გახშირებული ნაადრევი მშობიარობები და მათი გამომწვევი მიზეზები
font-large font-small
გახშირებული ნაადრევი მშობიარობები და მათი გამომწვევი მიზეზები
ის, რაც ფეხმძიმე ქალებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ

ბოლო წლებში ნაადრევი მშობიარობის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ექიმი ედვარდ მაკიბი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის მიზეზების დასადგენ კვლევებს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ნაადრევად 15 მილიონამდე ბავშვია დაბადებული - ნაადრევი მშობიარობა ნაყოფის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და ახალშობილთა სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. სტატისტიკა გაზრდილია საქართველოშიც.


დემოგრაფიული სტატისტიკის მონაცემებით, ქვეყანაში 2016 წელს დაიბადა 56.569 ბავშვი. სამშობიარო სახლებში დაბადებულ ცოცხლადშობილთა 6,7% წონანაკლული, ხოლო 8% - 4000 გრამზე მეტი წონის იყო. სამშობიარო სახლების მონაცემებით, ცოცხლადშობილთა 11,6% დაიბადა ავადმყოფი ან გახდა ავად.

ნაადრევი მშობიარობის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტირებისა და პრევენციის შესახებ მედიცინის დოქტორს, ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეან-გინეკოლოგ სოფო თამაზაშვილს ვესაუბრეთ.

GzaPress- ნაადრევი მშობიარობა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ძალისხმევას არ ზოგავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ნაადრევად მიიჩნევა მშობიარობა 22 კვირიდან 37-ე კვირის ჩათვლით. 37-ე კვირის შემდეგ მშობიარობა დროულია, ხოლო 22 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა უკვე აბორტად ითვლება. ეს არის შედარებით ახალი სტატისტიკა, რადგან ადრე ნაადრევი მშობიარობა 28 კვირიდან ითვლებოდა, როდესაც ნაყოფის წონა 1.000 გრამს შეადგენდა, ანუ ნაყოფი სიცოცხლისუნარიანი იყო 1.000 გრამიდან. როგორც კი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მოხერხდა 500 გრამი ნაყოფის გამოზრდა შემდგომ ინკუბაციურ პირობებში, ნაადრევი მშობიარობის ვადამ 28 კვირიდან 22 კვირამდე გადმოიწია.
- ქალბატონო სოფო, რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას? შესაძლო რისკ-ფაქტორების შესახებ გვითხარით.
- ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი მიზეზი ბევრია და ექიმები სწორედ ამ მიზეზების აღმოფხვრას ვცდილობთ. ეს რისკ-ფაქტორებია: მრავალნაყოფიანი ორსულობა, დედის ასაკი (16 წელი და ნაკლები, ანუ მცირე ასაკში ფეხმძიმობა), სხეულის მასის დეფიციტი ერთგვარ რისკს წარმოადგენს. ძალიან აქტუალურია სოციალური სტატუსი - დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებში უფრო მეტია ნაადრევი მშობიარობის განვითარების ალბათობა, აღარაფერს ვამბობ არაჯანსაღი წესით მცხოვრებ ფეხმძიმეებზე: მოწევა, ნარკოტიკი, ასევე ალკოჰოლი, უძილობა, ღამის ცხოვრება... მოკლედ, ნებისმიერი მავნე ჩვევა ცუდად აისახება ორსულობის მიმდინარეობაზე. მაგალითად, სიგარეტი იწვევს ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნაადრევი მშობიარობა. გასათვალისწინებელია, თუ როგორია წინა ორსულობები - თუ ქალმა ერთხელ უკვე გადაიტანა ნაადრევი მშობიარობა, მაშინ ის მაღალი რისკის ჯგუფში შედის. უნდა აღინიშნოს, რომ ინფექცია დღეისთვის ყველაზე წამყვანი მიზეზია ამ თვალსაზრისით. აქტუალურია ამ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა. ორსული ქალისთვის ნებისმიერი მედიკამენტის დანიშვნა უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული; უნდა არსებობდეს მკაცრი არგუმენტი, თუ რატომ ვნიშნავთ ამა თუ იმ მედიკამენტს, ვიტამინსაც კი. ორსული არის ჯანმრთელი და ჯანმრთელ ადამიანს წამალი არ სჭირდება.
- სტრესი თუ ითვლება ნაადრევი მშობიარობის ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად?
- სამწუხაროდ, სტრესიც ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია, რადგან ის ააქტიურებს იმ ინტერლეიკინებს, საიდანაც ვითარდება ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი ჯაჭვი. დღეს ისედაც სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ამას თან ერთვის ორსული ქალის ზედმეტი ემოციურობა და სიფაქიზე. ხშირად, ის სტრესს ვეღარ ერევა და მიდის უარყოფითი პროცესები, რასაც მოჰყვება ნაადრევი მშობიარობა. სასურველია, ექიმი დროულად ჩაერთოს ამ პროცესში.
- როგორია ექიმის ტაქტიკა მაღალი რისკის მქონე ორსულებთან მიმართებაში?
- ნაადრევი მშობიარობის პერიოდად 22 კვირა მიიჩნევა, მაგრამ 22-დან 37 კვირამდე კიდევ არის კლასიფიკაცია. 22-დან 34 კვირამდე ეს არის უფრო კრიტიკული პერიოდი ნაყოფის მოვლისა და შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, 34-დან 36 კვირამდე თუ მიაღწევს ნაყოფი - უკეთესია. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ და გავახანგრძლივოთ ორსულობა, რათა ახალშობილი იყოს სიცოცხლისუნარიანი და მისი განვითარება პროგრესულად წავიდეს. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ 24 კვირიდან 34 კვირამდე კრიტიკულ პერიოდში გარკვეული მკურნალობა მოვასწროთ და ჩავატაროთ, რათა მინიმუმ 2-3 დღით გავახანგრძლივოთ ორსულობა - შევძლოთ იმ აუცილებელი მკურნალობის ჩატარება, რაც მნიშვნელოვანია ნაყოფის მომწიფებისთვის, ადაპტაცია რომ განიცადოს და სიცოცხლისუნარიანი იყოს. ექიმები ძალას არ ვიშურებთ და ვატარებთ მკურნალობას, ეს იქნება მაგნეზიალური თერაპია, ანტიბიოტიკო თერაპია, საჭიროების შემთხვევაში და კვლევები, რომლებიც შემდეგ ახალშობილთა სეპტიური გართულებების თავიდან აცილებაში გვეხმარება. ამ ყველაფერს, როგორც გითხარით, 2-3 დღე მაინც სჭირდება და მნიშვნელოვანია.
- კვლევის რომელიმე მეთოდით თუ ხდება ნაადრევი მშობიარობის დიაგნოსტირება?
- საშარდე გზების ინფექცია ორსულობის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირად გამოწვეულია მექანიკური ზეწოლით შარდის ბუშტზე. ორსულთა 15%-ში საშარდე გზების ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მას ახასიათებს ბაქტერიურია - ბაქტერიების გამოყოფა შარდთან ერთად, თუმცა ასევე, ხშირია წვა და დისკომფორტი შარდვის დროს, ცისტიტისა და პიელონეფრიტის განვითარება, ეს კი ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს. ამიტომ აუცილებელია შარდის საერთო ანალიზისა და შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექნა და რუტინულ კვლევათა სიაში შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ორსულ ქალებში საკმაოდ ხშირია საშარდე გზების აღმავალი ინფექცია, რომელიც რთულდება ნაადრევი მშობიარობით და სწორედ ამის საპრევენციოდ შემუშავდა ეს გამოკვლევა. ეს აღმავალი ინფექცია ორსულობის 16 კვირის შემდეგ იჩენს თავს ორსულობის პროგრესირებასთან ერთად. ექიმთან პირველივე ვიზიტის დროს ტარდება გამოკვლევა და აქვს მაღალი სარწმუნოების ხარისხი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ნაადრევი მშობიარობის ალბათობის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფომ ორსულ ქალებს შესთავაზა ამ საკმაოდ ძვირად ღირებული გამოკვლევის ჩატარება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არის ყველაზე სარწმუნო კვლევა. ბაქტერიოლოგიური კვლევების პასუხებზე დაყრდნობით ვნიშნავთ ანტიბაქტერიოლოგიურ მკურნალობას.
- გარდა ამისა, კიდევ რა ზომების მიღება შეუძლია წყვილს ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად?
- მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმარება, წყვილი უნდა შეთანხმდეს და გააანალიზოს, რას ნიშნავს ოჯახი, ფეხმძიმობა, რომ ორსული ქალისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი - ძილი, სუფთა ჰაერი, სწორი კვება, ექიმთან დროული ვიზიტი, მავნე ჩვევების აღმოფხვრა და მინიმალური კვლევების ჩატარება. 4 უფასო ვიზიტის ნაცვლად, ორსულ ქალბატონებს ახლა უკვე 12 ვიზიტი აქვთ ექიმთან. ფაქტობრივად, სახელმწიფო უვლის ფეხმძიმე ქალს, უფინანსებს მშობიარობასაც. თავის მხრივ, ექიმმაც არ უნდა დაზოგოს ენერგია და კარგად უნდა აუხსნას ფეხმძიმეს, როგორ იცხოვროს მომდევნო 9 თვის განმავლობაში. ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში ახლა რომ აგიყვანოთ, სავსეა მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის მომლოდინე ქალებით. ყველა ორსულმა უნდა იცოდეს, რომ ნაადრევი მშობიარობა, პირველ რიგში, სწორედ ნაყოფს უქმნის სერიოზულ პრობლემებს.
- მითხარით, ახალშობილთა ცენტრის განყოფილებაში რომ ახვიდეთ, გაოცდებით, 500 და 600-გრამიანი ნაყოფის გამოზრდაზე როგორ ზრუნავენ ექიმებიო. თქვენთვის, როგორც ქალისთვის და როგორც ექიმისთვის, ეს რა შეგრძნებაა?
- როგორც ქალისთვის და როგორც მეანისთვის, ყოველი დაბადება დაუღალავი შრომაა. ეს საქმე თუ არ გიყვარს, დამერწმუნეთ, ამას ვერანაირი ადამიანური რესურსი ვერ შესწვდება - ვერც ფიზიკურად და ვერც ემოციურად. ყოველ ახალდაბადებულ სიცოცხლეს ისე ვხვდები, თითქოს პირველად ვნახე და შევესწარი ამ ამბავს. ჩვენ, მეანები, თითქოს ადრენალინდამოკიდებულები ვართ, იმდენად დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც ეს პროფესია ერთი დიდი გამარჯვება და ქვეყნისა და გენოფონდის წინაშე გარკვეულწილად თითქოს ვალის მოხდაა...
- დაბოლოს, რას ურჩევდით ფეხმძიმე ქალბატონებს?
- პირველ რიგში, ექიმთან დროულ ვიზიტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. ვთხოვ მათ, კარგად გააცნობიერონ, რომ ორსულობა ეს არის დიდი პასუხისმგებლობა! ჩასახვის მომენტიდან ქალი იღებს პასუხისმგებლობას ახალ სიცოცხლეზე და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ის ჯანმრთელი მოავლინოს ქვეყნიერებას!

დღენაკლული ბავშვები საჭიროებენ ნეონატოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას, რადგან მათი გამოზრდის პროცესში არაერთი პრობლემა წარმოიშობა. ამიტომ ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგს, ახალშობილთა ცენტრის განყოფილების გამგეს, შორენა ჭანკვეტაძესაც გავესაუბრეთ:
GzaPress- ნაადრევი მშობიარობა, პირველ რიგში, სწორედ ნაყოფის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. დღენაკლულობა ბევრ გართულებას იწვევს ამ ბავშვებისთვის. რაც უფრო ადრე იბადება, მით უფრო მეტი გართულება ვლინდება, ეს იქნება სისხლჩაქცევები თავის ტვინში, ბრონქოპულმონარული დისპლაზია - ორგანოს ან ქსოვილის განვითარების დარღვევა თუ ნეიროგანვითარების პრობლემები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ასეთი საფრთხის ქვეშაა. ეს დამოკიდებულია ორსულობის მიმდინარეობაზე, დედის მიერ გადატანილ დაავადებებზე, ინფექციებზე და ა.შ. ინდივიდუალურია ისიც, თუ როგორ ემორჩილებიან მკურნალობას დღენაკლული ბავშვები გამოზრდის პერიოდში. უფრო მაღალია რისკი 27-28 კვირის ქვემოთ ახალშობილებში. მთავარი ამოცანა მეანისა და პედიატრისთვის არის ის, რომ ბავშვი 32 კვირამდე მაინც მივიდეს - ეს არის სიმწიფის ის ხარისხი, რომლიდანაც მაღალი პროცენტია გაჯანსაღების. ღრმად დღენაკლულ ახალშობილებში ყველაზე უსაფრთხო პერიოდი არის 40-41 კვირა ანუ როდესაც მათ რეალურად შეუსრულდებათ და მიაღწევენ დროულ ასაკს, როდესაც უნდა დაბადებულიყვნენ. ამ პერიოდში ახალშობილის გაწერა უკვე უსაფრთხოა. სახელმწიფო ზრუნავს მათზე და სრულად აფინანსებს ხარჯებს. ექიმებიც მაქსიმუმს ვაკეთებთ. ვფიქრობ, ჩვენს განყოფილებას თავისი წვლილი შეაქვს ამ მხრივ. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ბავშვის წონის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით, აქ ავტომატურად იქმნება გარემო, რომელიც კონკრეტულად ამა თუ იმ ბავშვის ორგანიზმს ერგება. მნიშვნელოვანია, რომ ნაადრევად დაბადებულმა პატარამ თავი ისე იგრძნოს, როგორც დედის მუცელში...
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთობლივი აქტივობების შედეგად მოხდა მკვდრადშობადობის შემთხვევათა გადამოწმება და შეჯერება, ასევე ისტორიების შესწავლა. სამედიცინო ჩანაწერების თანახმად, მკვდრადშობადობის 86% მოხდა ანტენატალურ ანუ მშობიარობამდელ პერიოდში, 12% ინტრანატალურ ანუ მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ხოლო 2%-ში ნაყოფის გარდაცვალების დროის დადგენა სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ვერ მოხერხდა.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზების საფუძველზე, ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.000 ცოცხალშობილზე არის 4,1; ხოლო გვიანი ნეონატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 2,2. ასევე, ამ მონაცემებით, 2016 წელს 0-დან 7 დღემდე გარდაცვლილია 231 ახალშობილი, 7-დან 28 დღემდე - 125, ხოლო 29-დან 365 დღემდე - 151.
რაც შეხება, ცოცხლადშობილთა და მკვდრადშობილთა წონას, სამშობიარო სახლების მონაცემებით, მაჩვენებელი ასეთია:

182 ბავშვი 500-999 გრამი;
353 1.000-1.499 გრამი;
3.226 1.500-2.499 გრამი;
48.340 2.500-3.999 გრამი;
4.025 ახალშობილი
4.000 და მეტი გრამი.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მოწყდებოდა ლავა, ჩაიტანდა 20-30 კაცს ერთად, ცხედრების გამომტანიც არავინ იყო..."
2011 წელს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთმა ქართველმა ქალმა, ეკატერინე სიხარულიძემ შრომითი მიგრანტობა გადაწყვეტა.
"მინდა, გაზეთის საშუალებით ნათიას მივმართო: შვილო, შეიძლება გული გეტკინოს, ასე საჯაროდ რომ ვყვები ყველაფერს, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვე... "
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეორე ვაჟი თომა გაქრისტიანდა
ქართველი ემიგრანტი, რომელსაც იაპონელ ქმარში გაუმართლა
რატომ სცადა გერმანიაში ქართველმა ქალმა პედოფილების ბარის გადაწვა
როგორ მოხვდა არსენ ფოჩხუას ქართულორნამენტიანი ლარნაკი თეთრ სახლში
როცა ადამიანების პირადი მონაცემების უსაფრთხოება საეჭვოა და თანაც, მიუხედავად იმისა, რომ "ფეისბუკზე" რეგისტრაციისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს, სოციალურ ქსელში ბავშვებიც რეგისტრირდებიან, ზოგჯერ მათ თავად მშობლები არეგისტრირებენ... თუ რატომ ხდება ასე, ამის შესახებ აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მათი შვილების მაგალითის და პირადი გამოცდილების საფუძველზე ვკითხეთ...
ვისგან ისწავლა მომღერალმა კულინარობა
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
0 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
2 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.