"გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა"
font-large font-small
"გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა"
ჩვენი გიო წავიდაო, - 11 ივნისს, ღამის 2-3 საათი იქნებოდა, მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა რომ დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე და...

მართლაც - გიო ხუციშვილი არც მარტო მისი მეგობრების იყო, არც მარტო მისი ოჯახის, არც მარტო თავისი თბილისის... გიო მთელი საქართველოსი იყო და ისე წავიდა, მთელი საქართველო აატირა...

ერთხელ, წლების წინ, მითხრა, - საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შუაღამისას მარტოც რომ წავიდე, არ შემეშინდება. ვინც გინდა, გამაჩეროს, დაველაპარაკები - ისიც მიცნობს და მეც; მანაც
იცის, რომ მიყვარს, ჩემიანია და მეც ვიცი, რომ ვუყვარვარ. ამიტომ ხალხს, რომელსაც ასე ვუყვარვარ და ქვეყანას, სადაც ვცხოვრობ, ვერასდროს ვუღალატებო.

მუდამ სიყვარულს უმღერდა და ამ სიმღერაში სულსა და გულს დებდა. გარდა ამისა, თურმე, მის სიმღერას წყვილებიც კი შეუხვედრებია და დაუოჯახებია. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ბევრი პირადად არც იცნობდა, მაგრამ მის სიმღერასთან ერთად თვითონ გიოც ძალიან უყვარდა.

გიოს მეგობარი არ ვყოფილვარ, თუმცა მისმა სიმღერამ და ჩემს მეგობრებთან ერთად მოწყობილმა ღონისძიებებმა რამდენჯერმე შეგვახვედრა, მასთან ინტერვიუ კი მხოლოდ ერთხელ ჩავწერე. ამ საოცრად თბილ და გულისხმიერ ადამიანს ინტერვიუები დიდად არ უყვარდა, მაგრამ სწორედ იმ ძველმა ურთიერთობამ გაჭრა, როდესაც, ცოტა მოგვიანებით, ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ თემაზე საკმაოდ გულახდილად ვისაუბრეთ. მაშინ სხვანაირი გიო დავინახე - კიდევ უფრო მართალი და გულწრფელი.

მახსოვს, მითხრა: "ცხოვრებაში სიმართლის თქმა ავირჩიე. ბევრს შეიძლება ეს ემწარება კიდეც, მაგრამ სიმართლე მაინც ყველაფერს სჯობს და ჩემს შვილებსაც ყოველთვის ამას ვურჩევ. სამაგიეროდ, ვიცი, რომ კარგად დამეძინება და გამეღვიძება, ადამიანებთანაც პირნათელი ვიქნები. პოლიტიკური სვლების არაფერი გამეგება, - ეს საჭადრაკო სვლებს მაგონებს, მე კი ჭადრაკის თამაში კარგად არ ვიცი და პარტიას წავაგებ. ამიტომ არც ამ სვლებს გავაკეთებ და არც პოლიტიკურ განცხადებებს, ვერც ვინმეს დავუწყებ ჭკუის სწავლებას - ხანდახან თვითონ მაქვს ბევრი რამ სასწავლი. ვერც ჩემს უდიდეს "მტერს" შევეგუები - ნარკოტიკსა და რუსეთის ჯარს, რომლებმაც 1990-იან წლებში მეგობრები დამიხოცეს. "რუსულში" მხოლოდ და მხოლოდ იმ "მონსტრს" ვგულისხმობ, 1937 წელსაც რომ არსებობდა, 1990-იან წლებშიც და დღესაც, თორემ რუსულ კულტურას ახლაც დიდ პატივს ვცემო". 
გაგრძელება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული და ენერგიული მომღერალი, დათო გომართელი ამჯერად კულინარიაზე, ქართულ სუფრაზე გვესაუბრება.
"ამბობს, - როცა ვმუშაობ, არაფერი მტკივაო..."
32 წლისაა. როცა დაიბადა, მისი ოჯახის წევრებს შინ ძაღლი ჰყავდათ.
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
გვანცა ვაჩეიშვილს ბაზიერობისადმი ინტერესი და ფრინველების სიყვარული ბაბუასა და მამისგან ერგო, 13 წლისას უკვე საკუთარი ფრინველი ჰყავდა.
მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც იქნა, მოუხელთებელი რესპონდენტი მოვიხელთეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.
ზაფხული და გარუჯვა განუყოფელია. ყველას უნდა, კარგი ნამზეური ჰქონდეს და ამიტომ ხშირად ადამიანები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.