"ლეილა რატომღაც დაივიწყეს, რის გამოც გული ძალიან სწყდებოდა" - ქართული კინოს განუმეორებელი "ჭრიჭინა" და "მაია წყნეთელი"
font-large font-small
"ლეილა რატომღაც დაივიწყეს, რის გამოც გული ძალიან სწყდებოდა" - ქართული კინოს განუმეორებელი "ჭრიჭინა" და "მაია წყნეთელი"
ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.

ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1-ლ აგვისტოს, თბილისში დაიბადა. ლეილა აბაშიძის მამა მიხეილ აბაშიძე მაღალჩინოსანი გახლდათ, ის 1937 წლის რეპრესიების დროს გადაასახლეს, ხოლო ლეილას დედა ციმბირში წავიდა სამუშაოდ, რათა მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო. დედა-შვილს სასტიკი კანონების გამო დაკავებული მიხეილის ნახვა ახლოდან ეკრძალებოდათ და მას მხოლოდ მავთულხლართის ღობის მიღმა ხედავდნენ.

"იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი - გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები", - იხსენებდა ლეილა აბაშიძე.

მალე ოჯახს მამის დახვრეტის ოქმი მოუვიდა, ლეილას დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

ლეილა აბაშიძე პირველად ცისფერ ეკრანზე 1941 წელს, ფილმ "ქაჯანაში" გამოჩნდა, ფილმში პატარა გოგონა ქართველ კინოვარსკვლავ ნატო ვაჩნაძესთან ერთად თამაშობდა. ამ დროისთვის ის მხოლოდ 8 წლის იყო და როგორც თავად იხსენებდა რუსეთში მიღებული დაწყებითი განათლების გამო, ქართულად ლაპარაკი უჭირდა, თუმცა მისი ოსტატური შესრულებით მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გაოცებული იყო.

ლეილა აბაშიძე პირველად ეკრანზე გამოჩნდა 1941 წლის ფილმში "ქაჯანა", სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო.

მოგვიანებით ასე ჰყვებოდა ამბავს თუ როგორ მიიღო ეს როლი:
"მამიდაჩემმაგაზეთში განცხადება ნახა - ფილმისათვის ჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის არც უკითხავთ თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახიც არ მქონდა, რა იყო კინო საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი, ვიცოდი, რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:

- გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდან- მეთქი.
- იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი,
- ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან, ძალიან-მთქი! და ეტყობა იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა ჩემთან წამოდიო და თურმე ეს გახლდათ თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:
- და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა
- ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,
- რომელი? - ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით, უფროსიო - მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე". გაგრძელება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მობილიზებული იყო დამწვრობის ცენტრი, სადაც პიროტექნიკით მიღებული დამწვრობით არაერთი პაციენტი მოთავსდა.
ფულის მოზიდვა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა, ბოროტი თვალისა და ენებისგან დაცვა, კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა, საყვარელ ადამიანთან ბედნიერების შენარჩუნება, ჩაკეტილი ბედის გახსნა და ა.შ. ხშირად ამ პრობლემების გადასაჭრელად ადამიანები ეზოტერიკოსს მიმართავენ.
სადღაც შორს, "საშიშ" ქვეყანაში არიან ქალები, რომლებსაც მხარზე კოპწია ხელჩანთის ნაცვლად ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ გადაკიდებული, ფეხზე უხეში, მძიმე, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, თბილი და კომფორტული "ბათინკები" აცვიათ და ავღანეთის წითელ მიწაზე მძიმედ დააბიჯებენ...
მხატვარი დარიკო ბერიძე უკვე 55 წელზე მეტია, რაც რუსეთში ცხოვრობს.
მეღვინე, 24 წლის ანანო ვეკუა წელს ორჯერ დაესწრო რთველს და ღვინოც ორჯერ დააყენა - ერთხელ ზამთარში, როდესაც სამხრეთ აფრიკაში იყო და მეორედ - საქართველოში, შემოდგომაზე.
რამდენ ლარად იყიდი კახეთში ნამდვილ ღორსა და ვირს...
"ჩვენი გმირი", - ამ სიტყვებით ხშირად მიმართავენ 30 წლის მაშველს, პაატა ჩხიტუნიძეს.
"ქუჩის ძაღლებისთვის ხის სახლები ავაშენეთ, მაგრამ რამდენიმე დღეში მოიპარეს"
2019 წლის მოახლოებასთან ერთად, ასტროლოგიური კალენდრის გამო, ღორი მეტად პოპულარული ცხოველი გახდა.
"ჩემი ცხოვრების გაცილებით მეტი დრო, ახლა საქმეს ეხება და არა - მიღებული საკვების გადამუშავებას".
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.