"ტაქსი დაეჯახა, ჯერ "კაპოტზე" შეაგდო, მერე კი... დამეხმარეთ, რომ ჩემი შვილის სიცილი ერთხელაც გავიგონო
font-large font-small
"ტაქსი დაეჯახა, ჯერ "კაპოტზე" შეაგდო, მერე კი... დამეხმარეთ, რომ ჩემი შვილის სიცილი ერთხელაც გავიგონო
"ჩემს ხმასა და მოფერებაზე ტირის, ძმისა და მამის ხმაზეც, კარს რომ შემოაღებენ, თვალებს ატრიალებს და ცრემლი ადგება. ცრემლს ვწმენდ და მეც ვტირი, მაგრამ უკვე უცრემლოდ - ცრემლი გამიშრა"

მათი ბინის კარის შეღებისას ტკბილ ჩურჩულს გაიგონებ, ისეთს, დედები პაწია შვილებს გაღვიძებისას რომ ეფერებიან, თუმცა ამ სახლში არც ჩვილია და არც - ბედნიერი დედა. ქალი, ოთხი წელიწადია, 27 წლის უგონო შვილს უვლის. 26 წლის ირაკლი ჩხაიძე ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაშია. ფართოდ გახელილ თვალებში დედის ხმაზე ცრემლები უგუბდება და ღაწვებზე ნელ-ნელა ჩამოსდის. იმ საბედისწერო დღეს 22 წლის ვაჟკაცს მანქანა დაეჯახა და მათი ცხოვრებაც უკუღმა დატრიალდა.

ფატიმა ლიპარტელიანი: - ირაკლი ჯარში იყო, კოჯრის ნაწილში მსახურობდა. აღდგომის წინადღეს მეთაურმა ერთი დღით ყველა გაათავისუფლა. ბიჭები თბილისში მცხოვრებ მეგობართან წასულან. იქ რომელიღაცას ღამის 11 საათზე სიგარეტი მონდომებია. ირაკლი არ ეწეოდა, მაგრამ ბიჭებისთვის უთქვამს, წავალ, მე ვიყიდიო. გავიდა და იქვე, სახლთან დაეჯახა მანქანა.
იმ დღეს მთელი დღე ვწრიალებდი. დღე არ ყოფილა, ირაკლის ჩემთვის არ დაერეკა. მთელი დღე მისი ხმის გარეშე რომ გამეპარა, საღამოს მე დავრეკე. მეგობარმა მიპასუხა, ირაკლის ტელეფონი დარჩაო. თურმე ამ დროს უკვე ღუდუშაურის კლინიკაში იყო, უმძიმესი ჭრილობებით.…

- ასეთი რა დაზიანებები ჰქონდა, რომ კომა გამოიწვია?
- ტაქსი დაეჯახა... ჯერ "კაპოტზე" შეაგდო, მერე კი ასფალტზე გადმოაგდო... მოტეხილობებს ეშველებოდა, რომ არა თავში სისხლჩაქცევები.
ექიმმა მითხრა, ოპერაციას აზრი არა აქვს, სიკვდილს ყოველ წამს უნდა ველოდოთო. ორი კვირის მანძილზე ამას მიმეორებდნენ,…მე კი კარდიოგრამას შევცქეროდი. როცა ჩემს შვილს ყურში ჩავჩურჩულებდი, კარდიოგრამაზე გულისცემა იცვლებოდა და ექიმებისთვის როგორ დამეჯერებინა!
ამიტომ ბავშვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მოვითხოვე, იქიდან კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გორში არავინ მყავდა, ამიტომ თბილისში ნათესავთან დავსახლდი და ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა. სამი დღე ვმუშაობდი, ოთხი დღე კი გორში დავდიოდი შვილთან.

ექიმები ჩემს შვილს თავდაუზოგავად უვლიდნენ, მერე მათაც იმედი გადაიწურეს. მე კი ერთ დღეს, როცა მხოლოდ ექთანი იყო პალატაში, ირაკლის ხელზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, შვილო, ჩვენი არავის სჯერა, რამე ნიშანი მივცეთ, რომ გესმის-მეთქი! ამის თქმა იყო და, მაჯაზე ირაკლის თითების მოჭერა ვიგრძენი და ისე ვიყვირე, ექთანი მოვარდა. ირაკლის ხელს დახედა და ექიმებთან გაიქცა - ნახეთ, რა ხდებაო! გაგრძელება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
53 წლის ლევან მახარაშვილმა სახელი ფასდაკლების აქციით გაითქვა:
ლიკუნა თუთისანმა "X ფაქტორის" ორშაბათის ტურზე გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად იმღერა.
"კარგი გარეგნობის ბევრი ადამიანია, მაგრამ ურთიერთობის სურვილს ვერ აღძრავს..."
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
ბაზიერი ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურეა.
"ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა", - იხსენებს თინათინ გამგებელი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის კლასში სწავლობდა...
მარიკა კახაძე - ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი - იმ თაობის წარმომადგენელი გახლავთ, რომელიც ბარიკადებზე იდგა... მინდა, მის შესახებ გიამბოთ.
ალექს კიკვიძისთვის, რომელიც "X ფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ, ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებია.
43 წლის სოფო კვაშილავა 11 შვილის დედაა. ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად და მოხდენილად გამოიყურება.
თელავის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზოში ხარობს თითქმის საუკუნე-ნახევრის ვაზი, რომელიც კარგა ხანია, მასპინძლის საოჯახო მარნის სავიზიტო ბარათად იქცა.
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.