"სადამ ჰუსეინის ცოლის სასახლეში ვიყავით დაბანაკებული" - ჯარისკაცის საინტერესო და აზარტული ცხოვრება
font-large font-small
"სადამ ჰუსეინის ცოლის სასახლეში ვიყავით დაბანაკებული" - ჯარისკაცის საინტერესო და აზარტული ცხოვრება
ოთხი სამშვიდობო მისია მოიარა - ორი ერაყში და ორიც - ავღანეთში; სამთო-სათხილამურო სპორტში უამრავი ჯილდო და თასი აქვს, ზოგი საქართველოში, ზოგიც - უცხოეთში, გასვლით ტურნირებზე.

უამრავი მოტეხილობა და ტრავმა მიუღია, მაგრამ საბრძოლო და სპორტული არენიდან თითქმის ყოველთვის გამარჯვებული დაბრუნებულა. ასეთია ქართველი სამხედროს, ამირან ნიგურიანის საინტერესო და ხიფათით აღსავსე ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, ყველანაირი რისკი აზარტად აქცია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა:

"2004 წელს, ცხინვალის მოვლენებში, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ძმა, გვარად ლომაძე დაიღუპა. მაშინ გადავწყვიტე სამხედრო ფორმის ჩაცმა... 2005 წელს უკვე მეორე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ იმავდროულად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურს მოვაწერე ხელი... 2008-ის დასაწყისში, ისევ ერაყში, ვაჰიდას პროვინციაში, ქლეარის ბაზაზე წაგვიყვანეს. ქლეარი ამერიკელი სამხედრო პირი იყო, რომელსაც ავღანელები სასტიკად გაუსწორდნენ. ერაყში ძალიან ახლო მეგობარი დამეღუპა, ბორჯომელი ბიჭი, გვარად მარგეივი. ამ წლების განმავლობაში ბევრი ომი ვნახე, მაგრამ ის დღე მძიმედ მახსოვს..."

"საქართველოში 2008 წლის 9 აგვისტოს ჩამოვფრინდით და მხოლოდ ნიქოზამდე მოგვიწია ჩასვლამ... არჩილ ტატუნაშვილიც ჩვენთან ერთად იყო ერაყში, პირველი ბრიგადის ჯარისკაცი იყო. საერთო მეგობრები გვყავდა და ბიჭებისგან ვიცი, რომ ძლიერი მეომარი იყო, რისკიანი, მაგრამ წინდახედული და ჭკვიანი. ყოველთვის ზრუნავდა მეგობრებზე, რაც ომში აუცილებელია... შემდეგ ავღანეთში წავედი და იქ 15 თვე გავატარე..."

"15 თვის განმავლობაში ბევრი რამის ნახვა მოვასწარი. პატრულირებისას აქლემებით მოსეირნე ბედუინებიც კი ვნახე, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა პაკისტანის საზღვრისკენ, პატრულირებისას მეგრელ მოლას გადავაწყდით. საბჭოთა კავშირი - ავღანეთის ომის დროს, 80-იან წლებში იყო წასული, საბჭოთა ჯარების ნაწილში მსახურობდა... "დამტვრეული" ქართულით გვესაუბრა..."

ჯარისკაცის თავს გადახდენილ საინტერესო ამბებს სრულად ჟურნალ "გზის" 29 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, 3-4 დღე ვერ ვიძინებდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი"
"26 მაისს შინდისის გმირებს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭებათ"
ხელოვანი, რომლის შექმნილი ხატიც რუსეთში სასწაულმოქმედად ითვლება
ბიოლოგი რუსუდან ქაფიანიძე ახალციხიდანაა და ამჟამად ოჯახთან ერთად ვალეში ცხოვრობს.
ნინო ჩუტკერაშვილის მექსიკაში მოგზაურობა დოკუმენტურ ფილმ "ხელმწიფეს" უკავშირდება.
"მი­ნი­ა­ტი­უ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის დი­დი შვე­ბაა"
ერთ მშვენიერ დღეს თუ გაიღვიძებთ და ახალ უნარებს აღმოაჩენთ საკუთარ თავში, არ გაგიკვირდეთ.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.