"კატალონიელებს მოგვწონს ქართველი ქალები" - რატომ დაიწყო ქართველების ბარსელონელმა სიძემ ჩვენებური კერძების მომზადება?
font-large font-small
"კატალონიელებს მოგვწონს ქართველი ქალები" - რატომ დაიწყო ქართველების ბარსელონელმა სიძემ ჩვენებური კერძების მომზადება?
2011 წელს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთმა ქართველმა ქალმა, ეკატერინე სიხარულიძემ შრომითი მიგრანტობა გადაწყვეტა.

ბარსელონაში ჩასულს ორ კვირაში გამოუჩნდა დროებითი სამუშაო. მიგრანტისთვის სასიხარულო იყო ეს ფაქტი: გამოცდილებაც მიიღო და ნელ-ნელა ეცნობოდა სამხრეთ ევროპულ ცხოვრებას. მერე ჩავიც გამოჩნდა მის ცხოვრებაში...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული, ქართველი ემიგრანტი ქალისა და უცხოელის სიძის საინტერესო ინტერვიუდან:

ეკატერინე:
"არასდროს დამავიწყდება 2012 წლის 30 იანვარი, როცა პირველად შევხვდით მე და ჩავი ერთმანეთს. სულ ხუთი წუთი დავყავით
ერთად მაშინ, მაგრამ ინტერნეტით კვლავ გავაგრძელეთ ურთიერთობა. 3 თებერვალს დაბადების დღე მაქვს და გეპატიჟებიო, - მომწერა. ჩემს "ბედად", მაშინ გარდაიცვალა ის მოხუცი, ვისაც ვუვლიდი. ასე რომ, დრო მქონდა და მიწვევაზე დავეთანხმე..."

"ულამაზესია ბარსელონა ამ დღეს განსაკუთრებით, ვარდებითაა ყველაფერი მორთული და უნებლიედ, პოზიტიური განწყობა გეუფლება. ჩავი ამ დღეს ჩემს სახლთან უნდა მოსულიყო, მომართვა ულამაზესი ვარდი, რომელსაც დღემდე ვინახავ. ტრადიციის მიხედვით, წიგნი ვაჩუქე. გავისეირნოთო. დავთანხმდი და ზღვისკენ წავედით. რა ვიცოდი, კიდევ უფრო მეტზე თუ მომიწევდა იმ საღამოს დათანხმება! უკვე ბინდდებოდა ზღვის პირას გამიყვანა და მკითხა, ცოლად თუ გავყვებოდი..."

უცხოელის თვალი ბევრად უფრო მახვილია და კრიტიკული შეფასებისას. აი, რას ფიქრობს კატალონიელი სიძე ჩვენზე:

"ძალიან მშვიდი ხალხია ქართველები. არაბულ სამყაროსა და ინდოეთში მოსახლეობა ხმაურიანია და დამღლელია იქაურობა. კატალონიელებს მოგვწონს ქართველი ქალები, რადგან შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ნიჭიერი, აქტიური, ლამაზი და ერთგულები არიან; ნამდვილი ოჯახის ქალები. ჩვენ გაუდი გვყავდა, მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორი, ამიტომ ქართული არქიტექტურით გაოცებული არ ვრჩები, მაგრამ საქართველოში ბევრია ძველი შენობა, რომლებიც მართლა მოსაწონი და დასაფასებელია..."

"კატალონიელს სულაც არ უჭირს იმის აღიარება, რომ მეუღლის სიყვარულის გამო ხშირად ამზადებს ქართულ კერძებს, პატარა ბოსტანიც ქართული წესით აქვს მოწყობილი და პრასსაც ამწნილებს ქილებში ისეთივე მოძველებული წესით, როგორც ამას საქართველოს სოფლებში აკეთებენ..."

ამ საინტერესო წყვილის ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 26 აპრილის ნომერში წაიკითხავთ...


როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ბესარიონ თედიაშვილს შინ ვესტუმრე საარჩევნო პროგრამასა და იმ ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ, რომელიც მისი გაპრეზიდენტებისას პრიორიტეტული იქნება.
"დუსუნა" მისი ფსევდონიმია. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, მან მხატვრობაში უნიკალური ტექნიკა დანერგა.
ნონა ახალკაცი ერთადერთი ლიცენზირებული ავტოინსტრუქტორი ქალია, რომელიც მანქანის მართვას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ასწავლის.
სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული.
ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს.
მსახიობი და რეჟისორი, გიორგი მეგრელიშვილი "გურმანის" რუბრიკაში კულინარიულ თემებზე გვესაუბრება, თუმცა, დასაწყისში, მას ბოლო დროინდელი შემოქმედებითი სიახლეებისა და გეგმების გაზიარება ვთხოვე.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.