თურქი მილიონერის შვილის საბედისწერო წვეულება დუბაიში
font-large font-small
თურქი მილიონერის შვილის საბედისწერო წვეულება დუბაიში
ირანის ტერიტორიაზე კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, ბორტზე მყოფი თერთმეტივე ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 8 მგზავრი, სამი კი - ეკიპაჟის წევრი იყო.

გარდაცვლილებს შორის არის თურქი ბიზნესმენის, ჰუსეინ ბასარანის შვილი მინა ბასარანი, რომელიც მეგობრებთან ერთად დუბაიდან ბრუნდებოდა, სადაც ქორწინების წინა წვეულება გამართა.

თვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც ირანში კატასტროფა განიცადა.

მომხდარის მიზეზი უცნობია. მფრინავმა ჩამოვარდნამდე მოითხოვა სიმაღლე შეემცირებინა, რადგან ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

28 წლის ბასარანი დუბაიში მეგობრებთან ერთად გასულ კვირას ჩაფრინდა. გაერთიანებულ საემიროებში გადაღებულ ფოტოებს "ინსტაგრამზე" რეგულარულად აზიარებდა. ბოლო ფოტო, რომელიც მან ატვირთა, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროშია გადაღებული.

წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალით ჩაერთვებოდა ომში"
"ჩემი შეგნებული ცხოვრების ერთი მესამედი საველე პირობებში, კარავში გავატარე"
ცეცხლთან, სტიქიასთან, უბედურ შემთხვევებთან ბრძოლა მათი პროფესიაა...
"ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.