"ტყვედ აგვიყვანეს..." - ქალი ჟურნალისტის არაჩვეულებრივი თავგადასავალი
font-large font-small
"ტყვედ აგვიყვანეს..." - ქალი ჟურნალისტის არაჩვეულებრივი თავგადასავალი
მარიკა კახაძე - ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი - იმ თაობის წარმომადგენელი გახლავთ, რომელიც ბარიკადებზე იდგა... მინდა, მის შესახებ გიამბოთ.
წლების წინ, ის ომში უშიშრად წავიდა, იწვნია ტყვეობა, შიში, მაგრამ არასდროს უღალატია სამშობლოსთვის და საკუთარი პრინციპებისთვის...
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ჟურნალისტიკაში იმ ტალღაზე მივედი, რომელიც ზვიადმა მოიტანა. ჩემი შვილი, ოთო პატარა იყო, ქმარს გაშორებული ვიყავი და ბევრს ვმუშაობდი - ვთარგმნიდი, ვწერდი... საზოგადოებას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ. პატივისცემით გვექცეოდნენ, ჩვენთვის ყველა კარი ღია იყო, არც ჩვენ ვუსაფრდებოდით ადამიანებს. სიტუაცია საქართველოში პოლიტიკური ბრძოლების გააქტიურებამ შეცვალა - ჩვენს ცხოვრებაში დასავლური, ტიპური დამოკიდებულება გადმოვიდა, მნიშვნელოვანი განსხვავებით - იქ კანონი არეგულირებს მსგავს ქმედებებს, აქ კი არა..."

"დამთავრდა თბილისის ომი, სამეგრელოში გარდაცვლილი ბიჭები ჩაასვენეს და ეს დიდებული კუთხე ერთ დიდ კივილად გადაიქცა. სამოქალაქო ომი გაგრძელდა...
რაღაც პერიოდის შემდეგ, "შანსმა" მე და დიანა გაბროშვილი ზუგდიდში მიგვავლინა რეპორტაჟის გასაკეთებლად. შევათანხმეთ, რომ ზუგდიდის გუბერნატორი მიგვიღებდა და სამუშაო პირობებს შეგვიქმნიდა, მაგრამ ადგილზე შევიტყვეთ, რომ ის გაიქცა და ღია ცის ქვეშ, მისტიკურად ცუდ გარემოში დავრჩით. ქალაქი უდაბურის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ადამიანები თითქოს გამქრალიყვნენ..."

"მანქანიდან კბილებამდე შეიარაღებული ტიპები გადმოვიდნენ, გადაგვიგრიხეს ხელები, ჩაგვყარეს მანქანაში და გაფიცულებში მიგვიყვანეს, ანუ ზვიადისტებთან, ოღონდ, სასაცილო ის არის, რომ მეც ზვიადისტი ვარ. იქ ბევრი ხალხი დაგვხვდა: უცნობი გოგო, რომელმაც გვაფურთხა; ქალი, რომელმაც დაგვწყევლა... მოკლედ, არაკეთილგანწყობილი ადამიანების ჯგუფი. გავარკვიეთ, რომ ბადრი ზარანდიას ტყვეები ვიყავით..."

"ქობალია არც თუ ურიგო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამიტომ გავთამამდი და დიდი შეცდომა დავუშვი - საიდუმლოდ გავანდე, რომ ზარანდიას ტყვეობაში საფულედან ფული ამომაცალეს. იდეას ხომ სუფთა ხელებიანები უნდა ემსახურონ?!. ზარანდია ისევ მოგვივარდა. ყვიროდა, დასაბმელი იყო. შეურაცხყოფა მომაყენა ამ გოგომ, წავალ, ხალხს მოვიყვან და მათ წინაშე გაიმეოროს, რომ ქურდი ვარო... სასწრაფოდ გადაგვმალეს ქუჩის მეორე მხარეს, სარდაფში... ატყდა ავტომატების "ტრახტრახი". კარგად გვესმოდა გინება, მუქარა: "აგაფეთქებთ"!..

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 14 ივნისის ნომერში წაიკითხავთ...
დეა ცუცქირირძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.