამაკაცებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა ნორვეგიელი 24 წლის გუსტავ მაგნარ ვიტცო (1,9 მილიარდი). გუსტავი ფლობს თევზის მწარმოებელი მსხვილი კომპანია Salmar ASA-ს თითქმის ნახევარს.
ყველაზე ასაკოვანი მილიარდერია 99 წლის სინგაპურელი ჩან იუნ ჩანგი (1,9 მილიარდი; 1284-ე). მასზე ორი წლით უმცროსები არიან უძრავი ქონების კანადელი მაგნატი მარსელ ადამსი (1,7 მილიარდი) და ბრაზილიელი ბანკირი ალოიზიო დე ანდრადე ფარია (2,5 მილიარდი).

წლევანდელ რეიტინგში რეკორდული რაოდენობის - 256 ქალია და მათი საერთო ქონება 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს (+20%). უმეტესობამ ქონება მემკვიდრეობით მიიღო, დამოუკიდებლად კი 72-მა დააგროვა (შარშან - 56-მა). ყველაზე მდიდარი ქალი ელის უოლტონია, რომლის ქონება 33,8-დან 46 მილიარდამდე გაიზარდა. ჭალმარტ-ის დამფუძნებელ სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილი "ფორბსის" საერთო რეიტინგში მე-16 ადგილზეა. კომპანიის აქციების 43%-იანი ზრდის წყალობით მან უმდიდრესი ქალის წოდება ჩამოართვა კომპანია L'Oreal-ის მფლობელ ლილიენ ბეტანკურს, რომელიც შარშან 94 წლის ასაკში გარდაიცვალა და ქალიშვილს, ფრანსუაზ ბეტანკურს 42,2 მილიარდი დაუტოვა.

გიორგი კაპანაძე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: "დღეს ძნელია თქმა, გვყავს თუ არა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა მილიარდერი. საქართველოში არ არსებობს "ფორბსის" მსგავსი ფინანსური გამოცემა ან კომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხს კვალიფიციურად შეისწავლიდა. გარდა ამისა, ქართველ მილიონერებს ფინანსების დიდი ნაწილი ოფშორებში აქვთ განთავსებული და მათი დათვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სახელისუფლებო ორგანოებში ან პარლამენტში მისვლის შემდგომ მილიონერების შევსებულ დეკლარაციებში მოცემული ციფრები კი, როგორც წესი, რეალობას საკმაოდ აცდენილია. შესაბამისად, სანამ საქართველოში მცხოვრები მულტიმილიონერებით თუ მილიარდერებით "ფორბსი" ან მისი მსგავსი გამოცემა არ დაინტერესდება და საკითხს არ შეისწავლის, რთული იქნება მათი ქონების დათვლა.

ყველაზე მეტად, ვინც შეიძლება საქართველოში მცხოვრებ მილიარდერთა შორის მოიაზრებოდეს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია. პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე მისი ქონება 10 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მის ოჯახს რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარზე მეტის აქტივები არ დარჩენოდა. გაგრძელება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
53 წლის ლევან მახარაშვილმა სახელი ფასდაკლების აქციით გაითქვა:
ლიკუნა თუთისანმა "X ფაქტორის" ორშაბათის ტურზე გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად იმღერა.
"კარგი გარეგნობის ბევრი ადამიანია, მაგრამ ურთიერთობის სურვილს ვერ აღძრავს..."
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
ბაზიერი ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურეა.
"ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა", - იხსენებს თინათინ გამგებელი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის კლასში სწავლობდა...
მარიკა კახაძე - ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი - იმ თაობის წარმომადგენელი გახლავთ, რომელიც ბარიკადებზე იდგა... მინდა, მის შესახებ გიამბოთ.
ალექს კიკვიძისთვის, რომელიც "X ფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ, ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებია.
43 წლის სოფო კვაშილავა 11 შვილის დედაა. ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად და მოხდენილად გამოიყურება.
თელავის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზოში ხარობს თითქმის საუკუნე-ნახევრის ვაზი, რომელიც კარგა ხანია, მასპინძლის საოჯახო მარნის სავიზიტო ბარათად იქცა.
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.