"ირანის დედოფლის დანახვაზე დოდოს თვალები აუციმციმდა, - "უნდა ვაკოცოო..."
font-large font-small
"ირანის დედოფლის დანახვაზე დოდოს თვალები აუციმციმდა, - "უნდა ვაკოცოო..."
საქართელოში ბევრმა რეჟისრომა გადაიღო ფეხბურთის თემაზე, როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმი. მათ შორის მხოლოდ ერთი ქალია - ნანა მჭედლიძე - "პირველი მერცხალის" რეჟისორი.


ხმა რომ დაირხა ნანა ფეხბურთზე ფილმს იღებსო, თურმე ნაცნობები სიცილით ეკითხებოდნენ, რა იყო, ნანა, კაცი არ მოინახა, ფეხბურთზე ქალი რომ იღებ ფილმსო? ფილმის კონსულტანტი იყო ლეგენდარული ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე, რომელიც პირადად წვრთნიდა მსახიობებს ფეხბურთელებად.

"პირველი მერცხალის" სამსახიობო კოლექტივიც, რომელთა შორის იყვნენ - დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, ვასილ ჩხაიძე, გურამ ლორთქიფანიძე, ამირან დაქეიშვილი, დიმიტრი ჯაიანი და სხვები, რეჟოსრისა არ იყოს, ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივრები იყვნენ.

ფილმი 1975 წელს გამოვიდა ეკრანებზე. იმავე წელს თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ირანის შაჰის პატრონაჟით ტარდებოდა, შეიძლება ითქვას, ნანა მჭედლიძის, როგორც კინორეჟისორის ტრიუმფი შედგა.

"პირველ მერცხალს" ორი პრიზი ერგო: ერთი საუკეთესო რეჟისურისთვის, მეორე კი - დოდო აბაშიძეს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

თეირანის ფესტივალიზე, საქართველოდან ნანა მჭედლიძე, აკაკი დვალიშვილი და დოდო აბაშიძე გამგზავრებულან. სამწუხაროდ, დღეს არცერთი მათგანი აღარაა ცოცხალი. თუმცა, მათი მოგზაურობის დეტალები და ფესტივალზე გატარებული დღეების შთაბეჭდილებები, შემონახულია ნანა მჭედლიძის წერილში "მოგზაურობა ათას ერთ ღამეში".

გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ წერილიდან:

"ჩემს ფილმებს ადრეც უპირებდნენ ფესტივალებზე წარდგენას, მაგრამ მხოლოდ უპირებდნენ და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. როდესაც "პირველი მერცხალის" მისამართით ითქვა სიტყვა "ფესტივალი", ვიფიქრე, იმისთვისაც დიდი მადლობა ასეთი სურვილი რომ დაებადათ-მეთქი და დავიწყებას მივეცი ეს ამბავი. გაგრძელება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"არც ერთ კუთხეში ქართველებისნაირი ხალხი არ არსებობს"
"სულ საქართველოს სახელით ვასპარეზობ და არ მინდა რამე შეიცვალოს"
სამწუხაროდ, ხის მხატვრული დამუშავება ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, სხვადასხვა კუთხეში უკვე თითზე ჩამოსათვლელი ოსტატებიღა შემორჩნენ.
ალკოჰოლური სასმელი და სიმთვრალე არ უყვარს, რადგან რეალობის აღქმას უკარგავს და არ მოსწონს.
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
თავისი ცხოვრების ამსახველი საკმაოდ დიდი ფოტოარქივი დაახარისხა, მნიშვნელოვანი ფოტოები ჩარჩოში მოათავსა და ოთახის კედლებზე გამოფინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.