"ჩემთვისაც უთქვამთ არასასიამოვნო სიტყვები, რადგან სათვალე მიკეთია..."
font-large font-small
"ჩემთვისაც უთქვამთ არასასიამოვნო სიტყვები, რადგან სათვალე მიკეთია..."
ლიკუნა თუთისანმა "X ფაქტორის" ორშაბათის ტურზე გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად იმღერა.

მისი მოლოდინი, რომ კარგი დუეტი გამოვიდოდა, გამართლდა. "ჩამოყალიბებული არტისტი", "გონიერი მომღერალი", "შენ შეძელი და ამატირე. მე თუ ვტირი, ე.ი. ძალიან მომწონს", "როდესაც ვუსმენ, სიცოცხლე მიხარია, დაბადებულია სიმღერისთვის", "გარდა ფენომენალური ვოკალისა, აქვს საოცარი არტისტული მონაცემები", -ასეთი იყო სხვადასხვა დროს ჟიურის წევრების შეფასება... ლიკუნა 15 წლისაა, უყვარს ჯაზი, ბლუზი, პოპი, უსმენს სტივ უანდერს, რეი ჩარლზს, არიანა გრანდეს, ანეტა ფრანკლინს...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ცელქი, თავისუფალი, გახსნილი, გიჟი ბავშვი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ (იცინის). მიყვარს ფრენბურთი, კალათბურთი, ფიგურული სრიალი. მოკლედ, სპორტულად აქტიური ვარ. დავდიოდი თეატრალურ სტუდიაშიც. ბუნებით მეოცნებე და რომანტიკული ვარ. ყველგან სიყვარულსა და სითბოს ვეძებ, ვწერ დღიურს, გულჩვილი ვარ და მალე მწყინს რაღაცები, გაბუტვაც ვიცი..."

"თვისებებითა და ხასიათითაც უნდა მგავდეს, რომ კარგად გავუგო. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, კეთილი, მეგობრული, თავმდაბალი და გულწრფელი. არ მიყვარს, როდესაც პატარები დიდებად წარმოაჩენენ თავს, სჯობს ნამდვილები და ბუნებრივები იყვნენ. ნაძალადევი არაფერი მომწონს. ჩემზე ყველა აღნიშნავს, რომ გულწრფელი ვარ, რაც ძალიან მახარებს..."

"სკოლებში ბიჭებიცა და გოგონებიც ერთმანეთს ჰბაძავენ. ჰგონიათ, რომ ყველაზე მაგრები არიან, რატომღაც აგრესიულები ხდებიან და ამას ნორმალურად თვლიან. ხშირად დასცინიან ერთმანეთს. ნამდვილად ყოფილა ასეთი ფაქტები, ჩემთვისაც უთქვამთ არასასიამოვნო სიტყვები იმის გამო, რომ სათვალე მიკეთია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი - ანა ქურთუბაძე შემოქმედებით სიახლეებზე, უახლოეს გეგმებზე, მოგზაურობასა და კულინარიაზე გვესაუბრება.
მაკა ჩხეიძის საიუველირო ნაკეთობებს აღტაცებაში მოჰყავს ყველა, განსაკუთრებით - ქალბატონები.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტი "რესპუბლიკის" სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ" კანონს ამკაცრებს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მსჯელობს.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.