"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
font-large font-small
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.

ამბობს, რომ სიკვდილის აღარ ეშინია და ყველაფრისთვის მზად არის. - აქ მუშაობა კარგიაო, - გვითხრა და მიზეზიც გაგვიმხილა, თუ რატომ არ სურს საჯაროდ ვინაობის გამხელა...
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"2 წელია, აქ ვმუშაობთ. სასაფლაოზე კვირაში ორჯერ ამოვდივართ. საფლავებს ვალაგებთ, ბალახისგან ვწმენდთ. რომ შეხედავთ, ეტყობა, ჩვენი დალაგებული რომელია. უკვე 100-ზე მეტ საფლავს ვალაგებთ და ვასუფთავებთ..."

"უზარმაზარი მარმარილოს ქვებია, რაც პირდაპირ გეტყვით, არ მომწონს. 20 ათასი ლარი საფლავზე რომ არ დახარჯონ, ხომ შეიძლება, მიცვალებულის სული სხვაგვარად აცხონონ? ასეთ საფლავებსაც ისევე ვუვლით, როგორც დანარჩენებს. ხელშეკრულებით რაც გვევალება, იმას ვაკეთებთ - ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ორადგილიანია საფლავი, გრანდიოზული თუ უბრალო ჯვარი ადევს..."

"ადრეულ ასაკში გავთხოვდი. 17 წლისას უკვე ჩემი ბიზნესი მქონდა: მაღაზია, უძრავი ქონების სააგენტო, ავტომობილების ბიზნესი... მოკლედ, რა საქმეში არ ვიყავი ჩართული... საკმაოდ ძლიერი ოჯახიც მქონდა, მაგრამ რაღაცების გამო, ისე მოხდა, რომ აბსოლუტურად არაფერი აღარ მაქვს..."

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 12 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.


ეთო ყორღანაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მოწყდებოდა ლავა, ჩაიტანდა 20-30 კაცს ერთად, ცხედრების გამომტანიც არავინ იყო..."
2011 წელს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთმა ქართველმა ქალმა, ეკატერინე სიხარულიძემ შრომითი მიგრანტობა გადაწყვეტა.
"მინდა, გაზეთის საშუალებით ნათიას მივმართო: შვილო, შეიძლება გული გეტკინოს, ასე საჯაროდ რომ ვყვები ყველაფერს, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვე... "
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეორე ვაჟი თომა გაქრისტიანდა
ქართველი ემიგრანტი, რომელსაც იაპონელ ქმარში გაუმართლა
რატომ სცადა გერმანიაში ქართველმა ქალმა პედოფილების ბარის გადაწვა
როგორ მოხვდა არსენ ფოჩხუას ქართულორნამენტიანი ლარნაკი თეთრ სახლში
როცა ადამიანების პირადი მონაცემების უსაფრთხოება საეჭვოა და თანაც, მიუხედავად იმისა, რომ "ფეისბუკზე" რეგისტრაციისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს, სოციალურ ქსელში ბავშვებიც რეგისტრირდებიან, ზოგჯერ მათ თავად მშობლები არეგისტრირებენ... თუ რატომ ხდება ასე, ამის შესახებ აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მათი შვილების მაგალითის და პირადი გამოცდილების საფუძველზე ვკითხეთ...
ვისგან ისწავლა მომღერალმა კულინარობა
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
0 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
2 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.