"არასდროს დამავიწყდება ის შოკი. ჩემს შვილს არ სცემდა, მაგრამ..." - როგორ არჩევენ ცნობილი დედები ძიძებს?
font-large font-small
"არასდროს დამავიწყდება ის შოკი. ჩემს შვილს არ სცემდა, მაგრამ..." - როგორ არჩევენ ცნობილი დედები ძიძებს?
"სხვის გაჩენილ შვილებზე რომ ასეთ ამბავში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ, საკუთარ სახლში რას იზამდნენ?"

ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ბინაში, ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ 6 თვის ტყუპ და-ძმაზე ძიძის ძალადობის მძიმე კადრები აღბეჭდა, რამაც მთელი ჩვენი საზოგადობა აღაშფოთა. მომხდარის თაობაზე მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ამ ოჯახში ძიძად 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, ბავშვებს სისტემატურად სცემდა. 47 წლის ქალს წინასწარი პატიმრობა უკვე მიესაჯა და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ირინა ონაშვილი, მოდელი:
- ძიძების მიერ ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ძალიან მაშფოთებს. ამ დროს, პატარამ შესაძლოა დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს და არც კი ვიცი, რა ზომის სასჯელი შეიძლება იყოს საკმარისი, ასეთი ადამიანების დასასჯელად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჭკუას თუ ვერ ისწავლის, შესაძლოა, იგივე გაიმეოროს, თუმცა, თვითონ პრეცენდენტი, რომ დაისჯება, უკვე კარგია.

საზოგადოების ფონია რაღაცნაირი, ხალხი ძალიან გაღიზიანებულია და არ ვიცი, რა ხდება. ბევრს აქვს ნერვული აშლილობა. ალბათ, ცოტა გამართლებაზეცაა, როგორი ძიძა შეგხვდება და მაგალითად, მე, ქუჩიდან ვერ ავიყვან ადამიანს, თუ არ ვიცი, როგორი ოჯახი აქვს, მანამდე სად უმუშავია, იქ რამდენად კმაყოფილები იყვნენ, სხვა ბავშვებს როგორ ექცეოდა და ა.შ. თუმცა, ესეც ვერ გამორიცხავს კონკრეტულ სიტუაციაში ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. შეიძლება, გამოცდილ ადამიანსაც დაემართოს რამე. პირადად მე, კამერა არ მიყენია და ამაზე არც მიფიქრია, ჩემს ძიძას ვენდობი, სხვანაირი მენტალობის ადამიანია და ჩემამდე, ჩემს მეგობრებთან მუშაობდა.

არ ვიცი, კამერა რამდენად შეიძლება იყოს ბერკეტი იმისა, რომ ძიძა შიშის ქვეშ იქნება და ამის გამო, ნორმალურად მოიქცევა. ფსიქოს მოთხოვნაც კარგი იქნებოდა. ამ თემას სერიოზული განხილვა სჭირდება და სამწუხაროდ, ბევრი ფაქტია, რომლებიც გახმაურებული არ არის. ხშირად, მშობელი თვითონაც ძალადობს ბავშვზე ფიზიკურად იქნება ეს, თუ ემოციურად. აქედანაც რომ დავიწყოთ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი, ძალიან კარგი იქნებოდა. ზომები უნდა მივიღოთ, ამ პრობლემის გარშემო ყველა გავერთიანდეთ და კამპანიები წამოვიწყოთ. ბოლოს და ბოლოს, XXI საუკუნეა და ბავშვების ცემა-ტყეპა და ხელების ქნევა, ნორმალურად არ მიმაჩნია. გაგრძელება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული და ენერგიული მომღერალი, დათო გომართელი ამჯერად კულინარიაზე, ქართულ სუფრაზე გვესაუბრება.
"ამბობს, - როცა ვმუშაობ, არაფერი მტკივაო..."
32 წლისაა. როცა დაიბადა, მისი ოჯახის წევრებს შინ ძაღლი ჰყავდათ.
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
გვანცა ვაჩეიშვილს ბაზიერობისადმი ინტერესი და ფრინველების სიყვარული ბაბუასა და მამისგან ერგო, 13 წლისას უკვე საკუთარი ფრინველი ჰყავდა.
მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც იქნა, მოუხელთებელი რესპონდენტი მოვიხელთეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.
ზაფხული და გარუჯვა განუყოფელია. ყველას უნდა, კარგი ნამზეური ჰქონდეს და ამიტომ ხშირად ადამიანები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.