"დარდიანიძე ჩვეულებრივი ქართველი კაცია, ქეიფობს, "გულაობს"... და უცებ, შარში აღმოჩნდება" - ვის ჰგავს ჩცდ-ს დარდიმანდი პრეზიდენტი
font-large font-small
"დარდიანიძე ჩვეულებრივი ქართველი კაცია,  ქეიფობს, "გულაობს"...  და უცებ, შარში აღმოჩნდება" - ვის ჰგავს ჩცდ-ს დარდიმანდი პრეზიდენტი
"ჩემგან პოლიტიკოსი არ გამოვა"

მსახიობი და რეჟისორი - კახა გოგიძე ახლახან სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" პრეზიდენტის - სულიკო დარდიანიძის როლით გამოჩნდა.

სიმღერა ბატონ კახასაც ძალიან უყვარს, თუმცა საქმის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ნამდვილად არ ახასიათებს.
გარდა იმისა, რომ მსახიობი და რეჟისორი გახლავთ, სტუდენტიცაა - ამჯერად, კინორეჟისურის ფაკულტეტს ამთავრებს. მანამდე სამსახიობო და თეატრის რეჟისურის ფაკულტეტები დაამთავრა. 47 წლისაა, უკვე ბაბუაც გახლავთ. აქტიური ადამიანია და ცხოვრების ამ ტემპით გაგრძელებას აპირებს...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:


"სულიკო დარდიანიძე საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდება, თორემ თავად პერსონაჟში საინტერესო რა შეიძლება, იყოს? ჩვეულებრივი მომღერალი, მოქეიფე, ქართველი კაცია, რომლისთვისაც ჭეშმარიტება იქ არის, სადაც კმაყოფილებაა. ქეიფობს, სვამს, დროს ატარებს, "გულაობს", ქალებს ეპრანჭება და უცებ, შარში აღმოჩნდება!.. საპრეზიდენტო არჩევნებშიც იმიტომ მონაწილეობს, რომ თავისი მუსიკალური ალბომის გაყიდვა სურს. ამბობს კიდეც, - უბრალოდ, "გაპიარება" მინდაო..."

"ამომრჩევლად ყოფნა ყოველთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რადგან ამომრჩეველს შეგიძლია, არჩეულს აგინო, აფურთხო, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის ხდება... მიმაჩნია, რომ ქართველებს მართლა საინტერესო პრეზიდენტები გვყავდა და გვყავს..."

"ჩემგან პოლიტიკოსი არასოდეს გამოვა, რადგან ემოციური ვარ. ემოცია და პოლიტიკა ერთმანეთთან არ "მიდის". სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკოსებს გასამართლებელი საბუთი აქვთ - კაცი ვარ და გავმწარდიო. არა, გენაცვალე, კაცი იყავი, მაგრამ ნუ გამწარდები, თუ პოლიტიკოსი ხარ: იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ ის არ ილაპარაკო, რასაც ფიქრობ, რადგან საერთოდ, თუკი იმას ლაპარაკობ, რასაც ფიქრობ, ცხენი შეკაზმული უნდა გყავდეს, რათა შეახტე და გაიქცე (იცინის)..."

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 3 მაისის ნომერში წაიკითხავთ...

ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.