"მაგარი იყო ბარსელონა, უბრალოდ, იქ ქართველები არ უყვართ. გაფუჭებული გვაქვს სახელი"
font-large font-small
"მაგარი იყო ბარსელონა, უბრალოდ, იქ ქართველები არ უყვართ. გაფუჭებული გვაქვს სახელი"
ალექს კიკვიძისთვის, რომელიც "X ფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ, ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებია.
უდმივად ცდილობს, კარგ ხასიათზე დააყენოს ნაცნობები თუ უცნობები და ცოტა ხანს მაინც დაავიწყოს მათ ყოველდღიური საფიქრალი და სანერვიულო. ამაში კი იუმორი ეხმარება. "ეგია მთავრობა? ა, რამდენი ხალხია დასაქმებული, უყურებ?" _ იხუმრა რედაქციაში სტუმრად მოსულმა იქ დასაქმებული ადამიანების შემხედვარემ.

კონკურსანტმა თავის ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა ჟურნალ "გზასთან". გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

"ბარსელონაში რამდენიმე მეგობარი წავედით, ქუჩაში ვუკრავდით და ვმღეროდით. აქ ბარებში დაკვრას ცოტა ხნით იქ წასვლა და მუშაობა ვამჯობინეთ. პირველად 3 თვე ვიყავი, ვიზა არ დავარღვიე და დავბრუნდი, პატიოსანი მოქალაქე ვარ. მერე მეორედაც წავედით. მაგარი იყო ბარსელონა, უბრალოდ, იქ ქართველები არ უყვართ. გაფუჭებული გვაქვს სახელი, მაგრამ სულ ცოტათი მაინც მოვახერხე და შევაყვარე ჩემი ქვეყანა..."
GzaPress
"წყალტუბოში დავიბადე. 9 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მოსკოვში წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა, იქ დავამთავრე სკოლა, დავბრუნდი და 2-3 წელი წყალტუბოსა და ქუთაისში ვიცხოვრე, მერე უკვე თბილისში. პატარა ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა და დედამ გაგვზარდა. არ ვიცი, რა არის ბავშვობა ან რას ნიშნავს ბედნიერი ბავშვობა... რთულია ცხოვრება, მაგრამ მაინც მშვენიერია. ყველაფერი ცუდად მახსენდება, რაც წყალტუბოში გატარებულ პერიოდს უკავშირდება და ამიტომაც არ მიყვარს იქ ჩასვლა..."

"ჩემი მეუღლე თამთა კილასონია სტუდენტობისას გავიცანი. მის მეზობლად ვიქირავე ბინა. ერთმანეთს გავეპრანჭეთ, 3 წელი რომანი გვქონდა, ვხვდებოდით, მერე თერჯოლაში, დედაჩემის ბიძაშვილთან გავიპარეთ. 15 ლარი გვქონდა სულ. ძველი იკარუსით ვიმგზავრეთ, 10 ლარი მგზავრობაში ადავიხადეთ, 5 ლარად კოკა-კოლა და პური ვიყიდეთ. იქ კი კარგი იმერული სუფრა დაგვხვდა. მერე გვეყოლა ლუკა და ნანო..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი - ანა ქურთუბაძე შემოქმედებით სიახლეებზე, უახლოეს გეგმებზე, მოგზაურობასა და კულინარიაზე გვესაუბრება.
მაკა ჩხეიძის საიუველირო ნაკეთობებს აღტაცებაში მოჰყავს ყველა, განსაკუთრებით - ქალბატონები.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტი "რესპუბლიკის" სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ" კანონს ამკაცრებს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მსჯელობს.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.