"13 წლამდე როგორი ბედნიერი ბავშვობა მქონდა..." - ქუთაისელი გოგონას სევდიანი თავგადასავალი
font-large font-small
"13 წლამდე როგორი ბედნიერი ბავშვობა მქონდა..." - ქუთაისელი გოგონას სევდიანი თავგადასავალი
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.

პროფესიით ფილოლოგმა ელა ფიცჯერალდის სიმღერა ისე შეასრულა, რომ ჟიურის ოთხივე წევრი სცენაზე აიჭრა და თამუნას ჩაეხუტა. გვინდა, უფრო ახლოს გაგაცნოთ სიმღერასა და მუსიკაზე შეყვარებული ქუთაისელი გოგო, რომელიც ერთი შეხედვით, მხიარული და უდარდელი მოგეჩვენებათ, სინამდვილეში კი ბევრი ტკივილი და სევდა დააქვს გულით...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"მძიმეა ჩემთვის ამის გახსენება, რადგან ისევ მიახლდება ხოლმე
ყველა ტკივილი. დედამ გაჭირვების პერიოდში გადაწყვიტა საბერძნეთში წასულიყო - არც სამსახური, არც სხვა შემოსავალი ჰქონდა, ორ შვილს კი რჩენა უნდოდა. მე 13 წლის ვიყავი მაშინ. მამა და ბებო გვივლიდნენ, მაგრამ ბებო დედაჩემის წასვლიდან 3 წელში გარდაიცვალა..."


"ჩვენ მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, საუკეთესო მეგობარი იყო ჩემთვის. არ ყოფილა თემა, რომელზეც მას ვერ დაველაპარაკებოდი. არ მახსოვს, მისთვის რამე დამემალოს... მერე შეუძლოდ გახდა. რომ რეკავდა, სულ ამბობდა, რაღაც სუსტად ვარ და წონაშიც მოვიკელიო. ნეიროქირურგმა პირდაპირ არ უთხრა დიაგნოზი და ურჩია, რადგან აქ ძალიან ძვირია მკურნალობა, საქართველოში წადი და იქ ჩაიტარე გამოკვლევაო. ხელს და ფეხს კარგად ვერ ამოძრავებდა, თურმე თავში სიმსივნე ჰქონდა..."

"ბავშვობიდანვე მშიშარა ვიყავი და დედა ყოველთვის სტიმულს მაძლევდა: ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოგივა და ა.შ. 46 წლის იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიული, უყვარდა სხვებზე ზრუნვა. რამდენ ვინმესთან მივდიოდი ხოლმე დასახმარებლად, რომ იცოდეთ. დარეკავდა საბერძნეთიდან, იმის შვილი ყოფილა ცუდად, რაღაცები უყიდე და წაუღეო, ამას უჭირს და დაეხმარეო, ასეთი იყო..."

სტატიას ვრცლად ჟურნალ "გზის" 10 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მობილიზებული იყო დამწვრობის ცენტრი, სადაც პიროტექნიკით მიღებული დამწვრობით არაერთი პაციენტი მოთავსდა.
ფულის მოზიდვა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა, ბოროტი თვალისა და ენებისგან დაცვა, კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა, საყვარელ ადამიანთან ბედნიერების შენარჩუნება, ჩაკეტილი ბედის გახსნა და ა.შ. ხშირად ამ პრობლემების გადასაჭრელად ადამიანები ეზოტერიკოსს მიმართავენ.
სადღაც შორს, "საშიშ" ქვეყანაში არიან ქალები, რომლებსაც მხარზე კოპწია ხელჩანთის ნაცვლად ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ გადაკიდებული, ფეხზე უხეში, მძიმე, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, თბილი და კომფორტული "ბათინკები" აცვიათ და ავღანეთის წითელ მიწაზე მძიმედ დააბიჯებენ...
მხატვარი დარიკო ბერიძე უკვე 55 წელზე მეტია, რაც რუსეთში ცხოვრობს.
მეღვინე, 24 წლის ანანო ვეკუა წელს ორჯერ დაესწრო რთველს და ღვინოც ორჯერ დააყენა - ერთხელ ზამთარში, როდესაც სამხრეთ აფრიკაში იყო და მეორედ - საქართველოში, შემოდგომაზე.
რამდენ ლარად იყიდი კახეთში ნამდვილ ღორსა და ვირს...
"ჩვენი გმირი", - ამ სიტყვებით ხშირად მიმართავენ 30 წლის მაშველს, პაატა ჩხიტუნიძეს.
"ქუჩის ძაღლებისთვის ხის სახლები ავაშენეთ, მაგრამ რამდენიმე დღეში მოიპარეს"
2019 წლის მოახლოებასთან ერთად, ასტროლოგიური კალენდრის გამო, ღორი მეტად პოპულარული ცხოველი გახდა.
"ჩემი ცხოვრების გაცილებით მეტი დრო, ახლა საქმეს ეხება და არა - მიღებული საკვების გადამუშავებას".
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.