"მამაკაცს იმაზე ვუჩივლოთ, რატომ შემომხედაო? - დიდი სისულელე მგონია..." - გათხოვდა თუ არა ცუცა კაპანაძე
font-large font-small
"მამაკაცს იმაზე ვუჩივლოთ, რატომ შემომხედაო? - დიდი სისულელე მგონია..." - გათხოვდა თუ არა ცუცა კაპანაძე
"თვალებით ფლირტს რა ჯობია?! მერე იბმება სიყვარულის ძაფები"

მსახიობი ცუცა კაპანაძე აშშ-ში კომპანია "დენსინგ ქრეინ"-თან ("მოცეკვავე წერო") არსებულ, ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრში მუშაობს, ის გენერალური მენეჯერი და ქართული სკოლის ხელმძღვანელია; ასევე, საბავშვო (4-დან 10 წლამდე) თეატრის ხელმძღვანელი და ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი გახლავთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ცუცა კაპანაძის მხიარული ინტერვიუდან:

"ნიუ-იორკის ქართული თეატრი ჩემთვის მეორე სახლია, რომელმაც სამშობლოსგან შორს მყოფი გადამ
არჩინა. როცა მე აქ ჩამოვედი, საქართველოში, ფაქტობრივად, სამსახური არ მქონდა. თეატრში ძალიან დაბალი ხელფასი იყო, სატელევიზიო პროექტები კი გაჩერდა..."



"მენატრება ზემო იმერეთის კოპწია სახლი, სადაც ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ბებია პენსიიდან გადანახულ ათ მანეთს რომ მომცემდა, ამას სხვა გემო ჰქონდა. რა კარგი იყო, რამდენ შოკოლადს, ფუნთუშას და "პონჩიკს" ვყიდულობდი... სამაისო ბალს და ახალშემოსულ სიმინდებს ვიპარავდით ხოლმე, განა, მე არ მქონდა? მაგრამ მოპარული სხვანაირად გემრიელი იყო. ბებოს გაკეთებული ხაჭაპური მახსენდება, ბუხარში, ორ კეცს შორის, ნაღვერდალში რომ ჩადებდა. წიწილასაც ასე წვავდა..."


"ომი რომ იყო და სოლოლაკი იწვოდა, მამაკაცები მორიგეობით დარაჯობდნენ ეზოს. შიმშილობის პერიოდში დიდ ქვაბში საჭმელს ხარშავდნენ, თოკებით პატარა კოლოფებს ჩავუშვებდით ხოლმე და შიგნით ცხელ კერძს გვისხამდნენ. შესანიშნავი დამოკიდებულება იყო. ლადო ბურდული ჩემს ზემოთ ცხოვრობს და მძიმე როკის დაკვრას რომ იწყებდნენ, მთელ ეზოს გვესმოდა. ღამე თუ არ მაძინებდნენ, ქვემოდან იატაკის ჯოხს ვურტყამდი..."


თვალებით ფლირტს რა ჯობია?! მერე იბმება სიყვარულის ძაფები (იცინის). მამაკაცს იმაზე ვუჩივლოთ, რატომ შემომხედაო? - ეს დიდი სისულელე მგონია... კაცი უნდა იყოს, კაცური! დიდი მხრებით - "მოდექი და იცურავე", ცისფერი ან მწვანე თვალებით და მაღალი. ვინმე იკითხავს, შენ თვითონ რომ არ ხარ მაღალიო? მაღალი არ ვარ, მაგრამ ცისფერთვალება ვარ, ქერათმიანი და ყველაფერი თავის ადგილას მაქვს (იცინის)..."

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 10 მაისის ნომერში წაიკითხავთ...

იხილეთ ასევე: "ბოლო ორი წელია­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული" - რას საქმიანობენ "პა-სეანსის" გმირები დღეს

"საქართველოში ვერ შევძელით, ღირსეულად გვეცხოვრა"

თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
BBC - ის რუსულმა რედაქციამ გამოაქვეყნა ინტერვიუ, ცნობილ ქართველ რეჟისორ ოთარ იოსელიანთან, სათაურით: "პოლიტიკა არ შეიძლება ხელოვნების მიზანი იყოს"
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.